ალბერ კამიუ, უცხო | ლევან ბერძენიშვილი

Sdílet
Vložit
  • čas přidán 10. 11. 2019
  • ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „პრემია“გთავაზობთ საუბარს ევროპული ლიტერატურის ერთ-ერთ უდიდეს წარმომადგენელზე, აბსურდის თეატრისა და აბსურდის ფილოსოფიის შემოქმედზე, „დასავლეთის სინდისად“ წოდებულ ალბერ კამიუზე, 1957 წლის ნობელის პრემიის ლაურეატზე ლიტერატურის დარგში. საფრანგეთის კოლონია ალჟირში, უღარიბეს ოჯახში დაბადებულმა ალბერ კამიუმ, რომელმაც მამა ერთი წლის ასაკში დაკარგა და რომლის წერა-კითხვის არმცოდნე დედაც დამლაგებლობით არჩენდა ორ შვილს, ცხოვრების ურთულესი გზა გამოიარა, სანამ პარიზის ელიტის უსაყვარლესი მწერალი, ფილოსოფოსი და მოაზროვნე გახდებოდა. ალბერ კამიუ არის სამი რომანის, ოთხი პიესის, ორი მნიშვნელოვანი ფილოსოფიური ესესა და რამდენიმე ათეული მოთხრობის ავტორი, - მეტი მან თავის ხანმოკლე ცხოვრებაში ვერ მოასწრო. იმ მომენტისათვის, როდესაც ავტოკატასტროფაში დაიღუპა, იგი დასავლეთის მთავარი სულიერი ავტორიტეტი იყო. შემდგომში, როდესაც ფრანგულმა გაზეთმა „ლე მონდმა“ მაღაზიათა ქსელ „ფნაკთან“ ერთად ფაქტობრივად მთელი საფრანგეთის მოსახლეობა გამოჰკითხა, თუ რომელი ლიტერატურული ნაწარმოებებია მეოცე საუკუნისათვის მნიშვნელოვანი, კამიუ თავისი „უცხოთი“ პირველ ადგილზე გავიდა. ვინ არის მერსო, „უცხოს“ პერსონაჟი; რატომ მიესაჯა მას სიკვდილი; რას ნიშნავს კამიუს გამოთქმა, რომ „იგი ერთადერთი ქრისტეა, რომელსაც ჩვენ ვიმსახურებთ“; რატომ თქვა კამიუმ, ისეთ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, რომ შეიძლება სიკვდილით დაგსაჯონ, თუ დედას წესიერად არ დაიტირებო; რა არის თავისუფლება და რატომ არის იგი ევროპის მთავარი ღირებულება, - ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

Komentáře • 38

  • @MarioBishara
    @MarioBishara Před 2 lety +88

    გამარჯობა, ეგვიპტელი ვარ და მაინტერესებს რატომ არ ამათებთ სუბტიტრებს (ქართული ენის) ვიდეოებში, ძალიან კარგი იქნებოდა ჩემთვის და ასევე უცხოელებისთვის, ვისაც უნდა ქართული ენის სწავლა და გაუმჯობესება. დიდი მადლობა.

    • @giganadiradze
      @giganadiradze Před 14 dny

      ႠႪႡႤႰႲ ႩႠႫႨႳႱ ႸႤႱႠႾႤႡ ႱႠႳႡႰႭႡႱ ႫႧႤႪႨ ႠႪႯႨႰႨ. ႵႠႰႧႳႪႨ ႩႨႣႤႥ ႷႥႤႪႠႱႧႥႨႱ ႠႰႠႠ ;) მა ჰი დიანატაკა?

  • @user-og2hf4ce1b
    @user-og2hf4ce1b Před 4 lety +34

    მერსო არის გულწრფელი, ის არ იტყუება იმისთვის რომ სხვის თვალში უკეთესი ჩანდეს. ამიტომაც დასაჯეს სიკვდილით. მერსო ძალიან მაგარი პერსონაჟია. ჩემი აზრით.

  • @mariemountson1819
    @mariemountson1819 Před 4 lety +5

    დედაზე დიდი საოცრება არ არსებობს❤️

  • @Rusakkkkkkk
    @Rusakkkkkkk Před 3 lety +2

    მერსო არის ნამდვილი ბავშვი, უგულწრფელესი და უნამდვილესი. როგორ შედის ყველას მდგომარეობაში თუნდაც გამომძიებლის ან მისი უფროსის. გამაოგნებელი პერსონაჟი ნამდვილად

  • @giulitsereteli6859
    @giulitsereteli6859 Před rokem

    ბატონო ლევან,მოგესალმებით. უპირველეს ყოვლისა მადლობა საინტერესო გადაცემებისთვის. მახსოვს, იმ პრობლემასთან დაკავშირებით, რაც "უცხოში" დაისვა, ფილმიცაა გადაღებული, რეჟისორ ჯოვანის მიერ გადაღებული, სადაც ორი დიდი ფრანგი მსახიობი თამაშობს :ჟან გაბენი და ალენ დელონი, სადაც ამ უკანასკნელის გმირს სიკვდილით, გილიოტინით სჯიან.
    კიდევ, იმ მწერალზე, რომელიც თქვენ ირიბად ახსენეთ, ერთმა აწ უკვე გარდაცვლილმა პოეტმა, რომელმაც "თავი ისახელა" კერძო ვიდეოებში პროგრესულად მოაზროვნე პიროვნებების ლანძღვით და დღევანდელი მთავრობისადმი პირფერული დამოკიდებულებით(მიხვდებით ვინ იყო) სასწაულები გველაპარაკა მეც და ჩვენს თანამშრომელს. აკაკი ბაქრაძის კვლევით ინსტიტუტში მოსაწვევად ვიყავით მისული "რუსთაველის საზოგადოებაში" და იგი დაგვხვდა მის მაგივრად. 88 წლის ნოემბრის შიმშილობა ჩავლილი იყო და იმდროინდელი მთავრობის აპოლოგეტები "აშლილები იყვნენ ნერვებზე", მათ შორის ისიც. გვითხრა, არ გვინდა " იმ მწერლის " წიგნებს აუტოდაფია გამოუცხადოს ხალხმა და მის სახელს და გვარს საქართველოს ვუნახავთ, თორემ ბერიას მსტოვარი იყო და 9 კაცი ჰყავს ჩაგდებული შინსახკომის ჯურღმულებშიო.

  • @onceupongeorgia
    @onceupongeorgia Před 10 měsíci +4

    ზალიან სუსტი მოაზროვნეა ბერძენიშვილი, ტიპმა შინაარსი მოყვა. არანაირი ანალიზი, არანაირი პიროვნების ბილუნებუს აღწერა. მერსო იყო ემოციურად ემპათიური ადამიანი, დაცლილი ემოციებისგან და გრძნობე ისგან. ცენტრალური თემა იყო ამ რომანის არსებობის არსებითად უაზრობის განცდა მერსოში. უნდა გაეანალიზწბინა, რა შეიძლება ყოფილიყო ამის მიზეზი, ბავშვობაში მიღებული ფსქ. ტრამვა, გენეტიკური კოდი თუ ინტელექტუალურად ზრდის პროცეში ტრანსფორმირება... ან ყველა ერთად

  • @asurubaliti4928
    @asurubaliti4928 Před 3 lety +16

    მერსო არის რეალური, ნამდვილი ადამიანის სახე, რომელიც არ ირგებს ნიღაბს იმისათვის, რომ მე და შენ მოგვეწონოს... ის ქრისტეს სახეა, რომელიც დარჩა ის, რაც იყო და ფერი მხოლოდ ზეცაში იცვალა...

  • @MariamGoroziaa
    @MariamGoroziaa Před 3 měsíci

    ბატონი ლევანი არის გენიოსი!💛

  • @davidchirakadze-hn7ul
    @davidchirakadze-hn7ul Před rokem +1

    Მსოფლიო ლიტერატურის ყველაზე მაგარი პერსონაჟია მერსო

  • @ekadudka4248
    @ekadudka4248 Před 2 lety +3

    Гениальный писатель .

  • @rusikotchanturia3487
    @rusikotchanturia3487 Před 4 lety +1

    მერსო არის ის ვინც არის და ქრისტე სწორედ ასეთი ადამიანების გადასარჩენად თავისი ნებით გააკრეს ჯვარზე. საოცარია ის,რომ ყველა სეკულარისტი იგივეს ქადაგებს ჯვარზე გაკვრის გარეშე.

  • @elenemaisuradze5323
    @elenemaisuradze5323 Před měsícem

    ესსენი რატო აღარ გამოდის დაგვღუპეთ ((

  • @elenemaisuradze5323
    @elenemaisuradze5323 Před měsícem

    😢❤

  • @koka2906
    @koka2906 Před 4 lety +5

    ბატონო ლევან იქნებ ერთი გადაცემა ნიკოლაი გოგოლის მკდვარ
    სულებს დავუთმოთ მადლბოა

  • @mariemountson1819
    @mariemountson1819 Před 4 lety +1

    და იდენენ უარეს! ნაფიცი მსაჯულები იღებენ რა ემოციით გადაწყვეტილებას, მკვლელს კლავენ და ავტომატურად მკვლელები ხდებიან თავადაც

  • @GiGaGabriel1610
    @GiGaGabriel1610 Před rokem

    მერსო როჟაა ! 💚🙌🏼

  • @maaskharuldze1941
    @maaskharuldze1941 Před rokem

    ვნახე ფილმი...არაფრად არ ვარგა...

  • @Lasha.Ch.
    @Lasha.Ch. Před 4 lety

    მერსო - დეგენერატი ... და საერთოდ ...

  • @ekadudka4248
    @ekadudka4248 Před 2 lety +1

    მე მაინც მგონია კი არა KGB ის მსხვერპლია.

  • @climber3800
    @climber3800 Před 4 lety +4

    ააქვს ცხოვრებას აზრი, თუ იგი ოდესმე დასრულდება?

    • @WightSorrow
      @WightSorrow Před 4 lety +18

      ცხოვრების აზრი რეალურად მის ლიმიტირებულობაშია.
      წარმოიდგინე, რომ არ სრულდებოდეს, თავად რას დაემსგავსებოდი...

    • @climber3800
      @climber3800 Před 4 lety +2

      @@WightSorrow არ მეგონა თუ ჩემ კითხვას პასუხი ესაჭიროებოდა😊 ცხოვრება რომ არ არის უსაზღვრო, მაგას აქვს აზრი? რა აზრია იმაში, რომ ყველანი მოვკვდებით?

    • @viktorishevardnadze4498
      @viktorishevardnadze4498 Před 4 lety +1

      Wight sorrow 100%

    • @phoenixlea2719
      @phoenixlea2719 Před 3 lety +1

      @@climber3800 მაშ რატომ აგრძელებთ აქამდე სიცოცხლეს? დაფიქრდით და მიხვალთ პასუხამდე.

    • @climber3800
      @climber3800 Před 3 lety

      @@phoenixlea2719 რომ დავფიქრდე, ცხოვრებას აზრს მოვუნახავ? გამოდის, აქამდე არ მიფიქრია😅

  • @user-fr6wh4zp6i
    @user-fr6wh4zp6i Před 4 měsíci

    СОКРАТЕСА ДА МЕРСОС МАГАЛИТЗЕ ИСЕТИ ГАНДА МЕУФЛЕБА РОМ КАЦОБРИОБА ШОРСАА САМАРТЛИСА ДА ТАВИСУФЛЕБАСТАН