ალბერ კამიუ - „შავი ჭირი“
Vložit
- čas přidán 4. 09. 2024
- ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით Dichtung und Wahrheit („პოეზია და სინამდვილე“) გთავაზობთ საუბარს ისტორიული სინამდვილის ასახვაზე ლიტერატურაში, კერძოდ, მეორე მსოფლიო ომისა და ფაშიზმის იდეოლოგიის ასახვაზე მხატვრულ სიტყვაში, რომელიც განხორციელდა დიდი ფრანგი მწერლის, ალბერ კამიუს, ალეგორიულ რომან „შავ ჭირში“. ნაწარმოებში ძალიან დამაჯერებლად არის აღწერილი შავი ჭირის ეპიდემიის გავრცელება ალჟირის ქალაქ ორანში, მისი შემაძრწუნებელი მომავალი და საბოლოო დასასრული. ისტორიასა და პოეზიას შორის განსხვავება ცხადია: ალჟირის ამ ქალაქში ნამდვილად იყო ეპიდემია, ოღონდ სხვა საუკუნეში და სხვა ეპიდემია - მეცხრამეტე საუკუნის ორმოციან წლებში ორანი ქოლერის ეპიდემიამ მოიცვა. სრულიად გასაგებია, რომ შავი ჭირის ეპიდემია შემთხვევით არ აურჩევია ავტორს: „ჭირი“ არის ის სიტყვა, რომლითაც, ჩვეულებრივ, აღიწერება ფაშიზმი („ყავისფერი ჭირი“). ამავე დროს, ავტორი, რომელიც მთელი ცხოვრება ტუბერკულოზით იყო დაავადებული, საკუთარ დაავადებას გაცილებით უფრო ბოროტ ნათესავს უძებნის. რა ხდება შავი ჭირის დროს? როგორ იქცევა ექიმი, რომელმაც იცის, რომ ეპიდემიის დამარცხება შეუძლებელია? როგორ იქცევიან მოქალაქეები, როდესაც ხედავენ, რომ მედიცინა და სახელმწიფო უძლურია? როგორ იქცევა მღვდელი, რომელსაც ჯერ ეგონა, რომ ჭირი უფალმა ცოდვათა გამო მოგვივლინა, და შემდეგ დარწმუნდა, რომ ეს რწმენის გამოცდაა? ვინმე თუ ხეირობს ეპიდემიით? შავი ჭირი მართლა მარცხდება, თუ ეს, უბრალოდ, ტაიმ-აუტია? - ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.
ყოველი ორაბათის დადგომას დიდი სიხარულით ველოდები. სახლისკენ მომავალ გზას სულ იმაზე ფიქრში ვატარებ, რომ სახლში მოსულს წახნაგების მორიგი გადაცემა მელოდება. მადლობა ამ სიხარულისთვის ბატონო ლევან.❤
W
ძალიან დიდი მადლობა, მართლაც თავიდან გამიცოცხლდა შთაბეჭდილებები❤️
უღრმესი მადლობა ბატონო ლევან!
I know Im asking the wrong place but does someone know of a method to log back into an instagram account??
I stupidly forgot my account password. I appreciate any assistance you can offer me!
რიემ ცოლის სიკვდილი რომ ვერ განიცადა და მშვიდად შეხვდა, კარგად მახსოვს, რომ ცრემლები წამომივიდა მაგ მომენტის კითხვის დროს...
დიდი მადლობა ბატონო ლევან. გაიხარეთ!
დიდი მადლობა. ვფიქრობ, რომ შეუფასებელ საქმეს აკეთებთ და იმედი მაქვს დიდხანს გააგრძელებთ. ძალიან დიდი თხოვნა მაქვს; შესაძლებელია გვესაუბროთ "ვეფხისტყაოსნის" თარგმანების შესახებ?
ველოდებოდი, რომ ახსნიდა:
1 თუ რატომ იყო შენობები ზღვისკენ ზურგით აშენებულნი
2 რისი სიმბოლო იყო ფანჯრიდან კატების მოთვალთვალე კაცი(რომელიც კატების გაქრობის შემდეგ ჩაიკეტა სახლში)
3 რისი სიმბოლო იყო მკვდრების მასიურად დამარხვა ერთ საფლავში
4 რას ნიშნავდა კატების გამოჩენა ეპიდემიის შემდეგ. ზოგადად ვის ასახიერებენ კატები.
თუ ვინმემ იცით რომელიმეზე პასუხი>>>დამიკომენტარეთ
თუ შენ გაიგე რას ნიშნავს გთხოვ მეც მაინტერესებს მითხარი რა
@@lus7401 ზუსტი პასუხი არ მაქვს, მაგრამ თემატიკიდან უნდა მივხვდეთ და ჩვენებურად აღვიქვათ, თუ როგორ იკიდებს ფაშიზმი ფეხს და მის პარალელურად როგორ იპრყრობს შავი ჭირი ორანს. ოკეანე როგორც გაშლილი სივრცე,თავისუფლება, თავისუფალი აზროვნება რისკენაც ზურგშექცევით იდგნენ შენობები, ანუ შავი ჭირით/ფაშიზმით შებოჭილი ორანი/ევროპა.
დღევანდელ რეალობას შეფერის და როდესაც ამ წიგნის კითხვა დავიწყე დაახლოვებით 8-9 თვის უკან მაისნ განცდა მქონდა რომ შეიძლებოდა ჩვენც ამ პრობლემის წინ აღმოვჩენილიყავით არ ვიცი რატომღაც ასეთი გრძნობით წავიკითხე და დღეს როდესაც ქვეყანა საგანგებო მდგონარეობაზე გადავიდა რიცა ჩვენთან კორონა მძვინვარებს ახლა უფრო მეტად მესმის ამ წიგნში აღწერილი მოვლენები.....
👍👍
❤️
👌👍👍
როგორი საინტერესო საუბრის მანერა გაგაჩნიათ
დიდი პატივისცემით, მაგრამ ერთი შენიშვნა მაქვს, სულისკვეთება არაა განწირული, ციტატაშია: "ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის სულის კვეთება". ბარათაშვილს საერთოდ არ უთქვამს, რომ სულისკვეთებაა განწირული, მან იგულისხმა რომ განწირულის სულისკვეთება არ ჩაივლის ამაოდ.