ლევან ბერძენიშვილი: ღვთაებრივი დანტე ალიგიერი

Sdílet
Vložit
  • čas přidán 22. 08. 2024
  • ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით Habent sua fata libelli („წიგნებს თავისი ბედი აქვთ“) გთავაზობთ საუბარს გენიალური იტალიელი პოეტის, დანტე ალიგიერის, „ღვთაებრივ კომედიაზე“. დანტეს ძალიან გაუკვირდებოდა, მისთვის რომ გვეთქვა, „ღვთაებრივი კომედიის“ ავტორი ხარო. საქმე ისაა, რომ ამ დროს ყველაფერი, რაც კარგად იწყებოდა და ცუდად მთავრდებოდა, ლათინურად იწერებოდა და ტრაგედიად ითვლებოდა, ხოლო ყველაფერი, რაც ცუდად იწყებოდა და კარგად მთავრდებოდა, იტალიურად იწერებოდა და კომედიად იწოდებოდა. სწორედ ასეთი „კომედია“ დაწერა დანტემ, რომელიც ჯოჯოხეთით იწყება და სამოთხით მთავრდება, ხოლო ბოკაჩომ მას „ღვთაებრივი“ უწოდა, რადგან ადამიანის ხელიდან ასეთი შედევრი ვერ გამოვიდოდა. ასე გახდა დანტე ალიგიერი „ღვთაებრივი კომედიის“ ავტორი. რატომ შედგება დანტესეული ჯოჯოხეთი ცხრა წრისგან, თუკი შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა არსებობს; რა. დააშავეს სათნო არაქრისტიანებმა და მოუნათლავმა ჩვილებმა, ჯოჯოხეთის პირველ წრეში რომ აღმოჩნდნენ; რატომაა ავხორცობა ყველაზე მსუბუქი ცოდვა, ხოლო ღალატი - ყველაზე მძიმე; საიდან დაიბადა დანტეს ფანტაზიის ის საშინელი სურათები, რომლებიც „ღვთაებრივი კომედიის“ მკითხველს თავზარს დასცემს; როგორია ცოდვის ანატომია და როგორია ცოდვის გეოგრაფია დანტეს მიხედვით; რატომ უყვარს ასე უცნაური სიყვარულით დანტეს ჯოჯოხეთის ცოდვილები; რა ცოდვებში ამხილა დანტემ საკუთარი თავი; როგორ მიიღეს პოეტებმა ალიგიერი თავის წრეში; რა კავშირია ჰომეროსის „ოდისეას“, ვერგილიუსის „ენეიდასა“ და დანტეს „ღვთაებრივ კომედიას“ შორის; რატომ ამოძრავებს სამყაროს მარადიული სიყვარული, - ყველა ამ კითხვას გაეცემა პასუხი გადაცემაში.

Komentáře • 25

  • @likazondler5075
    @likazondler5075 Před 2 lety +3

    ძალიან საინტერესოა თქვენი მოსმენა ბატონო ლევან

  • @levanirevishvili2209
    @levanirevishvili2209 Před 6 měsíci +1

    დიდი მადლობა! მერგო ბედნიერება წამეკითხა ორიგინალში(იტალიურად). ეს საოცარი რამაა. დიდი მადლობა ბატონო ლევან!

  • @dalitoklikishvili8586
    @dalitoklikishvili8586 Před 3 lety +13

    დიდი სიამოვნებაა ბ-ნი ლევანის საუბრები ლიტერატურაზე.❤👍

  • @ketevannutsubidze6156
    @ketevannutsubidze6156 Před 4 měsíci

    უდიდესი ინტერესით გისმენთ!❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

  • @l.g9656
    @l.g9656 Před 3 lety +5

    მაქვს ბედნიერება მქონდეს ძვირფასად ილუსტრირებული ტომები იტალიელი მეგობრისგან ნაჩუქარი.ძალზედ ძნელია ახსნის გარეშე გაერკვე ნანახის და წაკითხულის დანიშნულებაზე. უღრმესი მადლობა ასე ვრცლად და პროფესიონალურად განმარტებისთვის...

  • @paraonpharaon4373
    @paraonpharaon4373 Před rokem +5

    ქრისტიანობის ყველაზე დიდ წიგნზე??? ბიბლიაზე დიდი რამ შექმნილა ამ სამყაროში??

  • @mariambe1527
    @mariambe1527 Před měsícem

    ოღონდ ჯერ შოთა და მერე დანტე ❤

  • @lch514
    @lch514 Před 3 lety +6

    იმედია დარჩენილი 2 ნაწილის განხილვასაც შემოგვთავაზებთ

  • @anrialania9792
    @anrialania9792 Před rokem +1

    პირველ რიგში მადლობელი ვარ და ძალიან ვისიამოვნე ამ 40 წუთით. ერთი რამ ვერ გავიგე მხოლოდ. კონსტანტინე გამსახურდიას თარგმანში ახსნილი შემდეგნარიად აქვს წიგნის სათაური და კერძოდ კომედია. ის ამბობს, რომ კან გრანდესადმი მიწერილ ბარათში დანტე წერს: " ტრაგედია და კომედია გამოთქმით განსხვავდებიან ერთი მეორისგან. პირველი მაღალი და პათეტიკური თქმაა, მეორე-დაბალი და მოკრძალებული". მან თავის ნაწარმოებს კომედია იმიტომ დაარქვა, რომ ამ პოემაში ენა ხალხურია. "ისეთივე, როგორსაც უბირი დედაკაცები ლაპარაკობენ".
    ეს ერთ-ერთი ვარაუდია თუ დამტკიცებული ფაქტია თუ რატომ ჰქვია წიგნს კომედია? მადლობა

  • @jorgoss.1135
    @jorgoss.1135 Před 3 lety +1

    ❤️👌

  • @saqmezefromgmail6351
    @saqmezefromgmail6351 Před 7 měsíci

    ტიპი იმენა წარმოსახვითი პარალელურ რეალობებში მოგზაურობს და გვიყვება თავის გასაოცარ შეხედულებებს.

  • @sabasologhashvili1030
    @sabasologhashvili1030 Před 2 lety

    დანტე💞ბეატრიჩე

  • @marinamaina408
    @marinamaina408 Před 3 lety +2

    კარგი მოსასმენია,როგორც ყოველთვის.(ოღონდ იმ პერიოდზე საუბრისას , ამბობენ "იმ პერიოდში" და არა "მაგ პერიოდში." "ნაციების"-არა, "ერების" ქართულად. Нация-это ведь по-русски.

  • @i_wasthe_choosen_one1157

    რაბინდრანათ თაგორის, "დღენი ჩემი სიჭაბუკისას" განხილვაას სიაამოვნებით მოვისმენდი თქვენგან.

  • @GiorgioBachanaManagadze

    მეორე წრის სასჯელი: სულებს მარადიულად მიათრევს ძალადობრივი და განუწყვეტელი ქარი.
    უკონტროლო ვნებების სიმბოლო...

  • @ayasani8402
    @ayasani8402 Před 2 lety

    Ikmneba shtabechdileba rom Dantes komedia dawerilia Papis dakvekvetit!

  • @Oo-io8sc
    @Oo-io8sc Před 3 lety

    mgeli angarebastan rato gaaigiva 😀

  • @tensorflow5777
    @tensorflow5777 Před 3 lety +2

    დაიცა კაცო აიეტიც კი არ იყო ქართველი სანამ ფაზიში ჩამოვიდა და კოლონია დაარსა და მაგის და ვაფშე რა შუაშია ქართველობასთან :დ ან რა დედით და მამით ქართველიო, მზის ღმერთის შვილია :დ

  • @vitocorleone6386
    @vitocorleone6386 Před 3 lety +2

    ამ ნაბოზვარს როგორ უნდა ვუსმინო, არადა საინეტერესო გადაცემაა

    • @nikaguliashvili2959
      @nikaguliashvili2959 Před 3 lety

      Troli xar da tan Vito gqvia?

    • @maaskharuldze1941
      @maaskharuldze1941 Před rokem

      შენც მოგისმენთ ნუ დარდობ და შესაფერ სიტყვასაც მოგიძებნით...აბა გელოდებით...