პერსონაჟი: სტავროგინი

Sdílet
Vložit
  • čas přidán 4. 09. 2024
  • ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „პერსონაჟი“ გთავაზობთ საუბარს მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე უფრო ცნობილ და რთულ, ერთდროულად მშვენიერ და მახინჯ, ბოროტსა და კეთილშობილ, ამაყსა და მოკრძალებულ, შეიძლება ითქვას, სრულიად ამბივალენტურ პერსონაჟზე, ფიოდორ დოსტოევსკის უკვდავი შედევრის, „ეშმაკნის“, ცენტრალურ ფიგურაზე, ნიკოლაი ვსევოლოდოვიჩ სტავროგინზე. ამ პერსონაჟის გვარიც, როგორც ეს ხშირად ხდება დოსტოევსკისთან, „მეტყველია“. როგორც ამბობდნენ რომაელები, nomen est omen („სახელი ნიშანია, სახელი თვითონ ამბობს თავის თავზე“). საქმე ისაა, რომ „სტაუროს“ ძველ ბერძნულ ენაზე ჯვარს ნიშნავს და გვარი „სტავროგინი“ მისი მატარებლის უმაღლეს დანიშნულებაზე მიუთითებს. სტავროგინს თითქოს ყველაფერი აქვს, რომ იდეალური პიროვნება იყოს: იგი ანტიკური ღმერთივით ლამაზია, ახალგაზრდაა, კარგად ჩაცმულია, კარგად აღზრდილია, მაღალია, ფიზიკურად ძლიერია, სიტყვაძუნწია, მორიდებულია, ნათელი და მშვიდი თვალები აქვს... ამავე დროს, იგი წარმოუდგენლად ამაყია; შეუძლია ჩაიდინოს ამაზრზენი საქციელი; შეუძლია დუელში მოკლას კაცი, რომელთანაც მხოლოდ თვითონაა დამნაშავე; შეუძლია ისეთი ცოდვა ჩაიდინოს, რომლის პატიება წარმოუდგენელია. როგორ იყრის თავს ბოროტებისა და სიკეთისაგან აღძრული სიხარული ერთ ადამიანში; როგორ გაიჩინა არაკაცი ორეული სტავროგინმა პიოტრ სტეპანოვიჩ ვერხოვენსკის სახით; რა უთხრა მეუფე ტიხონს სტავროგინმა; რატომ თქვა რუსეთის მოქალაქეობაზე უარი; რატომ არ დაუბეჭდეს დოსტოევსკის წიგნის ბოლო, მეცხრე თავი; როგორ დაასრულა შვეიცარიის ურის კანტონის მოქალაქემ თავისი სიცოცხლე, - ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

Komentáře • 28

  • @Stalker2108
    @Stalker2108 Před 3 lety +7

    მეც თვლი რომ თუ ჰოლივუდი გადაიღებს ეშმაკნის ოდესმე, ჯონი დეპმა უნდა შეასრულოს სტავროგინის როლი. ზუსტად იდეალურად მოირგებდა ასეთ რთულ და მძიმე პერსონაჟს.

    • @lufteze2916
      @lufteze2916 Před rokem

      მეტრნახევარმა ჯონი დეპმა და თან ჯეკ ბეღურასავით ირბინოს :)) კი

    • @temurimurcxvaladze5814
      @temurimurcxvaladze5814 Před rokem

      საინტერესო იქნება👍

  • @levanedilashvili
    @levanedilashvili Před 4 lety +7

    2 კვირის წინ "წიგნის სახლში" დავესწარი ბ-ნი ლევანის ლექციას, რომელიც დოსტოევსკის ამ რომანს- "ეშმაკნის" მიეძღვნა. სრულიად გენიალური გამოვიდა. მთხრობელი ძალიან დაიხარჯა. ეს ვიდეობლოგიც იმ შეხვედრიდანაა ინსპირირებული, დარწმუნებული ვარ. მადლობა იმ შეხვედრისთვის

  • @temurimurcxvaladze5814

    ❤❤❤

  • @Konstantine..
    @Konstantine.. Před 2 lety

    უშესანიშვესი თხრობა , უნიჭიერესი და უჭკვიანეს ადამიანის მიერ ❤️

  • @zoiakurtanidze4405
    @zoiakurtanidze4405 Před 4 lety

    ✌️✌️👍👍

  • @datoze
    @datoze Před rokem

    ბატონო ლევან, შეიძლება subtitles please?

  • @kats6046
    @kats6046 Před 3 lety

    გაიხარეთ ბატონო ლევან.

  • @qetaqvartskhava6150
    @qetaqvartskhava6150 Před 4 lety +2

    ზედაპირულია

  • @Torgva963
    @Torgva963 Před 4 lety +4

    კარგი რა, ლევან. ნუ ამახინჯებ!! სტავროგინა ამპარტავნების აპოგეი კეთილი ქალიაო :დდ და რა თქმა უნდა მთავარი გამოტოვა :დდდ ბერძენასგას სხვას არც ველოდით

    • @levan6350
      @levan6350 Před měsícem

      ჩაწერე უკეთესი შე ყლეო

  • @magnumopus7502
    @magnumopus7502 Před 4 lety +11

    "უეკლესიო ქრისტიანი" კარგი იყო :))) ეგეთი რამე არ არსებობს ბატონო ლევან, ეს თქვენი სურვილია და არა სახარების სწავლება. ასევე ღრმად ცდებით, როცა ამბობთ, რომ დოსტოევსკი ინდივიდუალურ ქრისტიანობას მისდევდა და არა იმას რასაც ეკლესია ქადაგებსო, უფრო სწორად არ ცდებით, შეგნებულად აყალბებთ იმას, რაც თქვენც კარგად იცით და რაც ცხადზე ცხადია მის ბიოგრაფიაში, ამით მხოლოდ ის შეგიძლიათ მოატყუოთ, ვისაც დოსტოევსკის შესახებ პირველად თქვენგან ესმის. დანარჩენზე მადლობა!

    • @Torgva963
      @Torgva963 Před 4 lety +3

      შვილის გარდაცვალების შემდეგ ეგრევე ოპტინის უდაბნოში წავიდა თეოდორე. კარამაზოვების ინსპირაციაც მანდ მიიღო. ლევანა მაგარს იბოლება :დდ ვინც არ იცის მაგრად მოტყუვდება

    • @magnumopus7502
      @magnumopus7502 Před 4 lety +4

      @@Torgva963 არამარტო, ცნობილია ამბავია, რომ ბავშვობიდან ეკლესიაში დადიოდა და მოძღვარიც ყავდა, კვირის წირვას არ ტოვებდა, ზეპირად იცოდა არამარტო სახარება, არამედ პატრისტიკული და ასკეტური ლიტერატურა, რაც კარამაზოვების პირველი ტომის ბოლოს(ბერი ზოსიმეს სწავლებებში) კარგად ჩანს. ცალკე კვლევის საგანია, წმინდა დიმიტრი როსტოველის თხზულებების გავლენა მის მსოფლმხედველობაზე, მოკლედ ეს კაცი კარგი ფილოლოგია ნამდვილად, უბრალოდ ტენდენციურობა არ აძლევს უკეთესის საშუალებას

    • @aleqsandrekuchava5912
      @aleqsandrekuchava5912 Před 4 lety

      Lukino viskontis gmertebis dagupvash. Aris zustad analogiuri epizodi patara gogonastan dakavshirebit tumca iq amis chdeni tavs ar iklavs. Xom ar aqvs viskontis agebuli filmistvis es epizodi dostoevskisgan tu ra tkma unda gakvt amaze rame informacia

    • @magnumopus7502
      @magnumopus7502 Před 4 lety +2

      @@MakharadzeM "შენ ხარ კლდე და ამ კლდეზე დავაარსებ ეკლესიას", ეკლესია არის მოციქულზე დაფუძნებული იერარქიული სტრუქტურა, თავისი სამღვდელოებითა და ეპისკოპატით, რომელიც ასევე მოციქულების მიერ არიან დადგენილნი, ასე რომ უეკლესიო ქრისტიანი არ არსებობს

    • @magnumopus7502
      @magnumopus7502 Před 4 lety

      @@MakharadzeM რამხელა ალოგიკურობაში ვარდები ხვდები?? ამბობ მოციქულს მიანიჭა ლეგიტიმაცია ღვთის სიტყვამო(გულისხმობ სახარებას), მოციქულს რანაირად მიანიჭებს ლეგიტიმაციას ღვთის სიტყვა, როცა მოციქულთა მოღვაწეობის დასაწყისში ღვთის სიტყვა(სახარება) დაწერილი საერთოდაც არ იყო?? "ჯვარის აღებას" რაც ეხება, ეგ იგავური თქმაა და აქვს ალეგორიული დატვირთვა, აი ეკლესიას და სამღვდეოებას რაც ეხება, ამ შემთხვევაში ვერავითარ იგავურ დატვირთვას ვერ მივცემთ მუხლებს, წმინდა წერილში პირდაპირ წერია რომ მოციქულებმა დაადგინეს ეკლესიაში მწყემსები, მათ შორის ეპისკოპოსები, ხუცესები(მღვდლები) და დიაკვნები, ესაა ფაქტი

  • @gt638
    @gt638 Před rokem

    ზედაპირულია