Phantom - მუქი შტრიხი

Sdílet
Vložit
  • čas přidán 4. 07. 2024
  • Rec/Mix/Master - PaJo Studio
    prod by Desde El Rinkon Home Studio
    ვერჩი მისდღემჩი ვინც უნდა მდგომოდა გვერდში და ვერ გავეშვი ანგარიშსწორებას რადგან ბევრში მლიქვნელობა შევნიშნე სიტყვიერ ნაქარგებში , ლატენტური მასალებით შენივე წუმპეში შერჩი . როცა ფსკერზე ვიმყოფებოდი შენ ტკბებოდი , მე ვიკვებებოდი მკვლელობით თავისვე და აღარ ვისმენ ბოზმა დილეტანტებმა რა დიაგნოზი დამისვეს , აღიარება არ მაღირსეს , არა და თვალს მადევნებს და მისმენს , მე კი ფაქტი მახალისებს , რამდენჯერაც ფარულად მიზანში ამომიღეს ფარისევლებმა იმდენჯერ დამისეს . გიჩქარდება გული და გეწყება ისტერია აკი აგიცამტვერე ცა და მატერია , აღიარე არ დაგიწერია , რადგან არ გწვევია და წელიწადია რაც გაგიწერია მუზაზე ხელი , შენ მონახე ხვრელი , სწორი მიმართულებით საგონებელი მიმართე , პასუხისმგებელი სიტყვაზე არ ჩივის ანგარიშსწორებას და თანასწორობის მომხრეა , თუმცა შენ რა გიხსნა პატარა მწოველას , წურბელა ყდაზე მიწუნებ ნოველას , სახელის გსურდა მოპოვება , ყოველ ჯერზე ნიჭიერება გტოვებდა და გაბოროტებდა ჩემი მიმართვები და ჩანახატები , რადგან თავს ვართმევდი ამ დანიშნულებას , არ დამიშურია დანართები და გვირაბს თუ არა კუთხეს ვანათებდი როცა დავატარებდი რწმენას , ცდუნებას არ დავნებდი . რასაც ახლა ვაკოწიწებ ნაგლეჯებით დაგაჯერებ ნაბიჯებით , ვეტრფი ინტელექტს ისევ გაგიჟებით , ნუ მეპატიჟებით დაჟინებით სადაც მემარიაჟებით მირაჟებით , მონეტებით , მონტაჟებით , ნეტა რას შვებით აჩემებით , თუ ბოლოს მაინც სტილისტურად მაჯდები , იტეხე მაჯები , რაღას იტანჯები , ეს რეჟიმი შენთვის სუიციდია , მე მარტოობაში ვკაჟდები და ბეჯითად თავზე ასე ვიმარჯვებდი . მერწმუნე განგებ გააგნებ რასაც დღეს ვერა განაგებ , თუ დაალაგებ მიზნებს , სათავსოში მოამარაგებ . რა ვერ გავითავისე რომ ხან ასე ვარ ხან ისე , უხალისო ფიქრებით მომდევნო გვერდი ვახარისხე . ისევ შემიტყუა წერის მანიამ , მეწვია მერამდენედ , მეზიზღება მომენტები სადაც გონი ვერ ვადევნე გადმოცემით წყაროს და ფიქრების სეტყვა შევაფერხე , აღარ ვეძებ ხერხებს , მუზას მტვერი მტევნით ჩამოვფერთხე , ხელი გავუწოდე რათა ეგრძნო შვება , სიახლოვე , გულთან ახლოს მიმაქ ხოლმე , ის რაც მისგან ვინათხოვრე . მე რა მინდა სოციუმში , არ მხვდება არც შედის ყურში , სიუშნოვის ნიმუში , ის ტურაა თუ თუთიყუში , უმსგავსო , ქმედებით მრუში , ვერ უგებ რა უდევს გულში , სიხარბის გუშაგთან თავს შეხამებას როგორ არ უშლი ?! და რომ გავიგო რა უნდა ნათლად ავკაცს დაბადებულს აფთრად , აბზაც აბზაც მივყვები ეგოს , ფარულად კომპლექსი რომ ძარცვავს . დავუსვამ წერტილს თუ მაყრის ნაცარს , ტყავს ირგებს ათასჯერ ნაცვამს , ჩემს თათქვამს მარცვლავს ნამოქმედარი და ნაცვლად იმისა რომ ვინმე გამედისა მოვდივარ და გიხსნი აფორიზმად რომ მწერლობა ფურცლიდან გაგეხიზნა . ყველას - კრიტიკოსს , ცინიკოსს , ანალიტიკოსს რომ იმკობს ლირიკოსის წოდებას , მიმიკობს , თვალითვე იხილოს ჩემი ხასიათის მუქი შტრიხი განიხილოს და იმხილოს თავი თავადვე ჭეშმარიტებამ რომ ილხინოს . ვწერ , მეტი რა დამრჩენია , ეს ჩემი განაჩენია , დანარჩენის რა გითხრა , მოთხრობები არ დამჩვევია . ვარ ბნელეთის მაოხარი , ცხოვრობს ჩემში მაცხოვარი , დაუცხრომელი ქმედებრივ და სიტყვითვე სახსოვარი . არა და ჩემი პირო ჯერ არ ქრება , პიროვნება ვითარდება სანამ არ დამიმთავრდება ძალისხმევა , შემართება , ავმხედრდები ისევ ჩემით და თავზე გავბატონდები , დავღონდები მარტოსულად , მაგრამ ბედს არ დავმონდები !

Komentáře • 1