Phantom - ბნელეთის პანთეონი

Sdílet
Vložit
  • čas přidán 7. 09. 2024
  • Mixing/Mastering PJ Studio
    ვარ ის ვინც ვარ , ვფიცავ რომ ბოლო წუთამდე ანდერს ვიცავ , სიფიცხეს შევიცავ , შეუცვლელი ვარ მათ რიცხვად ვინც გარისკა სიცრუეში ემხილა მას ცა და მიწა , განარისხა მელანი ღირსებით , თაბახი წაბილწა . არ დაავიწყდა ვინაობა , ბევრჯერ წაბორძიკდა მაგრამ მიყვა მისვე მარცვალს , იმის ნაცვლად რომ მიემართა ხერხს ნაცადს . ვერ შემაკავებს შეცდომა და იმედგაცრუება , ჩემი გაცურება რომც სცადონ ამ ენით მაცდურებმა , გადაცმულებმა ცხვრის ტყავში , რა დამღლის მის ტყვნაში ვისაც უშიშრად უნდოდა გავერიე შანტაჟსა და შარში ? ვამხობ ამათ ბოზურ ამბორს , მცდარ ნაამბობს , კონტროლირებად ამბოხს , მიწასთან გაგასწორეს ? ჰა ! ვინ რას გინერგავს ამ დროს ? ან ვინ დარდობს რომ შეგამკოს მცირეოდენ იმედით ? ბევრი წამიხვედით ხელიდან , საით კი გვიან მიხვდებით , მაგ ნიღბებით , სხვისი ციტირებით , ხმის იმიტირებით , იტირებდით რომ გაგეგოთ ხართ რიგითი პატიმრები მარკეტინგის , ჰაიპის , პარაზიტები პარიკის , არ გაგაჩნიათ ლიმიტი , მიამიტობის და კრიტიკის . მოეგები განა გონს რომ არ მიეყრდნო განაგონს ? დრო რასაც გთავაზობს არ იღებ და დაეძებ დანაზოგს , აქ დანას სჯობს ატარო განცდა დანაშაულის , რითმების შაოლინს ესაუბრები , შენ სუნი აგდის აქ შურის , მე კი თავთან მუშაობის , უძილობის ფონზე ჭაობის , დაუზოგავი ბჭობის და ეჭვების ნათესაობის . ესავე ნაწერია თერაპევტი , მისი პაციენტი გახლავარ , აღარ ვარ დეფექტების აკომპანიმენტი , ჩემი რეჩი , გაგება , მენტალიტეტი და ტემპერამენტი ამ გონების ნარკოვიტამინია და ფუნდამენტი . პერმანენტულია , შენი რეპი ფიტულია , რადგან პრიორიტეტული წოდება და ტიტულია და თუ მეტი პიგმენტი ან სიმძაფრე გიზიდავს გეტყვი , მეტყველება მოგეტყნება არგუმენტის ელემენტით ! მეტაფორებს ვაფორმებ და ჩამოვხევ ანაფორებს ამ აფიორებს , მათხოვრებს , სიმშვიდეს გამომათხოვეს და მთხოვეს შევეგუო გაუსაძლისს , როცა ნერვზე მაზის ყოფიერება და მცდის , ძილსაც კი არ მაცდის . ნაცრისფერია გარშემო ყველა მატერია , დაუღწევადი ჭაობი და მტვერი თითქოს განაჩენია , იდეები დამეხოცა , იმედი ღა გადამრჩენია და ვერ გამითელავს მას ვერავინ , თვალთ თუ ელავს გამთენია . და ამ ბოზის შვილებს ბოზიც რომ არ იშვილებს აქეთ მიჩივლეს , თავადვე ამირჩიეს , ჰგონიათ დამცინეს , ვუყურებ რეაქციებს , გამიქციეს მოთმინება , ვეკონტაქტები და ეტყობა უკანალში რო აციებს , ნაწილობრივ მეცოდება . სისხლის სუნი თუ მეცა , ვიქეცი უეცრად მხეცად , ისიც უმეცრად თავს ნუ შეირაცხავ , აკი სამოსი მეცვა ცხედრის , შენ კი ხვედრი გხვდა აქ მესაფლავის სენის , გესმის ? საკუთარივე გულის ცემის შეგრცხა , სინდისი თავს გესხმის ! სვლებით მესვრება თაბახი , როცა მეწყება კარნახი , მჭიდი მეტენება უტყუარი ფაქტის ჩანასახით , თავი ნუ გგონია ახმახი , მყავს არაერთი დანამარხი და ტერფებს ეალერსება მათ გვამზე ამოსული ბალახი . ვისტუმრებ პანტა-პუნტით და პირს ამოვუვსებ გრუნტით , ვისაც ვახსოვარ მხოლოდ მაშინ რომ ვარსებობ აქ ფუნტით ან შეფუთულებს ვარაუდით როცა დაუკრეფავში გადაუდით შეფასება და ამ სირებს ჰგონიათ რომ გაუდით . არ მიცნობს მათგან არც ერთი , რას ვწერდი , რას განვიცდიდი გახელებით რას ავღწერდი , სახელით ჭეშმარიტების ვეახელი და ხელი ვინ გამომიწოდა ? განა ველი დაფასებას ? განავლელი არ გაქ რაც მე , პარალელი როგორ უნდა გამიტარო ? შეურიგებელი დღემდე ბედთან , ვერავინ დამიდგენდა არსში რა ხელოვნება თვლემდა . ენაწყლიანი ვერ ვარ თუმცა თაბახი სულ დამაქ სველი , პირში მთქმელი ხანაც სიტყვით ხანაც მელნით , ნაღდი უბრალო დარბაისელი , უწყვეტია ქსელი ვინც საკუთარი სიტყვის მცველი გახლავს და სუფთა აქ საქციელი . ნაგვის შემცველი არსი მათმა ტილოზე დაიტანეს , აბინავებს ბრიყვი ეშმაკს , ურყევს ფუძეს და საბადეს , მარჯვედ მარჯვენით ვწერ და დღემდე ვერავინ მამჩნევს , სარჩევს ქექენ და ჩარჩოში გათავსებენ , დაფიქრება გმართებს , აფექტს ნუ მიმიწერ ფეთქებადობას თუ მნახავ ღამენათევს , როცა ბნელეთის პანთეონში ვეთაყვანებოდი ნათელს ...

Komentáře • 14

  • @alekoberidze5436
    @alekoberidze5436 Před 4 měsíci

    მაგარია

  • @Mark444
    @Mark444 Před rokem +2

    ნიჭიერი ბიჭი ხარ, წარმატებები ✊

  • @LGMAN-ji9xm
    @LGMAN-ji9xm Před 9 měsíci

    ❤❤

  • @beze1337
    @beze1337 Před rokem +2

    eseti trekebi daaklda qartul hip hops chemi azrit ))

  • @romazviadadze5176
    @romazviadadze5176 Před rokem

    sagol dzmao magra asruleb magari sityvebi da yvelanairad temaa👌👍🖤

  • @lukaberidze4786
    @lukaberidze4786 Před rokem +1

    🔥

  • @A.N.P-j7p
    @A.N.P-j7p Před rokem +1

    🔥🔥

  • @xlod2412
    @xlod2412 Před rokem +1

    წარმატებები

  • @avtandilkvantaliani5485

    წარმატებები my bro❤️👍

  • @merabiarabuli
    @merabiarabuli Před rokem

    მალადეც ძმაო წინ

  • @alikamaisuradze
    @alikamaisuradze Před rokem

    საკაიფოა ძალიან 💉

  • @tiflisgeorgian4474
    @tiflisgeorgian4474 Před rokem

    საქართველო -უკრაინის თემაზე.. ომზე! შექმენი შედევრი...მტერის დედაც შენ არ ადარდო....ჩვენ მივახწევთს შენამდე ...

  • @nikagvishiani
    @nikagvishiani Před rokem +1

    Kargi flow da text ia

  • @user-fy9oi1vp7g
    @user-fy9oi1vp7g Před rokem +1

    🤍🤍🤍🤍