Phantom - უკუნეთის მწყემსი

Sdílet
Vložit
  • čas přidán 7. 09. 2024
  • Mixing & mastering - The Recording Studio London
    კაეშნების კარნახით შევიარაღდი , ჩემი კერაა კედლები ცივი და დაღმა დარაბი , ეს სარდაფი შეუღწევადი , ფიქრები ვერაგი , ცდები მრავალჯერადი , ფირები ჟღერადი , იქნებ ვინმემ სხვამ ატაროს ეს ბარგი . ეს რითმია პირატი , ტექსტი კი კარიბის ზღვა , არ ვართ ერთი კალიბრის და აკი ყალიბი დავდგი შიგ მოვათავსე უცხრომი რისხვა , დასრულება რომ არ ეღირსა , აკი ჩამოკრა ზარების ხმამ , ბზარი მუზის ფუნდამენტს აეზიდა და შემოქმედს ოცნება გაეხიზნა , მიზნად დარჩენოდა ექცია რეალიზმად ესკიზი , ხოლო მექანიზმად ეს ზიზღი . თუ აღიქვამ სიკეთეს დამსჯელ დამანგრეველ ძალად , მომე გამძლეობის მასალა , სიავე ციხესიმაგრის ვასალად რომ ვაქციო , ზურგი რომ არ შემაქციოს ამ მასხარამ და მხრები არ დამიჩაბნოს მძიმე კადრების მოსასხამმა . ვით უდაბნო გადამწვარი მზის სხივებით , სულ მცირედით იმედების ცივ და ღრუბლიან ცვლილებების შხაპს გადავივლებდი .
    ეს სიზმარია თუ ცხადზე უცხადესი განაწესი , რომ მეკითხები აქ ვის თავში თუ რა მაქ დანათესი , ეს სტრესი უიშვიათესი ვით მიჯნურის ალერსი არის ნემსი ვენაში , გახლავარ უკუნეთის მწყემსი .
    შეგიძლია ამომიკითხო , თუმცა მეეჭვება გამიგო , ჭკუა დამარიგო ? ჰმ , გამორიცხულია ძამიკო . როცა მჭირდებოდა სად იყო ვინმე ამომდგომოდა უკაპიკოს ? რთულია სანაგვეში მყოფმა სიბინძურეს რომ არ ეარშიყო . თუ არ აპირებ გაგძვრეს უმოქმედობაში სულის ძირი , არ გსურს დარჩე ქანდაკება მყარად ნეხვში ამოსვრილი , მაშ გადახედე ქმედებებს , მიმოიხედე გარშემო , თუნდაც არ იყოს ხელსაწყო გარემო შენ თავხედად უნდა გაბედო დააფიქსირო მკვეთრი აზრი , ზედ დაანთხიო ტონა ბრაზი , იქნება ეს პროტესტი , ვნება თუ უბრალო მონახაზი , გახდება შესამჩნევი შენი იდეა თუ კიდე აქ რაიმე შერჩა , რასაც ნაღდი პოეტური სიღრმე აქ . რაზეც შენ ხელი არ მიგიწვდება , ბედ-იღბალი მიწყდება , სადაც შენ ფერხდები , იქ ჩემი ბილიკი იწყება , არ მავიწყდება ვინ ვარ ან წინ რა მისია მაკისრია და ეს რა რისკია , წარუმატებლობა მწვავე წარმატების საწყისია .
    ეს სიზმარია თუ ცხადზე უცხადესი განაწესი , რომ მეკითხები აქ ვის თავში თუ რა მაქ დანათესი , ეს სტრესი უიშვიათესი ვით მიჯნურის ალერსი არის ნემსი ვენაში , გახლავარ უკუნეთის მწყემსი .
    მიწისქვეშეთი წარმომადგენს , ჭეშმარიტება არ მომაკლეს , შუბლზე ის ლულა მომადეს შენ რომ უწოდებ მომავალ დღეს , მოსავს დარდებს შთაგონება რომ შთაგონებას შრამის ნაშთი ბადებს , შხამი იმატებს და წყვეტს ხათრით გადაჭიმულ პირბადეს . თვალთ როდესაც გადამეკრა ბინდი , ფანტომი გახდა ბნელეთის გიდი , მელანი ფიქრების გადასაზიდი , ინდივიდი იდეური ინვალიდი , გადავწვი ხიდი და გენოციდი განვაცდევინე , ვისაც არ ქონდა რიდი პოეზიის და ეგონა ამ სნეულებას სუბსიდიებში გადავცვლიდი . ეს გონებაა თავისუფლება საპყრობილედან რომ გეომება , არ დანებდა და იპოვნა შვება , დაპირისპირება რომ გაგიბედა , დუალისტმა მორჩილება , ამაოება მოიშორა და აღმოაჩინა რომ მარტოობა გახლავს მისი ნანატრი საზოგადოება . პაიკთა სინდიკატი მე რას დამაკლებს როცა ვხოცავ ფიგურებს დასტაზე , გზად გასტუმრებისას ვლოცავ , გამაოცა ბევრის გარდაქმნამ , შენ იტყვი "ახლა რაღა ვქნა?" აკი განგეყრები ჯოჯოხეთის მთასთან , გვიანია თავდახრა !

Komentáře • 1

  • @PaJoMC
    @PaJoMC Před 2 lety

    ლირიკული ემსი