სახლის კარკასის მშენებლობა | რა ჯდება მშენებლობა და რა გავითვალისწინოთ? | ეპ. # 15

Sdílet
Vložit
  • čas přidán 29. 01. 2023
  • კერძო სახლის ხარჯთაღრიცხვის სანახავად და გადმოსაწერად დააჭირეთ აქ 👉 docs.google.com/spreadsheets/...
    ბეტონის კომპანიები :
    ჰაიდელბერგის ბეტონი 👉 beton.ge/ka/
    ბ&დ კომპანის ბეტონი
    არმატურის კომპანია:
    რუსთავის მეტალურგიული ქარხანა 👉 www.rmp.ge/
    საყალიბე სისტემები და ფანერა:
    ჯი თი სი გრუპი 👉 gtcgroup.ge/ka
    #არქიტექტურულიპროექტი #არქიტექტურა #პროექტისშეთანხმება #სტადიაპროექტი #არქიტექტურისსამსახური #ექშენმენ #ექშენრჩევები #ექშენმენისრჩევები #რემონტისრჩევები #რემონტი #მშენებლობა #მშენებლობისრჩევები #remonti #mshenebloba #კერძოსახლი #სახლი #კერძოსახლისმშენებლობა #სახლისმშენებლობა #მერიაშიპროექტისშეთანხმება #მშენებლობისნებართვა #ნებართვა #ნებართვისაღება #პროექტისნებართვა #მიწისსამუშაოები #მიწისმოჭრა #მიწისგატანა #გრუნტი #ექსკავაცია #საძირკველი #წერტილოვანისაძირკველი #ტერიტორიისმოსწორება #საძირკველი #საძირკვლისმოწყობა #საძირკვლებისმოწყობა #სახლისსაძირკველი #საძირკველისჩასხმა #საძირკველისმოწყობა #სახლისსაძირკველი #რანდკოჭი #რანდკოჭები #ფილა #საძირკვლისფილა #კოლონა #ყალიბი #კოლონისჩასხმა #კოლონისჩასხმა #რკინაბეტონი #ბეტონისკოლონა #ბეტონისფილა

Komentáře • 79

  • @natiakobaidze3426
    @natiakobaidze3426 Před rokem +4

    რა საინტერესოა და როგორ შემთხვევით მოვხვდი საჭირო დროს თქვენ არხზე. მადლობა🎉

    • @renovationtips
      @renovationtips  Před rokem

      გაიხარეთ. იმედი მაქვს დაგეხმარებათ ჩემი ვიდეოები.

  • @otec76
    @otec76 Před rokem +1

    მადლობა კარგი და ინფორმაციული ვიდეოებისთვის. წარმატებები!!!👍

    • @renovationtips
      @renovationtips  Před rokem

      დიდი მადლობა გაიხარეთ 🥳

  • @lelachelidze651
    @lelachelidze651 Před 10 dny

    გამარჯობათ, უღრმესი მადლობა საინტერესო და სასარგებლო ვიდეოებისათვის, თხოვნა მაქვს თქვენთან იმედია წაიკითხავთ ამ მესიჯს, ვეძებ ჯგუფს რომელიც დამეხმარება ცხვარიჭამიაში სახლის მიშენება დაშენებაში. გმადლობთ❤

    • @renovationtips
      @renovationtips  Před 8 dny

      გამარჯობა, გავიკითხავ თუ ვინმე გამეხსენდება სანდო ჯგუფი ვინც მიშენება-დაშენებაზე მუშაობს და უახლოეს პერიოდში სცალია, მაშინ აუცილებლად მოგწერთ.

    • @renovationtips
      @renovationtips  Před 8 dny +1

      გამარჯობა, მადლობა, გაიხარეთ გავიკითხავ და თუ ვინმეს სცალია სანდოს აუცილებლად შეგატყობინებთ.

  • @user-dg5pz5wb9k
    @user-dg5pz5wb9k Před měsícem

    გაიხარე ჯონი. კარგი არხი გაქვს .მადლობა.

    • @renovationtips
      @renovationtips  Před měsícem

      დიდი მადლობა, გაიხარეთ 🥳

  • @DATODATOHERI89
    @DATODATOHERI89 Před 4 měsíci

    მადლობა

  • @user-vf2po8jl3s
    @user-vf2po8jl3s Před 6 měsíci

    გამარჯობა

  • @user-ki2du9yq9n
    @user-ki2du9yq9n Před 8 měsíci

    დიდი მადლობა ასეთი სრულფასოვანი ვიდეოებიათვის.კარგ დროს გიპოვეთ.

    • @renovationtips
      @renovationtips  Před 8 měsíci +1

      გაიხარეთ 🥳

    • @tamaragiorganashvili6902
      @tamaragiorganashvili6902 Před 7 hodinami

      როგორ დაგიკავშირდეთ პირადში​@@renovationtips

  • @guramitabatadze5578
    @guramitabatadze5578 Před rokem

    შენ გაგიმარჯოს ღმერთმა ძმაო ❤❤❤ იდეალურ დროს მივაგენი 😊

    • @renovationtips
      @renovationtips  Před rokem +1

      გაიხარეთ, წარმატებები და თუ რამე დაგჭირდეთ შემეხმიანეთ.

    • @guramitabatadze5578
      @guramitabatadze5578 Před rokem

      @@renovationtips ორი ისეთი რამე მოვისმინე რო უკვე მოვტყუვდი კონსტრუქტორს 1800 გადავუხადე და ოროვირაზე მეტია ველოდები თქნ ვისმენ ტყუილებს...გეოლოგიაც ისე გაკეთდა არც მოსულა... წყლის შეყვანაზეც დამაგვიანდა დაწერა დანარჩენი ვიდეოებს მივყვები გაიხარე

    • @guramitabatadze5578
      @guramitabatadze5578 Před rokem

      ​@@renovationtipsმოკლედ კონსტრუქტორის პრობლემა ისევ მოუგვარებელი მაქ უკვე 1 თვეა თქვენი კონსტრუქტორის ნომერს ხომ ვერ მომცემთ?

    • @renovationtips
      @renovationtips  Před rokem

      მომწერეთ ფბ-ში და მითხარით ზუსტად რა სამუშაოების გაკეთება გსურთ კონსტრუქტორის მიერ და შევეცდები ვინმეს საკონტაქტო გადმოგიგზავნოთ.

  • @lalitsitsilashvili8697
    @lalitsitsilashvili8697 Před rokem +2

    Zalian kargi gamovida, mshvidobashi da bednierebas hı, Tu sheizleba momceret am brigada rogor shemizlia daukavshirde?

    • @renovationtips
      @renovationtips  Před rokem +1

      დიდი მადლობა, მიმდინარე ეტაპზე როგორც მახსოვს სამწუხაროდ ძაან დაკავებულები არიან იმდენთან გავუწიე რეკომენდაცია :( მაგრამ მომწერეთ ფბ-ში და მაინც გადმოგიგზავნით ნომერს საკონტაქტოს

  • @levan.1918
    @levan.1918 Před rokem

    მგონი ჩვენი ყველას მშენებლობის საკითხებში ექსპერტებად ჩამოყალიბება გაქვთ გადაწყვეტილი 🤣 კარგია, წარმატებები 👍

    • @renovationtips
      @renovationtips  Před rokem +5

      ჰა ჰა 😂 უბრალოდ მინდა, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს საბაზისო ინფორმაციები, რომ ვერავინ მოატყუოს. საკმაოდ ხშირია უხარისხოდ და ცუდად გაკეთებული სამუშაოები და იმედი მაქვს ამ ყველაფრით ხარისხი აიწევა და ნაკლები იმედგაცრუებული ადამიანი იქნება.

    • @lalitsitsilashvili8697
      @lalitsitsilashvili8697 Před rokem

      Diax, me magalitad zalian meshinia rom momatyueben da zalian bevri viscavle am arxze, zalian madlobeli viknebi tu cesieri da sarkmış mcodne mushebis brigada mirchevt, am dgeebshi vicyeb am znel sakmes, carmateba misurvet🙏

    • @renovationtips
      @renovationtips  Před rokem +2

      @@lalitsitsilashvili8697 ნუ გეშინიათ ყველაფერი კარგად იქნება. წარმატებები და დაიმახსოვრეთ რომ კონტროლი ყველას და ყველაფერს ჭირდება

    • @user-vf2po8jl3s
      @user-vf2po8jl3s Před 6 měsíci

      კითხვა მაქვს​@@renovationtips

  • @ako854
    @ako854 Před 9 měsíci

    გამარჯობა!
    მადლობა საინტერესო ვიდეოებისთვის.
    2 კითხვა მაქვს და თუ მიპასუხებთ მადლობელი დაგრჩებით:
    1. თქვენი "ხელფასი"-ის ხარჯთაღრიცხვაში არ არის შეყვანილი კოლონები და რიგელები. თქვენ მხოლოდ საძირკველის და ფილების გადაიხადეთ თუ კოლონა-რიგელებისაც? და ზოგადად ითვლება თუ არა კოლონები და რიგელები დათვლაში თუ მოლაპარაკებაზეა?
    2. გარედან კედლების დათბუნების შემდეგ (EPS, XPS), შეიძლება თუ არა დეკორატიული ქვის მიკვრა მაგალითად: ტრავერტინის და რამდენად მყარად იქნება (ხომ არ ჩამოვარდება დროთა განმავლობაში?

    • @renovationtips
      @renovationtips  Před 9 měsíci

      გამარჯობა, მადლობა, გაიხარეთ და სიამოვნებით გპასუხობთ:
      1) ზოგადად მთელ რიგ შემთხვევებში როდესაც ხელფასს ამბობენ მ2-ით ამაში შედის რიგელის და კოლონაც გაკეთება, ვთქვათ 24 მეტრია კოლონა, რიგელი 60 მეტრი, და ფილა 100მ2 და 1მ2-ზე შეთანხმდით 50 ლარი, ჯამში თქვენ გადაიხდით 5000 ლარს. მაგრამ არის შემთხვევები როცა კოლონას და რიგელსაფ ცალკე უანგარიშებენ ხოლმე, ამიტომ სჯობს ეს დეტალები წინასწარ შეთანხმდეთ.
      2) შეიძლება და არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. არ ჩამოვარდება არანაირად დეკორატიული ფილა თუ EPS/XPS არ ჩამოვარდა.

    • @ako854
      @ako854 Před 9 měsíci

      მადლობა @@renovationtips

  • @homa1879
    @homa1879 Před 7 měsíci +1

    მთავარი შეცდომა,მშენებლობის დაწყებამდე უნდა უზრუნვეყოთ მუშახელის აღჭურვილობა

    • @renovationtips
      @renovationtips  Před 7 měsíci +1

      გეთანხმებით, თუმცა სამწუხაროდ მხოლოდ 5% თუ ნახავთ ისეთ მშენებლობას სადაც სამშენებლო უსაფრთხოების წესების 90% მაინც არის დაცული.

  • @temurididmanidze3612
    @temurididmanidze3612 Před rokem

    გამარჯობათ თქვენთან პირადში მსურს გასაუბრება როგორ მოგძებნოთ ფეისბუქზე რემონტთან დაკავშირებით მაქვს შეკითხვები

    • @renovationtips
      @renovationtips  Před rokem

      გამარჯობა, აქ შემეხმიანეთ
      facebook.com/remontirchevebi?mibextid=LQQJ4d

  • @tazonozadze7160
    @tazonozadze7160 Před rokem

    მოგესალმებით... რიგელები რომ ჩააწყვეთ, გვერდით რომ პიცრები იყო ის ბეტონში მოაყოლეთ? რამდენად სწორია?

    • @renovationtips
      @renovationtips  Před rokem +1

      გამარჯობა, თეორიულად უკეთესია რომ არ ჩააყოლოთ და ისე გააკეთოთ, მაგრამ აღნიშნული ჩემი აზრით არ წარმოადგენს პრობლემატურ გადაწყვეტას. ყველაზე უარეს შემთხვევაშიც კი რაც უნდა მოხდეს მაინც არ წარმოადგენს კონსტრუქციული მდგრადობისთვის პრობლემას.

  • @giorgikhutsishvili3100
    @giorgikhutsishvili3100 Před rokem +1

    გამარჯობა, ეგრეთწოდებული სინკარით აშემებაზე რა შეგიძლიათ გვითხრათ, მინუსები და პლიუსები, თანხაში დაახლოვებით რა სხვაობას მოგცემდათ კონკრეტულად თქვენს შემთხვევაში?

    • @renovationtips
      @renovationtips  Před rokem

      გამარჯობა, მე მონოლითურ მშენებლობას ვანიჭებ უპირატესობას. წინასწარ გამზადებული ფილების მონტაჟი დღესდღეობით აღარაა უკვე ისეთი პოპულარული როგორც იყო კომუნისტების დროს, რადგან ფაქტიურად სრულად ჩანაცვლად რკინაბეტონის კარკასით. თანხას რაც შეეხება, სამწუხაროდ ამ ეტაპზე არ ვარ მზად ამაზე ვისაუბრო რადგან არ მაქვს გაკეთებული ფინანსური ანალიზი.
      თუმცა თქვენ რა გაფიქრებინებთ ან რატომ გსურთ მსგავსი მშენებლობა? და კონკრეტული მაგალითიდან და შეზღუდვებიდან გამომდინარე შეგვიძლია მივიდეთ ლოგიკურ გადაწყვეტაზე

    • @giorgikhutsishvili3100
      @giorgikhutsishvili3100 Před rokem

      @@renovationtips დრო და ფინანსები, მაგრამ შემდეგ ექსპლუაფაციის პირობები არის საინტერესო "უსაფრთხოება, დამუშავება იატაკის და ჭერის მოსაწყობად "

    • @renovationtips
      @renovationtips  Před rokem +2

      @@giorgikhutsishvili3100 ფინანსურად გათვალეთ თქვენ და უფრო იაფი ჯდება? დრო კი ბატონო წესით უფრო სწრაფად აშენდება. რაც შეეხება ხარისხს თუ სწორად განხორციელდება ჩამაგრებები და პროფესიონალურად, შემდგომი სამუშაოები პრობლემას არ წარმოადგენს.

  • @ZepWatts
    @ZepWatts Před rokem

    ქვევით "შავ კარკასამდე" მიყვანის შითს ვხედავ მაგას ველოდები :D

    • @renovationtips
      @renovationtips  Před rokem

      ჰე ჰე, ხო მაგაზე ჯერ ვმუშაობ და არ მინდა არასწორი ან დაუზუსტებელი ინფორმაციები მოგაწოდოთ წინასწარ. თუმცა თუ რამე გაქვთ ვინმეს მოწოდებული დეტალური ხარჯთაღრიცხვა, შემიძლია გადავხედო და გითხრათ რამდენად კარგ ფასს გთავაზობენ და ხომ არავინ ცდილობს მოტყუებას

    • @ZepWatts
      @ZepWatts Před rokem

      @@renovationtips არაა კერძო სახლი ჯერ ოცნებისმაგვარ სურვილად რჩება :დ ჯერ გაზაფხულზე ველოდები ბინა ჩამაბარონ რომ რემონტი დავიწყო და მერე ვიფიქრებ კერძოზეც, უბრალოდ რომ იცი რამდენი უნდა თანხა ისახავ უფრო მიზნებს :დ

  • @progresi-ou4wg
    @progresi-ou4wg Před rokem

    დიდი მადლობა ხარჯთაღრიცხვისთვის, კითხვები მაქვს როგორც ვიცი 3 ტიპის ფუნდამენტი არსებობს ლენტური წერტილოვანი და მთლიანი ფილა, ეს რაც თქვენ ჩაასხით მთლიანი ფილაა? და კიდევ არმატურა 950 დოლარი გამოდის არადა თითქოს იძახდნენ გაიაფდაო და ისევ ეგ ფასია?

    • @renovationtips
      @renovationtips  Před rokem

      გაიხარეთ, მე რომ ვიყიდე არმატურა მაშინ დოლარი 2.8 იყო საორიენტაციოდ და არმატურის ფასი იყო 870 დოლარი საშუალოდ, თუმცა მე 10-იანი არმატურა ჭარბობდა ჩემთან ძირითადად და 10იანი არმატურა უფრო მეტი ღირს ზოგადად ვიდრე 12-იანი ან 16-იანი ვთქვათ. ასევე გაითვალისწინეთ ის რომ ე.წ. კატანკა ანუ გლინულაც ძვირი ღირს საშუალოდ 950 დოლარი მაშინ, სწორედ ამიტომ საშუალოდ 2.8-იანი კურსით ის ფასი გამოვიდა. ეხლა როგორც ვიცი შემცირდა ღირებულებები და ასევე დაიკლო დოლარის კურსმაც.
      ჩემი არის წერტილოვანი საძირკვლები, რომელიც შეკრულია რანდკოჭებით და ზემოდან ფილა რაც ისხმევა მაგას მთლად კონსტრუქციული დატვირთვა დიდად არ აქვს გარდა იმისა, რომ იატაკის მოჭიმვას რომ გავაკეთებ მთავარია დაბლა ფილა არ ჩაიზნიქოს.

    • @progresi-ou4wg
      @progresi-ou4wg Před rokem

      @@renovationtips ერთი კითხვა, კოლონების ვიბრირება როგორ ხდება? ყალიბი ხო ხელს შეუშლის იმ აპარატს რო ჩაწვდეს ბოლომდე

    • @renovationtips
      @renovationtips  Před rokem +2

      @@progresi-ou4wg ვერ შეუშლის ხელს ვერანაირად, რადგან ვიბრატორი ჩავა კოლონის გულში სადაც არმატურა ვერ იქნება. თუმცა სრული ჩასვლა მაინც არაა საჭირო, არმატურაზეც რომ იყოს ვიბრირების გადაცემით გაიშლება მთელს კოლონის ტანში ბეტონი

  • @medikosadzaglishvili9704

    მოგესალმებით და მადლობა პასუხს თუ გამცემთ მაინტერესებს 60 კვადრატულს საძირკველს 60 დაბლა 40 ზევით სიგრძე 10 სიგანე 6 რამდენი კუბი ბეტონი მიდის

    • @renovationtips
      @renovationtips  Před rokem +1

      გამარჯობა, გაიხარეთ. კარგად ვერ გავიგე და ან უფრო დეტალურად აღმიწერეთ ან ვიდეო გადაუღეთ დს გადმომიგზვანეთ აქ და გეტყვით
      facebook.com/remontirchevebi?mibextid=LQQJ4d

  • @ingainga3883
    @ingainga3883 Před 10 měsíci

    მაინტრესებს ერთსართულიანი სახლი რადამიჯდება 11-10- ზე,, ჭერიც რომ დასხმული იყოს ბეტონით?

    • @renovationtips
      @renovationtips  Před 10 měsíci +1

      საორიენტაციო ფასი თუ გაინტერესებთ, მაშინ ერთეულის ფასი რაცაა ვიდეოში მითითებული მაგაზე უნდა გაამრავლოთ სამშენებლო მოცულობა, ხოლო თუ უფრო ზუსტი დაანგარიშება გნებავთ მაშინ დეტალური ხარჯთაღრიცხვა უნდა გააკეთებინოთ.

  • @spcharged
    @spcharged Před rokem

    გამარჯობა, რკინაბეტონზე რა ჯგუფიც მუშაობდა საკონტაქტო თუ შეგიძლიათ გამიზიაროთ და ერთი კითხვა მაქვს თქვენ პრარაბი არ გყავდათ როგორც ვიცი და რკინაბეტონის ხალხმა კონსტრუქციული პროექტის კითხვა იციან ისე თუ თქვენ ედექით თავზე?

    • @renovationtips
      @renovationtips  Před rokem

      ბევრმა შემსრულებელმა იცის უკვე ნახაზების კითხვა, თუმცა შიგადაშიგ მეც ვამოწმებდი ხოლმე რამე შეცდომა არ გაპარულიყო. რამოდენიმეს გავუზიარე წინა დღეებში და რომ დაურეკეს 3 თვე არ გვცალიაო.

    • @spcharged
      @spcharged Před rokem

      მადლობა პასუხისთვის.

    • @renovationtips
      @renovationtips  Před rokem

      spcharged გაიხარეთ.

  • @gugamaisuradze2059
    @gugamaisuradze2059 Před 10 měsíci

    არმატურებს რატომ აბავენ კოლონებისას პირველ საეთულზე? მთლიანები არჯობია გაუშვა?

    • @renovationtips
      @renovationtips  Před 10 měsíci

      თუ არმატურას არსად არ გადააბავ ეგ სჯობს რა თქმა უნდა, მაგრამ ტექნიკურად გადაუბმელი არმატურით მუშაობა ძნელია და მთელ რიგ შემთხვევებში შეუძლებელი.
      გადაბმა უნდა შესრულდეს კონსტრუქციული პროექტის შესაბამისად მთავარია.

    • @lucaslucas4267
      @lucaslucas4267 Před 2 měsíci

      ​@@renovationtipsპირდაპირ რკინებით რო აშენო არა??ერთმანეც რო გადაბა სპეციალურად.

  • @user-vf2po8jl3s
    @user-vf2po8jl3s Před 6 měsíci

    კითხვა მაქვს

    • @renovationtips
      @renovationtips  Před 6 měsíci

      მკითხეთ რამდენიც გენებოთ

  • @besokobakhidze3420
    @besokobakhidze3420 Před 7 měsíci

    სრული შავი კარკასის ხარჯთაღრიცხვა ხო არ დევს რომელიმე ვიდეოზე?

    • @renovationtips
      @renovationtips  Před 7 měsíci +1

      ვამზადებ ვიდეოს და დავდებ ახალ წლამდე დიდი ალბათობით.

  • @zurabimedulashvili6807

    თუ შეიძლება ამ ექსელის ფაილის ლინკი დადოთ ,რომ გადმოვწეროთ

    • @renovationtips
      @renovationtips  Před rokem

      ვიდეოს აღწერას დააჭირეთ ( Video Description) და იქ დევს ლინკი ამ ფაილის.

  • @user-um3rt5bl2k
    @user-um3rt5bl2k Před 3 měsíci

    პირობითად თუ სახლის საცხოვრებელი ფართობი არის 100 კვადრატი, და ასევე პირობითად თუ 1 კვადრატი შავი კარკასის აშენება ჯდება 200 დოლარი, გამოდის 20 ათასი დოლარი, მაგრამ სახლის სახურავი ცალკე დაანგარიშდება თუ სახლის ფართის კვადრატულინაში შედის? მგონი გასაგებად ჩამოვაყალიბე ხომ კითხვა? იქნებ მიპასუხოთ. მადლობა

    • @renovationtips
      @renovationtips  Před 3 měsíci

      ამ ვიდეოში დათვლილი მაქვს კარკასის მშენებლობა, და კვადრატულის ღირებულება დაანგარიშებულია კონსტრუქციულ ფართზე გაყოფით. ვთქვათ გვაქვს 2 სართულიანი სახლი, რომლის თითო სართულის ფართი აივნების ჩათვლით არის 80მ2, ჯამში 160მ2, მაგრამ ამას უნდა დავუმატოთ სახურავის ფართი და განოვა 160+80=240 მ2, და ეს ფართი უნდა გამრავლდეს იმ 100 დოლარზე და გვექნება ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა ჯდება დაახლოებით კარკასის მშენებლობა.
      შავ კარკასს რაც შეეხება, ამ ვიდეოში არ მაქვს განხილული მაგრამ მალე განვიხილავ. ხოლო ის თუ როგორ ანგარიშდება მისი ღირებულება კვადრატულზე, ზოგი კონსტრუქციაზე ანგარიშობს ზოგი შიდა ფართზე, მთლად ასე ცალსახად ერთი გზით არ ანგარიშობენ სამწუხაროდ.

    • @user-um3rt5bl2k
      @user-um3rt5bl2k Před 3 měsíci

      @@renovationtips ზუსტად ეგ მაინტერესებდა, ძალიან დიდი მადლობა.

    • @renovationtips
      @renovationtips  Před 3 měsíci +1

      @user-um3rt5bl2k გაიხარეთ, არაფრის რისი მადლობა.

  • @lelakenkebashvili4681
    @lelakenkebashvili4681 Před 11 měsíci

    40 კვ თეთრი კარკასის ყიდვა, რემონტი უფრო ნაკლები ჯდება, თუ 60 კვ სახლის აშენება, თავისი რემონტით?

    • @renovationtips
      @renovationtips  Před 11 měsíci

      ბინის ყიდვა 1მ2 საშუალოდ ღირს 900 დოლარი ვთქვათ, 40*90=36000 დოლარი, რემონტი ჯდება კარგი ხარისხის მასალებით და ხელობით 350 დოლარი მაინც, ანუ 40*350=14000 დოლარი. ანუ სულ გვეხარჯება 36000+14000=50 ათასი დოლარი.
      რაც შეეხება კერძო სახლს, საშუალოდ მიწის ფასი არის 100 დოლარი, და მინიმუმ 300მ2 მაინც გჭირდება ადამიანს, ანუ 30 ათასი დოლარი მხოლოდ მიწა ჯდება.
      60მ2 აშენება თავისი ფასადით, ფანჯრებით სახურავით და ასე შემდეგ მინიმუმ 400 დოლარი ჯდება თუმცა ზუსტად არ მახსოვს არ დამითვლია, ანუ 24 ათასი დოლარი.
      გარდა ამისა 60მ2-ის რემონტი 350 დოლარზე რომ გავამრავლოთ 21 000 დოლარი.
      ანუ კერძო სახლზე მიწის ჩათვლით დაჯდება 30000+24000+21000=75 ათასი დოლარი.
      ხოლო მიწის გარეშე 45000 დოლარი. პლიუს შემოღობვა და ეზოს მოწყობა 5 ათასი დოლარი მინიმუმ, ანუ 50000 დოლარამდე მაინც ავა.
      ხოდა თუ მიწა გაქვთ მაშინ საორიენტაციოდ იგივე დაგიჯდებათ, თუ მიწას არ ფლობთ მაშინ გაცილებით მეტი დაგიჯდებათ.

    • @shotachubinidze9478
      @shotachubinidze9478 Před 11 měsíci

      400$ შავი კარკასის კვადრატულის ფასი? ოქროთი აშენებთ?😁

    • @renovationtips
      @renovationtips  Před 11 měsíci

      @shotachubinidze9478 თქვენ რამდენად აშენებთ სახლს თავისი ფასადით, სახურავით, ფანჯრებით და ასე შემდეგ ? ან რამდენს ფიქრობთ რომ ჯდება 60მ2-ის ?

    • @shotachubinidze9478
      @shotachubinidze9478 Před 10 měsíci

      @@renovationtips გააჩნია ყველაფერს თუმცა ელემენტარული გამოცდილება თუ გააჩნია ადამაინს და მონაწილეობას თვითინ მიიღებს შენების პროცესში 450$ უნდა დაუჯდეს კვადრატული ყველაფრიანად და არა შავი კარკასი მითუმეტეს თუ ფუნდამენტი ლენტურია და არა ფილა

    • @renovationtips
      @renovationtips  Před 10 měsíci

      @@shotachubinidze9478 60მ2 სახლს მეგობარო მაგ ფასად ვერ გააკეთებთ, და შეიქმნით ცრუ მოლოდინს თქვენთვის და სხვებთანაც. თუმცა ჩემი რა მიდის, აჰა გეტყვი რომ 300 დოლარად ააშენებთქო 😂😂😂

  • @largo9710
    @largo9710 Před 7 měsíci

    თუ შეგიძლიათ კარგი ჯგუფის კონტაქტები მომცეთ ქალაქ გარეთ მინდა აშენება პროექტიც რომ იმათ დავუკვეთო! მადლობა

    • @renovationtips
      @renovationtips  Před 7 měsíci

      სად გსურთ აშენება და მხოლოდ აშენება გსურთ კარკასის თუ ზუსტად რა გსურთ რომ მითხრათ.

    • @largo9710
      @largo9710 Před 7 měsíci

      @@renovationtips 150 კვ ერთ სართულიანი საცხოვრებელი მინდა. თბილისიდან 90 კილომეტრში... რა დამიჯდება რომ ვიცოდე თეთრი კარკასი დეტალებზე ტელ გავიაროთ თუ რათქმაუნდა აშენებთ ალაქ გარეთ

    • @renovationtips
      @renovationtips  Před 7 měsíci +1

      @largo9710 იმიტომ შეგეკითხეთ რომ დეტალების გარეშე ვინმე რომ გირჩიოთ მერე შეიძლება გაუგებრობა იყოს და ტყუილად მოგცეთ საკონტაქტო, ზოგი მხოლოდ თბილისში აკეთებს, ზოგი მხოლოდ კარკასს აკეთებს ზოგი მთლიანად და ასე შემდეგ, გადავხედავ და თუ ვინმე დაინტრესდება მოგწერთ, თუ არ მოგწერეთ ესე იგი ვერავინ ვნახე ისეთი ვისაც ვენდობი.