ღვთისმშობლის ხატმა ერთი სართულიდან მეორეზე დაიწყო გადაადგილება - აუხსნელი მოვლენები სოფელ სამყურეში

Sdílet
Vložit
  • čas přidán 21. 08. 2024
  • ხატების გადაადგილება ერთი სართულიდან მეორეზე, მოულოდნელად გაჩენილი ცეცხლი სხვადასხვა ქსოვილზე, მოტეხილი რკინის ჭიშკარი და მიწაზე დაბნეული ფქვილი - ადიგენის სოფელ სამყურეში მცხოვრები ჩხაბერიძეების ოჯახის წევრები ირწმუნებიან, რომ მათ სახლში უცნაური მოვლენები დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყო.
    სამყურეში ჩხაბერიძეები 1944 წლიდან ცხოვრობენ. სახლში მსგავსი უცნაურობა მანამდე არასდროს შეუნიშნავთ. ოჯახის დიასახლის თქმით, ცეცხლი ძირითადად დღის განმავლობაში, მხოლოდ მაშინ ჩნდება, როცა ოჯახის წევრები შენობაში იმყოფებიან. ირმა ბოჭორიშვილი იმასაც ირწმუნება, რომ სხვადასხვა ადგილზე ქსოვილის შემცველ ნივთებს ცეცხლი 1-ლი ივნისიდან ეკიდება.
    დამწვარი და დაზიანებული ნივთების პარალელურად, ჩხაბერიძეების მტკიცებით, 20 ივნისიდან შენობაში ხატების მოულოდნელი გადაადგილება და მირონდენა დაიწყო. ელისო ჩხაბერიძის თქმით, ოჯახი ამ ფაქტს, შენობაში გამოყენებული ეკლესიის ქვებს უკავშირებს.
    მომხდარის ახსნა და შესაბამისად გადაწყვეტილების მიღება უჭირთ ადიგენის მერიაში. ოჯახის მონახულებას და ვითარების ადგილზე შესწავლას გეგმავს ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია.

Komentáře • 6

  • @user-gt3pp6jj1n
    @user-gt3pp6jj1n Před rokem +1

    დიდება უფალს ! მამას ძეს და სულიწმინდას !!?

  • @giorgigurasashvili8905
    @giorgigurasashvili8905 Před 2 lety +3

    დიდება დიდებულ უფალს

  • @marinaqantaria3827
    @marinaqantaria3827 Před 2 lety +1

    დიდება შენდა უფალო

  • @ellenwinchester7585
    @ellenwinchester7585 Před rokem +1

    უნდა დატოვოთ სახლი და ტაძარი უნდა აშენდეს და უნდა დაფინანსდეს ამ ოჯახს უნდა აუშენონ სახლი ნაკვეთი უნდა გადაეცეს, დიდება უფალს, დიდება დედა ღვთისმშობელს, დიდება ჩვენს წმინდანებს ამინ! 🙏

  • @Salomekalandadze201
    @Salomekalandadze201 Před rokem

    Tajari unda ashendes mag adgilas tkven ki axal saxls sheijen male xvtismshoblis shecevnid xmerto dailocos sheni madli da jali