#მოამბე

Sdílet
Vložit
  • čas přidán 13. 06. 2024
  • „ევრო 2024“ პირველ არხზე / ქართველი ქომაგების მოლოდინი #LIVE
    გერმანია მსოფლიოს ყურადღების ეპიცენტრში და ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი საქართველოს პირველ არხზე - 51 მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია, ამომწურავი ინფორმაცია ეროვნული ნაკრების შესახებ, შეხვედრების საუკეთესო მომენტები და ყველა მატჩის მიმოხილვა;
    რამდენიმე საათი ევროპის ჩემპიონატის ოფიციალურ გახსნამდე და უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები გერმანიაში - საქართველოს ეროვნული ნაკრების აქტიური მზადება ევროპის ჩემპიონატზე პირველი ასპარეზობისთვის, ღია ვარჯიში ქართველი გულშემატკივრებისთვის და ქომაგთა მოლოდინი;
    პრეზიდენტის რიგით მეცხრე ვეტო და მზადება საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით მოტივირებული შენიშვნების განსახილველად - ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილს მორიგ ნაბიჯს უწონებს, მმართველი გუნდი კი ცესკო-ს საბოტაჟისგან დაზღვევის აუცილებლობაზე საუბრობს, პრეზიდენტს დესტრუქციულ დღის წესრიგს უწუნებს და ოპოზიციის ნარატივიდან გასვლას ურჩევს;
    ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ კონფლიქტის სრულად მოსაგვარებლად უკრაინამ დონეცკიდან, ლუგანსკიდან, ზაპოროჟიედან და ხერსონიდან ჯარები უნდა გაიყვანოს და ნატო-ში გაწევრიანებაზე უარი უნდა თქვას - კიევი კრემლის გზავნილს შეურაცხმყოფელს უწოდებს, იენს სტოლტენბერგი კი უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს და მოსკოვს მოუწოდებს, უკრაინის ოკუპირებული რეგიონებიდან ჯარი თავად გაიყვანოს.
    ეწვიეთ ჩვენს საიტს - 1tv.ge/
    მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
    გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
    ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
    მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
    დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
    ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

Komentáře • 1