Video není dostupné.
Omlouváme se.

Killages - ისევ (Isev)

Sdílet
Vložit
  • čas přidán 22. 01. 2017
  • Check Our New Album “Outcast” - Out Now On All Streaming Platforms: Hypeddit.Com/I...
    Follow Killages On:
    Web: www.bloommusic...
    Facebook: / killages
    Instagram: / killages
    Spotify: sptfy.com/OrtZ
    CZcams: / @killages
    Bandcamp: killages.bandc...

Komentáře • 467

  • @Pupsikuss
    @Pupsikuss Před 11 měsíci +69

    Not friends, not enemies, just strangers with memories…❤️‍🩹

  • @moriart4498
    @moriart4498 Před rokem +178

    2022 წლის აგვისტოში, ბათუმში ქილეიჯის კონცერტზე, ეს სიმღერაა, ბენდი მხოლოდ მუსიკას უკრავს, სოლოს არავინ მღერის, ასობით შეკრებილ ადამიანს თვალები დახუჭული აქვს და თავი ცისკენ აქვს აღმართული, უბრალოდ არ ეკუთვიან ამ სამყაროს და გულის გამგმირავად მღერიან
    - გიხსენებ შენ ვივიწყებ სხვებს.
    უამრავი ადამიანის ტკივილი ერთიანდება და ერთ დიდ ძალად იქცევა, რაც კიდევ უფრო აკეთილშობილებს სამყაროს. ჩემს გვერდით ქერათმიანი ასე 17 წლის ქერა კულულა ბიჭი დგას, მხოლოდ მას აქვს თავი დაბლა დახრილი, ხელზე ვისაც იხსენებდა და ვის გამოც ივიწყებდა ყველას მისი თმისსამაგრი ეჭირა და ტიროდა.
    არვიცი ის ბიჭი სად არის როგორ არის, მაგრამ უცბად მომინდა რომ გამეხსენებინა და მეთქვა - მეგობარო, თუ ამას კითხულობ, უკეთესი დღეები წინ არის !
    დედამიწას სიყვარული ატრიალებს დომენიკო❤️

    • @Phosphn
      @Phosphn Před rokem +22

      მადლობა , კარგო , რომ გაგვიზიარე ეს ისტორია

    • @annnaa7451
      @annnaa7451 Před rokem

  • @giorgichxaberidze9292
    @giorgichxaberidze9292 Před 11 měsíci +47

    ვზივარ, ველოდები მეოთხე პაციენტს მეოთხე ოპერაციას, წინ კიდევ მთელი ღამეე.. უცებ ეს მუსიკა აღმოვაჩინე, უდიდესი მოტივაცია მომეცა, იმედია ყველა და ყველაფერი კარგად იქნება.... 💖🙏🙏🙏

  • @mariamvlchhh
    @mariamvlchhh Před rokem +169

    ირაკლი, ამ კომენტარს თუ ოდესმე ნახავ ⭐️ იცოდე რომ ყველა მსგავსი სიმღერა შენს თავს მახსენებს, ყველა მომენტს რაც ერთად გვქონია, ყოველთვის შენ მეყვარები 🤍🫧

    • @iraklichankseliani1872
      @iraklichankseliani1872 Před rokem +2

      ♥️♥️♥️♥️

    • @nodaribogveradze5683
      @nodaribogveradze5683 Před rokem +5

      6 თვე მოიცადე და წაშლი კომენტარს 🤓

    • @iraklichankseliani1872
      @iraklichankseliani1872 Před rokem

      @@nodaribogveradze5683 ანიმეს ყურებას მიაწექი ისევ

    • @mariammmmm702
      @mariammmmm702 Před rokem +6

      არ ვიცი ვინ ხარ, არც ის ვიცი საერთოდ რატომ მომინდა,რომ ეს მეთქვა,მაგრამ მინდა ბედნიერი იყო ❤️

    • @mariamvlchhh
      @mariamvlchhh Před rokem +1

      @@mariammmmm702 🥹❤️❤️უღრმესი მადლობა

  • @Killages
    @Killages  Před rokem +30

    Lyrics 🎵
    ისევ, ფიქრი მოდის თავში
    უაზროდ ვარ სახლში,
    აღარა აქვს აზრი, მეცინება
    ნეტავ, გაიაროს სევდამ
    დამიბრუნდეს ღელვა,
    რომელიც, მხოლოდ შენთან ერთად მაქვს
    ისევ, მეძინება ისევ , მაფიქრდება ისევ
    მაგონდება ისევ ისე
    თუ, არ ვიფიქრებ დღეს, დავივიწყებ ბევრს
    დავიკიდებ, თუკი მთვლემს
    დრო და დრო მააწვიმს,
    გიხსენებ შენ , ვივივიწყებ სხვებს
    დრო და დრო მააწვიმს,
    გიხსენებ შენ , ვივივიწყებ სხვებს.
    როდის , როდის მოვალ აზრზე
    არ დავთვლი წამს წამზე
    სულ არ გარბის დრო მალე...
    ისევ , მეძინება ისევ
    მაფიქრდება ისევ , მაგონება
    ისევ ისე ....
    დრო და დრო მაწვიმს,
    გიხსენებ შენ , ვივივიწყებ სხვებს
    დრო და დრო მააწვიმს,
    გიხსენებ შენ , ვივივიწყებ სხვებს

  • @ninuchaa4393
    @ninuchaa4393 Před 7 měsíci +63

    2024;)) still here

  • @amm2563
    @amm2563 Před 5 lety +84

    ამ სიმღერას რომ ვუსმენ, ტირილი მინდება :(

  • @user-mv1de2ls4s
    @user-mv1de2ls4s Před rokem +37

    გუშინ დაგირეკე 2 თვის მერე და შენი ხმის გაგონების მერე ამ მუსიკას ვუსმენ. თუ ისევ მოგინდება საუბარი და არავინ გეყოლება ვინც მოგისმენს და კარგ რჩევებს მოგცემს იცოდე რომ აქ ვარ და ყოველთვის ველოდები როდის დაბრუნდები💘

  • @tikatomadze3701
    @tikatomadze3701 Před 2 lety +29

    დღემდე რატო არ ვიცოდი ეს სიმღერა❤გათბობს,განატრებს,გატირებს,გულის ყველა სიმს ეხება💔❤

  • @Ferri-jg8wo
    @Ferri-jg8wo Před 3 lety +70

    OOOWWW I really love this song kisses from Brazil 🇧🇷

  • @dominic6637
    @dominic6637 Před rokem +11

    შენ უსმენდი ხშირად, მახოვს რომ მითხარი. იმედია ახლაც უსმენ, ხშირად და თან მე გახსენდები. თუ არა, მთავარია უსმენდე, ასე მაინც გვექნება საერთო.
    სიყვარულით "ა"-ს.

  • @anianianiani919
    @anianianiani919 Před 3 lety +262

    წარმოიდგინეთ ამ სიმღერას უსმენ შუა ღამით სახლის სახურავზე და მთვარეს უყურებთ💛🎆

    • @SuperMe140
      @SuperMe140 Před 3 lety +2

      💛💙

    • @giosavchenkoo5902
      @giosavchenkoo5902 Před 3 lety +9

      წარმოიდგინე და შემცივდა :დდდ -6

    • @kvinikadzemegi
      @kvinikadzemegi Před 3 lety +6

      მაგრამ ახლა საწოლში ვარ და ფანჯარას ვუყურებ და თან დილაა 💕💕

    • @gigigafrindashvili2142
      @gigigafrindashvili2142 Před 3 lety +11

      უკვე მასევდიანებს რომ მხოლოდ წარმოვიდგენ

    • @datotadumadze954
      @datotadumadze954 Před 3 lety +7

      მზის ამოსვლასაც ძაან უხდება 🌅🧡💛

  • @MariamiKristesiashvili-uy2qn

    ერთხელვიბადებით ამ სამყაროში და დროს მხოლოდ იმ ერთადერთ ადამიანის ფიქრში ვატარებთ,რომელმაც ერთხელ მაინც შეძლო ჩვენი გაღიმება…
    მიყვარხარ ალექსსსს♾🤍

  • @iagana5175
    @iagana5175 Před rokem +8

    წლების შემდეგაც ამ სიმღერაზე შენ მახსენდები
    გიხსენებ ისევ❤
    ვიხსენებ ჩვენს ერთად გატარებულ დროს❤
    ის დრო მენატრება ამ სიმღერას ერთად რომ ვუსმენდით💔

  • @anniemakharoblidze8344
    @anniemakharoblidze8344 Před 5 měsíci +4

    2024✨️ ისევ✨️

  • @MAYYY123_
    @MAYYY123_ Před rokem +11

    საერთოდ აღარ მიყვარხარ.

  • @MikiboMusic
    @MikiboMusic Před 4 lety +32

    სევდაზე სევდა.. გადამრჩენელი სიმღერაა.

  • @LashaKamadadze
    @LashaKamadadze Před 2 lety +177

    It's January 2022. Let's see how many legends are still listening to this masterpiece

    • @konseigu
      @konseigu Před 2 lety

      Man I was at their concert last year but didn't know lyrics of this song 😭😭😭😭

    • @fancygirl1651
      @fancygirl1651 Před 2 lety

    • @LashaKamadadze
      @LashaKamadadze Před 2 lety

      Tf? ეს კომენტარი მიმის გამო დავწერე,,

    • @sythe4633
      @sythe4633 Před 2 lety +1

      bruh, im still here

    • @ani5879
      @ani5879 Před rokem +2

      jan 2023🫶

  • @nodochkhikvadze3142
    @nodochkhikvadze3142 Před 4 lety +260

    ვუსმენ და ვფიქრობ 2017 წელს, რანაირად შეიძლებოდა ჩვენი 2020-ს მდგომარეობა ეწინასწარმეტყველებინათ მუსიკით? 🤣

    • @ezdachi
      @ezdachi Před 4 lety +4

      მე ეხლა დავუკვირდი დამივხვდი რომ 2017 წლის მუსიკაა ჰმმ..

    • @mishogeladze1689
      @mishogeladze1689 Před 4 lety +2

      🤣🤣🤣

    • @khalisi21
      @khalisi21 Před 3 lety +2

      2021 წლის მდგომარეობასაც ასახავს 🤣🤣🤣

    • @vazhadatuashvili3775
      @vazhadatuashvili3775 Před 3 lety +8

      ჩემო ძმაო ცისფერი მთები გინახავს?

  • @cyberangell23
    @cyberangell23 Před 4 lety +190

    საოპერაციოში შესვლამდე აგმოღაჩინეთ და რაღაც ახალი დაიწყო თითქოს... ფანჯარაშიც მეუცხოება გარემო... შემოდგომას სხვანაირი ფერი აქვს თქვენთან ერთად 💔

    • @user-ni6fv9et9q
      @user-ni6fv9et9q Před 4 lety +14

      როგორ ხარ

    • @elisoberidze9068
      @elisoberidze9068 Před 4 lety +4

      როგორ გრძნობ თავს ახლა? ♥️♥️

    • @torukmakto1986
      @torukmakto1986 Před 3 lety +1

      ??? ~~~~~~~--------------------

    • @barbaresauri99
      @barbaresauri99 Před 2 lety +3

      როგორ ხარ?

    • @mako5379
      @mako5379 Před 2 lety +4

      გაგვაგებინეთ როგორ ხართ

  • @likakakhniashvili1757
    @likakakhniashvili1757 Před rokem +29

    არ მინდოდა ასეთი დასასრული…❤

  • @beriashvili1
    @beriashvili1 Před 3 lety +20

    28 იანვარი 2021 პირველად ვისმენ ამ სიმღერას. საოცრად კარგია რამდენი ხანია ხარისხიანი ქართული სიმღერა არ მომისმენია(ახალი რამე) .ძაან მაგარია

  • @AbashidzeMedoo-tk6pt
    @AbashidzeMedoo-tk6pt Před 9 měsíci +8

    ერთხელ მითხარი ,,ყველას აქვს რაღაც სანუკვარი და გაჭირვების ჟამს მიმართავენ ხოლმე,ჩემთვის შენ ხარ ეგეთი,ოღონდ არა მხოლოსდ როცა მიჭირს.’’
    მინდა ისევ ვიყო ასეთი ადამიანი შენს ცხოვრებაში;)

  • @Amphitrite1
    @Amphitrite1 Před 3 lety +383

    აი ისეთია იმ ადამიანებს,რომ გაგახსენებს,ვინც ძალიან გენატრება.

    • @_hirakami_
      @_hirakami_ Před 3 lety +22

      არა და როგორ არ მინდა რომ ვიფიქრო მასზე მაგარმ 💔

    • @fromthegloriouscity4821
      @fromthegloriouscity4821 Před 2 lety +2

      yeap

    • @AP-ry7zb
      @AP-ry7zb Před 2 lety +2

      ❤️🥺

    • @niobolkvadze9869
      @niobolkvadze9869 Před 2 lety +2

      ზუსტად, ყოველჯერზე ეგ განცდა მაქვს🥲❤️

    • @teklazakaradze3996
      @teklazakaradze3996 Před 2 lety +8

      Martla dzaan menatrebi

  • @Liza_418
    @Liza_418 Před rokem +6

    ზუსტად ეს სიმღერა გავუგზავნე,როცა პირველად მოვისმინე,წლები გავიდა,ისევ ვუსმენ,ისევ მახსოვს,ისევ მენატრება❤️

  • @ninutsa.
    @ninutsa. Před 10 měsíci +2

    ეს სიმღერა პირველად მოვისმინე ამ წლის ივნისში,რატომღაც დაემთხვა და ის ადამიანი გავიცანი,ბედნიერების მეტი არანაირი გრძნობა მქონდა მაგრამ რაღაც დროის შემდეგ დავკარგეთ ერმანეთი,მაგრამ რაღაც მხრივ მგონია რომ მხოლოდ ერთს უხაროდა ეს ურთიერთობა და ეს ერთი მე ვიყავი❤️ მადლობა რომ ბედნიერი გამხადე და ამ სიმღერას ცრემლების გარეშე ვეღარ ვუსმენ,ისე რომ ჩემს აზროვნებაში შენ არ გაიელვო,დაიმახსოვრე ჩვენი ისტორია აქ არ დასრულებულა❤

  • @bodyysnatcher
    @bodyysnatcher Před 3 lety +14

    არ ვიცი ეს სამი წელი ეს სიმღერა როგორ ვერ ვიპოვე....

  • @levanigogokhia390
    @levanigogokhia390 Před rokem +5

    ვააახ😮 საოცარი კომენტარებია, თურმე როგორ გვყვარებია ერთმანეთი ადამიანებს😊🎉❤ გიყვარდეთ, გახსოვდეთ, მაგრამ ნუ დაიტანჯავთ თავს მთელი ცხოვრება, უფრო ლამაზი დღეებიც დადგება, უფრო ლამაზი მოგონებებით😊❤

  • @gvantsaa9488
    @gvantsaa9488 Před rokem +6

    ცხოვრებაში შენ soulmate-ს ერთხელ ხვდებიო რომ ამბობენ ახლა ვაანალიზებ რომ ის ერთადერთი შენ იყავი (ერთად ორივე ვიყავით ის ვინც რეალურად ვართ ) შენამდე და შენს მერეც სხვებთან არაფერი აღარ გამომდის )უკვე აღარც ვცდილობ აზრი არაქვს.

  • @ketizurashvili1331
    @ketizurashvili1331 Před 5 lety +163

    ბებიაჩემი მეუბნებოდა, ქართულებს რატომ არ უსმენო, ეს სიმღერა ჩავრთე და ერთით მეტი ფანი გყავთ 😄💚

    • @datoguloiani
      @datoguloiani Před rokem +2

      ბებიაშენი სხვა ქართულებს გულისხმობდა მაგრამ არაუშავს ესეც ძალიან მაგარია😂❤️

    • @ketizurashvili1331
      @ketizurashvili1331 Před rokem

      ​@@datoguloiani შენ საიდან იცი, ბებიაჩემი რას გულისხმობდა, შვილო? ვინმე კაცი/ბიჭი ხომ უნდა გამოჩნდეს აუცილებლად, რომელიც ჩემზე კარგად იცნობს ჩემს გარემოს და რეალობას? :))) ჰაჰაჰაჰაჰა

  • @marigujabidze
    @marigujabidze Před 4 lety +40

    მე: რას ვუსმინოო?
    გონება : killages
    მე - გიხსენებთ თქვეენ, ვივიიწყეებ სხვეეეებს 🎶🎶

  • @shorenachuradze772
    @shorenachuradze772 Před rokem +16

    🫂 ვამბობთ თუ არ ვამბობთ, ამ კითხვაზეე პასუხს შენ გიტოვებ, შენ უკეთ იცი და შენზე უკეთ არავინ.🤍ჩემში სულ აღწევდი ,მაგრამ ახლა უფრო მეტად აღწევ.იცი უშენოდ შევიცვალე,დავმუნჯდი.საკუთარი ფიქროს გარდა ვერავის ვესაუბრები ,იმ მომენტს ვიხსენებ როცა მანქანაში დავჯექი და პირველად შეგხედე ყველაზე ბედნიერი მაშინ ვიყავი, მეგონა სამყარო ჩემს ირგვლივ ტრიალებდა. ეჰ ალბათ ვერც კი წარმოიდგენ როგორ მიყვარდი და….რო ერთადერთი სიცოცხლის გატარება შენთან ერთად მინდოდა💔💔ყველაზე მეტად შენი თვალები მენატრება🥹გაგიჟებამდე რომ მივყავდი)
    ალბათ დრო მოვა და შენც აენთები, ახლა დარდების მძიმე წუთია💔თავს გაუფრთხილდი🫂🤍სულ უნდა მყოლოდი!💔🫂

  • @gamarjobanaxvamdis
    @gamarjobanaxvamdis Před rokem +7

    თქვენ ხომ იდეალურები ხართ მაგრამ რა ფანტასტიური მსმენელი გყავთ კომენტარებს რომ დაყვები და კითხვა არ მოგბეზრდება

  • @keti9099
    @keti9099 Před 7 měsíci +11

    01.02.2024 ვზივარ შენს მანქანაში ამ სიმღერას ვუსმენ და გელოდები როდის გამოხვალ მაღაზიიდან, სულ რამდენიმე საათი რჩება და ჩემგან ძალიან შორს იქნები, ვიცი აეროპორტში გონებიდან არ ამომივა ამ სიმღერის ტექსტი და ყელში გაჩხერილ ბურთთან და ცრემლებთან ერთად შევიკავებ თავს, რომ არ წამემღეროს, რადგან არ დაგანახო რამდენად სევდისფერია ჩემთვის ეს დღე, ან შენ ან არავინ თქო გითხარი დიდი ხნის წინ და გპირდები ყოველთვის ასე იქნება❤️ უყვარხარ პატარა ქალბატონს და თუ საჭიროება მოითხოვს მთელი ცხოვრება დაგელოდება🌟

  • @Gabii45723
    @Gabii45723 Před rokem +7

    ჩვენი სიმღერა❤️მახსოვს მითხარი რომ ამ სიმღერას ჩემზე ფიქრისას უსმენდი..
    წლებიგავიდა, თუმცა მე ისევ შენ მახსენდები. ყოველჯერზე როცა მეკითხებიან თუ ვინარის ჩემი პირველი სიყვარული შენ გახსენებ, ჩემი ბავშვობა და კარგი წუთებიხარ ნიკა❤მენატრები და მაპატიე რომ ვერ დაგაფასე როგორც საჭირო იყო, მაპატიე რომ გაგიშვი, უკვე გვიანია მაგრამ თუ ოდესმე ამას წაიკითხავ იცოდე ყოველთვის შენ მყავდი გულში და ესე იქნება,რადგან შენ მაგრძნობინებ თავს ყველაზე კარგად🙃ჩემი ოთახის კედლებზე ისევ წერია ის თარიღები სადაც ბედნიერას ვიყავით:) იცი? ვიწერდი ხოლმე და ვიხსენებდი თუროგორ კარგად ვიყავით✨ მენატრება ეგდრო.. არვიცი რა დამემართა არვიცი რატომ გაგიშვი.. სხვას მოვუსმინე მეგონა გამიცივდა გრძნობები და ისევ მედავრჩი ცუდ მდგომარეობაში;((( ისევ მინდა შენთან ყოფნა მაგრამ უკვე ყველაფერი გვიანაა..ვიცი ეხლა სხვაგყავს..💔არ მოვიქცევი ცუდად და არგისურვებ მასთან ცუდად ყოფნას:))პირიქით მინდა ბედნიერი იყო❤️მაპატიე მაპატიე და ისევ მაპატიე..ვნანობ ყველაფერს💔

    • @giorgichxaberidze9292
      @giorgichxaberidze9292 Před 11 měsíci +1

      იმედია იპოვი იმ ბედნიერებას რაც ასე გახარებდა 🙏💖

  • @sabaguliashvili7227
    @sabaguliashvili7227 Před rokem +3

    გულწრფელად მიყვარხარ და სულ შენთან მინდა ვიყო ვიცი ამ კომენტარს როდესმე წაიკითხავ და ეს სიმღერა კიდე უფრო გულწრფელს მხდის როცა ამ კომენტარს ვწერ მიყვარხარ და სულ მინდა მიყვარდე❤️❤️ თაფლისფერთვალება🥰👁️

  • @user-pm7fg3xu9j
    @user-pm7fg3xu9j Před rokem +6

    ამსიმღერაზე ერთი ადამიანი მახსენდება,ადამიანი რომელმაც მიღალატა,ვიცი ინანებ და მიხვდები იმას რომ ის ერთადერთი დაკარგე ვისაც მთელიცხოვრება უანგაროდ ეყვარებოდი,ყველაზე მეტად მიყვარდი...💔

  • @ninibikashvili5725
    @ninibikashvili5725 Před rokem +6

    მიყვარს ეს სიმღერა. მის თავს მახსენებს...

  • @reki5817
    @reki5817 Před rokem +3

    ამას ვერასდროს ნახავს ალბათ მაგრამ მინდა იცოდეს რამდენად მიყვარს!!მის გარეშე ყველაფერი მართლა უფერულია უზომოდ მენატრება ვნანობ რომ გავუშვი ნეტავ აქ მყავდეს რომ ჩავეხუტო✨მიყვარხარ ანგელოზო მჯერა რომ ერთმანეთს კვლავ შევხვდებით!

  • @mariamkaraulashvili2779
    @mariamkaraulashvili2779 Před rokem +5

    ჩემსგარეშე ამ სიმღეარს არასდროს არ მოუსმინო♥️ მიყვარხარ უსასრულოდ💓🫂

  • @nikafiruzashvili8646
    @nikafiruzashvili8646 Před 6 měsíci +8

    ახლა ამ მუსიკის ფონზე დიდ ნაბიჯს ვდგამ იმედია იმედს არ გამიცრუებ❤

    • @georgiaafk266
      @georgiaafk266 Před 5 měsíci +3

      rogor dasrulda

    • @Nanakooo777
      @Nanakooo777 Před 4 měsíci +2

      როგორ ჩაიარა

    • @NINA-ld1wn
      @NINA-ld1wn Před 3 měsíci +1

      გაგვიზიარე რა მოხდა

    • @nikafiruzashvili8646
      @nikafiruzashvili8646 Před měsícem +3

      ერთადავართ დაოჯახებაზედაც ვფიქრობთ უკვე❤️‍🔥

    • @NINA-ld1wn
      @NINA-ld1wn Před měsícem

      @@nikafiruzashvili8646 ვაუ, რა მაგარია, გილოცავ. ბევრი ბედნიერი დღე გაგეტარებინოთ ერთად. ❤️

  • @user-vj5cm9ce5k
    @user-vj5cm9ce5k Před rokem +4

    ღამის 4 საათია და ვუსმენ ამ სიმღერას, რომელიც თითოეულ მოგონებას აღვიძებს ჩემში… მინდა იცოდეთ რომ არცერთი ადამიანი არ დგას იმაზე წინ, ვინც გიყვარს, ვისთანაც შეგიძლია მასთან ყველაფერზე საუბარი და ყველაფრის გაკეთება… უბრალოდ მოუსმინე ამ სიმღერას, თვალები დახუჭე და თითოეული დეტალი და ბედნიერი წუთი გაგახსენდება… თუ ოდესმე ამ კომენტარს წაიკითხავ შენ, ჩემო პირველო და ბოლო სიყვარულო, იცოდე რომ ყველაფერს გავაკეთებ შენ დასაბრუნებლად და ისევ ბედნიერები ვიყოთ ერთად, ჩემო პატალა…

  • @annabsava
    @annabsava Před 10 měsíci +4

    Still gives me goosebumps every time I hear it.♥♥

  • @user-dr7pk3ul1y
    @user-dr7pk3ul1y Před 3 měsíci +2

    ამ კომენტარს ალბათ წლების შემდეგ მეც წავიკითხავ მაგრამ შენ თუ ამას ოდესმე წაიკითხავ იცოდე რომ როცა ეს სიმღერა სადმე ჩაირთვება ან თავად გადავწყვეტ რომ მოვუსმინო ყოველთვის შენ გამახსენდები.

  • @gvantsagett1878
    @gvantsagett1878 Před 3 lety +19

    თუკი არ ვიფიქრებ დღეს,დავივიწყებ ბევრს.. overthinking kills happiness ..

  • @gelashvili001
    @gelashvili001 Před 2 lety +18

    ისევ... ისევ იქ... ისევ ჩვენ.... ღამეა... მხოლოდ ერთმანეთისთვის ვართ !

  • @1992koka
    @1992koka Před 3 lety +12

    ისევ , ფიქრი მოდის თავში
    უაზროდ ვარ სახლში
    აღარ აქვს აზრი
    მეცინება. ნეტავ,
    გაიაროს სევდამ
    დამიბრუნდეს ღელვა,
    რომელიც მხოლოდ შენთან ერთად მაქვს.
    ისევ მეძინება ისევ
    მაფიქრდება ისევ
    მაგონდება ისევ ისე.
    თუ არ ვიფიქრებ დღეს,
    დავივიწყებ ბევრს
    დავიკიდებ თუ კი მთვლემს.
    დრო და დრო მაწვიმს
    გიხსენებ შენ, ვივიწყებ სხვებს.
    დრო და დრო მაწვიმს
    გიხსენებ შენ, ვივიწყებ სხვებს.
    როდის!? როდის მოვალ აზრზე!?
    არ დავთვლი წამს წამზე,
    სულ არ გარბის დრო მალე.
    ისევ! მეძინება ისევ,
    მაფიქრდება ისევ
    მაგონდება ისევ ისე.
    ----------------------------------
    დრო და დრო მაწვიმს
    გიხსენებ შენ ვივიწყებ სხვებს (X4)

  • @Mdkfnc
    @Mdkfnc Před rokem +6

    მჯერა ნახავ ამ კომენტარს და მიხვდები რომ შენ გეკუთვნის. მიყვარხარ დაუსრულებლად, ცამცე და ცის იქით. გპირდები მთელი ცხოვრება დაგელოდები და "ისევ" მოვუსმენთ ამ სიმღერას ერთად. მენატრები მაიმუნო 🐒

  • @user-fy1hn5yg6v
    @user-fy1hn5yg6v Před rokem +8

    მიყვარხარ, არასდროს დამავიწყდება შენთან ერთად გატარებული ბედნიერი წუთები რადგან ის გულშია სიყვარულს ნამდივლად დიდი ძალა ქონია 💖🪐

  • @mariamkublashvili1525
    @mariamkublashvili1525 Před 6 měsíci +3

    ალბათ არაა საჭირო სიტყვები თუ ოდესმე ამას ნახავ ისედაც მიხვდები, ვიცი, რომ უსიტყვოდაც გესმის....💔

  • @Majsjdbs
    @Majsjdbs Před měsícem +1

    შენი ხმა მავიწყდება, მეშინია...მეშინია, რომ გაქრები ჩემი მოგონებებიდან. თვალებს ძალიან, ძალიან მაგრად ვხუჭავხოლმე, რომ შენი ხმა წარმოვიდგინო და გავიგო. გთხოვ არ გაქრე❤

  • @zukox2233
    @zukox2233 Před 2 lety +24

    გიხსნებ შენ, ვივიწყებ სხვებს…
    გთხოვ თუ აქ ხარ და ამას კითხულობ დაბრუნდი. გთხოვ.

  • @dianasuramelashvili144
    @dianasuramelashvili144 Před 2 lety +5

    ამ სიმღერის გამო, სახლიდან ყურსასმენების გარეშე არ გავდივარ.🥺😊❤️❤️❤️❤️

  • @Lomss-ty6xs
    @Lomss-ty6xs Před rokem +5

    ამ სიმღერას ვუსმენ და მახსენდები…. ზუსტად ვიცი არასდროს დამავიწყდები🩵 ჩემი ⭐️boy ხარ😃

  • @user-zp4zy2jh9i
    @user-zp4zy2jh9i Před 11 měsíci +2

    რაკარგი იქნებოდა ამ სიმღერიხ მოსმენა შენთან ერთად ზღვის პირას მთვარეს და ვარსკლავებს შევცქეროდეთ თავები მხრებზე დადებული ჩუმად ყოფნა დს ამ სიმღერის სმენა საათობით ერთად ნეტა შეიძლებოდეს 💔💔💔

  • @neverwakeupp
    @neverwakeupp Před rokem +3

    ეს მუსიკა ახლა აღმოვაჩინე და რავი ძაანკარგია

  • @lilitie22
    @lilitie22 Před 6 měsíci +5

    მინდა დავწერო ,რომ ყველა ეს რომანტიკულ-მელანქოლიური სიმღერა შენ თავს მახსენებს ,მაგრამ ჯერ არ გიცნობ
    :)))

  • @ratchvelian
    @ratchvelian Před 12 dny

    ეს სიმღერა ჩემი ჰიმნია.
    ყველაზე ცუდად როცა ვიყავი, მაშინ აღმოვაჩინე.
    საოცრებაა...
    ვცდილობ ხშირად არ მოვუსმინო, რადგან არ მივეჩვიო და ის გრძნობა აღარ განვიცადო, რომელიც პირველი მოსმენისას მქონდა.
    ახლა ზაფხულია, თითქოს ყველაფერი კარგად უნდა იყოს.
    შუადღეა... ისევ ამ სიმღერას ვუსმენ, ვუსმენ იქამდე სანამ არ ჩამეძინება...
    მინდა, უბრალოდ არ ვარსებობდე...
    მენატრება ის დრო, რომელიც აღარ დაბრუნდება
    მენატრება მე, რომელიც აღარ დაბრუნდება
    მენატრები შენც...
    3 აგვისტო, 2024

  • @salo.5324
    @salo.5324 Před 11 měsíci +5

    you’re the sun to my moon🌞🌜
    ლანა, მიყვარხარ. მიყვარს შენთან მუსიკის გაზიარება.
    იმედი მაქ კიდე ბევრი წელი მოვასმენინებთ ერთმანეთს საყვარელ სიმღერებს.

  • @gochabatumibartia
    @gochabatumibartia Před 6 lety +12

    miyvaaaaarxaaar bichooo

  • @natakoridze6634
    @natakoridze6634 Před 5 měsíci +2

    2020 წლის საუკეთესო მოგონებებს მიღვიძებს. ნეტავ ისევ უკან დამაბრუნა.

    • @user-lv2wg2lh9s
      @user-lv2wg2lh9s Před 2 měsíci

      Jdjhs I hxulwohcbhc I wnbxuuxnsnwupdodjdn,unxhdjci jndi nskiowhwmjxoidndnsnisnn❤I I l souwuhnx7j a very yfbgdiw8ojdhd6seyyw w7hsjxyxh shysjshxhzyzyxhsy
      Yzudyxyu5sysysutd

    • @user-lv2wg2lh9s
      @user-lv2wg2lh9s Před 2 měsíci

      😮

    • @user-lv2wg2lh9s
      @user-lv2wg2lh9s Před 2 měsíci

      Msjhssukqiwk I g,jgzhstw7nxhxjgsjwywjfwk u kxnckwjsjsjsjhzsjyzksnhhzjwoksjwusjuejwusjjjwuwjshjmajzjsujsbzjzjahsskgz no zjhsjqi⁰djdujydjdyjesjsju❤heuwjg😊

  • @sabias023
    @sabias023 Před 3 lety +15

    ძაან მაგრებიხართ

  • @snsjdjzkjd9555
    @snsjdjzkjd9555 Před 4 lety +17

    quarantine mood🥺

  • @elisosaladze4725
    @elisosaladze4725 Před rokem +8

    მინდა, რომ ჩაგიგდო ეს სიმღერა, მაგრამ ალბათ ვერ მიხვდები მიზეზს... ხოდა არ გაჩვენებ.

  • @Jubii666
    @Jubii666 Před 8 měsíci +5

    ისევ მიყვარხარ არც ერთი წამით არ მიფიქრია სხვაზე 0:40

  • @zurabkurtanidze8657
    @zurabkurtanidze8657 Před 2 lety +1

    აუ რა მაგრობაა♥️♥️ახლა რატო აღმოვაჩინე ეს ჯგუფი🤔🥲

  • @user-zs6bf6lf5h
    @user-zs6bf6lf5h Před rokem +7

    ყოველთვის მემახსოვრება Ჩვენი ყველა ბედნიერი წუთები და Ჩვენს მოგონებებს ყველაზე უსაფრთხო ადგილას შევინახავ ეს ადგილი კიდე გულია არასოდეს დამავიწყდება Შენი უსაზᲦვრო ლურჯი თვალები რომლითაც მიხაროდა ყველაფერი🦋❣

  • @L1zaa._
    @L1zaa._ Před rokem +7

    იმედია კარგად ხარ,სადაც ხარ❤️

  • @djlulu79
    @djlulu79 Před rokem +1

    ტირილი მომინდა სიმღერაზე და ცალკე კომენტარებზე. ძალიან მინდა ყველა ბედნიერი იყოს ჩემი ჩათვლით❤❤❤

  • @iamgujji
    @iamgujji Před 5 lety +22

    es iseti simgheraa arunda mtavrdebodes😢💙

  • @nacka20084
    @nacka20084 Před 2 měsíci

    მენატრები დი✨

  • @eleneraukh3553
    @eleneraukh3553 Před 5 lety +9

    ჩემი პატარა და ყოველღამე ძილის წინ ამას მართვევინებს😇 ვერ იძინებს ისე

  • @sangu1nolency_
    @sangu1nolency_ Před rokem +18

    So, there's this girl…
    She's amazing.🪐

    • @Phosphn
      @Phosphn Před rokem

      So , Good luck with that girl

  • @marsorobaqidze1673
    @marsorobaqidze1673 Před 5 měsíci +1

    Love forever ❤❤❤

  • @annibarkalaia3240
    @annibarkalaia3240 Před 3 lety +6

    ამ სიმღერას მოაქვს საოცარი ემოციები❤️❤️

  • @nesinesi2141
    @nesinesi2141 Před rokem +4

    ოცნების სიტკბო გამახსენა ამ სიმღერამ..❤️

  • @lilikordzadze7732
    @lilikordzadze7732 Před 2 lety +2

    მიყვარს💙საოცრებაა..ყველა ემოცია და განცდა მოდის…მოგონობები❤️

  • @tazyf4547
    @tazyf4547 Před 4 lety +1

    cxovrebis iset momentebs gaxsenebs, romelic gaxsenebs, rom cxovreba mshveneria ♡♡♡♡

  • @likakvizhinadze6494
    @likakvizhinadze6494 Před 11 měsíci +6

    ერთ წელში "ისევ" შევხვდებით 💖

    • @vakopix2374
      @vakopix2374 Před 11 měsíci +1

      კი, ერთ წელიწადში “კიდევ” შევხვდებით ❤️❤️

  • @azrzearvarradaviwero1
    @azrzearvarradaviwero1 Před 7 měsíci +1

    მიყვარხარ… ყველაზე მეტად მიყვარხარრ მპირდები რომ არ წახვალ მაგრამ ეს ბოლოხანებია ძალიან ძალიან ცუდად ვართ ერთმანეთთან აღარ მიყურებ ისე როგორც ადრე აღარ მკოცნი ისე როგორც ადრე აღარ მეხუტები ისე როგორც ადრე…. უსასრულოდ მიყვარხარ და მჯერა რომ არ წახვალ მაგრამ არვიცი რახდება ჩემსთავს ყოველ დღე ღამის 00:00-ზე გიფიქრებ მიყვარხარ და მჯერა რომ შენც გიყვარვარ!💜

  • @Khaatkm
    @Khaatkm Před rokem +2

    ასე გემრიელად პირველად ვუსმენ. კომენტარებს ვკითხულობ და ვტირი..❤️‍🩹

  • @salomejk3676
    @salomejk3676 Před 4 lety +4

    karantinis drosac mshvenieria❤

  • @esecgaivlis
    @esecgaivlis Před měsícem

    ყოველი დამღლელი დღის შემდეგ, როცა დავწვები და ყველანაირ ნიღაბს მოვიხსნი, დროებით შევწყვეტ თამაშს თუ როგორი ბედნიერი ვარ ამ ცხოვრებით, წამით რეალობას ვუსწორებ თვალს, თუ როგორი მარტოსული და უბედური ადამიანი ვარ, რადგან ვერ გივიწყებ შენ რომელმაც უდიდესი ტკივილი მომაყენე და დამაღალატე მაშინ როდესაც ყველაზე ყველაზე ყველაზე მეტად შენი გვერდით ყოფნა მჭირდებოდა… ვბრაზობ მაგრამ არ ვიცი რაზე, შენზე რადგან ასე მომექეცი თუ ჩემს თავზე რადგან პირველად ვენდე ადამიანს 100%ით?!

  • @anachafidze7225
    @anachafidze7225 Před 4 lety +6

    ულამაზესი, გემოვნებიანი და უკარგესია !

  • @Gwen12
    @Gwen12 Před rokem +1

    ისევ მახსოვხარ🐒💖🦋

  • @ninagorgiladze5345
    @ninagorgiladze5345 Před 3 lety +4

    უსასრულო ფიქრებში გამიტაცა❤️

  • @nanuu_n
    @nanuu_n Před 13 dny

    axlashentanviko da amsimgheras ertad vusmendet

  • @lizka-iu4hf
    @lizka-iu4hf Před 10 měsíci +2

    სიმღერა, რომელსაც ჩვენი დაშორების შემდეგ ვუსმენდი… 14/03/2023…დღეს 9 ოქტომბერია, პირველად მოვუსმინე შენი დავიწყების შემდეგ და თურმე არც ისე კარგად დამივიწყებიხარ❤️

  • @TakoMargalitadze-bq9ep
    @TakoMargalitadze-bq9ep Před 3 měsíci +1

    🌠

  • @mariamchumburidze8401
    @mariamchumburidze8401 Před rokem +2

    Vgijdebi amaze ❤️❤️❤️❤️

  • @tatiaBorashvili-cb7tv

    ცუდ ხასიათზე რომ ხაარ ჩართაავ დაა ივიწყებ ყველაფეერს💗💗

  • @teklazakaradze7200
    @teklazakaradze7200 Před 3 lety +15

    17wlis teklas ertaderti tkivilgamayuchebeli iyo es tracki 2017shi;) 21wlis teklas sauketeso antidepresanti da ISEV aq var❤️

  • @enritsintsadze
    @enritsintsadze Před rokem +5

    Sleep isn't just sleep anymore, it's an escape..

  • @Archmage_ged19
    @Archmage_ged19 Před 15 dny

    This is the last time i listen to this song…it means that everything is over.

  • @TmrTmr-nd2ji
    @TmrTmr-nd2ji Před 3 měsíci

    16:06 (The melody of my soul)🌟

  • @iliasergeevich1135
    @iliasergeevich1135 Před 3 lety +7

    Очень даже неплохо! Классная песня, хоть и совершенно не понимаю о чем говорят:)

  • @youcaneverything1
    @youcaneverything1 Před rokem +4

    მარტი 2023. რამდენი ხანია გისმენთ და არ მბეზრდებით, იმ ადამიანს მახსენებთ, დღემდე რომ მიყვარს, რომ მახსენდება ჩემსთავს აღარ ვეკუთვნი, სხვები ქრებიან ჩემს გარშემო როცა ისაა, ის იყო ჩემი ერთადერთი იმედი, სიყვარული, ბედნიერება და ყველაფერი კარგი, როდემდე უნდა გამყვეს ეგ გრძნობა?
    შეიძლება პირველი არიყავი მაგრამ...
    ვერ მოგცემ შანს, ვეღარ გენდობი ისევ, რომ მატკენ, მეშინია.
    მადლობა აქამდე ჩემს გვერდით, რომ იყავი მადლობა ყველაფრისთვის, აქამდე რაც გამიკეთე, მადლობა იმ სიყვარულისთვის რაც მომეცი, მადლობა იმ ბედნიერებისთვის რაც მაჩუქე, მადლობა იმ დღეებისთვის რაც გამილამაზე,
    იცოდე, რომ მენატრები, იცოდე, რომ მიყვარხარ. 🤍

  • @user-ge5vu6ud9v
    @user-ge5vu6ud9v Před 3 lety +1

    jigrebi xart dzmebo ratis mokitxva

  • @gurandamgeladze645
    @gurandamgeladze645 Před 3 lety +3

    ნეტავ, გაიაროს სევდამ... 🥀

  • @Sigurros66
    @Sigurros66 Před rokem +12

    ვინც თქვენ კომენტარს ეძებთ და ჩემნაირად არ გაგიმართლათ, ჩამოჯექით :დ )