Bedford Falls - ANARA

Sdílet
Vložit
  • čas přidán 6. 07. 2020
  • Follow:
    Spotify: spoti.fi/3IdqxDK
    Facebook: / bandbedfordfalls
    Instagram: / bedfordfalls
  • Hudba

Komentáře • 378

  • @zviadgabedava
    @zviadgabedava Před rokem +458

    არსებობს მდგომარეობა, როცა bedford fallsს უნდა უსმინო და არსებობს მდგომარეობა, როცა bedford fallsის ვიდეოებზე კომენტარები უნდა იკითხო...

  • @avtovashakidze942
    @avtovashakidze942 Před 8 měsíci +56

    ღვინის ფესტივალზე მოვისმინე ლაივში და ეგრევე გულს და სულს შეეხო. მადლობა ამ საოცრების შექმისთვის.
    ვინც უსმენთ დარწმუნებული ვარ ყველანი კარგი ადამიანები ხართ.
    გამარჯობა მეგობრებო ❤
    სიყვარულით გვეცხოვროს

  • @dyingimplosion579
    @dyingimplosion579 Před 3 lety +138

    ჭრილობის ნემსით გაკერვას მაგონებს ეს მელოდია. მტკივნეული, მაგრამ ხომ ვიცით, რომ მალე მოვრჩებით. [♡]

  • @Wisoul
    @Wisoul Před rokem +181

    სულში გავლებულ ძაფებს ადამიანის ხელი რომ ჩამოუსვა , ალბათ ზუსტად იგივე ჟღერადობა ექნება , როგორიც ამ მუსიკას.

  • @nikushaisakadze8327
    @nikushaisakadze8327 Před rokem +134

    2 წელია ამ სიმღერით ვიღვიძებ და ვიძინებ.
    ყოველ ჯერზე ახალი განსხავებული გრძნობა მებადება, რომელიც მწყვეტს ამ რეალობას და მახსენებს თუ რამდენად ცოცხალი ვარ.

  • @mariamits5589
    @mariamits5589 Před 3 lety +27

    რომ ვუსმენ და თან კომენტარებს რომ ვკითხულობ ❤️❤️❤️ რა ბედნიერი ვარ ახლა ამ ყველაფრით!!!

  • @mariamsalkhinashvili6616
    @mariamsalkhinashvili6616 Před 2 lety +95

    ეს ის სიმღერაა, რომელსაც ხშირად ვერ ვუსმენ. ყოველ მოსმენაზე ახლიდან მანგრევს და მაშენებს. ახლა ცხოვრებაში ის მომენტი მაქვს, როცა ძალიან მიჭირს… მიჭირს ფეხზე წამოდგომა და არსებობისთვის რაიმე აზრის მოძიება… გისმენთ და ყველა ის მომენტი მახსენდება, როცა მეგონა ვეღარ გადავრჩებოდი, მაგრამ რაღაც ძალას მაინც გამოვყავდი მდგომარეობიდან. დიდი სიამოვნებით გავიქცეოდი სადმე შორს, ჩავიკეტებოდი სამყაროსგან სრულიად იზოლირებულ სიცარიელეში და დაუსრულებლად მოგისმენდით❤️საშინელ ნოსტალგიას ვგრძნობ. თითქოს ჩემი ცხოვრების ყველა ბედნიერი და უბედური წუთი ერწყმის ერთმანეთს და ვერ ვხვდები, ეს სევდა და მელანქოლია მომწონს, თუ მინდა დასრულდეს. ალბათ ყველაფერი გამოვა და ესეც გაივლის❤️სულშიჩამწვდომები ხართ❤️

    • @callmebaqa6522
      @callmebaqa6522 Před rokem +1

      ვაიმე 🥺🤍

    • @tinatinnozadze5272
      @tinatinnozadze5272 Před rokem +1

      რა ლამაზად დაწერე

    • @mariami3636
      @mariami3636 Před rokem +1

      Rogorxar?imedia tavs kargad grdznob❤

    • @mariamsalxinashvili9947
      @mariamsalxinashvili9947 Před rokem +25

      10 თვე გავიდა ამ კომენტარის დაწერიდან. 10 თვის შემდეგ პირველად, სრულიად შემთხვევით, ჩავრთე ეს სიმღერა და კომენტარებში ძველი მარიამი ვიპოვე❤️ყველაფერი იმაზე კარგადაა, ვიდრე წარმომედგინა❤️ამ 10 თვეში იმდენი რამ შეიცვალა და, პირველ რიგში, მე შევიცვალე იმდენად, რომ ზოგჯერ მგონია რაღაც დიდი უფსკრულია ჩემს წარსულ და აწმყო მეებს შორის. რა თქმა უნდა, ყველაფერი გამოვიდა და ყველაფერმა გაიარა❤️რა თქმა უნდა, მზემ ისევ გამოანათა და ცხოვრებას ისევ დაუბრუნდა სინათლით გაბრწყინებული ფერები❤️სევდა ალბათ ყველაზე ლამაზი იისფერი გრძნობაა გრძნობებს შორის❤️არასდროს არაფერია დაგვიანებული, განსაკუთრებით ფეხზე წამოდგომა და ყოფიერებით ტკბობა❤️ყველაფერი იმაზე ბევრად სასიამოვნოა, ვიდრე ჩვენს გონებას შეუძლია წარმოიდგინოს❤️ჩვენ ყველა ჩვენ-ჩვენ აღმართ-დაღმართებს ვებრძვით და ჩვენ ყველას ჩვენ-ჩვენი აღმაფრენები და დაღმაფრენები გვაქვს, მაგრამ მთავარია, ჩვენ ყველას გამოგვიცდია სევდა და მარტოობა და ზუსტად ამიტომ, რაღაცნაირად მაინც ერთნაირები ვართ, ერთნაირად ვგრძნობთ და ერთნაირად განვიცდით❤️არასდროს დაივიწყოთ, რომ ყველა ქარიშხალი აუცილებლად დასრულდება და აუცილებლად დაისადგურებს სიმშვიდე❤️გამოვა❤️ყველაფერი გამოვა❤️❤️❤️

    • @marikochalidze1803
      @marikochalidze1803 Před 3 měsíci

      ესეც გაივლის😔

  • @user-rr7fc2jj8e
    @user-rr7fc2jj8e Před 3 lety +91

    Perfect way to relax after a long, stressful day. მიყვარხართ. არასოდეს შეწყვიტოთ ამის კეთება.

  • @ghettoprincess6947
    @ghettoprincess6947 Před 2 lety +41

    გულში რა უცხო გრძნობა მეღვრება ამის მოსმენის დროს ნეტავ შემეძლოს ახსნა))

  • @gigajaiani8781
    @gigajaiani8781 Před 2 lety +25

    რაც არ უნდა ცუდ ხასიათზე ვიყო, რაც არ უნდა ვნერვიულობდე ან სხვა რამეზე ვფიქრობდე, როდესაც ეს მუსიკა იწყება მანდ მთავრდება ყველაფერი, სულ სხვაგან ვარ, სულ სხვა ემოციით. ბრავო ❤!

  • @user-pq5pq1nq4d
    @user-pq5pq1nq4d Před 3 lety +501

    ეს სიმღერა არ გააბაზროთ ,ერთეულებმა უნდა ვუსმინოთ
    .

    • @davitkasradze2161
      @davitkasradze2161 Před 3 lety +5

      უკვე გაბაზრდა..

    • @georgetodua3331
      @georgetodua3331 Před 3 lety +22

      რამდენიმე წლის წინ გადაწყდა რო ბედფორდებს ერთეულები არ მოუსმენდნენ

    • @yofisormchofeli649
      @yofisormchofeli649 Před 3 lety

      @@georgetodua3331 შპიგელმანის წიგნი წაკითხული გაქვს?

    • @georgetodua3331
      @georgetodua3331 Před 3 lety

      @@yofisormchofeli649 არა

    • @yofisormchofeli649
      @yofisormchofeli649 Před 3 lety +1

      @@georgetodua3331 უმმ,უკაცრავად მაშინ,ძილინებისა

  • @dyingimplosion579
    @dyingimplosion579 Před 3 lety +17

    Again.. heaven is a place on earth with this song. ♡!

  • @BedfordFalls
    @BedfordFalls  Před 3 lety +355

    [შორს, ფაიფურის ძეგლების მიღმა]
    გამოვა მზე და გაშლის თმას პოლიფონიად
    ეს სიმღერა ანტისეპტიკური ხსნარია
    მერამდენედ ეჩურჩულებით შუქურას:
    შორს ამ ქალაქიდან, შორს ამ მთებიდან
    შორს წაგვიყვანე
    [ბურძგლიანი ვარსკვლავები]
    გამოვა ან არა; გამოვა ან არა
    [კვლავ ბახური დაღმა სვლა სოლ მინორში]
    გამოვა მზე და გაშლის თმას პოლიფონიად
    ეს სიმღერა ანტისეპტიკური ხსნარია
    მერამდენედ ეჩურჩულებით შუქურას:
    შორს ამ ქალაქიდან, შორს ამ მთებიდან
    შორს წაგვიყვანე
    [ბურძგლიანი ვარსკვლავები]
    გამოვა ან არა; გამოვა ან არა

    • @giorgimenabdishvili636
      @giorgimenabdishvili636 Před 3 lety +2

      მიყვარხართ❤

    • @user-dc8eh5df4y
      @user-dc8eh5df4y Před 3 lety +2

      ❤❤❤ სასწაულები ხართ

    • @vasobarbakadze9420
      @vasobarbakadze9420 Před 3 lety +2

      მეტი ქართული

    • @ekobluda5398
      @ekobluda5398 Před 3 lety +7

      აჰჰ...ახლა შემიძლია მშვიდად მოვკვდე

    • @teagogrichiani2256
      @teagogrichiani2256 Před 2 lety

      “ანტისეპტიკი მგონია” უხდება უფრო 🫠

  • @dinoosmegoo
    @dinoosmegoo Před 3 lety +215

    ამ სიმღერის ხშირად მოსმენის მეშინია. მეშინია იმიტომ რომ მგონია მივეჩვევი და მერე ისე ვეღარ იმოქმედებს როგორც ახლა მოქმედებს 🚀🌀

    • @mariamkhmaladze1241
      @mariamkhmaladze1241 Před 3 lety

      sameee

    • @Wonderboy170
      @Wonderboy170 Před 3 lety +1

      ფლეილისტში სადღაც ბოლოში მაქვს რო ხშირად ვერ მოვუსმინო

    • @khatiakhozrevanidze7942
      @khatiakhozrevanidze7942 Před 3 lety

      სეიიმ

    • @sergi9393
      @sergi9393 Před 2 lety +1

      რა დიდებული კომენტარია :)

    • @levanbagaturia2226
      @levanbagaturia2226 Před měsícem

      ამიტომ დაყავი და ისე უსმინე :) ხან ტექსტს, ხან მელოდიას, ხან კონკრეტულ ინსტრუმენტს, ხან ერთად, და მგონია არ მოგბეზრდება :)

  • @avtochakhnashvili5878
    @avtochakhnashvili5878 Před 3 lety +281

    ანტისეპტიკური ხსნარი რომ ყოფილიყავით ყველაზე თბილი და მოტკბო სურნელი გექნებოდათ 💛 ზუსტად ისეთი, როგორ შეგრძნებასაც მსენელთა გულში ტოვებთ 💛

    • @gelaperadze1523
      @gelaperadze1523 Před rokem +2

      რა ანტისეპტიკი . უცნაური შედარებაა. :D პახოდუ ამდენი ლაიქი გაქვს . ექიმები ხართ თუ რაბაზარია სიმონ

    • @Aniii_9
      @Aniii_9 Před rokem +2

      @@gelaperadze1523მეგობარო, სიმღერას მოუსმინე? ასე არსაიდან კი არ შეუდარებია ანტისეპტიკურ ხსნართან :))

    • @gelaperadze1523
      @gelaperadze1523 Před rokem

      @@Aniii_9 )))

  • @user-un3cd8kt6x
    @user-un3cd8kt6x Před 3 lety +15

    მიყვარხართ მიყვარხართ მიყვარხართ
    სიგიჟეა, არარსებულია, შეუცნობია ის რასაც მუსიკა ადამიანს უკეთებს.
    მადლობა, რომ ასე ახლოს მოდიხართ ყველას გულებთან❤
    და საერთოდ სიგიჟეა, ამ წამს აქ მყოფ ადამიანთა გულებში, ერთნაირი სიმღერა რომ ჟღერს❤
    რევოლუცია ადამიანში.
    ამას იწვევთ.
    მადლობა💙

    • @Wisoul
      @Wisoul Před rokem +1

      იგივეს ვფიქრობ ახლაც💞

  • @ketisvanidze
    @ketisvanidze Před 3 lety +14

    სრულიად შეუძლებელია დაბურძგვლების და სულის ფორიაქის გარეშე ამის მოსმენა🧚🏼‍♀️

  • @Lizie4
    @Lizie4 Před 11 měsíci +23

    მახსოვს როცა გირჩიე ამ მუსიკისთვის მოგესმინა,მახსოვს ის დღეები როცა ჩვენ ბედნიერები ვიყავით🤍ახლა ვზივარ და ვფიქრობ ალბათ უნდა მომხდარიყო ასე…გული მტკივა არ ვიმჩნევ სულ ვცდილობ გავერთო,თუმცა როცა ვხედავ შენს სახეს,ხელებს და მთლიანად შენ სურვილი მიჩნდება ისევ ისე ჩამეხუტო და შენი სურნელი შევიგრძნო🤍უკვე გვიანია ზედმეტად გვიანი.ჩვენ ხომ ყველასთვის მისაბაძი წყვილი ვიყავით?არ ვიცი ახლა რას აკეთებ უბრალოდ არ ვიმსახურებდი ამ ყველაფერს❤მიყვარხარ ისე როგორც არავის არავინ არ ყვარებია და მენატრები!მენატრება შენი ყველაფერი🤍მენატრება ჩვენ❤️

    • @luckygirl434
      @luckygirl434 Před 5 měsíci

      Hi) and what does the name of the song mean?

  • @user-rz9dc4kf6f
    @user-rz9dc4kf6f Před rokem +11

    როდესაც ამ სიმღერას ვუსმენ ერთადერთი ადამიანი ვინც მახსენდება ეს შენ ხარ. ალბათ თავს კარგად გრძნობ, ბედნიერი ხარ და ვიმედოვნებ, რომ მე არც კი გახსოვარ:))) უბრალოდ მინდა იცოდე თუ როგორ მიყვარხარ.

  • @asiangirl2283
    @asiangirl2283 Před 11 měsíci +76

    მსმენელო,მინდა გითხრა, ის რასაც ვისურვებდი რომ ჩემთვის ეთქვათ , როდესაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა.გახსოვდეს, არ არსებობს მდგომარეობა რომლიდანაც სინათლე არ გამომდინარეობს,ის სინათლე კი შენ ხარ,არ მისცე საშუალება აუტანელ ფიქრებს დაგეპატრონონ და იცოდე რომ გამოვა მზე...

  • @mariamkobakhidze9888
    @mariamkobakhidze9888 Před 3 lety +21

    "შორს ამ ქალაქიდან, შორს ამ მთებიდან. შორს წაგვიყვანეე..."
    bedford falls-მა ჩემში ახალი სამყარო აღმოაჩინა, რომელიც ყველაზე ფერადი რამაა რაც კი ფერთა გამაში მოიძებნება.
    თითოეული სიტყვა, თითოეული ნოტი მართლაც, რომ ანტისეპტიკური ხსნარი ხდება სულის...
    მადლობა საკუთარი სულის პოვნისათვის თქვენ. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენმა სიტყვებმა ძალიან ბევრს რწმენა, მოტივაცია, ოცნება, სიკეთე, პოზიტივი აჩუქა... ისევე, როგორც მე.

  • @vikakalandadze6626
    @vikakalandadze6626 Před rokem +8

    ყველაზე ღრმად დამარხულ ტკივილამდე რომ მიაღწევს აი ისარის❤️

  • @mamarda0028
    @mamarda0028 Před 10 měsíci +4

    დღეს ამ სიმღერას პირველად მოვუსმინე და ვფიქრობ.....ვფიქრობ...... ამის მოსმენისას მთელი ჩემი ცხოვრება ტკბილად და ლამაზად რომ ჩაივლის ჩემ თვაწინ, ჩემი მოგონებები,ჩემი ყველაფერი.მე არვიცი სიტყვებს ვერ ვპოულობ ეს მუსიკა უკვე ძალიან მიყვარს❤❤❤❤

  • @N4ttb
    @N4ttb Před rokem +23

    ყველაზე კარგ დროს გიპოვეთ, მადლობა ყველა ლამაზი მომენტისთვის.
    ეს სიმღერა ანტისეპტიკური ხსნარია!!

  • @barbaresauri99
    @barbaresauri99 Před 2 lety +15

    ყოველი მოსმენის დროს ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერ და მნიშვნელოვან მოგონებებს მიღვიძებს ეს მუსიკა და მაბრუნებს იმ დღეებში.⭐️
    ვგრძნობ და ვერ გადმოვცემ,გადმოვცემ კი არა,თვითონაც ვერ ხვდები ბოლომდე რას ვგრძნობ, როცა ვუსმენ.
    მაგრამ ძალიან,ძალიან სასიამოვნოა ეგ გრძნობა.
    თან ეიფორია მაქვს,თან უსაზღვრო სიმშვიდის და ბედნიერების შეგრძნება.
    მადლობა,რომ შემიძლია ამ მუსიკის ჩართვა,თვალების დახუჭვა და ჩემს ყველაზე ლამაზ მომენტებში დაბრუნება✨💒🎆

  • @davitochiauri9201
    @davitochiauri9201 Před 3 lety +432

    ისეთი თრექია, ამის მოსმენის პარალელურად მტკიცედ და უშიშრად ნაშენი, სიყვარულის მშვიდი ღიმილი უნდა დაგთამაშებდეს სახეზე.. რაღა თქმა უნდა, თუ გრძნობების შემგროვებელი ხარ და ცნობიერების წყვდიადში გამოკიდულ სკივრში ინახავ მათ.. როცა კი მელანქოლია შეგიპყრობს, 'სულჭაში' სამოგზაურო შენივე ფანტაზიით ნაშენი ხომალდით უნდა მიაშურო ამ სკივრს და მშვიდად, აუღელვებლად შეცურო შეგრძნებების ოკეანეში..

  • @dracodormiensnonquamtitill4881

    სანდომზე უფრო ტკბილი ზღაპარი ხართ 💓

  • @iakhatiashvili7220
    @iakhatiashvili7220 Před 3 lety +4

    ამ სიმღერამ ჩემი ცხოვრების რთული და შავ-თეთრი დღეები გადამატანინა

  • @Annne777
    @Annne777 Před 10 měsíci +58

    მე და ჩემი მეგობრები სოფელში აივანზე ვსხედვართ. სრულ სიბნელეს მთვარის შუქი გვიფანტავს და ვფიქრობთ აბსურდულ სიმშვიდეზე, ან არა. უბრალოდ ბედნიერები ვართ, რომ ვართ. აქ და ამ მომენტში.

  • @eka.k681
    @eka.k681 Před rokem +5

    ამ სიმღერას მივეჩვიე.
    ყველაზე კარგი რამაა გრძელი და დამღლელი დღის შემდგომ ამ სიმღერის მოსმენა.
    სხვა სამყაროში გადავყავარ, სადაც არ არის იმედგაცრუება და გულისტკენა.
    მართლაც რომ ანტისეპტიკური ხსნარია ეს სიმღერა🫶🏻

  • @IkakoKheladze
    @IkakoKheladze Před 3 lety +66

    ძალიან დონეა!

  • @Sapovnela__
    @Sapovnela__ Před rokem +5

    Gamarjobat. Mokled es musika aris dzalian gmertuli musika. Ai chemi da chemi sheyvarebulistvisaa shekmnili. Imistvis ro sadme lamaz adgilas movusminot sigareti movwiot da davtkbet im samyaroti sadacc ertaddd dzaan bednierebi vart. Mokled mikvarxar elisabed da am komentars chven shvilebs aucileblad vanaxebt 😉

    • @elisobeliso
      @elisobeliso Před rokem

      gamarjoba. vfiqrob ro yvekaferi idialurad chamoayalibet da namdvilad yvelaze gmertuli simgeraaa da yoveltvis movusment am simgeras mende. mendobi?

  • @levanimkvlelai7803
    @levanimkvlelai7803 Před 3 lety +15

    ყურის ორგაზმია❤️

  • @zezvabaliashvili4701
    @zezvabaliashvili4701 Před 3 lety +7

    სადაც შემეძლება ყველგან ვიტყვი და გავაცნობ რომ ეს ჯგუფი ქართულია😄❤️

  • @marikochalidze1803
    @marikochalidze1803 Před 3 měsíci +2

    სულის გავლით რომ გადის ისეთი მელოდია, ვუსმენ , ვუსმენ და ღრმა ტკივილს კურნავს. ახლა კი ცისა და მიწის გასაყარზე ვდგარ ეულად და ღმერთს ველოდები💫

  • @strangerfromnowhere.6
    @strangerfromnowhere.6 Před 11 měsíci +10

    ეზოში ვზივარ , ჩემი ერთგული მეგობარიც გვერძე მიზის(კატა). ღამდება და ნელნელა ინთება შუქი თითოეულ ფანჯარაში... ვინიცის რამდენი ისტორიაა ამ ფანჯრების უკან ?! გნატრობ , შენზე ფიქრს ვერ ვეშვები , გუშინდელივით მახსოვს ჩვენი ბოლო ჩახუტება ... 💫 ცხოვრების ბოლომდე , იქნები ჩემს გულში. არასოდეს მოკვდება ჩემში შენი სიყვარული ❤.
    მენატრები ისე როგორც არასდროს...

  • @ninilomidze6776
    @ninilomidze6776 Před 3 lety +5

    მთელი დღეა ვუსმენ , სასწაულია 🥺❤️

  • @omaeoshinderu6442
    @omaeoshinderu6442 Před 3 lety +10

    და მაინც რა რთულია სხვასაც გაუზიარო ეს სიმღერა

  • @nairakavsadze8235
    @nairakavsadze8235 Před 3 lety +6

    ძლიერია! ხმები...სიტყვები...
    მუსიკა! მადლობაა! 💓

  • @nanadolaberidze4279
    @nanadolaberidze4279 Před 3 lety +8

    შეყვარებული ვარ ამ მუსიკაზე.

  • @Mariiammi
    @Mariiammi Před 3 lety +4

    უბრალოდ საოცრებაა.❤️❤️არასდროს შეწყვიტოთ ჩვენი გულის გახარება ამ მშვენიერი მელოდიებით.💓💓💓🙌🙌🙌🙌🙌🙌ვგიჟდები bradford falls🥰 I love it

  • @AnnaBurchuladze
    @AnnaBurchuladze Před 3 lety +7

    რა ნიჭიერი ხალხი ხართ! იიფ, კარგია! ♥️

  • @magdauurushadze9122
    @magdauurushadze9122 Před 3 lety +6

    ყოველ მომდევნო ჯერზე უფრო უკეთესს ქმნით🧡 არასდროს გაჩერდეთ‼🧡

  • @Natalie-kik
    @Natalie-kik Před 3 lety +5

    აუუუ მიყვარხართ მაგრად 🥺❤️❤️ თქვენს მუსიკას რომ ვუსმენ სხვა სამყაროში გადავდივარ

  • @tamunaabzhandadze3923
    @tamunaabzhandadze3923 Před 2 lety +5

    შორს ამ ქალაქიდან, შორს ამ მთებიდან... 💜

  • @nlovesn11
    @nlovesn11 Před 3 lety +6

    სასაწაულია!!!!!! All Time FAV!!!!

  • @otarimikadze1881
    @otarimikadze1881 Před 3 lety +7

    ეს სიმღერა უანტისეპტიკურესი ხსნარია ^_^ 🥰🥰🥰❤️

  • @tatiakhvichia3728
    @tatiakhvichia3728 Před 3 lety +6

    რაღა გითხრათ ❤❤❤❤❤
    ძააან მაღლააა ხართ 🤟

  • @mariamgegetchkori3961
    @mariamgegetchkori3961 Před 3 lety +7

    just what I needed ♥️

  • @leksoskhvitaridze6784
    @leksoskhvitaridze6784 Před 3 lety +12

    ეს სიმღერა კოსმოსში გაუშვით 💜

  • @anasovi__k
    @anasovi__k Před 3 lety +4

    შესანიშნავია. გმადლობთ ❤️

  • @ninokopaliani129
    @ninokopaliani129 Před 3 lety +4

    ნამდვილად შორს წამიყვანა

  • @lilitie22
    @lilitie22 Před 2 lety +13

    ისეთია ,უნდა უსმინო და იოცნებო . ოცნება რომც არ გქონდეს , სადღაც გიშვებს

  • @lizametonidze4778
    @lizametonidze4778 Před 2 lety +4

    our song

  • @ninomacharashvili734
    @ninomacharashvili734 Před 3 lety +11

    That was what we were waiting for 💘love you guys so much!💘💘

  • @niagabunia0
    @niagabunia0 Před 3 lety +4

    საოცარი ბიჭებიხართ 💜💜💜 განსაკუთრებული იდეებითა და ნიჭით ❣❣ ძალიან მიყვარხართ, ასე გააგრძელეთ 😇😇 გულის ანტისეპტიკები ხართ 😌💜

  • @anakvashilava7848
    @anakvashilava7848 Před 9 měsíci +5

    უსაზღვროდ მენატრები და მიყვარხარ სალი☀️ამას ვერ ნახავ, მაგრამ მინდა იცოდე, რომ ჩემი ნაწილი ხარ და იქნები ცხოვრების ბოლომდე💜

  • @moviepoetry342
    @moviepoetry342 Před 12 dny +1

    დიდი იმედი მქონდა აქ მაინც ვიპოვნიდი...😢 ეს სიმღერა იმდენ გრძნობას იწვევს ჩემში რომ მგონი მეზიზღება

  • @byll1257
    @byll1257 Před 3 lety +12

    ტირილიც კი შემიძლია ისეთი კარგია ❤️

  • @anibaliashvili7265
    @anibaliashvili7265 Před 3 lety +12

    ,,თქვენც გესმით, როგორ მიჯანჯღარებს ეს ვაგონი ლიანდაგზე?”
    ❤️🪐

  • @ekamikeladze8126
    @ekamikeladze8126 Před 3 lety +39

    ბიჩ ჰაუსს ჰგავს რაღაცნაირად

    • @QibishaK
      @QibishaK Před 3 lety +1

      damn ტსლ პლეილისტი გაქ 😏

    • @ekamikeladze8126
      @ekamikeladze8126 Před 3 lety

      მადლობა 🥺💖💖

  • @annasun19
    @annasun19 Před 3 lety +3

    thnx for making my day

  • @user-jk6sm6tj7v
    @user-jk6sm6tj7v Před 2 lety +3

    ეს მუსიკა ბევრადდ მეტს იმსახურებს
    პს.ერთერთი საუკეთესოა თქვენი შემოქმედებიდან 💛

  • @vfromtaipei
    @vfromtaipei Před 3 lety +2

    the game Entertain Me brought me here, very nice song. like

  • @zurabiusizurabiusa7671
    @zurabiusizurabiusa7671 Před 2 lety +2

    ამათ სიმღერებში ეს მონწონს ყველაზე მეტად

  • @ukipukiyo1060
    @ukipukiyo1060 Před 3 lety +4

    ძველი ფლეილისტის წაშლის შემდეგ დასადგურებულ სიჩუმეს იდეალურად მოუხდა ეს სიმღერა.

  • @safeseptltd6728
    @safeseptltd6728 Před 3 lety +6

    ჩემი საყვარელი თრექია

  • @bart8405
    @bart8405 Před 3 lety +4

    ძაან ლამაზი და ცოცხალია ❤️❤️❤️

  • @bat_mtbt7126
    @bat_mtbt7126 Před 3 lety +5

    ჩემს ფლეილისთში სულ თქვენ ხართ

  • @anano._.9488
    @anano._.9488 Před 3 lety +4

    ძალიან მიყვარხართ, მართლა

  • @zakara9382
    @zakara9382 Před 3 lety +5

    უგემრიელესია

  • @rusudangabriadze4949
    @rusudangabriadze4949 Před 3 lety +6

    პირველ მოსმენაზე რომ არ მოგეწონება, მაგრამ მეორედ და მესამედ...

  • @user-fn9vj8lz2z
    @user-fn9vj8lz2z Před 4 měsíci +1

    exa amsimgeras vusmenn vfikrobb rogor movikce davujero chems megobrebs da avdge da wavide tu chems da shens grdznobebze vifirko da davrchee imdenad aviriee ro verckivxdebi giyvarvar tu ara dzaan miyvarxarr mindaa sul chemigerkvass mindaaa sul shenimerkvass magramm vergar vxdebi shen es gindaa tu ara❤

  • @manucharjojadze1114
    @manucharjojadze1114 Před 3 lety +4

    Bravo bravo wamigo imena

  • @temoazrumelashvili4631
    @temoazrumelashvili4631 Před 3 lety +2

    არ ვიცი რა ვთქვა. მიყვარხართ უბრალოდ 💗

  • @minninueh4961
    @minninueh4961 Před 3 lety +42

    როგორც კი იუთუბი გავხსენი ეს დამხვდა. სახელზე არ დამიხედავს, თამბნეილი მომეწონა და პირდაპირ ჩავრთე, თან გავაგრძელე რასაც ვაკეთებდი. მელოდია დასაწყისში ძალიან მომეწონა და ეგრევე გავიფიქრე რაღაც ძალიან კარგს მივაგენი-თქო. შემდეგ, როგორც კი ქართული სიტყვები შემომესმა პირდაპირ დავდნი. ვოკალიც ვიცანი და მივხვდი რაშიც იყო საქმე 😄 ჯერ სახელზე რომ დამეხედა მოლოდინი დიდი მექნებოდა, მაგრამ ესე მოლოდინის გარეშე პირდაპირ შოკში ჩავვარდი . ღამე გამიბედნიერდა. ამისთვის მადლობა თქვენ ❤️
    ერთი სიტყვით რომ ვთქვა ძალიან კარგია ❤️ მაგრამ ყოფნის რო ამას ერთი სიტყვა? არანაირად.

  • @goganachyebia7542
    @goganachyebia7542 Před 2 měsíci +1

    ეს ავტობანზე ნახევრად დაცლილი ამერიკანო მარტოო და ეს მუსიკა და თან წვიმას აპირებს ძლიერ წვიმას დაუსრულებელი ორგაზმია ❤

  • @teklazakaradze3996
    @teklazakaradze3996 Před 6 měsíci

    theres so much i wanna say but i dont know where to start🏹🏹🏹🏹🏹
    my comfort track

  • @ekobregadze9026
    @ekobregadze9026 Před 2 lety +3

    შორს წაგვიყვანე ❤️

  • @mikheilkeinashvili9370
    @mikheilkeinashvili9370 Před 3 lety +4

    მაგრები ხართ ❤️🚀

  • @ExAcurious
    @ExAcurious Před 3 lety +8

    Wish I knew the words. Nice song!

    • @ED-nr8pw
      @ED-nr8pw Před 3 lety +11

      [Far, Beyond Porcelain Monuments]
      The sun will come out and spread its hair into polyphony
      This song is an antiseptic solution
      How many times have you whispered to the lighthouse:
      Far from this city, far from these mountains
      Take us far away
      [Fuzzy stars]
      Will come out or not; Will come out or not
      [Bakhur (not sure about the meaning) descends again to Sol Minor]
      The sun will come out and spread its hair into polyphony
      This song is an antiseptic solution
      How many times have you whispered to the lighthouse:
      Far from this city, far from these mountains
      Take us far away
      [Fuzzy stars]
      Will come out or not; Will come out or not

  • @hakoyamasaky1501
    @hakoyamasaky1501 Před 3 lety +2

    კაიაკატამ დილა გამიხალუსა და ახლა ამან საღამო♥️🐉

  • @Ketaakhujadze
    @Ketaakhujadze Před 10 měsíci +2

    ეს იყოს აქ,რომ გაიგოს ჩემმა შვილმა რას უსმენდა დედამისი✨🤍🫂

  • @mariamgrigolashvili852
    @mariamgrigolashvili852 Před 2 lety +2

    როგორ უხდება ქართული სიტყვები✊❤️

  • @sophoban6467
    @sophoban6467 Před 3 lety +11

    თბილი სევდა ხართ.

  • @MikhailBarachashvili
    @MikhailBarachashvili Před 3 lety +4

    კარგები ხართ. Keep it up.

  • @alwayssuper1015
    @alwayssuper1015 Před rokem +2

    Perfect.

  • @ninoabuladze7678
    @ninoabuladze7678 Před rokem +5

    ეს სიმღერა მამშვიდებს და მიმსუბუქებს მარტოობასს..

  • @marussssss
    @marussssss Před 3 lety +10

    You just made my day

  • @ninotchelishvili5509
    @ninotchelishvili5509 Před 3 lety +3

    მიყვარხართ ❤💫

  • @sallytsiklauri3786
    @sallytsiklauri3786 Před 3 lety +3

    i love this song and i love evivan in komants

  • @Radiobichi
    @Radiobichi Před 2 měsíci +1

    ეს სიმღერა ასე რომ ვთქვათ მაბედნიერებს, მაგრამ ამავდროულად გულს მტკენს, რადგან ყოველთვის როცა ამ სიმღერას ვუსმენ წამიერად ის მოგონებები რაც გაგვაჩნდა თვალწინ მიდგება, ყოველი სიჩუმეში გატარებული წუთები, რადგან არვიცოდით რაზე გვესაუბრა, მაგრამ სიჩუმეში მაინც ერთად ვიჯექით, რადგან ერთმანეთთან ყოფნა გვსიამოვნებდა,თუმცა შემდეგ რეალობას ვუბრუნდები და ვხედავ რომ შენ აქ აღარ ხარ და ყოველივე ისევ ფერს კარგავს.

  • @georgekalkhitashvili9976
    @georgekalkhitashvili9976 Před 3 lety +4

    ძალიან კარგია!

  • @kristigvasalia
    @kristigvasalia Před 3 lety +11

    spotify-ზე დაამატეთ ტრეკები 🥺

  • @nanaberidze4015
    @nanaberidze4015 Před 2 lety +2

    ❤️❤️ მიყვარხართ

  • @mariamo.
    @mariamo. Před 9 měsíci +4

    ალბათ არ დავუტოვებივარ, მაგრამ გვერდით არასოდეს ყოფილა :)

  • @maiamazzmishvili3076
    @maiamazzmishvili3076 Před 2 lety +1

    2022 წლის ზაფხული ამით უნდა დაიწყო,დიახ! 💋

  • @elenenizharadze538
    @elenenizharadze538 Před 3 lety +4

    ისეთი კარგია...

  • @ccrknarbe1827
    @ccrknarbe1827 Před 2 lety +2

    ყველაზე თბილი სიმღერაა

  • @moriart6233
    @moriart6233 Před rokem +1

    ბრავო 👏 👍♥️♥️