ვირგინია ვულფი, მისის დოლოვეი | ლევან ბერძენიშვილი

Sdílet
Vložit
  • čas přidán 3. 01. 2023
  • რადიო თავისუფლების პოდკასტი „წიგნები“ რუბრიკით „ნორვეგიული წიგნის კლუბი“ გთავაზობთ საუბარს მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის ინგლისური ლიტერატურაში მოდერნიზმის ერთ-ერთ უდიდეს წარმომადგენელზე, ვირჯინია ვულფსა და მის რომანზე „მისის დოლოვეი“. ვირჯინია ვულფი აგრძელებს ჯეინ ოსტინისა და დები ბრონტეების დაწყებულ ტრადიციას და ოციანი წლების ბრიტანული პროზის ნამდვილ დედოფლად გვევლინება. რომანის მოქმედება ხდება ლონდონში, 1923 წელს, ივნისში, მთელი ამბავი მხოლოდ ერთ დღეს მოიცავს. ცნობიერების ნაკადი, მკვეთრი ინდივიდუალიზმით აღბეჭდილი პერსონაჟები, ინგლისური არისტოკრატიის შუქ-ჩრდილების ღრმა ცოდნა, ჭეშმარიტად ინგლისური სარკაზმი, სიტყვათა თამაში, ფარული ავტობიოგრაფიულობა და, ამავე დროს, დაუფარავი ფემინიზმი, - ყველაფერი ეს „მისის დოლოვეის“ საუკუნის შედევრად აქცევს.

Komentáře • 9

  • @mariammanjikashvili7287
    @mariammanjikashvili7287 Před rokem +3

    უღრმესი მადლობა საინტერესო გადაცემისთვის, არაჩვეულებრივი მწერლის არაჩვეულებრივ წიგნზე! ❤️

  • @inezaj0rjoliani343
    @inezaj0rjoliani343 Před rokem +1

    მადლობა ბატონო ლევან ასეთი საინტერესო საუბრებისთვის

  • @lalimangoshvili9010
    @lalimangoshvili9010 Před rokem +1

    ძალიან საინტერესო გადაცემაა,უღრმესი მადლობა ბატონო ლევან.

  • @laliberidze6736
    @laliberidze6736 Před rokem

    უღრმესი მადლობა ბატონო ლევან ამ ზღაპარი ლექციებისთვის! ❤❤❤🎅🤶🎅🤶🎅🤶🎄🎄🎄🎄

  • @shorenakostava9906
    @shorenakostava9906 Před rokem

    მადლობა, ბ-ნ ლევან♥️

  • @DAVIDLION76
    @DAVIDLION76 Před rokem

    Super

  • @Unspoken-13
    @Unspoken-13 Před rokem

    👏👏👏

  • @achkhikvazde
    @achkhikvazde Před rokem +1

    მადლობა

  • @karlovyu
    @karlovyu Před rokem +2

    ცხადია, მადლობით დავიწყებ. მეორედ მოგისმინეთ, ,,თავისუფლების " ფორმატით.
    ადრე, ,,სიკვდილი ვენეციაში" #მოგვიყევით. ასე აღვიქვი თქვენი ლექციები. გაგვაცანით ორივე რომანის შინაარსი ... სამართლიანად აღნიშნეთ ორივე მწერლის მნიშვნელობა მსოფ.ლიტ-ში და ა. შ.
    მაგრამ ვერ მოვისმინე თქვენი პირადი ხედვა, ის, რამაც აგაღელვათ ან გაგაოცათ... რა პუბლიკაზეა გათვლილი ეს საუბრები. რამ უნდა დააინტერესოს მსმენი და უბიძგოს წიგნის წაკითხვისკენ, მხოლოდ შინაარსის მოსმენა?
    აი, ორ მომენტს გამოვყოფ რომანიდან, ჩემთვის მნიშვნელოვანს. მაღაზიაში შესვლამდე, ვულფი ისე აღწერს იმ ქუჩას, ფერებს, მზის ოქროსფერში აელვარებულ ქვაფენილს, რომ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ვირჯინია ვულფი, სიტყვითაა იმპრესიონისტი. ეს აზრი ყველა რომანის გაცნობის მერ ე გიჩნდება. გავიხსენოთ ,,შუქურისკენ" , კითხულობ და ყველაფერს გრძნობ, სუნებს, ფერებს, ემოციებს.... მარტო მიტოვებული აგარაკის აღწერა, დამტვრეული ჩაის ჭურჭლით, შეღამებული სევდიანი გარემო, ზღვის ხმაურის ფონზე და, ... შემაღლებულ კონცხზე შუქურის ნათება, რომელიც, მთვარის ციალს ეჯიბრება ზღვის უკუნეთის ზედაპირზე...
    გული გამითბო ოსტინის, ბრონტეების ხსენებამ, იქ სხვა ,,სივრცეებია", იმათკენ უფრო ელიზანეტ ჰასკელს ვიგულისხმებდი, უდიდესი რომანისტი ქალი.
    მეორე მომენტი, ფემინისტური სულისკვეთების მსხვერპლიც მგონია ვირჯინია ვულფი, პირად ცხოვრებაში. უუჰ, ეს უკვე უსაშველოდ დიდი თემაა და უმადური საქმეა ამ ფორმატში წერა...
    გიდასტურებთ ჩემს პატივისცემას, წინა წლებში მოსმენილი , ძალიან ბევრი ლიტ. საუბრიების გამო და კვლავ გიხდით მადლობას .