ვიქტორ ჰიუგო, "საბრალონი" - ლევან ბერძენიშვილი

Sdílet
Vložit
  • čas přidán 1. 03. 2020
  • ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით Habent sua fata libelli
    („წიგნებს თავისი ბედი აქვთ“) გთავაზობთ საუბარს გენიალური ფრანგი
    პოეტის, მწერლისა და დრამატურგის, ფრანგული რომანტიკული სკოლის
    აღიარებული ლიდერის, ვიქტორ ჰიუგოს, რომანზე „საბრალონი“. მეოცე საუკუნის
    ბოლოს ჩატარებულმა გამოკითხვებმა დაადასტურა, რომ ვიქტორ ჰიუგო იმ ადგილს
    იკავებს ფრანგულ ცნობიერებაში, რა ადგილიც ბრიტანულში უკავია უილიამ
    შექსპირს, ხოლო გერმანულში - იოჰან სებასტიან ბახს. ჰიუგოს ეს რომანი
    მოგვითხრობს კატორღელზე, რომელმაც, ყველა ხილული თუ უხილავი
    წინააღმდეგობის მიუხედავად, ერთი შეხედვით, წარმოუდგენელი რამ მოახერხა
    და შეძლო ადამიანობას დაბრუნებოდა და სიკეთის სამსახურში ჩამდგარიყო. ამ
    უზარმაზარი რომანის პროტაგონისტი, ჟან ვალჟანი, ცხრამეტწლიანი პატიმრობის
    შემდეგ უბრუნდება საზოგადოებას, რომელიც მას მტრულად ხვდება და რომელშიც
    მას ახალი დანაშაული და ისევ კატორტღაში დაბრუნების უტყუარი შანსი
    ექნებოდა, რომ არა მართლაცდა რომანტიკული, დაუჯერებელი, მაგრამ
    შესაძლებელი სიკეთე. მიუხედავად კლერიკალური წრეებისადმი კრიტიკული
    დამოკიდებულებისა, კატორღელის „მოქცევის“ ფუნქცია ჰიუგომ საეკლესიო პირს,
    ეპისკოპოს მირიელს, დააკისრა და ეპისკოპოსმაც, მისივე სიტყვებით რომ
    ვთქვათ, „იყიდა ჟან ვალჟანის სული“, როდესაც არ გასცა იგი და ნაქურდალ
    ვერცხლეულს საჩუქრად ვერცხლისავე შანდლები დაუმატა. შეუძლია თუ არა
    მოულოდნელ სიკეთეს გაალღოს ქვად ქცეული გული; შეიძლება თუ არა ისეთი
    გარემოებები დადგეს, რომ პატიოსანმა და კანონის სკურპულოზულად
    აღმასრულებელმა პოლიციელმა აშკარა დამნაშავე გაათავისუფლოს; შეიძლება თუ
    არა მაროდიორმა სიკეთე ჩაიდინოს და შეეძლო თუ არა ამინდს წაეგებინებინა
    ნაპოლეონისთვის ვატერლოოს ბრძოლა, - ყველა ამ კითხვას გაეცემა პასუხი
    გადაცემაში.

Komentáře • 30

  • @tatiagocholeishvili713
    @tatiagocholeishvili713 Před 4 lety +22

    ოხ, რა დიდებულ წიგნზე საუბრობთ. მახსოვს ის ზამთარი, როცა მის ორ უშველებელ ტომს ვკითხულობდი და სულ არ მაშინებდა მისი სიდიდე. მადლობა ბატონო ლევან.❤📖

  • @nikaguliashvili2959
    @nikaguliashvili2959 Před 4 lety +19

    ჰიუგო- აბსოლუტურად გენიალური მწერალი და ასეთი სიყვარულით საუბარი მასზე... მადლობა ბატონო ლევან!!!

  • @foch155amxfoch3
    @foch155amxfoch3 Před 4 lety +7

    ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე...
    რამდენი რამე გავიგე თქვენგან...
    თითქმის ყველა ლექცია მოსმენილი მაქვს!
    აქაც დავწერ ერთი გადაცემა მეოცე საუკუნის ქართველ პოეტებზე გააკეთე მუხრან მაჭავარიანი,მურმან ლებანიძე,ანა კალანდაძე...სხვებიც ....
    გაიხარეთ ლევან ბატონო!

  • @natiakvesiashvili
    @natiakvesiashvili Před 3 lety +2

    მადლობა ბატონ ლევანს ასეთი გასაცემების ასეთი საოცარი გადმოცემისთვის.

  • @user-pv7kb9fb9w
    @user-pv7kb9fb9w Před 4 lety +5

    ჰიუგო ფრანგული კლასიკური ლიტერატურის ზევსია ‼‼‼👍👍👍

  • @izaberdzenadze92
    @izaberdzenadze92 Před 4 lety +2

    მადლობა ბატონო ლევან.სიამოვნებით გისმენ და გთხოვთ არ შეწყვიტოთ

  • @ekaeka9296
    @ekaeka9296 Před 10 měsíci +1

    გაკეთებული სიკეთე ყოველთვის არ იწვევს ადამიანის ფერიცვალებას, გული გონიერია საჭირო💗

  • @manananadirashvili5302
    @manananadirashvili5302 Před 9 měsíci

    ჩემი საყვარელი რომანი.
    ცოტა ხნის წინ გავიმეორე მისი საუკეთესო ეკრანიზაცია,ჟან გაბენის შესრულებით.
    უამრავი არსებობს,მაგრამ ჟან ვალჟანი მხოლოდ ჟან გაბენია❤

  • @julietakiknavelidze1836
    @julietakiknavelidze1836 Před 10 měsíci

    გიყვარხართ გვინდა რომ თქვენი ხმა მარადჟამს ისმოდეს ბატონო ლევან!❤❤❤❤

  • @user-oh5gn9rb2q
    @user-oh5gn9rb2q Před 4 měsíci

  • @ekakato3108
    @ekakato3108 Před 4 lety +2

    ზალიან მომწონს ეს გადაცემა❤️

  • @MsMikheili
    @MsMikheili Před 4 lety +2

    დიდი მადლობა ამ საინტერესო გადაცემათა ციკლისთვის

  • @nazidovlatidh2773
    @nazidovlatidh2773 Před rokem

    გაიხარეთ ბ.ლევან.

  • @thebest-mo4bt
    @thebest-mo4bt Před 4 lety +2

    ლევან ჯგირ კოჩ რექ !

    • @Lafsha
      @Lafsha Před 3 lety

      გოთანხმუქ ჯიმა

    • @user-kp6xs5ex3f
      @user-kp6xs5ex3f Před 2 lety

      ნოტე ბრელ ქოპუნდან თე კოჩცალ 🙏

  • @teonapirtskhalava1682
    @teonapirtskhalava1682 Před 4 lety +1

    💖💖💖

  • @Stalker2108
    @Stalker2108 Před 3 lety +1

    ჟან ვალჟანი უდიდესი პერსონაჟი

  • @captainahab1993
    @captainahab1993 Před 2 lety +1

    15:50 ჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰ :D

  • @giorgi9814
    @giorgi9814 Před 2 lety +4

    რა საოცრად ყვება ეს კაცი,ლეგენდაა

  • @user-dx1jp4gy6x
    @user-dx1jp4gy6x Před 3 lety

    (შენიშვნა)აბოყინებს და ნერწყვს ყლაპავს ამაზრზენი ხმაურით , მალე გააკუებს კიდეც.

    • @manananadirashvili5302
      @manananadirashvili5302 Před 9 měsíci

      უზრდელი და წიგნისგან შორს მყოფი ხარ

    • @nanabubuteishvili2202
      @nanabubuteishvili2202 Před 5 měsíci

      საოცარი მთხრობელი და განათლებული კაცია ლევან ბერძენიშვილი.კიდევ კარგი ლექციას რომ ისმენთ მაინც, იქნებ მხოლოდ ეგ ხმები არ შემოგესმათ და ამაღლდეთ როგორც ადამიანი შინაარსის გამო

    • @giorgitsnobiladze9956
      @giorgitsnobiladze9956 Před 27 dny +1

      7 წელი აქაუნთი მარტო იმიტომ გქონდა რომ მსგავსი სისულელე დაგეწერა?

  • @tuntatanta4135
    @tuntatanta4135 Před 4 lety +1

    მაგარი ჭუჭუ კაცი ხარ ლევან

    • @marinamaina408
      @marinamaina408 Před 4 lety +7

      შენც იგივე.ვინც რა არის,იმას გადმოცემა და იმიტომ.)))

    • @manananadirashvili5302
      @manananadirashvili5302 Před 9 měsíci

      სამ დურაკ

  • @katekate7499
    @katekate7499 Před 4 lety +1