ლევან ბერძენიშვილი: შეყვარებული ჰიუგო

Sdílet
Vložit
  • čas přidán 14. 10. 2018
  • ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით Omnia vincit amor („ყველაფერს ამარცხებს სიყვარული“) გთავაზობთ საუბარს ფრანგული ლიტერატურის კორიფეს, ვიქტორ ჰიუგოს სასიყვარულო თავგადასავლების შესახებ. შეიძლება თამამად ითქვას, რომ მსოფლიო ლიტერატურაში იშვიათად ყოფილა მშვენიერი სქესის წარმომადგენელთა იმგვარი ნებიერი ვინმე, როგორიც ჰიუგო იყო; თუმცა თავიდან მკაცრი დედის აღზრდილი ვიქტორი ფრიად მოკრძალებული ყმაწვილი ყოფილა. მკაცრმა მშობელმა პირველი სიყვარულიც კი დაუშალა, მაგრამ დედის გარდაცვალების შემდეგ მამამ დართო ნება და ვიქტორიც დაქორწინდა ადელ ფუშეზე. ერთი შეხედვით, ეს იყო ბედნიერი ოჯახი, ახალგაზრდა მშობლები და ხუთი შვილი, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა, როდესაც 1833 წელს ვიქტორ ჰიუგომ, უკვე აღიარებულმა მწერალმა და დრამატურგმა თავისი პიესის, „ლუკრეცია ბორჯიის“ რეპეტიციაზე პრინცესა ნეგრონის როლის შემსრულებელი ჟულიეტ დრუე აღმოაჩინა. იმ დროს მსახიობი 26 წლისა იყო და გამოირჩეოდა ზღაპრული სილამაზით, დამოუკიდებლობითა და მგზნებარე ტემპერამენტით. პოეტისა და მისი მთავარი მუზის სიყვარული ორმოცდაათ წელს გაგრძელდა. რა სკანდალში აღმოჩნდა გახვეული ვიქტორ ჰიუგო, როგორ უშველა მას პერის ტიტულმა, რატომ დააპატიმრეს პოეტის სატრფო, რის გამო სთხოვა პატიება სიკვდილის წინ პოეტის მეუღლემ თავის მეტოქეს - ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

Komentáře • 7

  • @cherryblossomgurl
    @cherryblossomgurl Před 5 lety +22

    ის თეორია, რომ ადამიანი საუბრის მხოლოდ პირველ 10 წუთს აქცევს ყურადღებას, ამ შემთხვევაში არ ჭრის.. This man was born to speak ! მეეჭვება ვინმეს ასე ლამაზად ჩაეტია ეს ისტორია ნახევარ საათში

    • @Radio-Tavisupleba
      @Radio-Tavisupleba  Před 5 lety +4

      გამარჯობა ანა, გვიხარია, რომ მოგეწონათ. ლიტერატურული წახნაგების ფეისბუკის ჯგუფში შეგიძლიათ ისაუბეროთ თქვენთვის საინტერესო თემებზე: facebook.com/groups/LiteraturuliTsakhnagebi/ 😊📚

  • @ingakharebava1827
    @ingakharebava1827 Před 5 lety +4

    ძალიან მაინტერესებს იმ ორი ადამიანის კომენტარი ვისაც არ მოეწონა. საინტერესოა თუ მიზეზსაც გაგვიმხელენ

  • @foch155amxfoch3
    @foch155amxfoch3 Před 5 lety +2

    ძალიან მაგარი კაცი ხართ ბატონო ლევან, ღმერთმა ჯანი მოგცეთ...

    • @nairajijavadze2687
      @nairajijavadze2687 Před 5 lety +1

      Arachveulebrivi mtxrobeli xart batono levan!mshurs tkveni studentebis!!!dgegrzelobas da didxans sicocxles gisurvebt!siamovnebit da didi interesit vismen tkvens lekciebs!madloba gmerts rom arsebobt!

  • @marinamaina408
    @marinamaina408 Před 4 lety

    რა სასიამოვნო მოსასმენია.გმადლობთ.

  • @asdass4831
    @asdass4831 Před 5 lety +3

    ნამდვილად გენიალური ადამიანია ბატონი ლევანი!