ორიზენი, გალაკტიონ ტაბიძის ლექსი თოვლი

Sdílet
Vložit
  • čas přidán 22. 08. 2024
  • თოვლი
    მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის
    ქალწულებივით ხიდიდან ფენა,
    მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის
    და სიყვარულის ასე მოთმენა.
    ძვირფასო! სული მევსება თოვლით:
    დღეები რბიან და მე ვბერდები!
    ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ
    უდაბნო ლურჯად ნახავერდები.
    ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება:
    იანვარს მოძმედ არ ვეძნელები,
    მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება
    შენი თოვლივით მკრთალი ხელები.
    ძვირფასო! ვხედავ... ვხედავ შენს ხელებს,
    უღონოდ დახრილს თოვლთა დაფნაში.
    იელვებს, ქრება და კვლავ იელვებს
    შენი მანდილი ამ უდაბნოში...
    ამიტომ მიყვარს იისფერ თოვლის
    ჩვენი მდინარის ხიდიდან ფენა,
    მწუხარე გრძნობა ქროლის, მიმოვლის
    და ზამბახების წყებად დაწვენა.
    თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი
    და დაღალული სიზმრით დამთოვა.
    როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,
    როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!
    არის გზა, არის ნელი თამაში...
    და შენ მიდიხარ მარტო, სულ მარტო!
    მე თოვლი მიყვარს, როგორც შენს ხმაში
    ერთ დროს ფარული დარდი მიყვარდა!
    მიყვარდა მაშინ, მათრობდა მაშინ
    მშვიდი დღეების თეთრი ბროლება,
    მინდვრის ფოთლები შენს დაშლილ თმაში
    და თმების ქარით გამოქროლება.
    მომწყურდი ახლა, ისე მომწყურდი,
    ვით უბინაოს _ ყოფნა ბინაში...
    თეთრი ტყეების მიმყვება გუნდი
    და კვლავ მარტო ვარ მე ჩემს წინაშე.
    თოვს! ამნაირ დღის ხარებამ ლურჯი
    და დაღალული ფიფქით დამთოვა.
    როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი!
    როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!
    1916

Komentáře • 25

  • @elenebbkk
    @elenebbkk Před rokem +1

    მოვუსმინე❤

  • @giorgibitsadze1597
    @giorgibitsadze1597 Před 7 lety +4

    უმაგრესია

  • @tatiagocholeishvili713
    @tatiagocholeishvili713 Před 4 lety +2

    გალაქტიონი ჩვენი ერის გენია❤❤❤

    • @zazasiradze9605
      @zazasiradze9605 Před 3 lety +1

      გალაქტიონი არა. გალაკტიონი

    • @user-ni6fv9et9q
      @user-ni6fv9et9q Před 3 lety

      @@zazasiradze9605 მართლა სირაძე ხარ

  • @annadiassaaa3875
    @annadiassaaa3875 Před 5 lety +4

    რაკარგია😇❤

  • @tamarsamkharadze7873
    @tamarsamkharadze7873 Před 2 lety

    დაუსრულებლად...

  • @gt9864
    @gt9864 Před rokem

  • @ratiasatiani3871
    @ratiasatiani3871 Před 4 lety +10

    იმ 2 დისლაიქის პატრონს ალბათ ძაან ბოტოტა თითები აქვთ და შემთხვევით დაეჭირათ ლაიქის მაგივრად 😒

  • @unknown-xz4tx
    @unknown-xz4tx Před rokem

    🖤

  • @georgemindiashvili8995
    @georgemindiashvili8995 Před 2 lety +1

    2022

  • @magdalina8716
    @magdalina8716 Před 4 lety +1

    გიტარაზე თუ იკვრება აკორდები მითხარით რა❤️

    • @levanbulia2326
      @levanbulia2326 Před 3 lety +3

      Am. Dm
      მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის,
      C. E
      ქალწულებივით ხიდიდან ფენა.
      (ესე მიყვება მთელი კუპლეტი) რითმი: დაბლა დაბლა მაღლა დაბლა მაღლა, ეს მარტივია :))

  • @ninigavva755
    @ninigavva755 Před 3 lety

  • @tamunagelashvili5035
    @tamunagelashvili5035 Před 2 lety

    როგორ ჩავწერო ტელეფონზე

  • @zazasiradze9605
    @zazasiradze9605 Před 3 lety +1

    არავინ არ საუბრობთ ოთარ რამიშვილზე რომელმაც ამ ლექსზე ულამაზესი სიმღერა დაწერა. ეს იმ მელოდიის გაუპატიურებაა.

    • @Anuka-es1ox
      @Anuka-es1ox Před 3 lety

      შეგიძლიათ რომ დამილინკოთ?😍

    • @zazasiradze9605
      @zazasiradze9605 Před 3 lety +1

      @@Anuka-es1ox czcams.com/video/LiaP6yZtu_I/video.html

    • @zazasiradze9605
      @zazasiradze9605 Před 3 lety

      @@Anuka-es1ox მოუსმინეთ

    • @Anuka-es1ox
      @Anuka-es1ox Před 3 lety +1

      მადლობა😍

    • @zazasiradze9605
      @zazasiradze9605 Před 3 lety

      @@Anuka-es1ox გაიხარეთ. ჩემს სიმღერებსაც ჩაგიგდებთ თუ გინდათ