ლევან ბერძენიშვილი: გალაკტიონის ეფემერები

Sdílet
Vložit
  • čas přidán 21. 08. 2024
  • ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით Exegi monumentum („ძეგლი ავაგე“) გთავაზობთ საუბარს ქართული ლექსის ჯადოქრის, გალაკტიონის შედევრებზე - ეფემერების ციკლზე: „ეფემერა", „ისევ ეფემერა“, „საახალწლო ეფემერა“ და „მშობლიური ეფემერა“. ესაა გალაკტიონის უკვდავების ოთხი ემისარი, მარადისობის ოთხი ნიშანი. უპირველეს ყოვლისა, ლექსების ამ ციკლის დასახელება „ეფემერა“ თავისთავად გენიალური licentia poetica გახლავთ, რადგან „უდღეურის“, „დღემოკლის“, „წარმავალის“ კონოტაციის მქონე სიტყვას სალექსო კონტექსტების გათვალისწინებით სწორედ „გარდაუვალის“, „წარუშლელისა“ და „მარადიულის“ მნიშვნელობა მიენიჭა. რა კავშირში არიან ერთმანეთთან ბარათაშვილი, ვერლენი, პაგანინი, ვერჰარნი, დოსტოევსკი და გალაკტიონი; რატომ გვპირდება „უხვი“ პოეტი „ფანტასტიკურ მკვლელობებს“; რატომ აქვს გარანტირებული ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა პოეტს ადგილი მთაწმინდის პანთეონში; როგორ ენაცვლება „ეფემერებში“ ერთმანეთს სიყვარულისა და სიკვდილის, ეროსისა და თანატოსის სახეები - ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში

Komentáře • 23

  • @margamba
    @margamba Před 5 lety +14

    ჩემი საყვარელი მონაკვეთი ეფემერებიდან
    "...უკანასკნელი იყო ეს ლხინი,
    მის ხსოვნად სული მარად ევნება,
    მთვარე - ღრუბლების თეთრი პინგვინი
    და ბაღის მძიმე აშადრევნება!
    აღტაცებების რეკავდა მინა,
    და სიხარულის იყო ღილები,
    Flor extra fina, flor extra fina!
    მუსიკა, ღვინო და ყვავილები!

  • @user-wm5bs6np6y
    @user-wm5bs6np6y Před 3 lety +1

    არაჩვეულებრივი ლიტერატურათმცოდნეა! სხვა სფეროში რომ არ იხარჯებოდეს, კარგი იქნება! შესანიშნავი იყო ეს საუბარი და მისი ხედვა! ყოველთვი სიამოვნებით ვუსმენ მის ლიტერატურულ საუბრებს!

  • @margamba
    @margamba Před 5 lety +8

    დიდი მადლობა გალაკტიონის ციკლისთვის ბატონო ლევან! იქნებ როდისმე "დომინო"ს ლიტ, ანალიზიც გააკეთოთ

  • @gigirioniinoir4736
    @gigirioniinoir4736 Před 4 lety +17

    ბერძენიშვილის ტოლი და სწორი ნაკლებად გვყავს დღევანდელ საქართველოში, ერთი ოცნება მაქვს, მისი ლექციას მინდა დავესწრო

  • @user-jt1uu8gv6n
    @user-jt1uu8gv6n Před 5 měsíci

    ❤❤❤

  • @xatunaloladze1303
    @xatunaloladze1303 Před 3 lety +1

    💐💐💐🌷🌷🌷🌻🌻🌻

  • @ketavanegnatashvl2229
    @ketavanegnatashvl2229 Před 5 lety +1

  • @ZZ321-c
    @ZZ321-c Před 2 lety

    ბედი ქროლვის გარეშე ჩემთვის არაფერია 🔥🔥🔥

  • @Radio-Tavisupleba
    @Radio-Tavisupleba  Před 2 lety +1

    გადაცემის ამ ეპიზოდში საუბარია გალაკტიონის დამოკიდებულებაზე მის მასწავლებელთან, რომელსაც იგი მეცხრამეტე საუკუნის უდიდეს გენიოსად მოიხსენიებდა, ნიკოლოზ ბარათაშვილთან. იხილეთ ვიდეო აქ: czcams.com/video/NXxEqvOU5oQ/video.html

  • @xatunaloladze1303
    @xatunaloladze1303 Před 3 lety +1

    ❤❤😁🥂

  • @zurabeboshvili6986
    @zurabeboshvili6986 Před 3 lety

    იხარე ლევან!

  • @magnumopus7502
    @magnumopus7502 Před 5 lety +21

    წამლეკავია! იმ დროინდელი განცდები გააღვიძეთ ჩემში, როცა პირველად ვიზეპირებდი ამ არაადამიანური ძალის ლექსებს. რად გინდათ ბატონო ლევან პოლიტიკა, მართლა არ მესმის?

  • @georgejaparidze
    @georgejaparidze Před 5 lety +4

    გალაქტიონი და "ყოფითი ლოგიკა"

    • @damienblackmore9587
      @damienblackmore9587 Před 5 lety +2

      ყველა დეფინიცია " ყოფითი ლოგიკა " გამოდის გალაკტიონთან მიმართებაში. სწორი ნათქვამია.

  • @nrg23uify
    @nrg23uify Před 5 lety

    3

  • @ingakharebava1827
    @ingakharebava1827 Před 5 lety +1

    დედა რა ძალა გეჯახება

  • @zeppelinlt9310
    @zeppelinlt9310 Před 5 lety