მიხეილ თუმანიშვილი - ეროსი მანჯგალაძეზე / Mikheil Tumanishvili About Erosi Manjgaladze

Sdílet
Vložit
  • čas přidán 24. 03. 2013
  • მიხეილ თუმანიშვილი საუბრობს ეროსი მანჯგალაძეზე: მას შეეძლო ეცხოვრა როგორც მეფე!
    Mikheil Tumanishvili speaks about Erosi Manjgaladze
    გოგი გეგეჭკორს ეკითხებიან თუ რა სწყინდა ეროსის ყველაზე მეტად. მან კი შემდეგი უპასუხა:
    "ერთ ამბავს გავიხსენებ მხოლოდ, ზოგს ეს არ სიამოვნებს. მაგრამ ფაქტებს ვერსად გაექცევი და სიმართლე ისტორიაში უნდა დარჩეს. ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს ეს ამბავი. 1977 წელს თეატრი უცხოეთში გაემგზავრა საგასტროლოდ (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა - საარბრიუკენი, ფრანკფურტი - "კავკასიური ცარცის წრე"). მე იქ არ გახლდით, ეროსიმ რამაზ ჩხიკვაძის ავადმყოფობის გამო, ადრე ითამაშა აზდაკი და ერთობ წარმატებითაც. შემდეგ რამაზი გამოკეთდა და გასტროლებზე წასვლის წინ, ეროსიმ განუცხადა თეატრის ხელმძღვანელობას (დირექტორი - აკაკი ბაქრაძე, მთავარი რეჟისორი და დამდგმელი - რობერტ სტურუა), რომ იმ შემთხვევაში წავიდოდა მათთან ერთად გასტროლებზე, თუკი ათამაშებდნენ აზდაკს, რა თქმა უნდა, რიგში რამაზთან. ასეც გადაწყდა... მაგრამ, სამწუხაროდ, წარმოდგენის წინა დღეს გამოუცხადეს, რომ იმპრესარიოები და მაღალი რანგის კრიტიკოსები ესწრებიან და პირველმა შემადგენლობამ უნდა ითამაშოსო. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, ეროსის განაწყენება. იგი ჩაიკეტა სასტუმროს ნომერში და გასტროლების დამთავრებამდე გარეთ არც გამოსულა. თბილისში ჩამოსვლისთანავე განცხადება დაწერა თეატრიდან წასვლაზე... სამხატვრო საბჭოზეც გამოიტანეს ეს საკითხი, გამტყუნება დაუწყეს... მე ვეღარ მოვითმინე და მკაცრად გავილაშქრე ამ ყოვლად დაუმსახურებელი უტაქტობის გამო. ამან ზოგიერთების განაწყენება ჩემს მიმართაც გამოიწვია, მაგრამ რას იზამ, სიმართლეს ვერსად გაექცევი. დრო ყველაფრის მკურნალიაო - ამბობენ. ეროსისაც გადაუარა ნაწყენობამ... მაგრამ რაღაც მძიმე კვალი მაინც ჩაუტოვა მეხსიერებასა და გულში."

Komentáře • 11

  • @davidlagidze8312
    @davidlagidze8312 Před 10 lety +3

    usayvarlesi pirovneba bat,Erosi,ubralad am kacis sikvdilshi yvelaze didi brali miudzgvis nadzirala robert sturuas!!!

    • @tamargogebashvili8284
      @tamargogebashvili8284 Před 2 lety +1

      აქამდეც არ მომწონდა სტურუა 😬 ახლა მითუმეტეს 🥺 ეროსისთვის როლის წარმთება დანაშაულია !

  • @georgenarushvili9433
    @georgenarushvili9433 Před 5 lety +3

    მერე და როგორ არ უნდა ქონოდა როლი ასეთ ბუმბერაზ მოვლენას . როლები ასარჩევად და თავზე საყრელი უნდა ქონოდა სიკვდილამდე. მოუსწრაფეს სიკვდილი მინიმუმ 20 წლით.

  • @marikagogoladze7402
    @marikagogoladze7402 Před rokem

    ყველა გენიალურ მსახიობებზე თითმის ამას ამბობენ. აბა ვის ქონდა როლი???? ასეთი მსახიობები როგორ უნდა დაჩაგრო არ ვიცი😢😢😢😢

  • @pablopablo6946
    @pablopablo6946 Před 5 lety +1

    მერე არ იცით ვისი დამსახურებითაც არ ქონდა როლები??? არავინ არ იძახით ამას და არ გინდათ ამაზე ლაპარაკი!!!

    • @lionlion2718
      @lionlion2718 Před 5 lety

      pablo pablo ვისი?

    • @pablopablo6946
      @pablopablo6946 Před 3 lety +1

      Lion Lion ვისი და რობერტ სტურუასი!

    • @tamargogebashvili8284
      @tamargogebashvili8284 Před 2 lety

      რაღაც ცუდი რომ მოხდა ვიცოდი , მაგრამ ვისი ხელი ერია , ნამდვილად არა . კიდევ მეტი ინფორმაცია ხომ არ გაქვთ ? ოდითგანვე არ მიზიდავდა სტურუა 😬

    • @pablopablo6946
      @pablopablo6946 Před 2 lety +1

      @@tamargogebashvili8284 მე როგორც ვიცი ეროსი მანჯგალაძის მაგივრად რამაზ ჩხიკვაძე წამოწია რობერტმა მაგ პერიოდში ეროსი კიდე ისეთი ტიპი იყო რო მეორე მოქმედების და ასე ვთქვათ დუბლიორის პოზიციას არ დაჯერდებოდა და მაშინ მოხდა ის რო ეროსი დარჩა ფაქტიურად როლების გარეშე ძალიან ჩვილი გულის პიროვნება იყო და ამ ნერვიულობამ შეიწირა ფაქტიურად.შეიძლება საერთო სცენარი სხვა იყო მაგრამ ძირითაადად მიზეზი ეს იყო

    • @tamargogebashvili8284
      @tamargogebashvili8284 Před 2 lety

      @@pablopablo6946 დიახ , რამაზი გახდა სტურუას ფავორიტი . რამაზიც უზომოდ ნიჭიერი მსახიობი იყო ნამდვილად , მაგრამ როცა ეროსი არსებობდა , ვინმეს წინ წამომწევა ცოტა ირონიულია :((