ნუგზარ ზაზანაშვილი • რატომ

Sdílet
Vložit
  • čas přidán 24. 05. 2020
  • ©️ www.Mtisambebi.ge - „არ შეიძლება, სადაც ინვესტიცია გამოჩნდება და მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალურ მოგებას იპოვი, მიადგე და ჰესი ააშენო. რისკები სახეზეა, მდინარეს რომ მიწაში ჩადებ, ზემოქმედებაა, აბა რა არის? ის მდინარე წყლის ეკოსისტემა არ არის? რიონი არის ერთადერთი ადგილი, სადაც უიშვიათესი ატლანტიკური ზუთხია. ზუთხის ყველა სახეობა გლობალური საფრთხის ქვეშ მყოფ სახეობებად არის აღიარებული საერთაშორისო წითელი ნუსხის მიერ. რაჭაში ვაზის უნიკალური ჯიშებია, დედამიწის ზურგზე სხვაგან რომ არაა არსად. წინაპრებმა ამდენი საუკუნის მანძილზე შემოგვინახეს და ახლა ხალხი ბიზნესს აკეთებს, ღვინო გადის უცხოეთში და შენ ამბობ, რომ საფრთხეს არ შეუქმნი. დამისაბუთე, რომ საფრთხეს არ შეუქმნის. რაჭა, ჩემი შეხედულებით არის ადგილი, სადაც დამატებითი ჰესების აშენება სარგებელს ნაკლებს მოიტანს, ზიანს მეტს“, - ნუგზარ ზაზანაშვილი - ეკოლოგი, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) წარმომადგენელი.

Komentáře • 3

  • @user-hw7fe3bx4x
    @user-hw7fe3bx4x Před 4 lety +1

    Aravitar shemtkhvevashi gesebi,ekhla mainc aris savse soflebi am virusis dros,msrto mokhucebs rom a hvenebt,rogor ar grckhveniat, chven ra ,saqartvelos ulamazes kurkhis ganadgurebit,sad shegizliat ufasod miacodot deni?!!arsad amis gamketebeli tqven ar khart,gaizakhit ruseti chveni agresoriao, mere agresors ushenebt aset strategiul obirqts 10 kilometrshi?!!