მაგრად დაჰკარი თავისუფლებას ჰიმნი (კარაოკე)

Sdílet
Vložit
  • čas přidán 7. 09. 2024
  • მაგრად დაჰკარი, მაგრად დაჰკარი,
    დადგეს ყიჟინის კორიანტელი,
    რომ საქართველოს რწმენის აკვანი
    კვლავ იდგეს ტურფა და სანატრელი.
    მაგრად დაჰკარი, მაგრად დაჰკარი,
    მტერს ავით თვალი დაენისლება,
    ვინც ჩვენ ერთმანეთს უცებ გაგვყარა,
    სატრფოსთან შეყრას არ ეღირსება.
    თუ გამარჯვება არის მიზანი,
    დაბადებულნი არ ვართ ლაჩრებად.
    მამულისათვის, მამულისათვის,
    ძმებო, სიკვდილი ან გამარჯვება!
    მოსჩანს, ამოდის მთვარე სამოთხის,
    ტყვია მიზანში მოსახვედრია
    თავისუფლება ისე არ მოდის,
    თავისუფლება ლომთა ხვედრია. X2
    როგორ დაცხრება, როგორ დაცხრება
    თავისუფალი ხალხის ბუნება?!
    თავისუფლება და აღტაცება
    დაუცხრომლობით აღესრულება.
    მამულისათვის, მამულისათვის
    ტყვია მიზანში მოსახვედრია.
    თავისუფლება ისე არ მოდის,
    თავისუფლება ლომთა ხვედრია. X2

Komentáře • 3

  • @Anna-d4v
    @Anna-d4v Před 2 měsíci

    Кто автор этого гимна? Когда он написан?
    ვინ არის ამ ჰიმნის ავტორი?
    როდის დაიწერა?

    • @tig79rover91
      @tig79rover91 Před měsícem +1

      jansug charkviani

    • @Anna-d4v
      @Anna-d4v Před měsícem

      @@tig79rover91 დიდი მადლობა