მარტვილის კანიონი | The Martvili Canyon is a Natural Wonder | VLOG 🔥💫🎬💥🌤

Sdílet
Vložit
  • čas přidán 29. 04. 2022
  • მარტვილის კანიონი მდებარეობს სოფელ ინჩხურში მდინარე აბაშაზე,
    კანიონი გამორჩეულია თავისი ისტორიულობიდან გამომდინარეც.
    გადმოცემის თანახმად, ეს ადგილი დადიანების საზაფხულო რეზიდენციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მონაკვეთს წარმოადგენდა. სწორედ ამ ადგილზე იყო მათთვის მოწყობილი საბანაო მონაკვეთი. ტერიტორია გარშემორტყმულია უნიკალური კოლხური ტყით.
    ასევე კანიონში შესაძლებელია ყვითვა 6 მეტრის სიმაღლეზე და 300 მეტრის სიგანეზე თუმცა ჩვენ სამწუხაროდ არ ჩაგვიყვინთვავს დროის სიმცირის გამო.
    ქვით მოკირწყლული 700 მ-ის სიგრძის წრიული საფეხმავლო ბილიკი ვიზიტორთა ცენტრიდან იწყება და გაივლის დადიანების ისტორიულ ბილიკს. ბილიკზე განლაგებულია 2 ხიდი, 3 გადასახედი პლატფორმა, კირქვის დიდი ლოდებისგან აშენებული 30-საფეხურიანი ისტორიული კიბე.
    ვიზიტორებს ასევე შესაძლებლობა აქვთ გაისეირნონ ნავით მდ. აბაშის 300-მეტრიან (ერთი გზა) მონაკვეთზე და დატკბნენ მთის მდინარის კანიონის ულამაზესი ხედებით.
    აღსანიშნავია, რომ მარტვილის კანიონს ახლოს არის დასავლეთ საქართველოს ცენტრალურ ქალაქ - ქუთაისთან.
    #Travel #Vlog #მარტვილისკანიონი

Komentáře •