ფარცხანაყანევის წმ.ნეტარი დედა მატრონას სახელობის ტაძარი.

Sdílet
Vložit
  • čas přidán 21. 08. 2024
  • ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის მიეერ გაკეთებული სიუჟეტი წმიდა დედა მატრონაზე, სიუჟეტში არის ფარცხაანაყანევის წმ.მატრონას ტაძარიც და ტაძრის წინამძღვარი უსაყვარლესი დეკანოზი გიორგი(ფხაკაძე).
    -მე-19 საუკუნის ბოლოს, რუსეთში, კერძოდ ტულის ოლქში დიმიტრი და ნატალია ნიკონოვების მრავალშილიან ოჯახში დაიბადა უსინათლო გოგო. 8 შვილიდან, რომელიც მათ შეეძინათ მხოლოდ ოთხმა შეძლო გადარჩენა ასეთი შემთხვევბი იმ დროისათვის ძალიან ხშირი იყო, განსაკუთრებით დაუცველები იყვენენ სუსტი ჯანმრთელობის მქონე ბავშვები. თუმცა მატრონა იმის მიუხედავად, რომ უსინათლო და ძალიან სუსტი დაიბადა ის გადარჩა. 7 წლის ასაკიდან განსაკუთრებული უნარები გამოავლინა, რის გამოც მის სოფელში მალე გაიცნეს. 17 წლისამ გადაადგილების უნარიც დაკარგა, თუმცა გამოირჩეოდა უსაზღვრო რწმენით და ღმერთის სიყვარულით, რაც იმ ეპოქისთვის უცნაური და შეუსაბამო იყო.
    უცნობია ზუსტად როდის, მაგრამ სახელდება რამდენიმე მიზეზი, რის გამოც მის მდგომარეობაში მყოფი, - მატრიონა ტოვებს საკუთარ სახლ-კარს და ოჯახს. არის ვერსია, რომ ის მისმა ძმებმა გააგდეს სახლიდან რადგან კომუნიზმის რიგებში მდგართათვის მიუღებელი იყო ქრისტიანობის მქადაგებელი და. შესაძლოა თვითონ მატრონამ გადაწყვიტა ასეთი გზით გადაერჩინა მისი ოჯახის წევრები, ან აირჩია უარი ეთქვა მიწიერ სიმდიდრეზე და დევნასა და სიღარიბეში მცოხვრებს ადამიანთა გადარჩენისთვის შეეწირა საკუთარი სიცოცხლე.
    მისი სასწაულმოქმედი ხატი დაბრძანებულია საქართველოშიც. ქუთაისთან ახლოს პატარა, მოკლრძალებულ ეკლესიაში ნახავთ მის ხატებს, ჩვენ მივმართავთ ღმერთს და ეკლესიას განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად გვიჭირს. იმედად, რომ ლოცვა და ყველა სასწაული, რომელსაც დედამიწაზე ვიხილავთ გვაძლევს ძალას - ადვილად გავუმკლავდეთ ცხოვრების ურთულეს ეტაპებს. ასეთ მომენტებში ძვირფასი ხდება ყველაფერი.
    მოსკოვში, მატრონას სახელობის ეკლესიაში დასვენებულია ნეშთი სადაც მნახველთა ურიცხვი რაოდენობა მიდის. ყველაზე ხშირად მისთვის ყვავილები მიაქვთ რომელთაც შემდგომ კვლავ მომლოცველებსა და სნეულებს ატანენ, რადგან მათ განკურნების საოცარი ძალა ეძლევათ.
    მიღებულია, რომ წმინდანებისთვის სხვადსხვა სახის შესაწირავი მიაქვთ. ამით გამოიხატება პატივისცემა, დადებული პირობის შესრულება, და რაც ყველაზე მთავარია ალბათ ყოფიერ სიმდიდრეზე უარის თქმა, რომლის საფასურად ადამიანები ითხოვენ მიწიერ ბედნიერებას და მათი სულების გადარჩენას. წმინდა მატრიონას ხატთანაც ტოვებენ ძვირფასეულობას უხვად. სწირავენ სიყვარულით, ნატვრით, იმედით.
    ამბობენ რომ იყო მკაცრიც, რადგან გრძნობდა და ხედავდა ბევრად მეტს, ვიდრე ხილული თვალით შეიძლება შენიშნო. მაგრამ უანგაროდ ეხმარებოდა ყველას, ვისაც სწამდა იმის მიუხედავად, რომ საბჭოთა პერიოდში ქრისტიანული რელიგიისადმი დამოკიდებულება განსხვავდებოდა. მოსკოვში გადმოსახლებული მატრონა იდევნებოდა მილიციის მიერ, თუმცა ამის მიუხედავად მასთამ მნახველთა რიცხი მნიშვნელოვანად გაიზარდა, მით უფრო მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ოჯახები ელოდნენ სახლში დაუბრუნებელ მამებს, ძმებს, შვილებს...
    მატრონას ბოლო სიტყვები იყო: "ყველანი, ყველანი მოდით ჩემთან, როგორც ცოცხალთან და მომიყევით თქვენი წუხილის შესახებ. მე დაგინახავთ, მოგისმენთ და დაგეხმარებით"
    წმ.ნეტარი დედა მატრონას სახელობის ტაძარი მდებარეობს ქუთაის-გაენათის ეპარქიაში კერძოდ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტ სოფელ ფარცხანაყანევში, ნიქაბაძეების უბანში. ტაძარში ლოცვა არის ყოველ ოთხშაბათს დღის16:00 სთ-ზე, წირვა ყოველ ხუთშაბათს დილის 10:00 სთ-ზე , საჯანმრთელო პარაკლისი ყოველ კვირას საღამოს 17:00 სთ-ზე.
    შეგვეწიოს წმ.ნეტარი დედა მატრონას მადლი და ძალა...

Komentáře • 14

  • @tekoromelashvili7984
    @tekoromelashvili7984 Před rokem +1

    უკვე სამჯერ ვეწვიე ფარცხანაყანევში არსებულ ტაძარს...ვერ ვეტყვით რა ემოციით შევედი, ყველა ნატვრა ამისრულა.დიდება უფალს ,მადლობა დიდი ნეტარ მარტიონაას❤️❤️

  • @user-ec5wb1en6f
    @user-ec5wb1en6f Před 3 měsíci

    მეც, სამჯერ ვიყავი, დედამატრონას ტაძარში!❤
    საოცარი ძალა აქვს!
    მიყვარს ძალიან ეს წმინდანი!❤

  • @ketevaniqartveli5787
    @ketevaniqartveli5787 Před 4 lety +5

    მამაო რა კარგი ხარ უბრალო და თბილი..ამმინტერვიუს მერე კიდე უფრო ახლოს მოხვედი გულთან.იხარე მამაო

  • @marigabechava3553
    @marigabechava3553 Před měsícem

    ❤❤დიდება უფალს❤❤

  • @jiqiajiqia7826
    @jiqiajiqia7826 Před rokem

    დიდება უფალს შეგვეწიოს წმინდა დედა მატრონა ამინ

  • @user-em4hl4vw6v
    @user-em4hl4vw6v Před 7 měsíci

    მადლობა წმინდა მატრონა

  • @user-tq6bt9ic7y
    @user-tq6bt9ic7y Před 2 lety

    🙏❣️

  • @nanakotetishvili3829
    @nanakotetishvili3829 Před 2 lety

    ამინ❤🙏

  • @izoaxobadze3226
    @izoaxobadze3226 Před 2 lety

    amin

  • @lelayachiashvili5616
    @lelayachiashvili5616 Před 2 lety

    წმინდაო მათრონა დაგვლოცე

  • @happyday6618
    @happyday6618 Před 2 lety

    როგორ მინდა, რომ წმინდა მატრონას ტაძარში მივიდე🥰

  • @Liliana89735
    @Liliana89735 Před rokem

    როგორ დავუკავშირდეთ ამ მამაოს ? საკონტაქტო ნომერი თუ აქვს ვინმეს?