კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა

Sdílet
Vložit
  • čas přidán 10. 07. 2024
  • ორპარტიული „მეგობრობის აქტი“, რომლის თანაავტორიც მე ვარ, ნათლად აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობისა და მათი გუნდის ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება“, - ამის შესახებ კონგრესმენმა ბილ კიტინგმა კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. კონგრესმენის თქმით, ქართველი ხალხი თითქმის 30 წელია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და აღნიშნა, რომ ამ მისწრაფების მხარდამჭერია. ორპარტიული „მეგობრობის აქტი“ არის ქართველი ერის მხარდასაჭერად, ქართველმა ხალხმა ნათლად აჩვენა, რომ მათ სურთ თავისუფალ და დემოკრატიულ საქართველოში ცხოვრება“, - ამის შესახებ კი კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა განაცხადა. მისი თქმით, ქართველმა ხალხმა დემოკრატიის დასაცავად გმირულად იმოქმედა. ომის დანაშაულების ჩამდენმა პუტინმა არაკანონიერად მოახდინა 2008 წლიდან საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ოკუპაცია. ესენია - „სამხრეთ ოსეთი“ და აფხაზეთი. ეს ჩაიდინა ომის დანაშაულების ჩამდენმა პუტინმა. ეს არ იყო შთაგონებული რომელიმე სხვა ალიანსით. როგორც კონგრესმენმა აღნიშნა, „მეგობარი აქტი“ შემოთავაზებულია მეგობრობის სულისკვეთებით და საქართველოს სთავაზობს ტრანსატლანტიკური გზის აღდგენას. მისივე თქმით, ის ასევე ითვალისწინებს სანქციებსაც.
    ეწვიეთ ჩვენს საიტს - 1tv.ge/
    მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
    გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
    ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
    მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
    დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
    ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

Komentáře •