სტენდალი სიყვარულის შესახებ

Sdílet
Vložit
  • čas přidán 20. 08. 2024
  • ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით Omnia vincit amor („ყველაფერს ამარცხებს სიყვარული“) გთავაზობთ საუბარს სიყვარულის, როგორც მოტივის ერთ-ერთ ყველაზე ორიგინალურ თეორიულ გამოკვლევაზე, რომელსაც ეწოდება „სიყვარულის შესახებ“ და პლატონის „ნადიმის“ შემდეგ წარმოადგენს ამ გრძნობის შესახებ დაწერილ მსოფლიო შედევრს. სტენდალმა სიყვარულის ოთხი სახეობა გამოჰყო: 1. სიყვარული-ვნება, ე.წ. პორტუგალიელი მონაზვნის ვნება; 2. სიყვარული-გატაცება (მეტი გონება და ნაკლები ვნება); 3. ფიზიკური სიყვარული (სექსი); 4. სიყვარული-ამპარტავნობა (სატრაბახო ურთიერთობა მაღალი საზოგადოების წარმომადგენელთან; როგორც ერთ ქალბატონს უხუმრია, ბურჟუასათვის ჰერცოგის ასული ოცდაათზე მეტის არასოდეს არ არისო). კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ სტენდალმა ნებისმიერი სიყვარულისთვის შვიდი ფაზა გამოჰყო. სიყვარულის შვიდი ფაზა ასეთია: 1. აღფრთოვანება; 2. ფიქრი იმაზე, „რა იქნება, რომ...“ 3. იმედი; 4. იბადება სიყვარული; 5. პირველი კრისტალიზაცია; 6. ეჭვი; 7. მეორე კრისტალიზაცია. პირველსა და მეორე ფაზას შორის შეიძლება წელიწადმა ან მეტმა გაიაროს; მეორე და მესამე ფაზას შორის შეიძლება გავიდეს ერთი თვე; მესამესა და მეოთხეს შორის მანძილი საერთოდ არ არის. ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა სტენდალის თეორიაში გახლავთ კრისტალიზაცია. რა არის კრისტალიზაცია და რა კავშირი აქვს მას მოცარტის მშობლიურ ქალაქ ზალცბურგთან და იქ არსებულ მარილის საბადოებთან; რატომ მოსდევს სიყვარულის ობიექტის გაიდეალებას აუცილებელი ეჭვი და სატრფოსთან შესაძლო განშორება; როგორ იბადება მეორე კრისტალიზაცია; რა კავშირშია სტენდალის თეორია სიყვარულის თანამედროვე თეორიებთან, მაგალითად, რ. სტერნბერგის ტრიანგულარულ თეორიასთან, - ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

Komentáře • 22

  • @nananergadze1460
    @nananergadze1460 Před rokem +1

    გმადლობთ ბატონო ლევან, bravo🌹🌹

  • @nonaavsajanishvili9021
    @nonaavsajanishvili9021 Před 3 lety +2

    დიდი მადლობა ბატონო ლევან...როგორც ყველა თქვენი ლექცია უაღრესად საინტერესოა👍👍👍🥰

  • @NinoBatumiDumbadze
    @NinoBatumiDumbadze Před 10 měsíci

    რა საინტერესო გადაცემაა! ვგიჟდები ბატონ ლევანზე! ❤

  • @user-dv3mo7jt5c
    @user-dv3mo7jt5c Před 3 lety +3

    უღრმესი მადლობა ბატონო ლევან საინტერესო ინფორმაციების გადმოცემისთვის ❤️

  • @makachikobava2372
    @makachikobava2372 Před rokem +3

    მადლობა თქვენ რომ არსებობთ და ცოდნას გვიზიარებთ ესე საინტერესოდ!

  • @giorgipirtakhia3509
    @giorgipirtakhia3509 Před 5 měsíci

    Procho shen...!!!

  • @user-vz1kp5od9v
    @user-vz1kp5od9v Před 2 lety +1

    როგორ მიყვარს თქვენი მოსმენა ❤

  • @davitkikvadze6833
    @davitkikvadze6833 Před 8 měsíci

    ❤❤❤

  • @rusosologashvili2094
    @rusosologashvili2094 Před 6 měsíci

  • @mastermobile6292
    @mastermobile6292 Před 3 lety +1

    👏👏💙

  • @shorenagvimradze4915
    @shorenagvimradze4915 Před 3 lety +1

    💞💞

  • @tamunatamuna5055
    @tamunatamuna5055 Před 3 lety +1

    ❤️💛💙

  • @tamunatamuna5055
    @tamunatamuna5055 Před 3 lety +1

    შესანიშნავი ლექცია!

  • @samosoboymedia
    @samosoboymedia Před 9 měsíci

  • @lerolerolero4
    @lerolerolero4 Před 3 lety +1

    ვერსად ვერ ვიპოვე ქართულ ენაზე სტენდალის “სიყვარულის შესახებ” 🥺არადა როგორ მინდა წაკითხვა.

  • @iliagasviani9782
    @iliagasviani9782 Před 3 lety +1

    ძალიან საინტერესოა! "პორტუგალიური წერილები" თარგმნილია ქართულად, ბ-ნო ლევან, შემიძლია მოგაწოდოთ.

  • @ima-rik
    @ima-rik Před 2 měsíci

    ყველანაირ სიყვარულს გავკარი უკაცრავად ამ სიტყვისთვის თუ მე ცხოვრებაში და იდეების რეალიზებაში ხელს შემიშლის. სიყვარულის მონები იდიოტები არიან.

  • @qetikhabelashvili542
    @qetikhabelashvili542 Před rokem

    Საუკეთესო