წმინდა სინოდმა ნიკორწმინდის ეპისკოპოსად არქიმანდრიტი ვახტანგ ლიპარტელიანი დაადგინა

Sdílet
Vložit
  • čas přidán 24. 05. 2015
  • საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა ნიკორწმინდის ეპისკოპოსად არქიმანდრიტი ვახტანგ ლიპარტელიანი დაადგინა.
    ინფორმაცია წმინდა სინოდის დღევანდელი სხდომის აღსრულების შემდეგ გავრცელდა. არქიმანდრიტი ვახტანგ ლიპარტელიანი თავდაპირველად თბილისში მოღვაწეობდა, ბოლო სამი წლის განმავლობაში კი მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი იყო.
    სასულიერო პირებმა წმინდა სინოდის სხდომაზე დემოგრაფიული განვითარების პროგრამის შექმნის გადაწყვეტილებაც მიიღეს. პროგრამაში კონკრეტულად გაიწერება ის ღიონისძიებები და ზომები, რომლებიც ამ მხრივ არსებული მდგომარეობის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს.
    სხდომაზე საუბარი შეეხო განათლების სამინისტროს მიერ ახალი პროექტების დანერგვას, მათ შორის ახალ პროექტს სახელწოდებით ,,მე და საზოგადოება”, რომლის განხილვაში წმინდა სინოდი რელიგიური ორგანიზაციების ჩართვას ითხოვს.

Komentáře •