ხანმოკლე XX საუკუნე - 1939. დიდი ომის დასაწყისი

Sdílet
Vložit
  • čas přidán 6. 05. 2016
  • 7 მაისი, 2016
    • ფრანკომ ბარსელონა აიღო - დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა აღიარეს ესპანეთის ახალი მთავრობა;
    • კარდინალი ეუგენიო პაჩელი რომის ორასმესამოცე პაპი გახდა პიუს XII-ის სახელით;
    • სლოვაკეთის სეიმმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა;
    • გერმანიის ჯარი ჩეხოსლოვაკიაში შეიჭრა, ბოჰემია და მორავია გერმანიის პროტექტორატებად გამოცხადდა;
    • ფრანსიკო ფრანკო მადრიდში შევიდა - ესპანეთის სამოქალაქო ომის დასასრული;
    • უნგრეთი, გერმანიის, იტალიის და ესპანეთის მსგავსდ, ერთა ლიგას ტოვებს;
    • საბჭოთა კავშირის და იაპონიის სმხედრო დაპირისპირება მონღოლეთში, ხალხინ გოლში;
    • გემი, რომელზეც ებრაელები იმყოფებოდნენ აშშ-ში არ შეუშვეს და უკან, ევროპაში დააბრუნეს;
    • მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი - ნაცისტური გერმანიის და საბჭოთა კავშირის სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობა;
    • გერმანია პოლონეთში შეიჭრა - მეორე მსოფლიო ომის დასაწყისი;
    • დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და მათმა მოკავშირეებმა გერმანიას ომი გამოუცხადეს;
    • ჩაურევლობა "ევროპულ ომში" - იაპონიამ, აშშ-მა და ესპანეთმა ნეიტრალიტეტი გამოაცხადეს;
    • საბჭოთა კავშირი პოლონეთში შეიჭრა;
    • პოლონეთის მთავრობამ ვარშავა დატოვა;
    • გერმანია და საბჭოთა კავშირი პოლონეთს ინაწილებენ;
    • "უცნაური" ომი გერმაიასა და საფრანგეთს შორის;
    • ლიტვის ჯარები ვილნიუსში შევიდნენ;
    • საბჭოთა კავშირი ფინეთს თავს დაესხა - სსრკ ერთა ლიგიდან გარიცხეს;
    • რომის პაპმა საბჭოთა კავშირის და გერმანიის აგრესიული ქმედებები დაგმო.

Komentáře • 1