დები იშხნელები - სულიკო

Sdílet
Vložit
  • čas přidán 9. 06. 2016
  • დები იშხნელები - ქართული ხალხური სიმღერების შემსრულებელთა ოჯახი; ვოკალურ კვარტეტს შეადგენდნენ დები: ნინო (1898-1967), თამარი (1900-1994), ზინაიდა (1902-1968) და ალექსანდრა (1904-1955) იშხნელები. 1955 წლიდან ალექსანდრა შეცვალა მისმა დამ მარიამმა (1889-1973). ანსამბლი ოფიციალურად ჩამოყალიბდა 1941 წელს. იმავე წელს საქართველოს ფილარმონიამ ანსამბლი კონცერტებში მონაწილეობისათვის მიიწვია. დიდია იშხნელების როლი ქართული სამხმიანი ქალაქური სასიმღერო ფოლკლორის დახვეწის, რეპერტუარის გამდიდრებისა და პროპაგანდის საქმეში.
    ანსამბლს ხელმძღვანელობდა თამარ იშხნელი. იგი რამდენიმე სიმღერის მუსიკის ავტორიცაა („არც ჰოს ამბობს, არც არას“, „შენ აყვავდი, ქართლო მეტად“, „ახალი წელი“, „არ დაიჯერებ“ და სხვა). მეორე მსოფლიო ომის წლებში იშხნელების კვარტეტი სამხედრო ნაწილებში მართავდა კონცერტებს. 1949 წელს იშხნელებს მიენიჭათ საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეთა წოდება. 1965 წელს მარიამ იშხნელს - საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტის წოდება, ხოლო 1976 წელს თამარ იშხნელს საქართველოს სსრ სახალხო არტისტის წოდება. კვარტეტმა იარსება 1967 წლამდე. თამარ იშხნელი 1972 წლიდან გამოდის როგორც ქართული და ძველი რუსული რომანსების შემსრულებელი.
    დები იშხნელები ქუთაისში, ბაგრატის ტაძართან ახლოს ისტორიულ უბანში დაიბადნენ, გიორგი იშხნელის ოჯახში. თავდაპირველად, სამოყვარულო დონეზე, ოჯახის 7 წევრი უკრავდა და მღეროდა სხვადასხვა ქართულ ქალაქურ სიმღერებს. ოჯახური ანსამბლი ფართოდ იყო ცნობილი იმდროინდელ ქუთაისურ ინტელიგენციაში და საზოგადოების დიდი სიყვარულითაც სარგებლობდნენ.
    მეორე მსოფლიო ომის წლებში იშხნელების კვარტეტი სამხედრო ნაწილებში მართავდა კონცერტებს. გადმოცემით, სტალინი მათ სიმღერების ჩანაწერებს, თითქმის ყოველდღე უსმენდა. იმ ქუჩას ქუთაისში, სადაც მათი სახლი დგას და სადაც ისინი გაიზარდნენ, 2006 წლიდან „დები იშხნელების“ ქუჩა ჰქვია. ასევე 2006 წელს ქალაქის ცენტრალურ ბულვარში დაიდგა მათი ქანდაკება, სადაც მომღერალი გოგონები არიან გამოქანდაკებულნი, ხალხური საკრავებით ხელში. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ფონოგანყოფილებაში დაცულია დები იშხნელების ვოკალური კვარტეტის სიმღერების ფონოჩანაწერები. ამ კოლექციის შესახებ ინფორმაცია ეროვნული საარქივო ფონდის ფონდებისა და კოლექციების ყოველკვირეული მიმოხილვის ფარგლებში ქვეყნდება.
    ეროვნულ არქივის კოლექცია მოიცავს დები იშხნელების თითქმის მთელ რეპერტუარს - „სულიკო“, „ტურფავ, ტურფავ“, „მხოლოდ შენ ერთს“, „ჩემო ციცინათელა“, „ყოველ სნეულებაზე“ და სხვები. ჩანაწერები წარმოდგენილია გრამფირფიტების (1950-1979 წლები), ასევე, მაგნიტური ფირის სახით.
    ფონოჩანაწერების გარდა, ეროვნული არქივში კინოფოტოფონოდოკუმენტების არქივში ინახება კინოდოკუმენტები: კინოჟურნალი „საბჭოთა საქართველო“ (1949 წელი); 1950 და 1964 წლებში გადაღებული კინოსიუჟეტები; 6-ნაწილი ფილმ-კონცერტი „სულიკო“ (1984 წელი).
    Ishkhneli sisters
    Born in Kutaisi (Imereti Region).
    Tamar Ishkhneli, Zinaida Ishkhneli, Nina Ishkhneli and Maria Ishkhneli.
  • Hudba

Komentáře • 12

  • @user-uv4fu7oc1v
    @user-uv4fu7oc1v Před 4 lety +5

    ყველა დროის საუკეტესოი სიმღერაა, უძ₾იერესი შესრულებით

  • @katogugunava8053
    @katogugunava8053 Před 5 lety +4

    უზარმაზარი დოზითაა ამ სიმღერის ტექსტში სიყვარული❤️❤️მიყვარხარ და მენატრების “ჩხავილი”არაა სიყვარული

  • @mishadumbadze4498
    @mishadumbadze4498 Před rokem +2

    სასწაულია❤

  • @irinalomia1429
    @irinalomia1429 Před 4 lety +13

    თუ საქართველოში და არა სხვაგან იბადებოდნენ ერთ ოჯახში ასეთი ხმების მატარებლები წარმოუდგენელია მე ვიყავი მომსწრე მათი კონცერტები ტელევიზორში მენახა

    • @kutaisikutaisi8727
      @kutaisikutaisi8727 Před rokem +1

      და თუ არა ქუთაისში სხვაგან სად 😊

  • @spsalbionispsalbioni8340
    @spsalbionispsalbioni8340 Před 5 lety +4

    მაგრად მიყვარს ეს სიმღერა

  • @matemania3954
    @matemania3954 Před 2 lety +3

    ❤️❤️❤️🙏

  • @northsevilla5960
    @northsevilla5960 Před 4 lety +9

    Y una vez mas el algoritmo de CZcams lo logro...

  • @user-de1vv2un6e
    @user-de1vv2un6e Před 6 lety +3

    💖

  • @lelafutkaradze9639
    @lelafutkaradze9639 Před 5 lety +7

    ნაგარია რომ ცემი წინაპრებიარიან

  • @zakroperishvili2023
    @zakroperishvili2023 Před 3 lety +2