ქუჩის აკადემია - გიორგი რუსიაშვილი "ქართული სამართალი და ევროპული ტრადიცია"

Sdílet
Vložit
  • čas přidán 22. 03. 2023
  • ქუჩის აკადემიის ციკლის "საქართველოს ევროპული გზები" მხარდამჭერია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.
    "ქართული სამართალი და ევროპული ტრადიცია"
    "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, რომელიც დღეს
    მოქმედებს, 1997 წელსაა მიღებული. ის თავისი აგებულებით ზოგადი დოგმატიკითა და კონკრეტული ნორმების შინაარსით ყველაზე მეტად გერმანული სამოქალქო კოდექსისგანაა დავალებული და მის შექმნაშიც ყველაზე მეტი წვლილი სწორედ გერმანელ იურისტებს მიუძღვით. 1993 წელს დაწყებული მუშაობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსზე მიზნად არ ისახავდა მხოლოდ გერმანული ნორმებისა და ინსტიტუტების მექანიკურ კოპირებას. მისი შედეგი უნდა ყოფილიყო ახალი ქართული კანონის შექმნა, რომელსაც გერმანულთან ფასეულობათაA სისტემა ექნებოდა საერთო, რაც იქნებოდა თანამედროვე ქართული სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების წინაპირობა. ეს არ იყო მარტივი დავალება, რადგან საბჭოთა სამოქალაქო სამართალი, რომელიც პოსტსაბჭოთა პერიოდშიც უშუალოდ მოქმედი სამართალი იყო, მხოლოდ ნაწილობრივ თუ იზიარებდა ამ ფასეულობებს."
  • Zábava

Komentáře •