გამოძიება ტერორიზმისა და შეთქმულების მომზადების საქმეზე

Sdílet
Vložit
  • čas přidán 6. 09. 2024
  • ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. სუს-ის ინფორმაციით, აღნიშნული სხვადასხვა დანაშაულებთან ერთად იგეგმებოდა უკრაინაში მყოფი საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების ორგანიზებითა და დაფინანსებით. საქმეზე უკვე სამ საათზე მეტია, იკითხება ყოფილი ძალოვანი ელიზბარ რაქვიაშვილი.
    რაც შეეხება სუს-ის ოფიციალურ განცხადებას, დოკუმენტში ვკითხულობთ: მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მიმდინარეობს გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე. ასევე უკრაინაში მყოფი საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით, დაგეგმილ დანაშაულებრივ ქმედებებს შორისაა ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადება. რისი მიზანიც ქვეყანაში არეულობის მოწყობისა და ხელისუფლების დასუსტების ფონზე, დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობაა. საქმესთან დაკავშირებით უწყებაში გამოკითხვები მიმდინარეობს.
    ხატია ჯამალაშვილი დეტალებით.
    ეწვიეთ ჩვენს საიტს - 1tv.ge/
    მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
    გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
    ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
    მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
    დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
    ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

Komentáře • 2

  • @shengelijamarjashvili6718
    @shengelijamarjashvili6718 Před měsícem

    ეხლა ტრამპს ესროლეს და ამკაცს მკვლელობის მცდელობის მომზადება მაინც არეკუთვნის?😂😅😅 სადუმზადებდნენ სახლიდან გარეთ არგამოდის და როგორ ხდება ესე ვინიტყვის???😂😂😅