ვინ და რატომ უნდა გავუშვათ სამსახურიდან? - სანდრო ჯეჯელავა

Sdílet
Vložit
  • čas přidán 20. 08. 2024
  • flowmaster.online-ის "ლიდერობის" სერიის ვიდეო "ვინ და რატომ უნდა გავუშვათ სამსახურიდან?"
    წინა ვიდეოები ნახეთ playlist-ში: www.youtube.co...
    ყველა ვიდეო სერია flowmaster.online-ის არხზე:
    1. ლიდერობა - www.youtube.co...
    2. ციფრული ბიზნესი - www.youtube.co...
    3. პროფესიის არჩევა - www.youtube.co...
    4. წარმატება და პროდუქტიულობა - www.youtube.co...
    5. ცხოვრების მეორე სერია - www.youtube.co...
    6. PMP სერტიფიფიცირება - www.youtube.co...
    7. ონლაინ კომუნიკაციის ინსტრუმენტები - www.youtube.co...
    8. პროექტის მართვა - www.youtube.co...
    9. მენეჯმენტი - www.youtube.co...
    10. დროის მართვა - www.youtube.co...
    11. ფონდების მოძიება და დონორებთან ურთიერთობა - www.youtube.co....

Komentáře • 34

  • @mariammariam6733
    @mariammariam6733 Před rokem +2

    ძალიან საჭირო ტრენინგია რაც ახლა მოვისმინე. დიდი მადლობა❤

  • @ninomachaberidze9183
    @ninomachaberidze9183 Před 3 lety +2

    მადლობა ბატონო სანდრო ძალზედ საინტერესო და სასარგებლო ვიდეოსათვის. 🙏🙏

    • @flowmasteronline
      @flowmasteronline  Před 3 lety

      ნინო, დიდი მადლობა კომენტარისთვის!

  • @nukrikobalia9015
    @nukrikobalia9015 Před 3 lety +3

    მოგესალმებით.
    ძალიან საინტერესო იყო.
    ჩვენთან უმეტეს შემთხვევაში ხდება ისე რომ ორგანიზაცია აიძულებს პიროვნებას სხვადასხვა გზით თვითონ დაწეროს განცხადება და დატოვოს სამსახური. ალბათ ასე უფრო მარტივი არის ბიუროკრატიული საკითხების მოგვარება.

    • @flowmasteronline
      @flowmasteronline  Před 3 lety +1

      ნუკრი, მადლობა კომენტარისთვის! მე რაც ვიცი, ყველგან ასეა, ანუ, თუ გაშვებაზე მიდგა და რამე საშინელება არ ჩაუდენია ადამიანს, ცდილობენ, რომ "თავის ფეხით" წავიდეს. საკანონმდებლოდაც ასეა. თანამშრომლის თვალითაც რომ შევხედოთ, შეიძლება, ამ მიდგომაში, მისთვისაც იყოს ნერვების და დროის ეკონომია.

    • @magnolia3660
      @magnolia3660 Před 6 měsíci

      magalitad germaniashi tavisit titqmis aravin dacers gatavisuflebaze radgan dzalian negatiuri gavlena aq mis shemdgom dasaqmebaze plus sanam axal samsaxurs ishovis umushewris fuls migebs 65 %misi xelfasis ase Rom tu tviton dacers gantavisuflebaze mashin umushewris fuli 3 tvisa agar miecemaa....rato unda daceros?

  • @EtaPiranishvili
    @EtaPiranishvili Před 3 lety +1

    ბატონო სანდრო, დიდი მადლობა ასეთი საინტერესო საგანმანათლებლო სივრცის შექმნისთვის.
    თანამშრომლის განთავისუფლების ნაწილში სწორად აღნიშენთ, რომ შრომის კოდექსი საკმაოდ მკაცრად არეგულირებს ამ საკითხს და ეს პროცესი მოითხოვს იურისტების ჩართულობას. აქვე უნდა ვთქვათ, რომ სამართლებრივად არასწორად გაშვებული თანამშრომელი ძალიან ძვირი უჯდება ორგანიზაციას, რადგან შეიძლება კომპანიას მოუწიოს გაშვებული თანამშრომლისათვის მთელი იმ პერიოდის შრომის ანაზღაურება, სანამ მიმდინარეობდა (პირობითად) სასამართლო პროცესები. პარალელურად შეიძლება მოუწიოს ამ ადამიანის სამსახურში აღსადგენეად შტატის შექმნა და ა.შ.

    • @flowmasteronline
      @flowmasteronline  Před 3 lety +2

      ეთა, დიდი მადლობა კომენტარისთვის და თქვენი გამოცდილების გაზიარებისთვის! აბსოლუტურად გეთანხმებით, იურისტების ჩართულობა აუცილებელია, რომ ყველაფერი სწორად გავაკეთოთ და რისკები ავიცილოთ თავიდან. მეორე მხრივ, იმაზეც უნდა ვიფიქროთ, "რა ჯდება" დემოტივირებული და ცუდი თანამშრომლის დატოვება კოლექტივში და მის მიერ სხვა თანამშრომლებზე მავნე ზემოქმედება. ერთი საინტერესო მიდგომა, რომელიც შემხვედრია უცხოეთში, არის თანამშრომლის გათავისუფლება კონკრეტული გუნდიდან და საქმისგან, მისი ფორმალური კონტრაქტის შენარჩუნებით, სანამ ყველა ფორმალობა არ მოგვარდება სრულად. ასეთი თანამშრომელი, ხშირად, მალევე მიდის თავისი სურვილით. ესეც ძვირი მეთოდია, თუმცა, შეიძლება, ზოგ შემთხვევაში, გვიღირდეს

  • @ninoqebadze2445
    @ninoqebadze2445 Před 3 lety +1

    ისეთი ინფორმაცია მივიღე ყველაფერს თავისი სახელი დავარქვი და არგუმენტირებულად გამიმყარდა მრავალი საკითხი, დიდი მადლობა❤️🙏🤗

    • @flowmasteronline
      @flowmasteronline  Před 3 lety +1

      ნინო, მადლობა კომენტარისა და შექებისთვის! ძალიან ვაფასებთ თქვენ დროს და მოსაზრებას!

    • @ninoqebadze2445
      @ninoqebadze2445 Před 3 lety

      @@flowmasteronline მადლობა თქვენ, განძია განძი, უმაღლესი განათლებაა და თვითგანვითარების სწორი ნაბიჯები ჩვენთვის🙏 არვიცი როგორ გამოვხატო თქვენდამი უდიდესი პატივისცემა❤️ უფალმა დაგლოცოთ. 🤗

  • @ketevanabulashvili670
    @ketevanabulashvili670 Před 2 lety +1

    ძალან საინტერესო იყო...დიდი მადლობა!

  • @Mariambezh
    @Mariambezh Před 2 lety +1

    ძალიან კარგია,
    გასაგებად და საინტერესოდ საუბრობთ ♥️♥️♥️

  • @sofosgarden
    @sofosgarden Před 4 měsíci

    უღრმესი მადლობა,ძალიან ბევრს ვსწავლობ

    • @flowmasteronline
      @flowmasteronline  Před 4 měsíci

      სოფო, გვახარებს ეს სიტყვები! მადლობა, რომ გვიყურებთ ❤

  • @lanaburkadze9217
    @lanaburkadze9217 Před 3 lety

    მოგესალმებით, ძალიან ხშირად ვუსვმენ თქვენ ვიდეობეს და ძალიან საინტერესოა. თანამშრომლის განვითარებასთან დაკავშრიებით მავსქ ასეთი კითხვა. მე ვმუშაობ სხვა ქვეყანაში ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში, რომელიც ჩემი პროფესიისგან ზალიან განსხვავდება და მიუხედავად იმისა რომ უკვე მეორე წელია ვმუშაობ მაინც ვთლი რომ ბევრი რამ ახალია და საჭიროა ჩემი განვითრება. ამიტომ როდესაც რაიმე ვებინარი ან ტრენინგია სულ მინდა ხომე რომ დავესწრო და ისე გამოდის რომ მხოლოდ მე ვარ ეღთდერთი თანამსღომელი გუნდიდან, რომელიც .. ლამის'' ყველა ვებინარს და ტრენინგს ესწერება. და ზოგჯერ მეუხერხულებ/მრცხვენია ხოლემ ყველაფერს რომ ვესწრები, მიუხედავდ იმის, რომ არასოდეს არ მიგვრძვნია ჩემი ნამშრომლებისგან ან უფროსებისგან დაცინვა ან კომენტარი უბრალოდ მე ვარ ხოლემ უხერხულ მდგომარეობაში. მაინტერესებს რამდენად ნორმალური ჩემი მსგავსი დამოკიდებულბა ჩემი თავის მიმართ? და ხომ ბუნებრივია რომ როდესაც ახალ სფეროში იწყებ მუსაობას საჭიროებს განივთრებას, რომელსაც ტრენინგები და ვებინარები გაძლვვს. მადლობა.

    • @flowmasteronline
      @flowmasteronline  Před 3 lety +2

      ლანა, დიდი მადლობა კომენტარისთვის და შეკითხვისთვის! ადამიანს, რომელიც ახალ რამეს ითვისებს და თავისი თავის "ხელახალი გამოგონებითაა" დაკავებული, ყოველთვის აქვს მღელვარება, რომელსაც თქვენ აღწერთ. ჩიქსენმიჰაი (the flow) ამბობს, რომ მღელვარება ერთადერთი მდგომარეობაა, სადაც ადამიანი სწავლობს და ვითარდება. მე მგონია, რომ სწავლის თქვენი წყურვილი ძალიან კარგი რამეა და ყვეალასთვის სამაგალითო შეიძლება იყოს თქვენ ორგანიზაციაში. წარმატებას გისურვებთ!

  • @zezvachachava3343
    @zezvachachava3343 Před 3 lety

    მადლობა ანუ (საღოლ) ...მართლა ბრწყინვალე გამოსვლა იყო ალბად საუკეთესო ასეთი მოკლე სიუჯეტების კუთხით...ძალიან მინდა გაგიცნოთ რეალობაში თქვენი პიროვნება ზალიან ახლოს არის ჩემს იმ ინსპირაციებთან როგორი უნდა იყოს ნამდვილი ადამიანი

    • @flowmasteronline
      @flowmasteronline  Před 3 lety

      ზეზვა, დიდი მადლობა კომენტარისთვის და შექებისთვის! იმედია, მოგვეცემა პირადად შეხვედრის საშუალება!

  • @ninoqebadze2445
    @ninoqebadze2445 Před 3 lety

    გაგახარებთ ღმერთი, ეს რა მაგარი ინფორმაციაა❤️🙏

    • @flowmasteronline
      @flowmasteronline  Před 3 lety +1

      ნინო, მადლობა კომენტარისთვის!

  • @givimamporia9057
    @givimamporia9057 Před 3 lety +1

    Ძალიან კარგი იყო.გამახსენდა ჩემს მიერ გაშვებული ადამიანები სამსახურიდან სადაც ყველა წესი დავიცავი. ერთი წესი მქონდა არ ვიცი რამდენად სწორია ბატონო სანდრო იქნებ თქვენი აზრი გამიზიაროთ. ყოველ გაშვებულ თანამშრომელს რაიმე მისთვის სასიამოვნო საჩუქარს ვჩუქნიდი და ვეუბნებოდი შემდეგს, მიუხედავათ იმისა რომ ვერ ვითანამშრომლეთ და ხანგრძლოვი თანამშრომლობა არ გამოგვივიდა მაინც Ვაფასებთ მის მიერ გაწეულ შრომას და გვინდა რომ ცხობრებაში ერთმანეთის დანახვა როგორც ორ ადამიანს გვიხაროდეს და პოზიტიური კონტექსტით ვემშვიდობებოდი რა მოდგომაც მართლაც მუშაობდა. Ბუნებრივია ყველა შემთხვევაში ამ ტაქტიკით არ ვმოქმედებდით.

    • @flowmasteronline
      @flowmasteronline  Před 3 lety +3

      გივი, მადლობა გამოცდილების გაზიარებისთვის! მგონია, რომ თქვენი მიდგომა არის სამაგალითო და გრძელვადიანად ძალიან ჭკვიანური. საქმე ისაა, რომ ვის როგორ ვუშვებთ, ყველა თანამრომელზე აქვს გავლენა. მეორეც, სამსახური და თანამშრომლობა დროებითი რეალობაა, ხოლო ადამიანობა - აბსოლუტური!

    • @givimamporia9057
      @givimamporia9057 Před 3 lety

      @@flowmasteronline ძალიან დიდი მადლობა

  • @NiNi-iq5yf
    @NiNi-iq5yf Před 3 lety

    ძალიან საინტერესო ვიდეო იყო, მადლობა

    • @flowmasteronline
      @flowmasteronline  Před 3 lety

      Ni Ni თქვენ მადლობა, რომ გვიყურებთ!

  • @nikaastamidze2468
    @nikaastamidze2468 Před 3 lety +3

    მე ვფიქრობ რომ ამაზე დიდი პრობლემა მაინც არ არსებობს ორგანიზაციაში: ,,ნეგატიური გავლენა აქვს სხვებზე'', ასეთი ტიპის თანამშრომლები ანადგურებენ მთლიანად ორგანიზაციას. 1, რთულია გაარჩიო შენი მტერია თუ მოყვარე; 2, დროთა განმავლობაში ფაქტიურად იქმნება სურათი, რომ თითონ კიარ მუშაობს მათთან არამედ ყელა მუშაობს მასთან და ასრულებენ მის დაკვეთებს; 3, მისი გამოაშკარავების დროს იმდენად ოსტატურად იცავს თავს შესაძლოა აქეთ დააზარალოს რომელიმე თანამშრომელი; 4, ასეთი ტიპის ადამიანები ლაპარაკობენ იმდენად ძალიან ბევრს (ენერგო ვამპირი) , რომ გამოსავალი გრჩება მხოლოდ რომ აყვე მას და დაეთანხმო ნებისმიერ სისულელეში; 5, ამ ადამიანის იმედი აქვთ ყველაზე მეტად ორგანიზაციაში (უყვართ :D ) გავაგრძელებდი მაგრამ ისედაც უზარმაზარი ტექსტი გამომივიდა, ძალიან სასარგებლო ლექციები გაქვთ და წლებია გადევნებთ თვალს, ძალიან კარგი იქნება თუ ერთ ვრცელ ლექციას გააკეთებდით ასეთი ტიპის ადამიანზე, მეც ძალიან მაინტერესებს რა შეიძლება მოვუხერხო, იმიტომ რომ ირგვლივ ყველა დაავირუსებული ყავს, მადლობა თუ ბოლომდე წაიკითხეთ :*

    • @flowmasteronline
      @flowmasteronline  Před 3 lety +2

      ნიკა, დიდი მადლობა ვრცელი კომენტარისთვის! ბოლომდე წავიკითხე და აბსოლუტურად გეთანხმებით! ამ თემაზე საინტერესო შეხედულებებია წიგნში Tribal Leadership (ქართულად "ლიდერობის ხელოვნება"), რომელიც ამ "წუწუნა ტომის" ხალხს ძალიან კარგად აღწერს. მე პირადად ამ ხალხს "კურილკის ლომებს" ვუწოდებ.
      მენეჯმენტის შესაძლო მოქმედება მათთან დაკავშირებით ორი სახისაა: პირველი არის "კურილკის გამოუსწორებელი ლომები", რომლებიც, კარგად რომ დავუკვირდეთ, ორგანიზაციისთვის ცუდის მოსურნეები არიან. ამ ხალხის ერთადერთი "წამალი" სამსახურიდან გაშვებაა ან, მინიმუმ, გუნდისგან ფიზიკური იზოლაცია (სხვა ოფისში ან ობიექტზე გადაყვანა).
      მეორე მეთოდი არის შედარებით ზომიერი "კურილკის ლომებისთვის", ვისაც ორგანიზაცია ედარდება და მისთვის, პრინციპში, დადებითი უნდა. ეს ხალხი უნდა ჩავრთოთ პროექტებში და დავუთმოთ "ოფიციალური" ასპარეზი. ამ შემთხვევაში მათი ლიდერული თვისებები, თანდათან, საქმის სასიკეთოდ შეიძლება შემობრუნდეს.
      წარმატებას გისურვებთ!

    • @nikaastamidze2468
      @nikaastamidze2468 Před 3 lety +1

      @@flowmasteronline მადლობა რომ გამოეხმაურეთ ჩემს კომენტარს ♥️. ხო გაგდება სრული ბედნიერება იქნებოდა 🙂, ჩემთვის მეორე მეთოდი უფრო საინტერესოა, აი იმ საქმეს რასაც ოფიციალურად დაავალებ სუფთად შეასრულებს? ძალიან კონტროლის ქვეშ უნდა გყავდეს ჩემი აზრით, თან ასეთებს არ უყვართ კონტროლი, ვინმე რომ ეუფროსება, ძალიან საინტერესოა და საკვანძო ჩემი აზრით. ასეთი ადამიანის მოთოკვა და მორჯულება საუკუნის აღმოჩენა იქნებოდა, ისე მთელი მუღამიც ალბათ ეს არის მენეჯმენტში, ადამიანის სწორ გზაზე დაყენება, რომ გახდეს პროდუქტიული თავისთვის და სხვებისთვის, აუცილებლად წავიკითხავ რაც მირჩიეთ ♥️

  • @user-ep9vh4xx4k
    @user-ep9vh4xx4k Před 2 lety

    პატივცემულო, ისეთი ღრმა და ყოვლისმომცველი ანალიზი შემოგვთავაზე, დამატებით, რაიმე შეკითხვის დასმა, ცოტა უხერხულია :))) ძნ საინტერესო და ნოყიერი ინფორმაციაა შემოგვთავაზე, კარგია!! მთავრობის ტოპ-მენეჯმენტი გისმენდეს არ იქნებოდა ურიგო მაგრამ, ,,ჩორტიო ზნაეტ'' ამბავია :(((((

  • @ninoqebadze2445
    @ninoqebadze2445 Před 3 lety

    ბატონო სანდრო, როდესაც ჩვენ არ ვიღებთ, მენეჯერები გაშვების გადაწყვეტილებას, ვითმენთ და ვცდილობთ ბოლომდე გავუგოთ, ფინანსურად, თუ გაშვებული რეკომენდაციის გამო რა ქვია ამ ამბავს?! ჩვენი ქვეყნის სტანდარტებიდან და ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე.

    • @flowmasteronline
      @flowmasteronline  Před 3 lety +2

      ნინო გასაშვების არ-გაშვება, ჩემი აზრით, დანაშაულია ნებისმიერ ქვეყანაში და ნებისმიერ ორგანიზაციაში. თუ ვინმე ძალიან გვედარდება და გვეცოდება, ჩვენი ჯიბიდან უნდა დავეხმაროთ და არა დამფუძნებლების ჯიბიდან. იმედია, სწორად გავიგე თქვენი შეკითხვა.