შოთა ნიშნიანიძე - "ქართული ზღაპარი" | Another Poetry

Sdílet
Vložit
  • čas přidán 11. 09. 2024
  • შოთა ნიშნიანიძე - "ქართული ზღაპარი"
    კითხულობს: ქეთი გოდერძიშვილი
    ( / keti.goderdzishvili.3 )
    მონტაჟი: სდასუ TV
    პროექტი: სხვა პოეზია
    Shota Nishnianidze - "Kartuli Zghapari"
    Read by Keti Goderdzishvili
    ( / keti.goderdzishvili.3 )
    Video: SDASU TV
    Project: Another Poetry
    "ქართული ზღაპარი"
    იქ, რიონზე სანაოსთან ბონდის ხიდი ქანაობდა...
    გავდიოდი გაღმა მხარეს და ჯადოსნურ ლერწამს ვთლიდი,
    თურმე ბეწვის ხიდი იყო, მე მეგონა ბონდის ხიდი.
    ვიღაც ქალი ბჟოლას სხეპდა და ვაზს უმაგრებდა ჭიგოს,
    მე მეგონა გლეხის ქალი, თურმე ღვთისმშობელი იყო...
    ვიღაც შუბლზე ხარს კოცნიდა და მთესვარად ხნულს მისდევდა,
    თურმე ქრისტე-ღმერთი იყო, მე მეგონა გუთნისდედა.
    იქ ერთ ბიჭთან ვჭიდაობდი, ხათრს არ მიტეხავდა ისიც...
    თურმე ამირანი იყო, ძმა ბადრის და უსუპისი.
    ერთი გოგო მომეწონა - ირმის ჯოგს წველიდა მთაში,
    თუ ქალღმერთი დალი იყო, ბრიყვმა რა ვიცოდი მაშინ.
    კოლხის ქალი მყავდა ძიძად - ამორძალი ენამწარე,
    ნიშა ხარის სიყვარულიც ამ მხარეში შემასწავლეს,
    დედაჩიტი ბარტყებისთვის ღმერთს უნთებდა თაფლის სანთლებს,
    ჩიტის ლოცვას ყურს ვუგდებდი და იმ მადლით გავიზარდე.
    გზაზე ბერი გადამიდგა... შემომცინა „გიხაროდენ“.
    - წადი, შვილო, და რაც ნახე, ქართული ხმით იგალობე.
    . . .
    - ჩიტო, ჩიტო, ოქროს ჩიტო,
    ბავშვობისკენ ფრინდი, ფრინდი.
    ბონდის ხიდი მაპოვნინე, ზღაპრის ხიდი... ოქროს ხიდი...
    - გამოიწერეთ FB გვერდი / Follow FB Page:
    / literarynarr. .
    #შოთანიშნიანიძე
    #ქართული ზღაპარი
    #ქეთიგოდერძიშვილი
    #სხვაპოეზია
    #ShotaNishnianidze
    #KetiGoderdzishvili
    #SDASUTV
    #AnotherPoetry

Komentáře • 1

  • @PoemcastsByShalva
    @PoemcastsByShalva  Před 4 lety

    🇬🇪 ყველა ლექსის სანახავად მიჰყევით ბმულს!
    🇺🇸 To see all the poems, please, follow the link!
    🇷🇺 Чтобы увидеть все стихи перейдите по ссылке!
    🌐 czcams.com/play/PLKa0o70CU15vVB6wuv3BM7mLn5J8L_TS1.html