New York ვლოგი: რატომ მიდიან ქართველი ახალგაზრდები უცხოეთში?

Sdílet
Vložit
  • čas přidán 25. 07. 2022
  • გამომყევი instagram-ზე: / miakrats
    Thumbnail - თინა გაგუა: / gaguat
    დეიკო: / deikoeb

Komentáře • 93

  • @translatetranslate7060
    @translatetranslate7060 Před měsícem

    ბევრი ბედნიერება და წარმატება შენ. ყოჩაღ, უფრო მეტ ბედნიერებას გისურვებ, ძალიან ვამაყობ ასეთები რომ ხართ

  • @katiediabolik8123
    @katiediabolik8123 Před 2 lety +18

    მასლოუს პირამიდა. როცა არეული ხარ და პირველადი საჭიროები არ გაქვს დაკმაყოფილებული რთულია მაგ მშვიდ ცხოვრებაზე გადასვლა. ისედაც რეზონანსია, რაც მეტი ადამიანია ასე სხვებსაც იყოლიებს. რაც მეტი რეალიზებული და ბედნიერი ადამიანი იქნება ქვეყანაში სხვებიც დაიწყებენ გაბედნიერებას. საერთო ფონია ასეთი. მაგის მისაღწევად როგორც ერი ერთიანი უნდა ვიყოთ და ალბათ მაშინ მივაღწევთ როცა პრობლემებს გადავლახავთ დაბალი ხელფასების, პოლიტიკის და კიდევ უამრავი რაღაცის.

  • @sosoianvarashvili2424

    ძალიან სასიამოვნო ვლოგი იყო და საინტერესო საუბარი 😍 წარმატებები

  • @teklakenteladze9015
    @teklakenteladze9015 Před rokem +1

    კარგია ამ თემაზე ვიღაც რომ ალაპარაკდა💫 მეც, პირადად ვაპირებ გარკვეული პერიოდი წასვლას, სასწავლებლად, თუმცა, გამომდინარე იქიდან რომ თავს ვერ ვიგრძნობ ვერსად სრულად კომფორტულად თუ საქართველოს რუსებს დავუტოვებ, აუცილებლად ვაპირებ უკან დაბრუნებას, სულ რომ ნულიდან მომიწიოს ყველაფრის დაწყება. მესმის რომ ადამიანები, თანამედროვე სამყაროში, ძირითადად მატერიალურ კომფორტს ეძებენ და პატრიოტიზმი, თავგანწირვა და მსგავსი ღირებულებები აღარ არის აქტუალური. თუმცა, ასაკთან ერთად მგონია რომ ყველა ადამიანი, ვინც სამშობლოს მოწყდა გულისტკივილს და უცხოობას გრძნობს. კი, უნდა წახვიდე, ნახო ისეთი ქვეყნები, სადაც უკეთესია ცხოვრება, მაგრამ აუცილებლად უნდა დაბრუნდე უკან და რაც ისწავლე და ნახე შენი ქვეყნისთვის გამოიყენო. არ მოვა არასდროს, თავისით, ისეთი მთავრობა, რომელიც აიღებს, ააყვავებს ქვეყანას და მერე დაგვიძახებს. ყველა იმ სახელმწიფოში, სადაც ახლა გავრბივართ ხალხმა შექმნა ის რესურსი, რაც გვხიბლავს, ამიტომ ვერ ვიღებ იმ ადამიანების წარმატებას წარმატებად(ჩემთვის), ვინც სამშობლო, უბრალოდ, მიაგდო კომფორტისთვის, მითუმეტეს ასეთ გარდამტეხ დროს, როცა საქართველოს არსებობა/არარსებობის ბედი წყდება. ჩვენი მშობლების თაობის დიდ ნაწილს სუფრაზე უყვართ სამშობლო, ყანწით ხელში, ჩვენს თაობას კი, ზოგჯერ, მგონია, რომ სამშობლოს განცდა,უბრალოდ, აღარ აქვს

  • @katiekotsotsashvili4974

    მარიაამ როგორ მიხარია რომ გიპოვე

  • @gwensvani
    @gwensvani Před rokem

    ძალიან საყვარელი ვლოგები გაქვს 🥰

  • @ninokekelia2193
    @ninokekelia2193 Před 2 lety

    საყვარელი სერიალის ახალი სერიის გამოსვლასავით ველოდები ამ ვლოგებს და ყოველ ჯერზე უკეთესია. 💖

  • @georgekipshidze3088
    @georgekipshidze3088 Před rokem

    დიდი მადლობა ამ ვიდეოსთვის! ❤ საოცრად მამოტივირებელი იყო. წარმატებები. 🫠🫀

  • @ninoinasaridze6660
    @ninoinasaridze6660 Před 2 lety

    მარიამ ძალიან ლამაზი, სასიამოვნო, გულწრფელი გოგო ხარ. სიამოვნებით გისმენ 💕💕💕💕🌻🌻🌻🌻

  • @autolovers1
    @autolovers1 Před rokem +1

    ლამაზიხართ ძალიან❤

  • @ketibatadze1700
    @ketibatadze1700 Před 2 lety

    ვაიმე როგორ ველოდებოდი შენს ვიდეოს 😊

  • @annaabesadze2374
    @annaabesadze2374 Před rokem +4

    მადლობა საინტერესო ვიდეოსთვის, მარიამ. ამერიკაში 4 წლის მუშაობის შემდეგ, მე დავბრუნდი საქართველოში და ძალიან მიხარია, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღე! დაბრუნებული უფრო სხვანაირად აფასებ შენს სამშობლოს.

  • @giorgipavliashvili5366

    ძააააან საყვარელი ხარ

  • @sergitetruashvili4379

    აუ ამ ვლოგის დასაწყისში ტონი სოპრანოს ფსიქოლოგს გამსგავსებ:))))წარმატებები!✨

  • @giorgigogilashvili6114

    ასეთი სასიამოვნო და საინტერესო მონოლოგს იშვიათად თუ ნახავს ადამიანი, self კითხვები, დღიური .. 🙏🙏❤

  • @tamarbuachidze8779
    @tamarbuachidze8779 Před 2 lety +9

    ყველა აკრიტიკებს აქაურობას. ისწრაფვიან ევროპისა და ამერიკისკენ. მართალია, საზღვარგარეთ მართლაც ფასდება ადამიანის შრომა. ყველაფერი გააცილებით, გაცილებით განვითარებული და მოსახლეობაზე მორგებულია, ვიდრე საქართველოში. მაგრამ, განა ვინმე უფიქრდება, თუ ვინ შექმნა ისეთი განვითარებული სახელმწიფოები, როგორიც ინგლისი ან სხვა ქვეყნებია?! წინა თაობების დაუღალავი შრომის შედეგია ის, რასაც ჩვენ დღეს სხვა ქვეყნებში ვხედავთ. გასაგებია, რომ არავის სურს თავისი ერთადერთი სიცოცხლე დაუფასებელ შრომაში გალიოს, მაგრამ თუ ჩვენ არ დავბრუნდებით ჩვენს სამშობლოში, ჩვენი შვილებისთვის უკეთესი მომავლის შექმნას არ შევეცდებით, ვინ ან როდის უნდა გააკეთოს ეს?! როცა საზღვარგარეთ მაღალანაზღაურებადი კადრი ხარ და ხვდები, რომ თუ შენს ქვეყანაში დაბრუნდები ყველანაირი ფინანსური თუ მენტალური რესურსი ძალიან, ძალიან დაიკლებს, მაგრამ მაინც ბრუნდები, რათა სიცოცლე უაზროდ უბრალოდ “კარგად ყოფნაში” არ გალიო, აი, მაშინ გქვია ადამიანი. ვისაც საკუთარი სამშობლო არ უყვარს, ის ვერც სხვისას შეიყვარებს.
    დიახ, ღირს დაბრუნება და ჩვენი სიცოცხლის იმისთვის შეწირვა, რომ ჩვენს შვილებს საქართველოდან წასვლა არ მოუწიოთ, საუკეთესო განათლების მისაღებად.
    “უსამშობლო კაცად” ნუ ვიქცევით.
    ნუთუ ტყუილა შესწირეს თავები საქართველოს ჩვენმა წინაპრებმა?! მათაც შეეძლოთ უდარდელად ცხოვრება, მაგრამ რაიმე ფასი ექნებოდა მათ სიცოცხლეს?
    ვაფასებ ყველას, ვისაც საზღვარგარეთ დიდი, დიიიდი მომავალი ჰქონდა, მაგრამ დაბრუნება გადაწყვიტა და ცდილობს, იმედი აქვს, რომ თუ კიდევ რამდენიმე ათეული მისნაირი გამოჩნდება, რაიმე გვეშველება.

  • @giorgi9896
    @giorgi9896 Před 2 lety

    მარიამ fennec-ის ვიდეოებიდან მოყოლებული გიყურებ და ძაან მომწონს შენი ვიდეოები

  • @cibacibunia4538
    @cibacibunia4538 Před 2 lety

    ძალიან სასიამოვნო ვიდეო გამოვიდა 💛აქ თავისუფლებლად ვერ ვგრძბთ თავს და ეგაა ძალიან დიდი პრობლემა.ფინანსურად არ მიჭირს ,მაგრამ თავს ბედნიერად არ ვგრძნობ და სულ წასვლაზე ვფიქრობ 😔იმედია მეც ავიხდენ ოცნებას და გვისეირნებ ნიუორკის ქუჩებში.პ.ს წრუწუნების არ მეშინია 😆

  • @gvantsapanjaradze5298
    @gvantsapanjaradze5298 Před 2 lety

    ძალიან მიხარია ჯერ კიდევ რომ ვვარსებობთ ადამიანები, ვინც მსგავს კითხვებს ვუსვამთ ემიგრაციაში ჩვენს თავებს. იქნებ რაიმე გამოსავალი ვნახოთ და საქართველოშიც ვიგრძნოთ ის, რაც გვაკლია. მეც შენსავით ვუსვამ ჩემს თავს ამ კითხვებს და ვერც თავს ვიგებ და ვერც ბოლოს. წარმატებები ❤️

  • @NIKO-ce5zl
    @NIKO-ce5zl Před rokem

    ძალიან მაგარი ვიდეო,ძალიან მაგარი გოგო მონდომებული და მიზანდასახული ადამიანი ხარ შენმა ვიდეობმა მოტივაცია მომცა იმის თუ ვიშრომებ და მოვინდომებ ყველაფერს შევძლებ თუნდაც იმ ოცნების ახდენას რომელიც საფრანგეთში დასვენება და ნივიურკის ქუჩებში ბოდიალია.ძალიან ძალიან მაგარი გოგო ხარ არ გაჩერდე❤️❤️❤️❤️🚀🚀

  • @annnbbbubu2446
    @annnbbbubu2446 Před 2 lety +1

    ამერიკა ჩემი უდიდესი ოცნებაა, რასაც მომავალში გავაკეთებ ალბათ იქ წასასვლელად იქნება ყველაფერი, იმედია ერთ დღეს მეც შენსავით დავჯდები და დავტკბები ამ ხედებით❤️ შენ კი უდიდეს წარმატებას გისურვებ ❤️❤️❤️❤️ ამ ვიდეომ ძალიან დიდი მოტივაცია მომცა❤️❤️❤️❤️❤️

  • @user-me5bs1ml6z
    @user-me5bs1ml6z Před 2 lety

    მოგვენატრე🤘

  • @maiabladadze4832
    @maiabladadze4832 Před rokem

    ძალიან მაგარი გოგო ხარ, ძალიან ბევრ წარმატებას და ყველა შენი ჩანაფიქრის ასრულებას გისურვებ. ჩემი ოცნებაცაა წავიდე საქართველოდან მეც ამ სფეროში ვარ და უკვე აქტიურად ვეძებ სამსახურს ამერიკაში რომ წავიდე და ავიხდინო ეს ჩემი უმაგრესი ოცნება. სულ გიყურებ და უდიდესი მოტივაცია ხარ ჩემთვის

  • @malawi111
    @malawi111 Před 2 lety +3

    წასვლა იმიტომ უხარიათ რომ უკეთესი ცხოვრების იმედი აქვთ საქართველოში სასაცილო ხელფასებია ოჯახსაც ვერ კვებავ რომელი ნიუორკი და ლასვეგასი :D ყველა ადამიანს აქვს ბედნიერების ინდივიდუალური განმარტება მაგრამ ფული ყველას აერთიანებს ანუ როცა დიდი ხელფასი გაქვს და რაღაცას ქმნის ეს ავტომატურად განიჭებს ბედნიერებას. თქვენ სწავლით მიაღწიეთ ეს ძალიან მაგარი შედეგია. ქართველების დიდი ნაწილი ევროპაში შავ მუშად მუშაობს ქალები მოხუცებს უვლიან და ოჯახში დამლაგებლად მუშაობენ.

  • @sopikorekhviashvili1548

    იშვიათად ვუყურებ ხოლმე ვლოგერებს ,
    მაგრამ შენს ვიდეოებს ველოდები ხოლმე , ძალიან სასიამოვნო საუბარი გაქვს !!!
    ამერიკაში ვცზოვრობ და ერთი ის მომენტია რომ ემიგრანტები, განსაკუთრებით უსაბუთო ემიგრანტები, სამწუხაროდ იშვიათად იცლიან ცენტრალ პარკისთვის, და გასართობად, ძირითადად მიშაობაზე და დაგროვებაზე ვართ სამწუხაროდ...თორემ მერე გადასახადებს და ოჯახებთან გასაგზავნ თანხას , ვინ შეგვიგრვწბს🤣🤣❤️❤️
    ნუ გააჩნია ვის რა სურვილები გვაქვს ...
    ერთადერთი პირადად მე რაც მაწუხებს , ამ ეტაპზე საერთოდ არ მინდა დაბრუნება, პირვწლ რიგში მეშინია იმის როგორ მიმიღებს გარემო, მერე იმის , მე როგორ შევეჩვევი გარემოს....5 წელია აქეთ ვარ და უკვე მიჭირს ჩვენებური ცხოვრების წარმოდგენა....
    ❤️❤️❤️❤️

  • @cosanostra8
    @cosanostra8 Před rokem

    გილოცავ დაბადებისდღეს

  • @ninoamkoladze9288
    @ninoamkoladze9288 Před rokem

    ხშირად ვუყურებ შენს ჩანაწერებს ძაან კარგი ადამიანი ხარ და დიდი მოტივაცია ხარ იმედი არასდროს არ უნდა დაკარგოს ადამიანმა ოცნება ყოველთვის ხდება მაგრამ შეიძლება ზოგს ამისთვის დიდი დრო დაჭირდეს ზოგს მალევე აუსრულდეს.❤️💋

  • @anameshv
    @anameshv Před 2 lety

    love u❤️

  • @raviciravici333_
    @raviciravici333_ Před rokem +2

    დეას ვიდეოში გნახე, მომეწონე და გადმოვედი ❤ ვლოგებით კიდევ უფრო მეტად მოვიხიბლე შენით 😍 რაც შეეხება საქართველოდან წასვლას, ვარსებობთ ისეთებიც, რომლებიც აქ ვსწავლობთ და ბევრი წინაღობის მიუხედავად, ბედნიერებას მაინც საქართველოში ვხედავთ 💙 მე პირადად, სხვა ქვეყნებში მხოლოდ ვიმოგზაურებდი ან მაქს.რამდენიმე თვიანი კურსი გამევლო(დოქტორანტურაც აქ დავასრულე). ამით იმის თქმა მინდა, რომ კაცია და გუნება ❤ და მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყანა ისევ განათლებულმა ადამიანბმა უნდა გადავარჩინოთ 💙💙💙 მიხარია, როცა წარმატებული ხალხი ისევ სამშობლოს უბრუნდება და იმედია შენც დაბრუნდები 😍 ყველა შემთხვევაში, ბევრი წარმატება შენ 💚

  • @qetopiranishvili6058
    @qetopiranishvili6058 Před 2 lety

    ძალიან გაგვიხარდება ვიდეო ,რომელშიც თქვენი წარმატების შესახებ მოგვიყვებით 💕💕🙏🏻🙏🏻

  • @muncho404
    @muncho404 Před rokem

    Inspiring🚀

  • @cecilia_a
    @cecilia_a Před 2 lety

    ასეთ თემებზე მეტი ისაუბრე✨️ინტერაქციულია ძალიან, ბევრ დეტალზე დამაფიქრა.
    🦭 კარგი იქნება თუ 1 კვირიან ბლოგს გადაიღებ, სამუშაო კვირა როგორია. სამუშაო გარემო როგორ გაქვს, რამდენი საქმეა და როგორ განსხვავდება საქართველოს სამუშაო გარემო მაგ გარემოსგან

  • @user-xo9jn9et5g
    @user-xo9jn9et5g Před rokem

    ქეთას მარიამი ვიცოდი(beauty lab) რამდენჯერმე დავტკბი შენი ნამღერის მოსმენით(ვიდეოს ხარჯზე) თურმე რა ძალიან საყვარელი ყოფილხარ, ბევრი, ბევრი ვიდეო ჩაწერე, იმიტომ რომ ახლაღა აღმოგაჩინე, ყველას ვუყურე და არ მეყო♥️ საქართველოში მყოფი გოგოსთვის, მსგავსი თემატიკა ძალიან გემრიელობაა საყურებლად, ასე რომ მოყევი და გაგვაცანი ის, რაც თავისთავად შესაძლოა არ ვიცოდეთ ჩვენ, ყველაზე მინიმუმ აღმოგვაჩენინე მარიამი🙌🏻♥️♥️♥️♥️ go girl💪🏻♥️

  • @nonachkhvimiani1379
    @nonachkhvimiani1379 Před rokem

    გამარჯობა მარიამ!
    პირველ რიგში გისურვებ ულევ წარმატებებს!
    შემთხვევით წავაწყდი შენს ვლოგს და ახლა დავასრულე ყურება იმის რაც დევს და ისეთი ბედნიერი ვარ რომ აღმოგაჩინე.
    ამ ვლოგშივე მოვისვინე რომ აფხაზეთიდან ხარ და ამან კიდევ უფრო ამიფორიაქა სული, ჩემიანი ყოფილხარ. მგონია რომ ყველა აფხაზეთიელი ერთი დიდი ოჯახი ვართ და ამისგამო კიდევ უფრო ძალიან შემიყვარდი და მინდა რომ უმაღლეს მწვერვალებს მიწვდე დაიპყრო, შენც გაიხარო და ჩვენც გაგვახარო ამითი.
    სასწაული გოგო ხარ, მიზანდასახული და იმედის მომცემი. ახლა შენ იქ ხარ, იმ მწევრვალე რომელთან მისასვლელად მე ჯერ კიდევ ვშრომობ. წინა ვლოგში რომ საუბრობდი მოხუც ქალბატონზე რომელმაც ხალხის რიგში მოახერხე წინ გაჭრა და შენ მას გაყევი და შენც მოწინავე ადგილას აღმოჩნდი ზუსტად ეგრე ხარ ჩემთვის. გიყურებ და ვხვდები რომ შეუძლებელი არაფერია და შრომით ყველა მწვერვალის დაპყრობა არის შესაძლებელი 💪💪
    აღმოჩნენის წუთიდან, პირველი ვლოგიდან გახდი ჩემი საყვარელი იუთუბერი რომლის მოსმენაც მამშვიდებს და იმედის სხივს მიჩენს🎈✨
    წარმატებებს გისურვებ ისევ და ისევ🎊🎉 იაქტიურე!

    • @MariaminLondon
      @MariaminLondon  Před rokem

      ვახ! მადლობა გაზიარებისთვის❤️❤️❤️ძალიან გამიხარდა

  • @davidsilagava7327
    @davidsilagava7327 Před 2 lety

    Мариам Вы прекрасный человек, успехов Вам и удачи в жизни

    • @elenekaldani5212
      @elenekaldani5212 Před rokem +2

      ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ სახელი გვარი ქართული გაქვთ, ქართველს მარიამს უწერთ კომენტარს და რუსულის მაგივრად მშობლიური ქართულით არ შეიძლება დაწეროთ?

  • @chenzelmachavariani2674

    მეც ემიგრანტი ვარ ამჟამად კუნძულ სანტორინზე ვიმყოფები,7 წელი ვსწავლობდი დავამთავრე და ახლა 11 საათი ვმუშაობ სასტუმროში იმიტომ რომ ჩემ პროფესიის ადამიანს რაც უნდა აეღო საქართველოში იმაზე 3-ჯერ მეტს ვიღებ აქ,მაგრამ ბევრი წვალებით,ძალიან ბევრი ... ყოველდღე სტიმულს ჩვენი ქვეყნის მუსიკითა და ისტორიით ვიღებ რასაც არ ვაფასებდი იქ ცხოვრებისას... ყოველდღე მაქვს ეგ ფიქრი რაც შენ! ხშირად ვყვები ჩვენი ქვეყნის წარსულზე ტურისტებთან რა დროსაც სიმწრის ნერწყვს ვყლაპავ გულისწყვეტით რომ ჩემს ქვეყანაში თაობა იკარგება ჩემი თაობა 28 წლის ვარ და მტკივა რომ ემიგრანტი ვარ...

  • @letsplayfish
    @letsplayfish Před 2 lety

    👍🏻

  • @daryaplg
    @daryaplg Před 2 lety

    მარიამ ❤️

  • @inezaineza2758
    @inezaineza2758 Před 2 lety

    💖💖💖

  • @cosanostra8
    @cosanostra8 Před 2 lety

  • @tamazkvantaliani8662
    @tamazkvantaliani8662 Před 2 lety

    👏👏👏👍👍👍

  • @kate.anyway
    @kate.anyway Před 2 lety

    მეც ეგრე ვარ წამოსული გერმანიაში და მეფიქრება ხოლმე, რომ საქართველოში რომ დავბრუნდე, რა ვაკეთო.
    ქეთაც რომ ნიუ იორკში მიდის, გაიგებდი ალბათ ❤️
    ძალიან ლამაზი ხარ ❤️❤️❤️

    • @MariaminLondon
      @MariaminLondon  Před 2 lety +1

      დიდი მადლობა 😍ქეთას ჩასვლას ველოდებით მთელი საქართველო 💗🫶🏻

    • @kate.anyway
      @kate.anyway Před 2 lety +1

      @@MariaminLondon ვაიმე არ თქვა 😀😀😀
      ძალიან მიხარია, ამ თემას რომ შეეხე და თუ სურვილი გექნება, მოტივაციაზეც იქნებ ჩაწერო 1 ვლოგი. როგორ გეგმავ დღეს, რუტინას, როგორ ებრძვი სიზარმაცეს და ა.შ. ძალიან საინტერესო იქნებოდა.

    • @MariaminLondon
      @MariaminLondon  Před 2 lety +1

      @@kate.anyway ჩავწერ აუცილებლად💗💗

  • @sopiojimshitashvili3728
    @sopiojimshitashvili3728 Před 2 lety +1

    👋მარიამ,
    🔹️რომ შეგვპირდი CVგავაკეთებ ვიდეოსო?!🥺
    რა სტანდარყი აქვთ მანდ, რა კრიტერიუმებით აფასებენ CV?
    🔹️Visa მიიღე ჯერ თუ ჯერ სამსახურის ხელშეკრულება და მაგის საფუძველზე ვიზა?
    ანუ ვიზის მიღება როგორ ხდება?
    🙏თუ შეძლებ ჩვენს ინფორმირებას მადლობელი დაგრჩებით

  • @nirianirar5298
    @nirianirar5298 Před 2 lety +1

    უმეტესად მაინც მიდიან ფინანსების გამო იქ უფრო მეტი შემოსავალი ექნებათ და შენს შემთხვევაშიც სადღაც 50% მეტი მიზეზი იმისა თუ რატომ მოგინდა წასულიყავი იქნებოდა ფინანსური მხარე, მაგრამ ამის თქმა არ ვიცი ეტყობა გეუხერხულასავით და რაღაც ძალიან ცუდი გამოგივიდა, ქვეყნის და ხალხის გამო წავედი მომაბეზრა ერთმაც და მეორემაც თავიო. სნობიზმი

  • @likaqoqiashvili
    @likaqoqiashvili Před 2 lety

    ❣️❣️❣️❣️

  • @giogardava1908
    @giogardava1908 Před rokem

    მარიამ, პატარა დახმარება მჭირდება რჩევის სახით და სად შეიძლება მოგწერო? ბოდიში და მადლობა წინასწარ

  • @knutuna
    @knutuna Před 2 lety

    სულერთია როგორ ქვეყანაში ცხოვრობ, წასვლა და სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრების და მუშაობის გამოცდილება საუკეთესო გადაწყვეტილებაა. მერე როცა იჯერებ გულს, უკვე უფრო მაღალი მიზნები გიჩნდება და გინდა სისტემის ცვლილების დონეზე შეცვალო სამყარო, ასე რომ სწორ გზაზე დგას ყველა ვინც მიდის და ამისგან დრამა არ უნდა შევქმნათ❤️

  • @MikiboMusic
    @MikiboMusic Před 2 lety +1

    შემთხვევით წავაწყდი შენს ვლოგს. კი ყველა მიდის, და ყველა წავა, საქართველოში პრობლემა არის ხალხში რაც ქმნის კომპანიებში პრობლემებს. მე მაქვს 13 წლიანი კაერიერა და ვყოფილვარ ამერიკაშიც, ევროპაშიც და ბევრ მსოფლიოს ქვეყანაში. თუმცა რაც ჩემ თავში შევამჩნიე, არის ის რომ ამერიკაში 30 წლის ასაკში ვერ ნახავ სიმშვიდეს ძირითადად და მერე უბრუნდები ევროპას, სადაც უფრო დალაგებულია ყველაფერი. ამას ვიძახი იქიდან გამომდინარე რომ მიმუშავია დისნეის/პიქსარის კომპანიებთან, თუმცა 30 წლის ასაკში უფრო ევროპა გამისწორდა და აქ მისწორდება ცხოვრება, უფრო ბალანსირებულია. თუმცა მეც იგივე შთაბეჭდილება მქონდა 22 წლის ასაკში ნიუ იორკზე, დღემდე ძალიან მიყვარს.

  • @mariamsitchinava5758
    @mariamsitchinava5758 Před 2 lety

    ❤❤❤❤

  • @waltersparrow3312
    @waltersparrow3312 Před 2 lety

    მარიამ, ტყუილად არ გიშრომია

  • @Tadeoz_Ghvaladze
    @Tadeoz_Ghvaladze Před 2 lety

  • @user-me5bs1ml6z
    @user-me5bs1ml6z Před rokem

    ვიდეოები მოგვაკლდა და რაშიაააა საქმეეეე?! ვიჩივლოთ სტრასბურგში?😏😏

  • @nodarimedashvili4740
    @nodarimedashvili4740 Před 2 lety

    შეტყობინებები ჩართული მხოლოდ შენს არხზე მაქვს 😂
    ფინანსებს და ცხოვრების ხარისხს თუ არ ჩავთვლით, ნიჭიერი ხალხის გადინების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ალბათ არის ის, რომ იყვნენ რაიმე დიდის და განსაკუთრებულის ნაწილი

  • @maikogorgiladze8038
    @maikogorgiladze8038 Před 2 lety

    მარიამ მაგარი გოგო ხარ ⭐️⭐️⭐️არ გაჩერდე 🚀🚀🚀

  • @rezokoguashvili157
    @rezokoguashvili157 Před rokem

    თუ მკითხავენ იდიალური ადამიანი როგორია...!

  • @autolovers1
    @autolovers1 Před rokem

    ყველას ეგრე ჰგონია მშვიდობა სიწყნარე … ყოველ კვირას ხალხს კლავენ ან ბანკებში ან სკოლაში… მაგაზე ტიკტოკში ნახეთ .

  • @kaxatevdoradze4877
    @kaxatevdoradze4877 Před rokem

    მალე დარჩება საქართველოში ასაკიანი ხალხი და მთავრობა :))

  • @salotoradze7617
    @salotoradze7617 Před rokem

    რაზე ჩააბარე?

    • @MariaminLondon
      @MariaminLondon  Před rokem +1

      კომპიუტერული ინჟინერია

  • @geogeorgian7944
    @geogeorgian7944 Před 2 lety +3

    ყველა უნდა დავბრუნდეთ და აწ დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება ჩვენ წვეყანას გადავცეთ❤️

    • @iraklitegadze2831
      @iraklitegadze2831 Před 2 lety

      ხო მარა ვინ მოგცემს მაგის საშუალებას რომ ასე გააკეთო😀

  • @jackmiddlton4614
    @jackmiddlton4614 Před rokem

    ხო არ ღადაააობ, რა ქააააალია 😭😭😭

  • @georgegeorge881
    @georgegeorge881 Před 2 lety

    ლითილ როკში, ჯექსონში, ოკლაჰომაში,მემფისში, კანზასში უნდა ჩახვიდე იქ არიან ნამდვილი ამერიკელები. მანდ იმიგრანტებით არი სავსე.

  • @natia1352
    @natia1352 Před 2 lety

    მარიამ,კაცი არ მეგულება წასული,რომ მაგაზე არ ეფიქროს,თანაც ბევრი,შესაძლოა ყოველდღიურად და ყოველწამიერადაც კი... მაგრამ,ისინიც კი,ვინც ფიზიკურად შრომობენ ან არასახარბიელო სამსახური აქვთ,ოჯახები ყავთ დატოვებული,შვილები...წლობით და ზოგჯერაც მთელი ცხოვრება...ვერ ბრუნდებიან...დღევანდელ ცხოვრებაში იმდენად რთულია რამის პროგნოზირება და დაგეგმვა,რომ არასტაბილურობა ასმაგად აშინებს ყველას…როცა არ იცი ხვალ რა იქნება,შენ შვილს რას აჭმევ,განათლებაზე რომ არ ვთქვათ,ძნელია...
    საქართველოში თუ სისტემურად არ შეიცვალა ცხოვრება,მეტად ნიჭიერი და წარმატებული კარიერის მქონე მითუმეტეს არ დაბრუნდება...
    ყველას უყვარს თავისი დაბადების ადგილი,სადაც ბავშვობა გაატარა,ამაზე თბილი,ტკბილი არ შეიძლება რამე იყოს...ეს სულ შენთანაა,სადაც არ უნდა წახვიდე...
    თუმცა ბავშვობა მთავრდება და იწყება გაცნობიერება თუ რამდენად უსამართლო,არაჯანსაღ,არათავისუფალ,სიძულვილით და აგრესიით,ტყუილებით სავსე გარემოში გიწევს ცხოვრება...თითქოს გინდა გამოაწორო,შეიძლება ცადო კოდეც ,მაგრამ კაპიტალიზმი იმ ეტაპამდე მივიდა,რომ უბრალო თითო-ოროლა ადამიანი ვეღარრაფერს წყვეტს და ცვლის...სამწუხაროდ ფული იქცა იმ ინსტრუმენტად,რასაც შეუძლია ვითარების შეცვლა,თამაშის წესების განვითარება და კონტროლი..
    თეთრ სახლს მართავს არა ის ვინც თეთრ სახლშია,არამედ ის ვინც გარედან ლობირებს ...
    ხშირად ვამბობთ,ფულით ბედნიერრბას ვერ იყიდიო,თუმცა ფული ნამდვილად გახდა ინსტრუმენტი ბედნიერების ...თავადაც აღნიშნე,ბდენიერი ვარ,რომ შემიძლია ავდგე და წავიდე,ვიმოგზაუროო...ასეა,მეტი შესაძლებლობები და პერსპექტივები ცხოვრებას გიმრავალფეროვნებს და მეტი სიამოვნება მოაქვს...თუმცა ეს ყოველივე თითოეული ადამიანის აღქმის საგანია,როგორ შევიცნობთ ჩვენ გარე სამყაროს და რა არის რეალურად ჩვენთვის ბედნიერება... მაგრამ ისეა ყველაფერი მოწყობილი,რომ ადამიანს გონებას გიბნელებს,შენც გინდა ის რაც აქვს სხვას და სოციალური ქსელი ხო საერთოდ იქცა ერთგვარ ჯომარდობად,აბა რომელი რომელს... ასე ხელის გულზე გადმოშლილს უყურებ,თურმე რა კარგად შეიძლება იცხოვრო და მერე ძნელია მხოლოდ ერთმა ნატეხმა მჭადმა და ლურჯმა ცამ გაგაბედნიეროს...
    ისე,ამ კორონამ ჭკუა ცოტა გვასწავლა(თუმცა მოკლე მეხსიერება აქვს კაცს:)), რომ არაფერია იმაზე ღირებული,რომ შენიენები გყავდეს ჯანმრთელად.. და რა პარადოქსულია,აქაც ფულთან მივდივართ.. რომელიც მეტად გაძლევს შანსს მისდიო ჯანსაღი ცხოვრების წესს და შეაბამისად იყო მეტად ჯამრთელი...
    ასე რომ,დიახ სამწუხაროა თუ არა,21 -ე საუკუნეში ფინანსური უზრუნველყოფა არის გადამწყვეტი ფაქტორი ადამიანების უდიდესი ნაწილისთვის...დანარჩენი კი მოგონებანი გარდასულ დღეთა...

  • @giorgixeladze3742
    @giorgixeladze3742 Před 2 lety

    Ra unda gkitxo ai programma ritic video montages aketeb ra qvia mag programas

  • @sopiojimshitashvili3728

    11:19 რა უნდა გავაკეთოთ და მარიამ, შენ სენს საქმეში დაიხვეწები, მე ჩემსაში და მზად რომ ვიქნევით საქართველოში შევქმნით ობიექტებს/წარმოებას რაც ხალხს დაასაქმებს და ეკონომიკას ამოქაჩავს.
    👉განვითერებული ქვეყნები პოლიტიკოსებს არ განუვითარებიათ, მეწარმეებმა,ბიზნესმენებმა, ანუ თავად ხალხმა შექმნა ეკონომიკა და წაწია წინ.
    📌ამას დაბრუნების გარეშეც მოვახერხებთ. გააჩნია სფეროს და ორგანიზებას.

  • @giorgiioramishvili1103

    წასვლის მიზეზი 95% შემთხვევებისა თუ მეტი არა, უკეთესი ცხოვრების და უფრი დიდი წარმატების მიღწევის შესაძლებლობაა რასაც ამერიკა, დიდი ბრიტანეთი და სხვა ბევრად განვითარებული ქვეყნები გაძლევენ. რუტინაში 100% გეთანხმები რომ აქაური სამსახური სახლი მეგობრები ყოველდღიურობაა რომელიც რაღაც ეტაპზე მართლა გყინავს, თუმცა არაფინანსური ან გონებრივი ან ფიზიკური თუ სხვა შესაძლებლობის არ ქონის გამო ვერ მიდის ბევრი და იძულებული ხარ შეეჩვიო ამ რუტინას რო პროსტა იარსებო :) საინტერესო ვიდეო იყო as always

  • @michaelmeskhi4958
    @michaelmeskhi4958 Před 2 lety

    ჩემთვისაც ძალიან მტკივნეული თემაა დაბრუნება. სულ მეფიქრება მაგაზე.
    შენს მსგავსად მეც მომბეზედრდა ბევრი რამე და სწავლის გაგრძელება გადავწყვიტე. 1 წელია ერასმუსის საერთო სამაგისტრო პროგრამით წამოსული ვარ, მაგრამ მეორე მხრივ ვატყობ რომ საქართველოში ეგრევე დაბრუნების შემთხვევაში, კარიერულად განვითარება რთული იქნება (ჩემი სფეროც ცოტა სპეციფიურია).
    მაგრამ მაგის გარდა აბსოლუტურად ყველაფერი ჩვენნაირ ტიპებზეც არაა დამოკიდებული. კიდევ ბევრი ფაქტორია ამ ამბავში...

  • @geogeorgian7944
    @geogeorgian7944 Před 2 lety

    შენ ბლოგს ვინ გადაახვევს😎ძაან პოზიტიური ხარ❤️შენთვის ლონდონში მელას არ გადაურბენია ჯერ ეტყობაა😜😜

  • @lashadeisadze8108
    @lashadeisadze8108 Před 2 lety

    გუული

  • @davidsilagava7327
    @davidsilagava7327 Před 2 lety

    Сицоцхле хар Мвриам да сихарули

  • @davidsilagava7327
    @davidsilagava7327 Před 2 lety

    Уламазеси гого хар мари

  • @davidsilagava7327
    @davidsilagava7327 Před 2 lety

    Бедниэребас гисурвеб

  • @bevri
    @bevri Před 2 lety

    ნარცისი ხარ მარიამ

  • @gagagogichaishvili36
    @gagagogichaishvili36 Před rokem

    Ხელები 😂❤️

  • @anigigiberia1120
    @anigigiberia1120 Před 2 lety

    💘💘💘