კდოისტების ტრიუმფალური ასპარეზობა ევრონიუსის ეთერში

Sdílet
Vložit
  • čas přidán 24. 02. 2024
  • 9 მედალი, სპეციალური პრიზები და ქართველი MVP, - ისტორიული შედეგი დააფიქსირა საქართველოს კუდოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე იუნიორთა შორის;
    კუნძულ მალტაზე გამართულ ევროპირველობაზე საქართველოდან სხვადასხვა ასაკსა და კატეგორიაში 10-მა კუდოისტმა იასპარეზა და მედალი ცხრამ მოიპოვა. ჩვენმა ნაკრებმა 5 ოქროს, 3 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.
    ტურნირის უძვირფასესი (MVP) კუდოისტი საბა მარკელია (U16, - 42 კგ) გახდა, საბამ ყველა ბრძოლა ნოკაუტით მოიგო. საუკეთესო ტექნიკური მაჩვენებლებისთვის გუკა ხუბუტია (U16, - 48კგ) დააჯილდოვეს;
    ჩვენი ქვეყნის დელეგაციას საქართველოს კუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსი ფილფანი ხელმძღვანელობს. ახალგაზრდა კუდოისტებთან ერთად იმყოფებიან საქართველოს კუდოს ფედერაციის მთავარი ინსტრუქტორი დავით ყოლბაია, კუდოს მწვრთნელი რომეო გაბლაია და კუდოს ფედერაციის საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელი ლუკა ყოლბაია.
    საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 9 მედალია, 5 ოქრო, 3 ვერცხლი და 1 ბრინჯაო;
    🥇ანდრია სხულუხია U13 (-42კგ)
    🥇ანდრია ზუხბაია U13 (52+კგ)
    🥇საბა მარკელია U16 (-42 კგ)
    🥇გუკა ხუბუტია - U16 ( - 48კგ)
    🥇ლადო აფრასიძე U16 (-58 კგ)
    🥈გოგა სიჭინავა U16 (-58კგ)
    🥈ნიკოლოზ ჟვანია U13 (52+ კგ)
    🥈დემეტრე კესარელი - U 11 (- 40კგ.)

Komentáře •