საუკუნის ავტოგრაფი. ნაწილი II

Sdílet
Vložit
  • čas přidán 25. 08. 2024
  • პირველად საქართველოში ანზორ ქოქოლაძის ინიციატივით და პროექტის დაფინანსებით 2007 წლის 21 იანვარს მუსიკისა და დრამის თეატრში, კულტურული პროექტი „ საუკუნის ავტოგრაფი" შედგა, პროექტი სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ილია II--ის ლოცვა კურთხევითა განხორციელდა. ანზორ ქოქოლაძემ ამ პროექტით მთელი საზოგადოების სახელით მადლიერება გამოხატა XX საუკუნისა და თანამედროვე ქართული კულტურის ღვაწლმოსილ წარმომადგენლების მიმართ. "საუკუნის ავტოგრაფი„ აერთიანებს ქართული თეატრისა და კინოს, მწერლობის, ფოლკლორის, კლასიკური და საესტრადო მუსიკის, ცეკვის ასზე მეტ ცნობილ მოღვაწეს, რომელთაც ქართული კულტურისა და ხელოვნების ისტორიაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანეს. პროექტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და რეალურად ქცეყნის საზოგადოებრივ ურთიერთობებში დადებითი იმპულსები წარმოშვა, როგორც ვიწრო სოციალურ ისე ფართო სამოქალაქო დონეზე. პროექტმა ბევრი მათგანი სცენაზე საბოლოოდ შემოგვინახა. პროექტი რამოდენიმე ნაწილისგან შედგებოდა: პარადალე, რომელსაც წითელი ხალიჩით მონაწილეები მიყავდა უნიკალურ დაფასთან, სადაც თითოეულმა მათგანმა, შემდეგი თაობებისათვის საუკუნის ავტოგრაფი დატოვა. და მეორე ნაწილი თეატრალიზებული ულამაზესი სანახაობა და დაჯილდოების ცერემონიალი.

Komentáře • 7

  • @atheansgree2347
    @atheansgree2347 Před rokem +1

    ულამაზესი, უსაყვარლესი, სულით და ხორცით ჭეშმარიტი მამულიშვილები.ასაკშიც რა წარმოსადეგი და არისტოკრატია თითეული მათგანი.....რამდენი უკვე ზეციურ საქართველოშია....უფალმა დაუმკვიდროთ ცათა სასუფეველი.....❤

  • @nunuxachirashvili1561
    @nunuxachirashvili1561 Před 4 lety +2

    ყველანი მიყვარხართ♥️♥️♥️

  • @nanagujabidze671
    @nanagujabidze671 Před 3 lety +2

    ეს რა კარგი კადრები შემოუნახეთ თაობებს!👍🏼🥰

  • @natuka818
    @natuka818 Před 11 lety +1

    ganumeorebeli sagamo saukunis adamianebtan ertad.

  • @teepeem8884
    @teepeem8884 Před 2 lety +1

    ვუყურებ და ცრემლი მდის მსგავსი იქნება ვინმე მომავალში, ამ ძვირფასი ადამიანებისგან ნახევარზე მეტი უკვე აღარ გვყავს ქართველ ერს.

  • @bekapirtskhalaishvili5361
    @bekapirtskhalaishvili5361 Před 5 měsíci +1

    ნანა ავალიშვილი რატომ არ წარადგინეს სათანადოდ?