თავსაფრიანი დედაკაცი

Sdílet
Vložit
  • čas přidán 22. 08. 2024
  • სილქნეტის საშინაო სკოლა silkschool.ge/

Komentáře • 8

  • @zurabkhasaia7151
    @zurabkhasaia7151 Před 4 lety +5

    მშვენივრად გაარჩია ნოველა ქალბატონმა. მე დავამატებდი დასაფიქრებელ საკითხებს. საინტერესოა პროფესორის მიერ მამის სულიერი ფუნქციის გახაზვა. ეს კლასიკური ქრისტიანული, განსაკუთრებით, პროტესტანტულ-ქრისტიანული თვალსაზრისია. მაგრამ დიდ მოაზროვნეთა ბიოგრაფიები საწინააღმდეგოში გვარწმუნებს. ყველა დიდი მოაზროვნე, მეტადრე ხელოვანები, სულიერი განვითარებით, პირიქით, დედისგან არიან დავალებულნი. გარდა ამისა, ვფიქრობ, სულიერი აღზრდა არაა რაღაც გაკვეთილის, რაღაც დამოუკიდებელი საქმიანობის მსგავსი რამ. ასეთი მცდელობა, უკეთეს შემთხვევაში, უშედეგოა, ხოლო უარესში, საზიანო. თავსაფრიანმა დედაკაცმა კარგად აღზარდა შვილები. არც ფიზიკური აღზრდა დაუკლია მათთვის და არც სულიერი; ე.ი. არც ,,პური არსობისა", არც მოყვასზე ზრუნვის, სიმართლით ცხოვრების ცოცხალი მაგალითი. მწერალს ალბათ იმის თქმა სურს, რომ ცხოვრება ეგოიზმზეა აგებული. ადამიანის მოვალეობაა მარცხისთვის განწირული ბრძოლა ამ ეგოიზმთან. ეს ბრძოლა მარცხით მთავრდება, მაგრამ ზნეობრივი მოვალეობა მაინც მოვალეობად რჩება. დოსტოევსკის ერთერთი გმირისა არ იყოს, სიკეთე უნდა აკეთო, მაგრამ მადლობისთვის უნდა დაყრუვდე. ამ პრინციპით ცხოვრობდა ოთარაანთ ქვრივიც. ეს ცხოვრების კანონია და ზნეობის ტრაგედია.

    • @user-rz6bh8bd1j
      @user-rz6bh8bd1j Před rokem +1

      Სრულიად ვეთანხმები თქვენს მოსაზრებას. Დოსტოევსკი ძალზედ ღრმად მოაზროვნე მორწმუნე ადამიანი იყო, საფუძვლიანად იცოდა წმინდა მამათა სწავლებანი და სულიერი კანონები.
      Ამ კანონების თანახმად წყენაზე აგებული ქმედება ცოდვაა, თანაც დამანგრეველი ცოდვა..
      Რა თქმა უნდა, ურთულესია ამ ცოდვასთან ბრძოლა, მხოლოდ უფალთან ხელჩაკიდებულს თუ შეგიძლია გაიარო ბეწვის ხიდზე. Სამწუხაროდ, თავსაფრიანმა დედაკაცმა ეს ვერ შეძლო. წყენის, უმადურობის, უსიყვარულობის ყინულივით ცივმა გრძნობებმა აუვსეს გული და ფინალიც შესაბამისად ასეთივე სულისგამყინავია. Ადამიანებს Გვავიწყდება, რომ Ათი განკურნებული კეთროვანიდან უფალთან მადლობის სათქმელად მხოლოდ ერთი დაბრუნდა. Ქრისტიანის ცხოვრება მუდმივი სულიერი ბრძოლაა, ადამიანის დაცემულ ბუნებასთან მუდმივი ბრძოლა.

  • @Gechilinho
    @Gechilinho Před 10 měsíci

    ძალიან დიდი მადლობა

  • @danceinthedaaark2356
    @danceinthedaaark2356 Před 5 lety

    ძალიან საინტერესოა

  • @mananapetriashvili8696
    @mananapetriashvili8696 Před 5 lety +2

    არიან ცივი ადამიანები გრძნობა არ გააჩნიათ.

  • @user-cs8pw8mt2n
    @user-cs8pw8mt2n Před 6 lety

    ამეტირა მეც.....

  • @g2gsoldchannel
    @g2gsoldchannel Před 7 lety +1

    დიდი მადლობა

  • @gulnazi63
    @gulnazi63 Před rokem

    დიდი მადლობა