ტიციან ტაბიძე მე ყაჩაღებმა მომკლეს არაგვზე / Tician Tabidze - Me Kachagebma Momkles Aragvze

Sdílet
Vložit
  • čas přidán 13. 04. 2012
  • ტიციან ტაბიძე
    მე ყაჩაღებმა მომკლეს არაგვზე
    კითხულობს დოდო აბაშიძე
    ჩამომრჩა უკან მე ჩერქეზეთი,
    ვუახლოვდები ჩვენსკენ დარიალს,
    დამშრალი თერგი ერთი წვეთია,
    მაგრამ ზღვასავით გულზე გადიარს.
    წამექცა თავზე ცა გარღვეული,
    და ცაზე კიდევ სხვა მყინვარის ცა,
    და დარიალით გადარეული
    თვალებს ცრემლების თერგი მირეცხავს.
    და გადავყურებ ალმას უფსკრულებს,
    კვალდაკვალ ჩემი დემონი მომდევს,
    ვხედავ გიგანტის შოლტის მუსკულებს
    და რკინის ბაწარს, ყელზე რომ მომდებს.
    ვიცი მომელის მაინც ეს ბედი,
    და ისიც ვიცი ჩემზე ახია,
    ძვირფასო, არ ვარ, იცოდე, ყბედი,
    ან თავის მოკვლა რა ტრაბახია.
    მაგრამ მიტაცებს ქარიშხალივით
    ამ თვალუწვდენი ხრამების ფსკერი,
    ვიცი, ქალი ხარ, ყველა ქალივით
    ვიცი, ამასაც ეჭვით უცქერი.
    მინდა, რომ ვიყო მწირი გულადი,
    საშინელ ღამეს ვეფხვი რომ დაბდღვნა,
    ვარ ავსებული შენით გულამდე
    და მოვარდნილი ცრემლების წარღვნა.
    მინდა მოვიფრთხნა ამ შარაგზაზე,
    მინდა გავიხსნა გული ალალი,
    მე ყაჩაღებმა მომკლეს არაგვზე,
    შენ ჩემ სიკვდილში არ გიდევს ბრალი.
    1926 წ..

Komentáře • 22

  • @ninobuadze7881
    @ninobuadze7881 Před 8 lety +12

    საოცრად კითხულობს! ტიციან ტაბიძე და დოდო აბაშიძე! ეს ორი ბუმბერაზი ქართველი!

  • @georgesaba8461
    @georgesaba8461 Před 7 lety +6

    ორი გენიოსი... სული გაგინათლოთ ღმერთმა!

  • @user-pv6ve6gh1s
    @user-pv6ve6gh1s Před 11 měsíci +1

    Genialuri leqsis

  • @davidmacharashvili5757
    @davidmacharashvili5757 Před 6 lety +2

    ოხ რა გულიანად ჰყვება შენი სული ცხონდეს

  • @natiashakaia7638
    @natiashakaia7638 Před 9 lety +7

    ეს ლექსი არის საოცრება, მიყვარს ძალიან

  • @teimaruzgelashvili7528
    @teimaruzgelashvili7528 Před 10 měsíci

    სასწაულია ტიციანი ❤❤❤💯👍

  • @takokakhadze2680
    @takokakhadze2680 Před 11 lety +2

    რა მაგრად კითხულობს დოდო ამ გენილურ ლექსს, უნაკლოდ წაკითხულია

  • @mananadj7987
    @mananadj7987 Před 5 měsíci

    ПАЛО СЕРДЦЕ СОЛНЦЕМ
    ЗАЖЖЁННОЕ...
    СОЛНЦЕ - ВЕЧНОЕ ОКНО
    В ЗОЛОТУЮ ОСЛЕПИТЕЛЬНОСТЬ ...

  • @bekagogosashvili2020
    @bekagogosashvili2020 Před 3 lety +2

    დოდო აბაშძე კითხულობს. მიუთითეთ ,რომ ახალგაზრდებმა იცოდნენ

  • @zecxixo
    @zecxixo Před 11 lety +2

    უძლიერესია!

  • @user-uw9yj1kn1f
    @user-uw9yj1kn1f Před 6 lety +3

    ,, და, დარიალი გადარეული.",, მე, ყაჩაღებმა, მომკლეს არაგვზე, შენ, ჩემს სიკვდილში, არა გაქვს ბრალი." .....

  • @giorgimorchadze645
    @giorgimorchadze645 Před 2 lety +1

    ტიციანი დიდი იყო

  • @iraklimamageishvili3894
    @iraklimamageishvili3894 Před 10 lety +2

    უმაგრესიაა

  • @cotnechalata4631
    @cotnechalata4631 Před 7 lety +3

    magaria dodo prosta emocit kitxulobs

  • @ekaterine9508
    @ekaterine9508 Před 10 lety +4

    gadavirie vin kitxulobs ase magratqo da dodo abashidze ar kopila!

  • @FuTaLiNa
    @FuTaLiNa Před 11 lety +5

    ტიციან,
    ფანივარ შენი

  • @user-fe4tm9jr7v
    @user-fe4tm9jr7v Před 6 lety +2

    დოდო ასრულებს!!!

  • @nanuka9749
    @nanuka9749 Před 10 lety

    vaime

  • @vanikoedisherashvili6880

    არ გიდევს ბრალი =^

  • @Exitdream667
    @Exitdream667 Před 6 lety

    =))

  • @AvtandilSisauri
    @AvtandilSisauri Před 7 lety

    +++111

  • @user-uw9yj1kn1f
    @user-uw9yj1kn1f Před 6 lety +1

    მახსოვს, ტიციანის იუბილე100 წლისთავი და გურამ ფანჯიკიძის, საოცარი სიტყვები!,, გადით სცენაზე და ტიციანი გათქმევინებს სათქმელს, დარიალის ხეობაზე! "