ლიანა ისაკაძე უკანასკნელ გზაზე გააცილეს

Sdílet
Vložit
  • čas přidán 6. 07. 2024
  • ვირტუოზი მევიოლინე მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. მანამდე მისი სამოქალაქო პანაშვიდი თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართა. მუსიკოსი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლიანა ისაკაძემ 1970 წელს დაამთავრა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის კონსერვატორია. 1970-1992 წლებში იყო მოსკოვის ფილარმონიის სოლისტი; 1995 წლამდე ხელმძღვანელობდა საქართველოს სახელმწიფო კამერულ ორკესტრს. 1992 წელს გერმანიაში დააარსა თავისი პედაგოგის, დავით ოისტრახის სახელობის მუსიკალური აკადემია. ლიანა ისაკაძე თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული ხელოვანი იყო; ის ვუნდერკინდებს განეკუთვნებოდა, რადგან მევიოლინე სამი წლის ასაკში გახდა. სხვადასხვა დროს მიღებული აქვს არაერთი ჯილდო.
    ეწვიეთ ჩვენს საიტს - 1tv.ge/
    მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
    გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
    ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
    მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
    დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
    ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

Komentáře • 6

  • @ninomushkudiani
    @ninomushkudiani Před 8 dny +3

    ღმერთმა გაანათლოს მისი სული

  • @user-gp4ns4jh9s
    @user-gp4ns4jh9s Před 8 dny +2

    😢😢😢

  • @ekamelikishvili5688
    @ekamelikishvili5688 Před 8 dny +3

    ქართველების პირველი ვიოლინო...

  • @liasosiashvili6521
    @liasosiashvili6521 Před 8 dny +2

    უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი მის სულს

  • @iakobakhidze443
    @iakobakhidze443 Před 6 dny +1

    მიდიან ლეგენდანი❤️😥❤️😥❤️😥

  • @nanajibladze6879
    @nanajibladze6879 Před 7 dny +1

    😢😢😢