ლეღვის მურაბა კამკამა წვენით მარცვლების გარეშე

Sdílet
Vložit
  • čas přidán 12. 09. 2020
  • ლეღვის მურაბა
    ვიდეორეცეპტი :
    • ლეღვის მურაბა კამკამა ...
    გარეცხილი 3 კგ. ლეღვი დავჩხვლიტოთ ჩანგლით და დავასხათ წყალი, რომ დაიფაროს. წამოვადუღოთ. ნუ გეშინიათ, ლეღვი არ ჩარბილდება, პირიქით ეს პროცედურა უფრო ამკვრივებს და ფორმირებას აძლევს ყოველ ლეღვს.
    როცა წამოდუღდება, 10 წუთი გავაჩეროთ ამ წყალში და ამოვიღოთ სათითაოდ თასზე. ცალკე ქვაბში ჩავყაროთ 3 კგ. შაქარი 400 მლ.წყალთან და ვადუღოთ სიროფი , მანამ სანამ არ გაუქრება ქაფი. ამ ქაფქაფა მდუღარე სიროფში სათითაოდ ჩავდოთ ლეღვები და არა ერთბაშად ჩავყაროთ, არამედ თითო-თითოდ ჩავალაგოთ. :)
    პირველი ეტაპი- სიროფში ჩადებისთანავე დაბალ ცეცხლზე ვადუღოთ 10 წუთი და სრულად გავაცივოთ.
    მეორე ეტაპი- გაცივებული ისევ ვადუღოთ ,ოღონდ უკვე 20 წუთი. უკვე აღარ უნდა ბოლომდე გაცივება. შეგიძლიათ უკვე 3-4 საათში ისევ დაადგათ მესამეჯერ.
    მესამე ეტაპი- მესამეჯერ დადგმისას ვადუღებთ ბოლომდე ანუ მზაობამდე. ბოლოს უკვე როცა მზადაა მურაბა, ვამატებთ სულ ცოტა ლიმონმჟავას და ვადუღებთ კიდევ 5-10 წუთი.
    თუ ასეთი წესით მოადუღებთ და დაიცავთ დროისა და მომზადების ზუსტ თანამიმდევრობას არც ლეღვი დაკარგავს ფორმას, არც წვენში გადმოვა ლეღვის მარცვლები და კამკამა წვენი გექნებათ.
    მზა მდუღარე მურაბას ვასხამთ მშრალ ქილებში . მე არც ვფუთავ , თუ თქვენი სურვილი იქნება შეფუთეთ და დატოვეთ სრულ გაცივებამდე.
    🧑‍🍳🏠📺მეტი რეცეპტების სანახავად ეწვიეთ : ფეის-გვერდი: / shin2975
    ინსტაგრამ- გვერდი: shinauruli_home...
    იუთუბი არხი: / @shinauruli

Komentáře • 18

  • @user-qx2im4ih9o
    @user-qx2im4ih9o Před 10 měsíci +1

    მადლობა, გაიხარეთ

    • @shinauruli
      @shinauruli  Před 10 měsíci

      მადლობა თქვენ კომენტარისთვის ❤️❤️

  • @taataa5051
    @taataa5051 Před 3 lety +1

    ძალიან დიდი მადლობა.ასე გავაკეთებ.

    • @shinauruli
      @shinauruli  Před 3 lety

      არაფრის❤️ პირიქით მადლობა თქვენ რომ მიყურებთ ❤️

  • @ekamanasherov
    @ekamanasherov Před 14 dny

    Civi cyali favasxat tu cxeli ??

  • @nargizimsxrikadze5864
    @nargizimsxrikadze5864 Před 11 měsíci +1

    ❤❤❤🧡🧡🧡

  • @makakakocashvili2892
    @makakakocashvili2892 Před 2 lety +1

    მადლობაა...მე მურაბას ყოველთვის ვაციებ და ისე ვასხამ ქილებში....ცხელი თუ უნდა ჩამესხა არ ვიცოდი

    • @shinauruli
      @shinauruli  Před 2 lety

      მე სულ ცხელს ვასხამ❤️ მადლობა რომ უყურებთ ჩემს არხს ❤️

  • @lukamirzashvili2018
    @lukamirzashvili2018 Před 2 měsíci

    ლეღვი თავიდან წყალში რამდენი ხნით ადუღეთ?

  • @user-kf2ke5xh5e
    @user-kf2ke5xh5e Před 10 měsíci +1

    Limon mzava rom ver vishovo

    • @shinauruli
      @shinauruli  Před 10 měsíci

      ყველგან იყიდება ყველა მაღაზიაში

  • @xatokapanadze1288
    @xatokapanadze1288 Před 11 měsíci

    Ebi sad cavida?? Legcs sascauli bevri marcvlebi aqvs,,

    • @shinauruli
      @shinauruli  Před 11 měsíci

      მარცვლები არ ექნება ასე თუ მოხარშავთ

    • @xatokapanadze1288
      @xatokapanadze1288 Před 11 měsíci

      @@shinauruli aba cad cavaa??

    • @shinauruli
      @shinauruli  Před 11 měsíci

      @@xatokapanadze1288 ლეღვშია შიგნით, წვენში არ გადავა, იქნება კამკამა

  • @ritaarsenashvili3990
    @ritaarsenashvili3990 Před 3 lety +1

    დაჩხვლეტა არ უნდა თავიდან

    • @shinauruli
      @shinauruli  Před 3 lety

      მე არ ვჩხლიტავ, რადგან დაჩხვლეტილზე კურკები წვენში გადადის, თუმცა შეგიძლიათ თქვენ დაჩხვლიტოთ