რა გველის კლიმატის ცვლილების შემთხვევაში? პროფესორ კახა არცივაძესთან ერთად.

Sdílet
Vložit
  • čas přidán 3. 07. 2024
  • არხის დასახმარებლად:
    Super Thanks ფუნქცია
    paypal.me/irinagabunia
    გამომყევით ინსტაგრამზე vaso_gabunia
    ტიკტოკზე tiktok.com/@vasogabuniaofficial
    ფეისბუქზე / studobscura
    ჩემი ელ-ფოსტა vasogab.youtu@gmail.com
    გმადლობთ წინასწარ

Komentáře • 118

  • @Loki_1980
    @Loki_1980 Před 17 dny +8

    ძალიან საინტერესო სტუმარი გყავდათ - საინტერესო მოსაუბრე. ყველამ თუ არ ამოვღეთ ხმა, მალე გერმანიის "ბიომრავალფეროვნებაც" მოგვენატრება... არასამთავრობოებს ახრჩობენ რუსული კანონით და ეს გამოიმედებული მოსახლეობის ნაწილიც ტაშს უკრავს და თვითონ წამოგორებულია ტახტზე და სხვას შესცქერის, რომ ბუნებას გადაურჩენენ,.... დიდი მადლობა ორივეს!!!

  • @nataliasanikidze1399
    @nataliasanikidze1399 Před 12 dny +7

    რამდენი საინტერესო ადამიანი გვყავს საქართველოში, რომლებიც ცდილობენ ქვეყნის გადარჩენას თავისი პროფესიის კუთხით და ეს ადამიანები არიან ჩვეულებრივი გმირები, რომლებსაც, დაფასება კი არა და ცნობითაც არ იცნობს ერი. თქვენ მადლობა ამისთვის ბატონო ვასო და ასე ნელ- ნელა გაგვაცანით ქვეყნის ეს განძი ხალხი, რომლებიც ჩუმად და უანგაროდ აკეთებენ საკაცობრიო და საშვილთაშვილო საქმეებს❤️

  • @madonadvalishvili5937
    @madonadvalishvili5937 Před 17 dny +9

    ჩემი ბავშვობის საღამოები, სავსე იყო ციცინათელებით, იმერეთში.
    ახლა ფუტკრებიც კი გაწყდა, როცა ფაროსანასათვის, მთელი მინდორ-ველი შეწამლეს

    • @ninotalakhadze
      @ninotalakhadze Před 17 dny +1

      უი მართლააააა, სად წავიდნენ ციცინათელები? ძალიან მიყვარდა ბავშობაში მათი ყურება მაგრამ ახლოს არ ვეკარებოდი იმის მერე, რაც დღის შუქზე ვნახე. ❤

    • @madonadvalishvili5937
      @madonadvalishvili5937 Před 16 dny

      მეც მიყვარდა❤​@@ninotalakhadze

  • @nanamtvarelishvili5391
    @nanamtvarelishvili5391 Před 17 dny +12

    ძალიან საჭირო საკითხები იქნა განხილული. ყველას მეტი ყურადღება და პასუხისმგებლობა გვევალება!

  • @marinakanchaveli1326
    @marinakanchaveli1326 Před 13 dny +3

    უღრმესი მადლობა ასეთი საინტერესო საუბრისთვია.უამრავი საინტერესო და საგულისხმო რამ გავიგე აქედან....კიდევ ერთხელ დიდი მადლიბა🌺🙏

  • @ninotalakhadze
    @ninotalakhadze Před 17 dny +7

    უმაგრესი გადაცემა იყო❤ ძალიან მინდოდა ჭიანჭველების მნიშვნელობაზეც გესაუბრათ. ჩემთვის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ მწერზე. საათობით ვაკვირდები ხოლმე და არასოდეს მბეზრდება მათი გაუთავებელი, დაგეგმილი ფუსფუსის ყურება❤ შემიძლია დავიფიცო რომ, არასოდეს (შეგნებულად) არ მომიკლავს, თუ კი სადმე შევამჩნიე სადაც ვიცი რომ აუცილებლად მოკლავე მაგ. მაგიდაზე ყავის დალევის დროს, ან აივანზე, ვცდილობ ფრთხილად ჩავიყვანო და მის ბუნებრივ გარემოში დავსვა. ამით იმის თქმა ნამდვილად არ მინდა რომ, იმდენად მაგარი ტიპი ვარ რომ, ჭიანჭველაზეც არ დამიბიჯებია ფეხი😅 საშინლად ვერ ვიტან ნესტის ხოჭოებს და მის დანახვაზე შეიძლება ხმის ჩახლეჩვამდე ვიკივლო, ან ობობას…. მაგრამ, ჭიანჭველები მართლაც ძალიან მიყვარს, ჭიამაიაზე გაცილებით მეტად. ჭიამაია ხომ ხოჭოსებრთა ოჯახიდანაა და ამიტომ, ჩემი დიდი სიმპათიებით არ სარგებლობს მაგრამ, მოკვლით, არაფერს არ ვკვლავ. გაცნობიერებული მაქვს რომ, ჩვენ , ადამიანები შევიჭერით მათ ბუნებრივ გარემოში, შემოვღობეთ, ავაშენეთ სახლები და მერე დავსდევთ და ვკლავთ თითოეულ მათგანს და არა იმიტომ რომ რამეს გვიშავებენ, არამედ, ვიზუალურად არ მოგვწონს 😢
    აუ რამდენი ვილაპარაკე, არა და მინდოდა მეთხოვა, იქნებ მეტი ინფორმაცია მოგეწოდებინათ ჭიანჭველებზე. მომიტევეთ😊

    • @ninaninaa1861
      @ninaninaa1861 Před 16 dny

      მეც ასე ვიყავი ადრე და არასოდეს მიფიქრია მაგაზე. ბავშვობიდან არავინ გვასწავლა მსგავსი კულტურა. ინტერნეტის შემოსვლიდან შეგნებულმა ადამიანებმა თავად გამოზარდეს თავი. ამ უფროს კომუნისტ თაობას რომ ვუყურებ კიდე სრული გაუნათლებლობა მსგავს საკითხებში. და ნუ მათი გაზრდილი ეს თაობაც ასევე. ბოლო დროს დავამუღამე მეც მწერების არ მოკვლა და გაშვება. ასევე მოსავლიდან გარკვეული ნაწილის დატოვება მათთვის და ჩიტებისთვის. სხვათაშორის არ ვიცი იცით თუ არა მაგრამ ჭიანჭველებზე არსებობს დაკვირვება მათ საოცარი უნარი აღმოუჩინეს, - დროში და სივრცეში ტელეპორტაცია შეუძლიათ. ძალიან საინტერესო თემაა.

  • @Meling6395
    @Meling6395 Před 17 dny +6

    ძალიან კარგ თემებს აშუქებთ,ძალიან მომწონს და მაინტერესებს . საინტერესო გადაცემები გაქვთ❤

  • @ErlStaut-gb9wr
    @ErlStaut-gb9wr Před 17 dny +4

    ძალიან მაგარი ინტერვიუ იყო. ბატონ კახას უღრმესი მადლობა და ასევე თქვენ - ასეთ ადამიანებს რომ გავცნობთ, გული მიბრუნდება საქართველოზე. ❤❤❤ გამოფხიზლდით ხალხო! ქვეყანას გავრთმევენ ეს უჯიშოები თავიანთი "ბრძენკაცით"!

  • @teonazeikidze837
    @teonazeikidze837 Před 13 dny +2

    როგორც ყოველთვის აქტუალურ და საინტერესო თემებს განიხილავთ თავის საქმეზე შეყვარებულ ხალხთან ერთად 💚 მადლობა!

  • @natiazenaishvili2378
    @natiazenaishvili2378 Před 17 dny +6

    ასეთ საინტერესო ვიდეოს დებთ და იმის მაგივრად რომ დავფიქრდეთ და ჩვენი უცოდინარობა ვაღიაროთ სისულელეებს წერენ კომენტარებში.სამაგიეროდ ლანძღვა-გინებაში ძალიან დავხელოვნდით.ესეც უწიგნურობის ნიშანია.

  • @user-kx4nh4fq8r
    @user-kx4nh4fq8r Před 17 dny +3

    ძალიან მომწონს თქვენი საუბრები. ბევრ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეთ. მადლობთ რომ არსებობთ.👍💛

  • @nanabidzishvili7860
    @nanabidzishvili7860 Před 17 dny +3

    მოგესალმებით ბატონო ვასო დიდი პატივისცემით და სიყვარულით.
    უაღრესად საინტერესო სტუმარი ბატონი კახა საჭირო საკითხებზე მოსაუბრე. უდიდესი ბედნიერებაა ალბათ ყველასთვის თქვენთან სტუმრობა... მადლობა მას!
    ბატონო ვასო კარგად მოგეხსენებათ გვაქვს გვაქვს: ტყეც, ზღვაც, მთაც,უამრავი ტბაც სადაც დაცურავენ იშვიათი ფრინველები და ჩვენ მათ ვანადგურებთ და არც ვწუხდებით.
    დიახ ,ეს განათლების პრობლემაა ყველაფერს უნდა ცოდნა და დაფასება, მოვლა და პატრონობა.
    რაჭაშია ჩემი ფესვები და მინერალური( ვეძა)
    წყლები რომ ახსენა ბატონმა კახამ ცრემლები მომადგა.
    შოვს მართალია გადაუარა მეწყერმა,მაგრამ ის ადგილი გადარჩა სადაც გამოდიოდა ოთხი სახეობის მჟავე წყალი, რკინის,კალცის,იოდის და სოდის...
    ყველა უგემრიელესი და სასარგებლო. თუმცა ჩვენს სოფელ გლოლაში ბევრი ვეძააა ,ფანტასტიური და სასარგებლო.
    მადლობა უუუღრმესი ამ დიდი სიამოვნების მიღებისთვის ჩვენო საყვარელო ადამიანო. გფარავდეთ უფლის ძალა და მადლი ოჯახთან ერთად.🙏❤️🍾🥂

  • @marinaphrouidze2866
    @marinaphrouidze2866 Před 17 dny +4

    დიდი მადლობა ბატ. ვასილ ასეთი სპეციალისტის ჩვენზე გაცნობისათვის..ნამდვილად არ მეგონა თუ ასეთი სე3ციალობა აინტერესებდა .. დღევანდელ ახალგაზრდებს..თქვენი სტუმარი მართლაც ძალიან ახალგაზრდაა….წარმატებები მას და ჩვენს ქვეყანას ეკოაღორძინება

  • @villeminaheyo
    @villeminaheyo Před 13 dny +3

    მადლობა უაღრესად საინტერესო საუბრისთვის, გულდასმით ვუსმინე ამდენი ხანი თემას, რომელიც მეგონა, მეტად მშრალი იქნებოდა:)) მადლობა!

  • @badrikhvadagiani4613
    @badrikhvadagiani4613 Před 17 dny +2

    ძალიან დიდი მადლობა ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე მოწვეულ კომპეტენტურ სტუმართან საუბრისთვის

  • @jellyraxaxadze4989
    @jellyraxaxadze4989 Před 17 dny +3

    ჩემთვის ყველაზე საინტერესო იუთუბ არხი ❤ მადლობა ბატონო ვასო❤

  • @Nikolaus01990
    @Nikolaus01990 Před 17 dny +7

    დიდი მადლობა თქვენ ორივეს! "იმედით" დაშტერებული ხალხი რუსულ კანონს აწვება და თქვენნაირების მოსპობას აძლევს ხმას - საცოდაობაა ამ გამოსულელებული ბრბოს ყურება...

  • @tsiurigugulashvili7069
    @tsiurigugulashvili7069 Před 14 dny +2

    მადლობა.ძალიან საჭირბოროტო საკითხზე გვაწვდით საინტერესო ინფორმაციას❤

  • @user-op5uj7fn2f
    @user-op5uj7fn2f Před 17 dny +2

    დიდი მადლობა , ძალიან საინტერესო იყო. განათლება და პრიორიტეტები ... დიდი სამუშაო აქვს ჩვენს ქვეყანას ამ კუთხით

  • @lumpradara
    @lumpradara Před 16 dny +3

    ძალიან საინტერესოა

  • @TamunaJincharadze
    @TamunaJincharadze Před 11 dny +1

    მართლა განათლებაა ყველაფრის თავი და ბოლო, ხოდა ამიტომ გადამეწურება ხოლმე იმედი, მასას ძალიან დაბალი განათლების დონე აქვს+გაყინული აზროვნება, იმედია მაინც გვეშველება ❤ მადლობა , ძალიან საინტერესო საუბარი იყო 😊❤❤❤

  • @AlanParker-o1r
    @AlanParker-o1r Před 17 dny +3

    მეთქი საათნახევარს რა უყურებს :))) მერე ვეღარ მოვწყდი! დიდი მადლობა თქვენ ორივეს - განათლებული, კრიტიკულად მოაზროვნე და ქვეყანაზე და არა მუცლის ღრუზე ჩაფიქრებული საზოგადოება გვჭირდება. ამათ რომ მოვიცილებთ ოქტომბერში, ყველამ ერთად უნდა გავაკონტროლოთ ახალი მთავრობები, რომ იგივე არ დაიწყონ!

  • @svan2012
    @svan2012 Před 17 dny +1

    ბატონო ვასილ დიდი მადლობა ბატონი კახას მოწვევისთვის, ყოველი თემა ერთი მეორეზე საინტერესო იყო. დიდი მადლობა ბატონ კახას თავისი პროფესიისადმი ერთგულებისთვის, ქვეყნის და ხალხის სიყვარულისთვის! სამწუხაროა რომ მთელი საქართველო ვერ უყურებს თქვენს ყველასთვის საინტერესო და საინფორმაციო გადაცემებს! იმედი მაქვს რომ დღითიდღე მოემატება მაყურებელი, დიდ სარგებელს მიიღებს თავად და თქვენი შრომაც უფრო დაფასდება!

  • @nanasulikashvili651
    @nanasulikashvili651 Před 16 dny +3

    მაინტერესებს საქართველოში მგლის მომრავლებაც. ვიცი ორი შემთხვევა, როდესაც ადამიანი იმსხვერპლეს. ალბათ მე ყველა არც ვიცი. შინაური ცხოველების დატაცება- დახოცვაზე ხომ წლებია ჩივიან სოფლის მცხოვრებლები საქართველოს ყველა კუთხიდან.
    მე სპეციალისტი არა ვარ, მაგრამ მეც კი ვხვდები, იმდენადაა დარღვეული ეკოლოგიური წონასწორობა, რომ მგლები ტყეში ვეღარ პოულობენ საკმარის საკვებს. ეს ან მცირე ზომის ცხოველების კატასტრიფული შემცირების გამოა, ან მგლების რაოდენობაა უზომოდ გაზრდილი. რამ გამოიწვია ეს სიტუაცია და რა არის გამოსავალი?
    P.S. დიდი ხნის წინ წავიკითხე სტატია 1990-იან წლებში საქართველოში წითური მგლის ხელოვნურად შემოყვანა- გამრავლებაზე. შემდეგ სხვები კატეგორიულად უარყოფდნენ ამ ფაქტს. სად არის სიმართლე?

    • @vasil_gabunia
      @vasil_gabunia  Před 14 dny +5

      მოვიწვევ სპეციალისტს. გმადლობთ კომენტარისთვის.

  • @ziarezmadze9349
    @ziarezmadze9349 Před 17 dny +4

    ვისურვებდი საქართველოს მოახმაროთ ის ცოდნა რაც მანდ ნახეთ და გაიგეთ ბ ვასილ

  • @nanasulikashvili651
    @nanasulikashvili651 Před 16 dny +2

    მადლობა მინდა გითხრათ ძალიან საინტერესო სტუმრის მოწვევისათვის და უაღრესად მნიშვნელოვანი თემების განხილვისათვის.

  • @user-hf6ox7cq3t
    @user-hf6ox7cq3t Před 14 dny +2

    მადლობა. უაღრესად საინტერესო რესპონდენტი გყავთ და მეტად აქტუალურ თემებს აშუქებთ❤

  • @ninaninaa1861
    @ninaninaa1861 Před 16 dny +3

    კელებს რაც შეეხება სადღაც 2-3 წლის წინ შემოსევა გვქონდა ყველა კუთხეში მათი ბუდე იყო გაწამებული ვიყავით და 2 წელია აღარ არიან.

  • @Nina-de9ir
    @Nina-de9ir Před 17 dny +1

    დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო და პროდუქტიული ეპიზოდი გამოვიდა!

  • @shorenachachkhiani8520
    @shorenachachkhiani8520 Před 11 dny +1

    ძალიან დიდი მადლობა💜ძალიან საინტერესო იყო,ძალიან💜

  • @user-lc6dd5zl5h
    @user-lc6dd5zl5h Před 11 dny +1

    მადლობა,საინტერესო გადაცემისთვის.უნდა ვაღიარო,რომ შიშით ვუსმენდი,მაგრამ რეალობას ვერ გავექცევით

  • @workwork-xe3mg
    @workwork-xe3mg Před 12 dny +1

    საღამო მშვიდობის ბ.ვასილ.მართლსც როგორც ყოველთვის ძალიან აუცილებელ თემას შეეხეთ.
    ისე ბიოლიგიიდან ვიცი მცენარეთა ლპობის შედეგად ნეშომპალა მიიღება.და განა ჩემზე უფროსებს არ ესმით.გულ სატკენია რომ დედოფლის წყაროში საპირის პირო ხდება.საერთო საჭირბოროტოა მათი არასწორი შეხედულება. მადლობა

  • @lalimangoshvili9010
    @lalimangoshvili9010 Před 17 dny +3

    ვააა,მე დღეს პირველი ვარ, ვნახო რა საკითხზე იქნება საუბარი,შემდეგ დიდი კომენტარი😅😅😂😂

  • @jackhollywood6269
    @jackhollywood6269 Před 15 dny +4

    ჩვენამდე როგორც პანდორა ისეთი ლამაზი
    იქნებოდა დედამიწა

  • @user-es5ex1vg4s
    @user-es5ex1vg4s Před 17 dny +1

    დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო.

  • @TEO.GOGSADZE
    @TEO.GOGSADZE Před 17 dny +1

    როგორც ყოველთვის საინტერესო ვიდეო იყო. დიდი მადლობა😊

  • @nandao111
    @nandao111 Před 8 dny +1

    ბუნებრივი რესურსების გამოყენებას ვერ გავექცევით ადამიანები, მაგრამ ეს უნდა მოხდეს რაციონალურად, დაბალანსებულად და ფრთხილად 🌳

  • @ninomargiani3780
    @ninomargiani3780 Před 9 dny +1

    ეგრეთწოდებული ეკონომისტ-იურსიტებით, რომ აივსო ქვეყანა და სხვა არცერთ დარგზე, სტუდენტების მიღება არ ხდება.. რომ გარდაიცვლებიან ეს მცხოვანი სპეციალისტები, მერე რა ვაკეთოთ?. უნდა მოხდეს ასეთი დარგების დაფინანსება პოპულარიზაცია, რომ ახალი თაობა დაინტერესდეს.

  • @nanasulikashvili651
    @nanasulikashvili651 Před 16 dny +2

    სიამოვნებით დაველოდები ბატონი კახას მორიგ ინტერვიუს. რამდენიმე კითხვა მაქვს და ეგება ბატონი კახასგან მიბიღო პახუხი:

  • @paatamagradze8888
    @paatamagradze8888 Před 10 dny +1

    ხოჭოები ბევრია წაღვერში, დიდები და პატარებიც❤

  • @badrikhvadagiani4613
    @badrikhvadagiani4613 Před 17 dny +3

    უბრალოდ ინფორმაციისღვის მინდა გითხრათ, დმანისში კატასტროფა ხდება ეკოლოგიური კუთხით, მთები გააქრეს ოქროს მოპოვების მიზნით და ეს პროცესი ისევ გრძელდება. მე ვესაუბრე იქაურ ეპისკოპოსს და მითხრა რომ ვერაფერს გახდა ამ პრობლემასთან რადგან ადამიანები საერთოდ არ ან ვერ ხვდებიან ამ პრობლემას.

    • @Loki_1980
      @Loki_1980 Před 17 dny +8

      რა შუაშია ეპისკოპოსი და რომის პაპი?! გარემოსდამცველებს და არასამთავრობოებს "ლგბტ"-ს ეძახით და რომელი იდექით მათი და მეცნიერების გვერდით, როცა საყდრისს აფეთქებდა აფეთქებული იბანაშვილი?! სად იყვნენ ადგილობრივები, როცა თბილისიდან ჩასულ გარემოსდამცველებს ქვებს ესროდნენ?! ახლა იყავით ღმერთის და ეპისკოპოსების იმედზე!

    • @MatheMakalathia
      @MatheMakalathia Před 17 dny +4

      @@Loki_1980 10000%!!! კარგად თქვი!

    • @ErlStaut-gb9wr
      @ErlStaut-gb9wr Před 17 dny +3

      @@Loki_1980 ეგ ეპისკოპოსიც წილში იქნება, ნუ გეშინია - ერთი კასტაა!

    • @badrikhvadagiani4613
      @badrikhvadagiani4613 Před 17 dny +1

      @@ErlStaut-gb9wr არა რა წილში. ხმალამოღებული ებრძვის წლებია მაგრამ ვერაფერს გახდა.

  • @m........c........1001
    @m........c........1001 Před 17 dny +2

    მადლობთ საინტერესო თემაა მთავარია სწორად მიაწოდოთ საზოგადოებას და დააორგანიზოთ საოცრად კარგი ახალგაზრდები გვყავს. გამოზარდეთ ნერგები და საზოგადოება აუცილებლად გამოვა დასარგავად.

    • @nanasulikashvili651
      @nanasulikashvili651 Před 16 dny

      დარგვის მსურველი ბევრი იქნება. ბევრს დაურგავს. მაგრამ მთავარი შემდეგ იწყება, მათი მოვლა, მორწყვა, ზაფხულის სიცხეების გადასატანად… ამის ორგანიზება უკვე რთულდება 😥. არაერთი ასეთი კამპანიისას დამირგავს ხეები, მაგრამ რა?? ნერგებს ერთი მსუბუქი მანქანით მიიტან ადგილას. ადამიანებსაც მიიყვან ერთი მინიავტობუსით…. ცხელ ზაფხულში კი ყოველ კვირას ან ათდღეში ერთხელ მაინც სპეციალური ცისტერნით უნდა მიიტანო წყალი…. სერიოზული ხარჯია….😥

  • @lalimangoshvili9010
    @lalimangoshvili9010 Před 17 dny +7

    "ტყე შეუნახე შვილებსა"... როცა სადმე ხე იჭრება მე ვტირივარ,იმდენად მენანება.წერას მირჩევნია საუბარი პირისპირ,უფრო მეტს ვიტყვი.😂😂😁😁

  • @ironmaiden1992.
    @ironmaiden1992. Před 17 dny +2

    ზემოთ შემხვდა რამდენიმე “ამების” კომენტარი 😢რა საშინელებაა ასე რომ აზროვნებენ 😢თქვენ კი დიდი მადლობა ასეთ მნიშვნელოვან და საინტერესო თემებს რომ აშუქებთ! ❤ არ დაგეკარგებათ ! ბუნებას არ უნდა დავშორდეთ , ჩვენ მისი ნაწილი ვართ

  • @tarielalavidze5217
    @tarielalavidze5217 Před 17 dny +3

    ნამდვილად დაფიქრება სჭირდება ყოველივე ქმედებას ბუნების შენარჩუნებისათვის.
    PS. ფაროსანასთან ბრძოლით ანუ საწამლავის გამოყენებით სერიოზული ზიანი მივაყენეთ ჩვენს ირგვლივ ბიომრავალფეროვნებას.

    • @nanabegashvili5384
      @nanabegashvili5384 Před 16 dny +1

      chventan farosanaze rom sshewamles haeri begurebi saertod gaqrnen

  • @rusa85
    @rusa85 Před 17 dny +1

    კახა, ჩვენი და ნიჭიერი ჭკვიანი ❤

  • @nunutsignadze7361
    @nunutsignadze7361 Před 16 dny +1

    didi madloba ,saintereso temebis gashuqebistvis.sul moutqmeli velodebi tqvens videoebs.

  • @cialadgebuaze7237
    @cialadgebuaze7237 Před 17 dny +3

    რაც მთავარია ამაზონს ხომ ვეხმარებით, თუმცა ის დახმარებაც საჭიროა მაგრამ...

    • @vasil_gabunia
      @vasil_gabunia  Před 17 dny +2

      რა თქმა უნდა, ჯერ ჩვენს სამშობლოს უნდა მივხედოთ და მერე ამაზონიას.

  • @ima-rik
    @ima-rik Před 17 dny +1

    რაღა შემთხვევაში. არის დიდი ხანია. ადიგენში წელამდე თოვლი რომ მოდიოდა და ხან ორ სართულს ფარავდა კოჭს ზემოთ ძლივს მოდის ახლა. აგერ ტბილისში კახეთზე მეტი სიცხეა უკვე.

  • @maikozazashvili965
    @maikozazashvili965 Před 17 dny +1

    მოგესალმებით.ერთი კითხვა მაქვს:ყველაფერ ცვლილებასთან ერთად ხდება ისიც,რომ 10 წელია დიდ დიღომში ბცხოვრობ და სარდაფში წყალი არ შემოსულა.წელს გადაული წვიმის გამო ერთი ვერ გამოვლიე იმდემი ხანი ვიღებდით.რა გახდა ამის მიზეზი?იქნებ მითხრათ.უკვე მეშინია წვიმის

    • @vasil_gabunia
      @vasil_gabunia  Před 10 dny +1

      Ვერ გეტყვით... Ეგ უფრო სახლის დეველოპერისკენ არის შეკითხვა.

  • @mtvarisapirtskhalaishvili5528

    ადამიანის ყოას და ცხოვრების წესს გარემო და კლიმატი განსაზღვრავს და შესაბამისად მათი ცვ.ილება შეცვლის ადამიანტა ცხოვრების წესს,მთავარია ადამიანები გონიერად შეხვდნენ ყოველივეს

  • @datodarsalia5469
    @datodarsalia5469 Před 11 dny +1

    ღმერთმა არ ქნას დღეს ანალოგიური განმეორდეს, სულ ამოქოლეს ხეობა შენობა..ნაგებობებით, ბევრად დიდი მსხვერპლი მოყვება (((

  • @cialadgebuaze7237
    @cialadgebuaze7237 Před 17 dny

    არამგონია მზტლა ასე იყოს ფესვი და თესლი თუ დაიწვება რა განაახლებს ბალახს?
    საბჭოთა პერიოდი რა შუაშია.

  • @nanasulikashvili651
    @nanasulikashvili651 Před 16 dny +1

    ქარსაცავი ზოლების აღდგენა-განახლებაზე რამე გეგმა ან პროგრამა ხომ არ არსებობს?

    • @vasil_gabunia
      @vasil_gabunia  Před 14 dny +2

      არსებობდა გერმანული პროგრამა. მაგრამ ადგილობრივებმა გაანადგურეს... ხომ არის ინტერვიუში ამაზე.

    • @nanasulikashvili651
      @nanasulikashvili651 Před 14 dny +3

      @@vasil_gabunia ინტერვიუში ინტერვიუში დედოფლისწყაროზეა საუბარი. მე დანარჩენი ადგილებიც მაინტერესებს. თუ უცხოელები არ აფინანსებენ, ჩვენი ხელისუფლების დიდი იმედი არა მაქვს😥

    • @vasil_gabunia
      @vasil_gabunia  Před 13 dny +1

      @@nanasulikashvili651 სამწუხაროდ, ასეა...

  • @user-um3rt5bl2k
    @user-um3rt5bl2k Před 11 dny +1

    სახლში უნდა ჩავიკეტოთ არიქა კლიმატური ცვლილებებია, სასწრაფოდ ბუსტერდოზები

    • @user-hf2ql7gz4s
      @user-hf2ql7gz4s Před 10 dny

      😂😂😂👍👍

    • @vasil_gabunia
      @vasil_gabunia  Před 10 dny +2

      Გამიხარდა ერთმანეთი რომ იპოვეთ. Აწი აღარ მოიწყენთ❤️❤️

    • @user-um3rt5bl2k
      @user-um3rt5bl2k Před 8 dny

      @@vasil_gabunia მეტი ბუსტერები თუ არა მაშინ მეტი ქიმტრელი enjoy ❤️❤️

  • @user-kn6mg8qb7e
    @user-kn6mg8qb7e Před 13 dny

    ქართველი მეცნიერი არ გაიშვას არსად მხოლოდ ლაყბობა შეგიძლიათ არაფერის შეგმნა არ გძალუძთ

    • @MatheMakalathia
      @MatheMakalathia Před 13 dny +6

      როგორ ამართლებს ზოგიერთი ტავის გვარს, არა, ყაყაშვილო?

    • @Edgars_Raven
      @Edgars_Raven Před 13 dny +4

      @@MatheMakalathia ზუსტად :)))) ხომ წარმოგიდგენია, თვითონ რა "ბაგაჟის" მატარებელი იქნება :))))

    • @WildWorldChannel23
      @WildWorldChannel23 Před 13 dny +3

      @@MatheMakalathia კი, ზედგამოჭრილია :)))

    • @Nikolaus01990
      @Nikolaus01990 Před 13 dny +2

      @@MatheMakalathia კი :)))

    • @sandrokolbaia694
      @sandrokolbaia694 Před 10 dny +1

      @@Nikolaus01990 გვარი როგორ გაიგეთ? :)))) ბოტია ვინცხა უბედურია ალბათ. ორი კაპის სანაცვლოდ დასავლეთის სიმწრით ნაშოვნ და ჩვენი სიმწრით ნაკეთებ (კაპიკებზე) საქმეს წყალში ყრის. თუ ბოტი არაა და ხო საერთოდ სირცხვილი და თავის მოჭრა, ანუ უფასოდ ყრის ყველაფერს წყალში, პირდაპირი მნიშვნელობით.
      P.S. იქნებ და სირაძეა? :)))

  • @lashaneparidze8302
    @lashaneparidze8302 Před 17 dny

    -1 გამომწერი.

    • @vasil_gabunia
      @vasil_gabunia  Před 17 dny +1

      დაასაბუთეთ :)

    • @lashaneparidze8302
      @lashaneparidze8302 Před 16 dny

      კი ბატონი დაგისაბუთებთ. ვიდეოს 21:25 წუთიის 25-Ე წამიდან თქვენი სტუმარი აცხადებს რომ გვალვები არის გარდაუვალი, ასევე ტყის ხანძრების 80-90%-ი მსოფლიო სტატისტიკა ამაზე მეტყველებს, აცხადებს თქვენი სტუმარი, ადამიანის გაუფრთხილებლობის ან მიზანმიმართული ქმედების გამო არის გამოწვეული, აღნიშნულ ფაქტს იქვე თქვენც ეთანხმებით ისე, რომ არ გიჩნდებათ შეკითხვა 1. Რა კვლევებზე და მტკიცებულებებზე დაყრდნობით არის გვალვების მატება გარდაუვალი. 2. Კონკრეტულად რომელ კვლევას ეფუძნება და რა მტკიცებულბები არსებობს რომ, ტყის ხანძრების 80-90%-ი ადამიანის მიზანმიმართული ქმედებით ან დაუდევრობით არის გამოწვეული, მითუმეტეს რომ ვიდეოს მიმდინარეობის 22:08 წთ-დან თქვენი სტუმარი აცხადებს, რომ აღნიშნული შესაძლოა ბუნებრივი ციკლია ან შესაძლოა არ არის ბუნებრი ციკლი და რომ ეს სხვა მეცნიერული დაავის თემაა. სამწუხაროდ არც აქ გიჩნდებათ კითხვა თუ დადასტურებული და დამტკიცებულია, რომ ხანძრების გამომწვევი მიზეზი 80-90% ადამიანზე მოდის, მაშინ როგორღა შეიძლება ეს იყოს ბუნებრივი ციკლით გამოწვეული და რატომ არის ეს სხვა თემა?

    • @vasil_gabunia
      @vasil_gabunia  Před 16 dny +1

      ძალიან მოკლედ - მე ვენდობი სპეციალისტს, რომელიც წლებია ამ თემაზე მუშაობს. თუ მხოლოდ ამის გამო ტოვებთ ჩემს არხს, როგორც გერმანელები იტყვიან - Viel Spaß!

    • @lashaneparidze8302
      @lashaneparidze8302 Před 16 dny

      ჩემი პასუხი რატომ წაშალეთ ბატონო ვასილ? Რა არ მოგეწონათ ?

    • @nanabegashvili5384
      @nanabegashvili5384 Před 16 dny

      @@lashaneparidze8302 ertdroulad ramdenime lokaciaze rom xdeba xandzari es ra tqma unda xelovnurad xdeba

  • @alikamasrelishvili5582
    @alikamasrelishvili5582 Před 17 dny +2

    კლიმატური ცვლილებე ი არა სირი.ლიბერასტული ნარატივით ნუ ზაფრავთ ხალხს.ერთი კორონა არ იყო აფერისტობა

  • @user-hf2ql7gz4s
    @user-hf2ql7gz4s Před 10 dny

    Jipa 😂😂😂😂 globalist_neo_liberali 😂😂😂😢😢😢 kveknis mtrebi 😢😢😢 klimaturi cvlilebebic politiquería, afiora,mosaxleobis shemcireba 😢😢 popularuli ki xart,gamotakvanebul xalxshi

  • @nanasulikashvili651
    @nanasulikashvili651 Před 16 dny

    მაინტერესებს საქართველოში მგლის მომრავლებაც. ვიცი ორი შემთხვევა, როდესაც ადამიანი იმსხვერპლეს. ალბათ მე ყველა არც ვიცი. შინაური ცხოველების დატაცება- დახოცვაზე ხომ წლებია ჩივიან სოფლის მცხოვრებლები საქართველოს ყველა კუთხიდან.
    მე სპეციალისტი არა ვარ, მაგრამ მეც კი ვხვდები, იმდენადაა დარღვეული ეკოლოგიური წონასწორობა, რომ მგლები ტყეში ვეღარ პოულობენ საკმარის საკვებს. ეს ან მცირე ზომის ცხოველების კატასტრიფული შემცირების გამოა, ან მგლების რაოდენობაა უზომოდ გაზრდილი. რამ გამოიწვია ეს სიტუაცია და რა არის გამოსავალი?
    P.S. დიდი ხნის წინ წავიკითხე სტატია 1990-იან წლებში საქართველოში წითური მგლის ხელოვნურად შემოყვანა- გამრავლებაზე. შემდეგ სხვები კატეგორიულად უარყოფდნენ ამ ფაქტს. სად არის სიმართლე?

    • @vasil_gabunia
      @vasil_gabunia  Před 16 dny +3

      Ამ თემაზე მალე მოვიწვევ სპეციალისტს. Გმადლობთ კომენტარებისთვის ❤️