პარლამენტის თავმჯდომარის წერილი

Sdílet
Vložit
  • čas přidán 10. 07. 2024
  • „ცრუ ბრალდებების ნიაღვარში უნდა გვახსოვდეს რა არის სიმართლე - დემოკრატიული და ინსტიტუციური განვითარებით უკვე წლებია ვუსწრებთ ნატო-ს წევრ ბევრ ქვეყანას,“- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
    „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ავღანეთში, ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“, 2015-2021 წლებში, საქართველო ნატო-ს არაწევრი ქვეყნებიდან ყველაზე დიდი კონტინგენტით მონაწილეობდა, თავად ნატო-ს წევრებთან შედარებით კი, მეოთხე ვიყავით აშშ-ს, გერმანიის და იტალიის შემდეგ. აღარაფერს ვიტყვი იმაზე, თუ ვინ რა სირთულის დავალებებს ასრულებდა. ჩვენი გმირი ჯარისკაცების ისტორიები და გაღებული მსხვერპლი ყველამ ვიცით და ყველას გვახსოვს. ცალკე ისტორიაა, თუ რა როლი შეასრულა საქართველომ 2021 წელს ავღანეთიდან ნატო-ს ჯარების სწრაფი გამოსვლის უზრუნველყოფაში. ისიც კარგად გვახსოვდეს, რომ დემოკრატიული და ინსტიტუციური განვითარებით უკვე წლებია ვუსწრებთ ნატო-ს წევრ ბევრ ქვეყანას“, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.
    ეწვიეთ ჩვენს საიტს - 1tv.ge/
    მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
    გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
    ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
    მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
    დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
    ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

Komentáře •