ნაპოლეონ ჰილი - იფიქრე და გამდიდრდი (აუდიოწიგნი)

Sdílet
Vložit
  • čas přidán 21. 08. 2024
  • წიგნი ინგლისურიდან თარგმნა ხათუნა ბასილაშვილმა. წაიკითხე და გამდიდრდი! ეს წიგნი ფულის შოვნის საიდუმლოს გაგანდობთ, ბევრ რამეზე სხვანაირად დაგაფიქრებთ და მერე იქნებ ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაშიც დაგეხმაროთ. ნაპოლეონ ჰილმა ნაშრომი „იფიქრე და გამდიდრდი“ თავისივე ცნობილი წიგნის - „წარმატების კანონის“ მიხედვით შექმნა. მასში წარმატებული და მდიდარი ადამიანების გამოცდილება, ნააზრევი თუ რეკომენდაციები საინტერესოდ და დახვეწილი სტილით არის გადმოცემული, ეს კი წიგნს განსაკუთრებით საინტერესოს ხდის. ავტორისთვის შთაგონების წყაროდ ენდრიუ კარნეგის წარმატების ჯადოსნური ფორმულა იქცა, რომლის ქმედითობა თავად კარნეგიმ დაამტკიცა: ყველა, ვისაც ეს ფორმულა გაანდო, უბრალოდ, გამდიდრდა! ეს წიგნი კარნეგისა და სხვა უდიდესი ადამიანების წარმატების საიდუმლოს გაზიარებთ. მხოლოდ იმას კი არ გასწავლით, რა უნდა მოიმოქმედოთ, არამედ იმასაც, როგორ გააკეთოთ ეს. წიგნში მოცემულ მარტივ მეთოდს თუ დაისწავლით და გამოიყენებთ, ხელთ ჭეშმარიტი და ხანგრძლივი წარმატების საიდუმლო გექნებათ და ყოველთვის მოიპოვებთ იმას, რასაც ისურვებთ. ეგებ, ეს წიგნი მილიონ დოლარადაც გიღირდეთ.

Komentáře • 7

  • @user-hb8fq5hw7n
    @user-hb8fq5hw7n Před 3 měsíci +2

    2016-ში წიგნი წავიკითხე,სხვას ვათხოვე და დავკარგე,მას მერე ვეძებდი და აი,ამ წუთას ვუსმენ...მადლობაააააა

  • @tikamiqutishvili
    @tikamiqutishvili Před 7 měsíci

    უდიდესი მადლობა ამ აუდიო წიგნისთვის❤

  • @nanaxornauli1549
    @nanaxornauli1549 Před 6 měsíci +1

    მადლობა❤

  • @tikamiqutishvili
    @tikamiqutishvili Před 7 měsíci +1

    1 წელია ვეძებ ამ წიგნის აუდიოს

  • @davidchirakadze-hn7ul
    @davidchirakadze-hn7ul Před 3 měsíci

    ეს არის თეორია. Პრაქტიკულ ცხოვრებას ამასთან არავითარი კავშირი არა აქვს.

  • @ekaterinekhvedelidze4221
    @ekaterinekhvedelidze4221 Před 3 měsíci

    ეს თეორია დაწერილია მაშინ როცა ქირა 30$ ღირდა. ახლა გვასწავლოს ვინმემ…. ახლა როგორ ვიცხოვროთ?!