Bera - Tavisupleba . ბერა - თავისუფლება

Sdílet
Vložit
  • čas přidán 6. 09. 2024
  • ღმერთი გახსენდება მარტო მაშინ როცა გიჭირს,
    იხსენებ დიდი ხნის დავიწყებულ სინდისს,
    გეშინია სიყვარულზე ფიქრის, არ ფიქრობ რამდენად გიყვარს
    ფიქრობ - რამდენად გიღირს,
    თვალებში ვკითხულობ ვის რისთვის ვუნდივარ
    და როცა ლაპარაკობ ფულზე ყრუ-მუნჯი ვარ.
    მთელი ცხოვრება მატყუებდნენ სამ ენაზე
    ჩემი ადგილი არ არის ამ პლანეტაზე
    მითხარი კარგს რას უნდა ველოდო მათგან
    მინდა თვალები დავხუჭო და გავახილო სხვაგან,
    შეხედე ცხოვრებას რას გავს
    კაცი კაცობას კარგავს
    შავი ძალა გვმართავს,
    დანაშაულს სჩადიხარ როცა ამბობ მართალს.
    ნეტა რამდენს მოვუთმენთ...
    და როცა ამ სიმღერას მოუსმენთ 100 წლის მერე
    იტყვით რომ აწმყო წარსულში ვიმღერე
    თუ ვერ ერევი თავს, როგორ მოერევი სხვას
    თუ შენც ამ ყველაფერს ხედავ, რატომ არ იღებ ხმას ?!
    ჩვენი თავისუფლება არ აწყობთ, ქართული სულისკვეთება არ ახსოვთ.
    ასეთია ჩემი ხალხი - ეს არის ჩვენი სახლი !
    უძველეს ტრადიციას ვერ შეცვლი ახლით
    რასაც არ აქვს ფასი ვერავინ მოგპარავს
    წარსულის აგურებით ავაშენებთ მომავალს
    დღეს სისტემის მონა ხარ, გაქვს ამის უფლება,
    ჩ ვ ე ნ ა ვ ი რ ჩ ი ე თ თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ა !
    შენი თავის გარდა ადანაშაულებ ყველას,
    დადექი ფეხზე ნუ ელოდები შველას,
    დღეს თითქმის ყველა ვაჟკაცობს ძალით!
    ძმა ძმის შეყვარებულს უყურებს სხვა თვალით!
    გინდა ქვეყნის შეხვლა ? დაიწყე შენი თავით!
    ნეტა რამდენს მოვუთმენთ, და როცა ამ სიმღერაც მოუსმენთ
    100 წლის მერე, იტყვით რომ აწმყო წარსულში ვიმღერე
    ერთად, ყველამ ერთად, უკეთესი მომავალი შევქმნათ!
    ერთად, ყველამ ერთად, მთელი ქვეყანა ერთ მუშტად შევკრათ!
    ერთად, ყველამ ერთად მოდი უკეთესი მომავალი შევქმნათ!
    ერთად, ყველამ ერთად, მთელი ქვეყანა ერთ მუშტად შევკრათ!

Komentáře • 32