დევიდ ტონგი - კვანტური ველები - სამყაროს ფუნდამენტური სამშენებლო ბლოკები - ნაწილი I

Sdílet
Vložit
  • čas přidán 12. 01. 2021
  • პროექტის დასახმარებლად მიყევით ბმულს:
    destream.net/live/ChangeYouCa...
    შეგიძლიათ ასევე დარიცხოთ თანხა ჩვენი ორგანიზაციის ანგარიშზე.
    თიბისი ბანკი - GE57TB7138336080100010
    მიმღები: შეცვალე შეგიძლია
    თქვენი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს, უფრო სწრაფად და ხარისხიანად გავახმოვანოთ ქართულ ენაზე თანამედროვეობის საუკეთესო მეცნიერთა ნააზრევი.
    რისგან შევდგებით ჩვენ ყველანი? რა არის სამყაროს ფუნდამენტური სამშენებლო ბლოკები თანამედროვე ფიზიკის თვალთახედვით? - მეცნიერების ამ ფუნდამენტურ საკითხებზე საუბრობს ამ ლექციაში კემბრიჯის უნივერსიტეტის თეორიული ფიზიკის პროფესირი -
    დევიდ ტონგი. ლექციაში განხილულია კვანტური მექანიკისა და ფარადეის მიერ შემოთავაზებული ველების თეორიის სინთეზის გზით მიღებული კვანტური ველების თეორიის ძირითადი ასპექტები.
    აქვე მადლობას ვუხდით - საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციას პროექტის ფინანსური დახმარებისთვის!
    ასევე ყველა იმ შემომწირველს, რომლებმაც 2020 წელს პროექტს გაუწიეს ფინანსური მხარდაჭერა, კერძოდ ირინე აფაქიძესა და გიორგი მოლოდინს.
    თარგმნა და გახმოვანება - რომან აფაქიძე.
    დევიდ ტონგი მიიჩნევა თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მეცნიერად, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ურთულესი პრობლემების შესწავლითაა დაკავებული (როგორიცაა მაგალითად ინფლაციის პრობლემა და ფლუქტუაციების ბუნების კვლევა), მუდმივად ცდილობს სპეციფიკური მეცნიერული ცოდნის იმგვარად გამარტივებასა და გადმოცემას, რომ ის გასაგები იყოს დაინტერესებული პირებისთვისაც.
    ორიგინალური ვიდეო - • Quantum Fields: The Re...
    პროექტ Ri (The Royal Institution)-ის ოფიციალური იუთუბ არხი - / @theroyalinstitution
    თუ გაქვთ კითხვები ან შენიშვნები თარგმანთან დაკავშირებით, ან პროექტში ჩართვის სურვილი, მოგვწერეთ - roman@afakidze.com
    ჩვენი გვერდი პოდკასტებისთვის - anchor.fm/roman-afakidze/
    ჩვენი გვერდი ფეისბუქზე - / diagnosis-%e1%83%93%e1...

Komentáře • 31

  • @iraklitsotskhalashvili3912

    დიდი მადლობა ვიდეოსათვის. სიამოვნებით მოვისმენ ნებისმიერის აზრს. გავბედავ ჩემი აზრის გამოთქმას---როგორც ვხვდები ყველაფერი შედგება ველისაგან,ანუ სამყაროში ყველაფერს ტალღური სტრუქტურა აქვს...და როცა ვაფიქსირებთ ჩვენი გრძნობითი ორგანოებით ,,რაღაცას" კონკტეტულად, ამ დროს ვერთვებით ექსპერიმენტში(ვფიქრობ ადამიანური გრძნობითი ორგანოები ალბათ საუკეთესო ექსპერიმენტალური საშუალებებია) ამ დროს მის ნაწილაკურ ბუნებას ვავლენთ. გმადლობთ თუ თქვენს აზრს გამიზიარებთ.

  • @tommyangelo8609
    @tommyangelo8609 Před 3 lety +3

    დიდი დიდი მადლობა ამ ლექციის თარგმნისათვის, იმედია შემდეგი ნაწილი მალე დაიდება

    • @changeyoucan
      @changeyoucan  Před 3 lety +1

      მადლობა თქვენ! კი, თარგმნილია უკვე და გახმოვანება სჭირდება

    • @beautyspaceonearth
      @beautyspaceonearth Před rokem

      czcams.com/video/zNVQfWC_evg/video.html

  • @iraklitsotskhalashvili3912

    კარგია!!!

  • @leosmith2902
    @leosmith2902 Před 3 lety +3

    საინტერწსოა ,გაგრძელება დადეთ 👍👍👍

    • @changeyoucan
      @changeyoucan  Před 3 lety +3

      ისეთი ინტერესი გამოიწვია ამ ლექციამ, აუცილებლად თვის ბოლომდე გაგრძელებას შემოგთავაზებთ :)

    • @giogogiberidze5270
      @giogogiberidze5270 Před 3 lety

      @@changeyoucan დაიდო უკვე ? თუ შეიძლება კომენტარზე დადეთ ლექციის მეორე სერიის ვიდეოს ლინკი.

    • @beautyspaceonearth
      @beautyspaceonearth Před rokem

      @@giogogiberidze5270 czcams.com/video/zNVQfWC_evg/video.html

  • @ninogogolashvili4155
    @ninogogolashvili4155 Před 2 lety

    საინტერესოა. მადლობა 🥰 ველი მეორე ნაწილს.

  • @YouMatterGe
    @YouMatterGe Před rokem

    ძალიან მნიშვნელოვანი არხი 🤩

  • @takobekauri6907
    @takobekauri6907 Před rokem +2

    მეორე ნაწილიც გაქვთ? მადლობა ამ ვიდეოსთვის!❤️

    • @changeyoucan
      @changeyoucan  Před rokem +1

      მადლობა თქვენ! ლექცია მთლიანადაა თარგმნილი, თუმცა გახმოვანებით ჯერ არაა გახმოვანებული. ვფიქრობთ რომ ოქტომბრის ბოლოდან განახლდება ლექციების ქართულად გახმოვანება

  • @user-pd9kx1js8o
    @user-pd9kx1js8o Před 7 měsíci

    ძაან საინტერესოა, მეორე ნაწილი მინდა, დევს სადმე?

  • @archilk.khoperia81
    @archilk.khoperia81 Před 8 měsíci

    ბატონებო, ეს ადამიანი დიდხანს სწავლობდა, დიდ ხანს მეცადინეობდა, ისე დიდ ხანს, რომ მაგრად დაბოლდა მეცნიერებისაგან! ისე მაგეად დაბოლდა, რომ ახლა უკვე ვეღარ ატყობს რომ ჭკუიდან შეიშალა! ის გიჟია! მეც ფიზიკოსი ვარ, მაგრამ ყოფილი. ყოფილი სწორედ იმიტომ, რომ მე არ ვისურვე დავბოლებულიყავი. სწორედ მას შემდეგ, რაც დაიწყო საუბარი რომ ყველაფერი რაღაცისგან შედგება. რომ პროტონი შედგება ორი ზედა და 1 ქვედა კვარკისგან, რომელსაც ვერ აღმოვაჩენთ და ვერც დავკვირდებით, პრინციპულად! რა საჭიროა ეს 3 კვარკი? ვითომ არ უნდა შევჩერდეთ პროტონზე და ნეიტრონზე? მით უმეტეს თუ ელექტრონი არ შედგება არაფრისაგან! პროსტო ელექტრონია და ა.შ.! მოკლედ მიკროსამყაროსამყაროს კვლევამ მიიღო ძალიან მაგარი აბსურდული ხასიათი. ახლა როცა ამ "სითხეზე" ალაპარაკდა კიდევ უფრო "დაიკარგა" საკუთარ ბოლში. მოკლედ ყველაფერმა ამან, ამ კვლევებმა, ამ გაუთავებელმა "აღმოჩენებმა" გლიუონებმა, ტახიონებმა, მათი გამართლებისათვის გამოგონებულმა განტოლებებმა, ფეინმანის დიაგრამებმა, დირაკის ფუნქციებმა, პუასონის ფრჩხილებმა, ტენზორულმა ანალიზმა... ფიზიკა მეცნიერებიდან გადააქცია მარაზმად, თეორიულ მარაზმად და ცერნში და ბრუკჰეივენში დაგმულ მარაზმად. მე არდამიჯერებთ, აბა მე ვინ ვარ, რომ დამიჯეროთ?! ამაზე გულიც არ მწყდება! მაგრამ გეტყვით საგანზე რომელზეც ერთ დროს ძალიან მაინტერესებდა, ახლა გული მერევა!

    • @temodzerkorashvili9910
      @temodzerkorashvili9910 Před měsícem +1

      ა ბატონო მოგისმინეს და აღარ დადეს გაგრძელება 😊

  • @damienkobulashvili2501
    @damienkobulashvili2501 Před 3 lety +1

    რაკარგ საქმეს აკეთებთ 💜

  • @ketevanutiashvili5727
    @ketevanutiashvili5727 Před 2 lety +1

    მადლობა ამ ვიდეოსᲗვის❤🙏და მეორე ნაწილი არ დევს?ვერ ვნახე

  • @gardendesigns
    @gardendesigns Před 9 měsíci

    მეორე ნაწილიც რომ გვენახა იქნებოდა ძალიან კარგი

  • @alisoncharity5216
    @alisoncharity5216 Před 3 lety

    იმედია იქნება შემდეგი ნაწილი

    • @changeyoucan
      @changeyoucan  Před 3 lety

      შეძენილია ხმის ჩამწერი სტუდია, ახლა ეწყობა და მალე განვაგრძობთ ამ და მსგავსი ვიდეოების გახმოვანებას. სექტემბრიდან ბევრ სიახლეს შემოგთავაზებთ

    • @beautyspaceonearth
      @beautyspaceonearth Před rokem

      czcams.com/video/zNVQfWC_evg/video.html

  • @mako_mako_888
    @mako_mako_888 Před 10 měsíci

    გაგრძელება?❤

  • @gardendesigns
    @gardendesigns Před 9 měsíci

    მეორე ვიდეო ვერ ვნახე ამის გაგრძელება

  • @iovan432
    @iovan432 Před rokem

    ანუ ველები ენერგიააა, სამმშენებო და ისე ენერგიაც, და შავიი ენერგია და შავი მატერია რით განსხვავდება

    • @beautyspaceonearth
      @beautyspaceonearth Před rokem

      კატა რო გადაგირბენს გზაზე შავი თუა არ გაიარო,ეგაა შავი ენერგია შავი მატერიით!!!

    • @paatapaata6882
      @paatapaata6882 Před rokem +1

      მე როგორც გავიგე სემიხატოვისა და პობედინსკის ლექციებიდან ველი მაღალი დაძაბულობის პირობებში იწვევს წინააღმდეგობის ზრდას. ე.ი. იგივე მაღალი სიმკვრივის პირობებში. წინააღმდეგობა კი იგივე მასასთან შეგვიძლია გავაიგივეოთ. ე.ი.ველის მაღალი სიმკვრივე უკვე მასაა. ე.ი. მასაში იმარხება ენერგია. მე მგონი ესეა. უნდა მოვისმინო კიდე კაზაკოვ რუდაკოვი. ივანოვი. და იშხანოვის ლექციები. ძალიან დიდი პროფები არიან!...

  • @natie6578
    @natie6578 Před rokem

    მეორე ნაწილს ვერ ვპოულობ

    • @changeyoucan
      @changeyoucan  Před rokem +1

      ოქტომბერში დავიწყებთ დაგროვილი თარგმანების გახმოვანებას და მათ შორის ამ ლექციის მეორე ნაწილიცაა :)