ბერა - რომანტიკოსი მუსიკოსი ბოსი

Sdílet
Vložit
  • čas přidán 6. 09. 2024
  • ჩემი სიმღერა გულიდან მოდის და შენ გულამდე აღწევს -
    რასაც ფიქრობ, თითქოს იმას აღწერს.
    რამდენი გვქონია საერთო, მე ხომ შენს თვალებში ვკითხულობ ამ ლექსს.
    მიყვები ამბებს, მე ვუსმენ შენს ხმას, მხოლოდ შენს ხმას
    ვერც შინაარსს და ვერც აზრს.
    ლამაზი რომ ხარ, ეს ჩემზე კარგად იცი.
    მე ვეცდები, დაგანახებ მეტსაც.
    ჩემთვის ნიშნავს ბევრს, იმაზე ბევრად მეტს
    ვიდრე მე და შენ, ვაჩვენებთ ერთმანეთს,
    ჩემი მუზა ხარ - გამოდის ერთად ვწერთ.
    და ცალ-ცალკე უკვე ვეღარ ვძლებთ.
    ო, მემგონი კიდევ ერთხელ დავიკარგე შენს გამო,
    არ ვიცი სად მივდივარ, მაგრამ შენც წამო
    წაგიყვან იქ, სადაც არასოდეს ყოფილხარ.
    შენი რომანტიკოსი მუსიკოსი ბოსი ვარ ! (B O S S)
    სადაც არ წახვალ, ახლოს ვიქნები
    თუნდაც შორიდან - გაგიფრთხილდები...
    (შენ სადაც არ წახვალ...)
    შენი მუსიკოსი, რომანტიკოსი BOSS x2
    შენი საყვარელი ფილმის, საყვარელი გმირივით გემახსოვრები სულ
    მემახსოვრები მეც, არასოდეს შეგადარებ სხვებს
    თუმცა თუ დააკვირდები გასულ წლებს, ჩემთან დიდხანს ვერავინ ძლებს.
    და სანამ არ მკარგავს - ვერ მაფასებს !
    რამდენი იმედგაცრუება მახსოვს,
    უშენობამ გამყინა, შენთან ყოფნა - მადნობს !
    და თუ დამინახავ მარტოს, იცოდე, რომ
    შენი მოგონება მათბობს.
    შენ ხომ არაფერს არ ითხოვ ჩემგან,
    ამბობ, რომ ბედნიერი ხარ მარტო ჩემთან ! (მარტო ჩემთან)
    თითქოს, ზედმეტად გჯერა ჩემი, მე ზედმეტად მენატრები, მელანდები ყველგან !
    ჰოდა, მგონი კიდევ ერთხელ დავიკარგე შენს გამო,
    არ ვიცი სად მივდივარ, თუ გინდა შენც წამო.
    წაგიყვან იქ, სადაც არასოდეს ყოფილხარ
    შენი რომანტიკოსი მუსიკოსი ბოსი ვარ !
    (მისამღერი)
    ვახშამი სანთლების შუქზე, შენთვის საჩუქარი მაქვს!
    ჩემგან სამახსოვროდ დაიკიდე გულზე.
    და როცა ვიქნები შორს, გაგახსენებს ჩემს თავს. x2
    ახლოს ვიქნები
    თუნდაც შორიდან - გაგიფრთხილდები...
    სადაც არ წახვალ, ახლოს ვიქნები
    თუნდაც შორიდან - გაგიფრთხილდები...
    შენი მუსიკოსი, რომანტიკოსი BOSS x4

Komentáře • 9