მწარე პოდკასტი, ეპიზოდი 45. ამბავი თავისუფალი კაზაკებისა

Sdílet
Vložit
  • čas přidán 2. 04. 2022
  • მოიწონეთ და გამოიწერეთ არხი - like and subscribe our channel
    ▶️თუ უსმენთ პოდკასტს, გსურთ დაეხმაროთ პროექტს სწრაფ განვითარებაში, პრემიუმ ანგარიშის ჩართვაში, ტექნიკურ უზრუნველყოფასა და ხარისხის გაუმჯობესებაში, „მწარე პოდკასტის" მხარდაჭერა შეგიძლიათ აქ:
    საქართველოს ბანკი: GE23BG0000000181160700 (მიმღები: ხოფერია ნიკა)
    PAYPAL @bitterpodcast (Nika Khoperia)
    --------------------------------------------------------------------
    „მწარე პოდკასტის" 45-ე ეპიზოდი, XVI-XVIII საუკუნეებში, უკრაინის გაშლილ მინდვრებსა და ფართო მდინარეების ნაპირებზე დაბადებულ საინტერესო ფენომენს, კაზაკობას დავუთმეთ. რამ გამოიწვია კაზაკობის გაჩენა; რა ისტორიულ პროცესში ჩამოყალიბდა ზაპორიჟიას სიჩი და რას წარმოადგენდა ის; რას ნიშნავს „კაზაკი" და „გეტმანი"; როგორ იმართებოდა კაზაკური საზოგადოება; რა იყო კაზაკთა მთავარი ფასეულობა; როგორი აღჭურვილობით იბრძოდნენ კაზაკები; რა განსხვავებაა ზაპოროჟიესა და დონის კაზაკებს შორის; რას აღნიშნავს ტერმინი „რუტენია"; წარმოადგენს თუ არა ზაპოროჟიას სიჩი უკრაინის ისტორიის დამაკავშირებელ რგოლს კიევის რუსეთსა და თანამედროვე უკრაინას შორის; როგორი წერილი მისწერეს ოსმალთა სულთანს ზაპორიჟიელებმა; ვისი პროტოტიპი იყო უკრაინული ფოლკლორის გმირი კაზაკი მამაი; რატომ გაანადგურა რუსეთის იმპერიამ ზაპოროჟიელი კაზაკები; რომელ ქართველ მთავრებს ჰქონდათ კავშირი ოსმალეთის წინააღმდეგ მებრძოლ კაზაკებთან; მოკლედ შევეხეთ რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომ კაზაკებსა და მათ მონაწილეობას სხვადასხვა ომში; ასევე, კაზაკებს მხატვრულ ლიტერატურაში.
    პოდკასტის სტუმარია ისტორიკოსი ლაშა ჩანტლაძე.
    ილუსტრაცია: კაზაკი მამაი. როსტისლავ ზაგორნოვის ნახატი.
    მუსიკა: კაზაკური მარში, Національний академічний оркестр народних інструментів України
    www.podbean.com/media/share/p...

Komentáře • 20

  • @BitterPodcast
    @BitterPodcast  Před 10 měsíci

    მოიწონეთ და გამოიწერეთ არხი - like and subscribe our channel
    ▶„მწარე პოდკასტის" მხარდაჭერა შეგიძლიათ აქ:
    საქართველოს ბანკი: GE23BG0000000181160700 (მიმღები: ხოფერია ნიკა)
    PAYPAL @bitterpodcast (Nika Khoperia)

  • @tato3696
    @tato3696 Před 2 lety +3

    საინტერესო იქნება დიმიტრი სილაქაძის ხილვა კონკრეტულად უკრაინა რუსეთის ისტორიული ურთიერთობების განხილვა. განსაკუთრებით დიმიტრისგან 20იანი წლების უკრაინაში შექმნილი ვითარების განხილვას ველი
    P.s პოდკასტი ისევ გამორჩეულად კარგი გამოვიდა

    • @BitterPodcast
      @BitterPodcast  Před 2 lety +2

      ჯერ, შეიძლება ამ პოდკასტის "პრიკველი" ჩავიწეროთ

  • @lashaerbelidze3511
    @lashaerbelidze3511 Před rokem +1

    ,,კრაინა"" სლაურ ენაში, (გარდა ,,რუსულისა") ქვეყანას ნისნავს.

  • @MCVANEKONCXI
    @MCVANEKONCXI Před rokem +1

    ბანდერაზე იქნებოდა კარგი მოსმენა

    • @BitterPodcast
      @BitterPodcast  Před rokem

      უახლესი ისტორიის სპეცები დამჭირდება სტუმრებად

  • @ditozarnadze5439
    @ditozarnadze5439 Před rokem

    დღევანდელი ქვეყნის, ყაზახეთის დასახელებას თუ აქვს რაიმე კავშირი კაზაკებთან ? 🤔

    • @BitterPodcast
      @BitterPodcast  Před rokem +1

      კი, თურქულად ქაზ მოხეტიალეს, მომთაბარეს, მოგზაურს ნიშნავს, სიტყვა კაზაკსაც იგივე ფესვები აქვს.

  • @user-bx6vs6qw5b
    @user-bx6vs6qw5b Před 6 měsíci

    რა უცნაურია, ასეთ კარგ პოდკასტს მხოლოდ 73 მოწონება რომ აქვს

    • @vickhasackha1333
      @vickhasackha1333 Před 2 měsíci

      ალბათ სისულელეა და იმიტომ :)

    • @BitterPodcast
      @BitterPodcast  Před 2 měsíci +1

      სამეცნიერო ლიტერატურას ეყრდნობა, ასე რომ სისულელე თქვენს რუსულ ვერსიაში მოიკითხეთ.

    • @user-bx6vs6qw5b
      @user-bx6vs6qw5b Před 2 měsíci

      @@vickhasackha1333 не надо хамить

  • @MegaScout2010
    @MegaScout2010 Před rokem

    კაზაკების ეროვნული გმირი ეს რას ნიშნავს? კაზაკები ერი არაა

    • @BitterPodcast
      @BitterPodcast  Před rokem +1

      გეთანხმებით, არ იგულისხმება მაგ მნიშვნელობით, ეროვნული საუბრისას წამოცდენილი სიტყვა უფროა ამ შემთხვევაში ინსტიქტურად. კაზაკების გმირად მიჩნეული უფრო სწორი იქნებოდა.

  • @MrZe1963
    @MrZe1963 Před rokem

    ხანდახან ძალით ივიწყებთ თუ მართლა არ იცით!? საბჭოთა ყველაზე მდიდარი და ცნობილი მწერალი - მიხაილ შოლოხოვი თავის წყნარი დონით

    • @BitterPodcast
      @BitterPodcast  Před rokem

      და რა, ისტორიულ წყაროდ ხომ არ მოვიყვანდით შოლოხოვს? თანაც დონის კაზაკებზე არც ვსაუბრობთ, დნეპრის კაზაკებზე ვსაუბრობთ.

    • @MrZe1963
      @MrZe1963 Před rokem

      @@BitterPodcast არა და არა, რაის წყარო! მაგრამ ეს იყო პოპულარული "ახალ საბჭოთა ქვეყანაში". არადა ყველა კაზაკებზე საუბრობთ ზაპოროჟიედან მამაის (ვოლგის პირეთის), ურალის და აღმოსავლეთ ციმბირის ჩათვლით, მაშინ უფრო მეტი თქვით ტარას ბულბაზე & კიდევ გოგოლი იყო რუსი მწერალი, სამწუხაროდ .. კიდევ, თერგის ხეობაში სად ცხოვრობდნენ??? თუ მსახურობდნენ?? დღევანდელი სტავროპოლის მხარე ხომ არ გაქვთ მხედველობაში??

    • @BitterPodcast
      @BitterPodcast  Před rokem +1

      საბჭოთა დროს პოპულარული მხატვრული ნაწარმოები იყო, კი. აქცენტი დნეპრის კაზაკებზეა პოდკასტში, დანარჩენები მხოლოდ შესადარებლად არის დასახელებული. გოგოლი რუსი მწერალია, მაგრამ, უკრაინული წარმოშობის და უკრაინის კულტურულ თავისებურებებზე, ისტორიასა და მითოლოგიაზე ბევრი აქვს დაწერილი. თერგზე XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან იყვნენ კაზაკები. თანამედროვე ჩრდილოეთ ოსეთის, ჩეჩნეთისა და დაღესტნის რესპუბლიკების ტერიტორიებზე იყო გაბნეული მათი დასახლებები და სიმაგრეები. უფრო გვიან, XIX საუკუნეში, ვლადიკავკაზის გარშემო კონცენტრირდნენ.