ირაკლი ქარსელაძე - გრიგოლეთი-ქობულეთის მაგისტრალური გზის მშენებლობა აქტიურად გრძელდება

Sdílet
Vložit
  • čas přidán 14. 03. 2024
  • ,,უმნიშვნელოვანესი დასკვნითი სამუშაოები მიმდინარეობს გრიგოლეთი-ქობულეთის გზის მონაკვეთზე. 14 კმ-იანი მონაკვეთიდან 11 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა უკვე გახსნილია, დარჩენილია 3 კმ-იანი კრიტიკული მონაკვეთი, რომელიც უზრუნველყოფს გრიგოლეთი-ქობულეთის მონაკვეთის პირდაპირ ბმას სამტრედია-გრიგოლეთის დასრულებულ მონაკვეთებთან“-განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ გრიგოლეთი-ქობულეთის მაგისტრალური გზის სამუშაოების დათვალიერების შემდეგ.
    აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის (E70) შემადგენელი გრიგოლეთი-ქობულეთის მონაკვეთის მშენებლობა აქტიურად გრძელდება. გზის 11 კმ-იან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა უკვე გახსნილია, 3 კმ-იან მონაკვეთზე კი სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება.
    მინისტრის თქმით, სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება, თუმცა, არის გამოწვევები 3 კმ-იან მონაკვეთზე, რის გამოც კონტრაქტორ და საზედამხედველო კომპანიებს მოეთხოვათ შესაბამისი მობილიზაციისა და რესურსების გაზრდა.
    გრიგოლეთი-ქობულეთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტი მოიცავს 14 კმ-იანი, 4 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 22 სახიდე გადასასვლელის, 4 სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილების და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას.
    მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 228 მილიონ ლარს შეადგენს.
    გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის საშუალებით, სამტრედია-გრიგოლეთის გზა ქობულეთის შემოვლით გზას დაუკავშირდება და სატრანსპორტო ნაკადები გრიგოლეთიდან ქობულეთის მიმართულებით ჩქაროსნული ავტომაგისტრალით იმოძრავებს.
    ,,გეგმა, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია გულისხმობს, აღნიშნული მონაკვეთის წელს დასრულებას. შედეგად სამტრედია- გრიგოლეთი პირდაპირ დაუკავშირდება ქობულეთის შემოვლითი გზის მონაკვეთს, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვანია, როგორც ზაფხულის სეზონისთვის, ისე მოსახლეობის ყოველდღიური საჭიროებებისთვის, რათა უფრო სწრაფად, უსაფრთხოდ და კომფორტულად მოხდეს დასავლეთ საქართველოში მაგისტრალური გზებით გადაადგილება“-აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

Komentáře • 1