მწარე პოდკასტი, ეპიზოდი 76. დრაკულა: ცოტა ისტორია და ბევრი მითი

Sdílet
Vložit
  • čas přidán 12. 09. 2024
  • მოიწონეთ და გამოიწერეთ არხი - like and subscribe our channel
    ▶️თუ უსმენთ პოდკასტს, გსურთ დაეხმაროთ პროექტს სწრაფ განვითარებაში, პრემიუმ ანგარიშის ჩართვაში, ტექნიკურ უზრუნველყოფასა და ხარისხის გაუმჯობესებაში, „მწარე პოდკასტის" მხარდაჭერა შეგიძლიათ აქ:
    საქართველოს ბანკი: GE23BG0000000181160700 (მიმღები: ხოფერია ნიკა)
    PAYPAL @bitterpodcast (Nika Khoperia)
    --------------------------------------------------------------------------
    „მწარე პოდკასტის" 76-ე ეპიზოდი, გოთიკური პროზის საკვანძო პერსონაჟს და ყველაზე ცნობილ ვამპირზე, დრაკულას ეხება. სად ამოიკითხა ბრემ სტოკერმა სახელი „დრაკულა"; რას წარმოადგენდა ამ სახელის ნამდვილი პატრონი - ვლად დრაკულა; ვინ იყო ის - წმინდანი თუ სასტიკი ურჩხული; რა ურთიერთობა ჰქონდა თავისი ეპოქის დიდ ისტორიულ ფიგურებთან - იანუშ ჰუნიადისთან, მათიაშ კორვინუსთან და მეჰმედ დამპყრობელთან; რას ნიშნავს „ტრანსილვანია"; როგორ დაიღუპა დრაკულა და სად არის მისი სამარხი; რომელ ცნობილ მწერალზე დააფუძნა დრაკულას პერსონაჟი სტოკერმა; რამ შთააგონა დაეწერა წიგნი ტრანსილვანიელ გრაფზე; რომელ მითოლოგიასა და ხალხურ გადმოცემებში გვხვდება ეს არსება; როგორ არის გაერთიანებული მაქციისა და ვამპირის ბუნება ერთ პერსონაჟში; სტოკერის გარდა ვინ შექმნა ცნობილი ვამპირი პერსონაჟები; როგორ გადმოიტანეს რეჟისორებმა დრაკულა კინოეკრანებზე; როგორ გადაიღო ფრიდრიხ მურნაუმ Nosferatu - ფილმი დრაკულას პროტოტიპზე და რატომ ვერ გამოიყენა ორიგინალი სახელი და სიუჟეტი; ვინ შეასრულა დრაკულა საუკეთესოდ - ლუგოშმა, ლიმ, ოლდმანმა, როქსბურგმა თუ სხვამ; როგორ დაიწყო სტივენ სომერსმა ახალი მითოლოგიური სამყაროს შექმნა ფილმ "Van Helsing"-ში; როგორ ტრანსფორმირდა ვამპირის პერსონაჟი დროთა განმავლობაში და რამდენად პოპულარულია ის დღეს - ეს ყველაფერი და კიდევ სხვა საინტერესო ამბები, ამ ეპიზოდში შეგიძლიათ მოისმინოთ.
    პოდკასტის სტუმარია მიშა შაველაშვილი და შავი კატა, სახელად ნორი

Komentáře • 22