სარკინეთის მამათა მონასტერი

Sdílet
Vložit
  • čas přidán 20. 08. 2024
  • ეს გზა ძამას ხეობას მიუყვება... ამ გზით უცებ საოცარ სამყაროში აღმოჩნდებით - ცამდე აზიდული მთები, მაღალ-მაღალი ხეები და პატარა მდინარე, რომელსაც ვიწრო გზატკეცილი მიუყვება. ამ გზაზე ერთმანეთის მონაცვლეობით გვხვდება წარწერები: მზოვრეთი, სარკინეთი, კარიბჭე, საბერიო, ქარმელი, ქართა, შატბერდი, ბერმუხა, ბანა, კოდმანი, ოპიზა, უდაბნო, ქვათეთრი, წიფლოვანა, ბერთუბანი, ქოზიფა... პირველი, რაც ყურადღებას იქცევს ის არის, რომ წარწერების მიხედვით, ბევრი დასახლებული პუნქტი ჩანს, ადამიანები კი იშვიათად შეგხვდებათ. ეს იმიტომ, რომ წარწერები არა დასახლებულ პუნქტზე, არამედ მონასტრებისკენ მიმავალ გზაზე მიგვანიშნებს.
    ქარელის რაიონში მდებარე ძამას ხეობა საოცარია ბუნებით, ჰაერით, მიწით, სილამაზით და რაც მთავარია სიწმინდეებით. 40ზე მეტი მოქმედი მონასტერია მთელ ხეობაში. კიდევ იმრავლებსო, ამბობენ ბერები. საოცარია. ამ ერთ პატარა მხარეში,თითქოს ყოველი გოჯი მიწა ეკლესიის საძირკვლად არის გაჭრილი. ჩვენი წინაპრები კი მთელ ამ ხეობას თურმე ბერთუბანს ანუ ბერების სამყოფელს უწოდებდნენ.
    ძამის ხეობისკენ მიმავალს ისე შთაბეჭდილება გრჩება, თითქოს ბერმონაზვნების ქალაქში მოგზაურობ. ყოველ ნაბიჯზე მონასტრებია, ყოველ ნაბიჯზე დედების თუ მამების ხმატკბილი გალობა ისმის... ძამის ხეობა შიდა ქართლში, ქარელის რაიონში, ერთ-ერთი ულამაზესი და სტრატეგიული მნიშვნელობის ადგილია. X საუკუნეში აქ ყოფილა რეზიდენცია ძამის მთავრის ადარნასესი, რომელსაც მონაწილეობა მიუღია საქართველოს სამთავროების გაერთიანებისთვის ბრძოლაში.
    თამარ მეფის დროს ძამის ხეობა მნიშვნელოვან როლს თამაშობდა სახელმწიფოს პოლიტიკურ-კულტურულ ცხოვრებაში. XIII-XIV საუკუნეებში ეს ხეობა მონღოლებმა ააოხრეს. XV საუკუნეში იწყება მისი აღდგენა და განახლება ზაზა ფანასკერტელის მიერ. რამდენიმე საუკუნე ეს ადგილი წირვა-ლოცვის ღვთაებრივ მადლს მოწყვეტილი იყო. 1996 წლის 21 ოქტომბრიდან წმინდა სინოდის განჩინებით ურბნისისა და რუისის ეპარქიის მმართველად დაინიშნა მეუფე იობი (აქიაშვილი). მეუფე იობის დამსახურებაა ურბნისის და რუისის ეპარქიაში საეკლესიო ცხოვრების აღორძინება. ეპარქიაში შემავალ თითქმის ყველა სოფელში აღადგინეს ძველი და ააშენეს ახალი ეკლესიები. დაფუძნდა მამათა და დედათა მონასტრები, სასულიერო სასწავლებლები. მათგან აღსანიშნავია, კლდეში გამოკვეთილი ღირსი შიო დიდი საკვირველთმოქმედის სახელობის სარკინეთის მამათა მონასტერი. XIV საუკუნის შემდეგ ეს გახლავთ პირველი კლდეში ნაკვეთი ტაძარი

Komentáře • 5

  • @katerinaeka9588
    @katerinaeka9588 Před 4 měsíci +1

    რა დიდებულია 🙏🏻 დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ უფალმა ამინ🙏🏻❤❤🇬🇪
    დიდება უფალს ამინ 🙏🏻🙏🏻❤❤❤

  • @natalinatali1758
    @natalinatali1758 Před 2 měsíci

    🙏❤️🙏❤️🙏❤️🙏❤️🙏❤️

  • @user-pc6sy6zo2t
    @user-pc6sy6zo2t Před rokem

    🙏

  • @user-ik2qm5bd4b
    @user-ik2qm5bd4b Před 10 měsíci

    გაიხარე მარიამ.❤❤❤❤

  • @user-pc6sy6zo2t
    @user-pc6sy6zo2t Před rokem

    🙏