Soso Mikeladze - ქართული - სოსო მიქელაძე - Kartuli

Sdílet
Vložit
  • čas přidán 2. 04. 2019
  • #ქართული #გაუმარჯოს #Kartuli #ესგაუმარჯოს
    ტექსტი და მუსიკა: სოსო მიქელაძე
    არანჟირება, ხმის რეჟისურა: ბექა გაბუნია
    ფოტო: ცისკარა უგრეხელიძე
    Written by: Soso Mikeladze
    Arrangement: Beka Gabunia
    2019 წელი, მარტი
    სიმღერის არანჟირების ავტორი და ხმის რეჟისორი არის ნიჭიერი ქართველი მუსიკოსი ბექა გაბუნია; ის, ადამიანი, რომელმაც ჩვენთვის დაამუშავა უკვე საყოველთაოდ ცნობილი ჰიტები - „მე და შენ“, „მიყვარხარ“, „გოგონი“, „წლები და გზები“, „საოცნებო ქალო“.
    ტექსტის და მუსიკის ავტორი, როგორც ყოველთვის, გახლავართ მე, სოსო მიქელაძე. სიმღერა „ქართული“-ს შექმნით და ჩაწერით ჩემი მასშტაბური ჩანაფიქრი იყო შემეხსენებინა, გამეღვიძებინა, გამეღვივებინა, გამეცოცხლებინა ჩვენი ეროვნული თვითშეგნება, სიამაყე, ხალისი, შემართება, სულიერი მზაობა და ეროვნული თავდადებული საქმიანობა.
    სიმღერით „ქართული“ მე მინდა შემოვუძახო ყველა ქართველს და საქართველოს ღირსეულ შვილს: ჩვენ ზუსტად რომ „ვეფხისტყაოსნის“ ერი ვართ (მარტო ეს ფაქტი რად ღირს!), ჩვენ ვართ დავითის, თამარის ერი, და, შესაბამისად, გაცილებით და გაცილებით მაღალი ნიშნულების დაძლევა გვმართებს დღეს, ხვალ, ზეგ, ყოველწუთიერად, თითოეულ ჩვენგანს ძალიან დიდი და დიდი ვალდებულებები გვაკისრია!
    ჩემი განსაკუთრებული სურვილია, რომ სიმღერა „ქართული“ ისმოდეს ყოველ ქართულ დღესასწაულზე, ისმოდეს დღეობებზე, ზეიმებზე, უბრალოდ სუფრებზე, ისმოდეს ქორწილებში, სპორტულ ასპარეზობებზე, საჯარისო ნაწილებში, ყოველი მანქანის პლეერში, სოციალურ-პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში და, საზოგადოდ, ყველგან, სადაც ირჩევა და წყდება ბედი ქართლისა.
    დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ოჯახს!
    უდიდეს მადლობას ვუხდი ჩემს მეგობარს - ცისკარა უგრეხელიძეს. ეს კაცი აგერ უკვე ათწლეულზე მეტია უანგაროდ მხარს მიჭერს ჩემს მუსიკალურ და სატრენინგო საქმიანობაში, იმ შორეული დროიდან, როცა ყველასათვის უცნობი ავტორ-შემსრულებელი ვიყავი. დიახ, ეს მართლაც ფასდაუდებელი ამაგია!
    დიდი მადლობა ყველა მეგობარს, ვინც დააფასა და აღიარა ამ სიმღერის სილამაზე და გზა დაულოცა მის განვითარებას, გამოსვლას!
    და ბოლოს, ჩემო ძვირფასებო, იყავით ჩვენთან, მოისმინეთ ეს ქართული სულისკვეთებით გაჟღენტილი მუსიკალური ნამუშევარი, მოიწონეთ, გააზიარეთ და ყველამ ერთად შევქმნათ ჭეშმარიტად ქართული სიმღერის უდიდესი წარმატება!
    „ქართული“ (სიმღერის ტექსტი)
    I ნაწილი
    ეს გაუმარჯოს ჩვენს ქართულ სულს და სიტყვა-შეკაზმულს ლექსს,
    მიწიერ სუფრას, თამადას-უფალს, "ვეფხისტყაოსნის" ერს,
    და ვენაცვალე ჩვენს ქართულ ზეცას, ალალს და უთბილესს,
    და გაუმარჯოს ჩვენს შვილებს, ჩვენს გვარს და ჩვენს ხვალინდელ დღეს!
    ეს გაუმარჯოს ყველას, ვინც ქვეყნად მზესავით კაშკაშებს,
    და გაჭირვებულს, და მკურნალს ქვეყნის, მელექსეს, მეპურეს!
    და ვენაცვალე ყველა ჩვენს მებრძოლს, წმინდანს, მუშას და გლეხს,
    და გაუმარჯოს ყველაფერს, რაზეც ჩვენი უკვდავება ძევს!
    მისამღერი:
    ქართული, ქართული, ზეიმია ქართული,
    მეფური სიტყვა და სადღეგრძელო ზღაპრული,
    ფერხულში ჩაბმული, გულით გულში ჩაკრული,
    საქმე ჩვენი ქართული, ძმობა და სიყვარული!
    ქართული, ქართული, სილამაზე ქართული,
    წარსული, ქართული, სული სულ შემართული,
    ბრძოლა და სიცოცხლე სიყვარულში გართული,
    ეს სამოთხე მიწისა ხატი დედამიწისა, ჰე!!!!
    II ნაწილი
    ეს გაუმარჯოს ყველას, ვინც სწავლობს, ხატავს, აშენებს, ქმნის,
    ყველას ვინც იპყრობს, თამამად ხედნის დროის ბედაურს გიჟს,
    პური და ღვინო, ომი და ზავი, ლხინი და ქორწილის დღე,
    კავკასიონზე სულ მარად ენთოს ჩვენს გამარჯვებათა მზე!
    ეს გაუმარჯოს ჩვენს ქართულ როკვას, ჩვენს ნიჭს და მაღალ ღმერთს,
    ჩვენს ქალაქს, სოფელს, ჩვენს დღეს და ღამეს, და ბრძოლით შესხმულ ფრთებს,
    მაშ გაუმარჯოს დიდს და პატარას, ამ ქვეყნის ყოველ შვილს,
    და ვენაცვალე ქართულ საქმეში ყოველ ჩვენთაგანის წვლილს.
    მისამღერი: (2-ჯერ)
    - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
    გთხოვთ, ნუ გადაამრავლებთ (მოიპარავთ) კლიპს/სიმღერას;
    ნუ ატვირთავთ აღებულ რგოლს თქვენს არხზე სხვადასხვა ფოტოებით და არაადექვატური სახელწოდებებით!!!
    ეს არის ჩვენი არხის პრინციპული პოზიცია!
    ნებისმიერ დროს შეგიძლიათ სიმღერის მოცემული ბმულის გაზიარება სოციალურ ქსელში.
    ვიდეოს/სიმღერის თქვენს არხზე დაკოპირების შემთხვევაში - გაუფრთხილებლად წაგეშლებათ რგოლი.
    • Soso Mikeladze - ქართუ...
    Soso Mikeladze - Kartuli - სოსო მიქელაძე - ქართული - Сосо Микеладзе - Грузинский - Georgian
    © საავტორო უფლებები დაცულია
  • Hudba

Komentáře • 200

  • @mrtuko9913
    @mrtuko9913 Před 5 lety +23

    შესანიშნავი, პატრიოტული სიმღერა და საქართველოს ნამდვილი მომღერალი !!!

  • @natalianamiheiwvili5520
    @natalianamiheiwvili5520 Před 5 lety +12

    Namdvili qartuli sulit da gulit sheqmnili simgera,romelic gagrznobinebs rom xar namdvili qartveli ,tqven gagimarjot b soso saqartvelos da qartveli eris siamayev,warmatebebi chemo kargo❤❤

  • @natalichechelashvili9290
    @natalichechelashvili9290 Před 5 lety +8

    Rogor velodebodi am simgeras gaixaree💖💖ufali gfaravdes 👏👏💖💖

  • @rusudanqurcikidze273
    @rusudanqurcikidze273 Před 5 lety +10

    ჩემო თბილო და კარგო სამშობლო საქართველოვ, გაგიმარჯოს აწ და მარადის!!!👍💙💚☺👏💜💖⛪

  • @sosomikeladze
    @sosomikeladze  Před 5 lety +16

    გაიხარეთ, ჩემო ტკბილო და ლამაზო ქართველებო! გაუმარჯოს საქართველოს და ყოველივეს ღირსეულს ქართულს!

  • @ronsmith8017
    @ronsmith8017 Před 5 lety +16

    ძალა, სიღრმე, სისადავე, სიმტკიცე, დიდი ეროვნული სულისკვეთება - ყველაფერმა თავი მოიყარა ამ სიმღერაში! გავაზიაროთ, ხალხო, და გავაცნოთ მსოფლიოს!

  • @natalichechelashvili9290
    @natalichechelashvili9290 Před 5 lety +8

    Gaumarjos saqartvelos dailocos chveni samshoblo 👍👍👏👏👏💖💖💖💖

  • @apollosun8797
    @apollosun8797 Před 5 lety +10

    "...და ვენაცვალე ქართულ საქმეში ყოველ ჩვენთაგანის წვლილს..." ძნელია დღეს ქართველად ყოფნა და საქართველოს მოქალაქეობა... მადლობა სოსო ამ უძლიერესი მუხტის სიმღერებისათვის!

  • @user-om8yl1fq4e
    @user-om8yl1fq4e Před 5 lety +10

    დიდი საქმეა დარჩე და იყო ქართველი, გიყვარდეს შენი სამშობლო, როცა ყველანაირად ცდილობენ ყველაფერი ქართული შეგაძულონ და დაგავიწყონ! აწ და მარადის გაუმარჯოს ყველაფერს ღირსეულ ქართულს!

  • @user-ge2uz7nq2v
    @user-ge2uz7nq2v Před 5 lety +9

    საოცარიაააა გაუმარჯოოოს!!!!!😍😍😍😍

  • @tamaridemetrashvili6859
    @tamaridemetrashvili6859 Před 5 lety +9

    varskvlavze ufro kashkasha, qartuli estradis birtvo, qartuli sityvis didostato, udzlieresi xart... am mefur notaze gilocavt udides nashroms, gisurvebt ulev warmatebas da dafasebas, meamayebit...

  • @anaintskirveli5182
    @anaintskirveli5182 Před 5 lety +9

    სასიამოვნო და თბილი სიმღერები აქვს.გულს და სულს რომ გაგითბობს❤

  • @guliratia2980
    @guliratia2980 Před rokem +6

    ქართული სულისკვეთებით შესრულებული ნამდვილი ეროვნული,ქართული სიმღერა!!!
    ❤️❤️❤️

  • @Paatagabojunior
    @Paatagabojunior Před 5 lety +9

    სოსო ძმა მაგარი ხარ

  • @user-ge2uz7nq2v
    @user-ge2uz7nq2v Před 5 lety +10

    უყვარხარ სოსო დარიანას და ვხარობ შენი ხმით ,სიმღერით და შემართებით 😍😍😍 წარმატებები შენ ❤❤❤❤❤

  • @vvmm9944
    @vvmm9944 Před 3 lety +9

    Საქართველოს მადლს უფალი ფარავდეს ჩემო ქართველო ერო მიყვარხართ უფალმა დაგლოცოთ ყველა ქართველი ამინ

  • @dalakishvili4480
    @dalakishvili4480 Před 5 lety +12

    საქართველოს საამაყო ხელოვანო, სულ წარმატებებს გისურვებ ყოველთვის 👏👏👏💖💖💖💖💖💖

  • @cisanashavliashvili9159
    @cisanashavliashvili9159 Před 5 lety +8

    მომეწონა კარგია.

  • @tinatinveshapidze4163
    @tinatinveshapidze4163 Před 5 lety +12

    ეს გაუმარჯოს ჩვენს სამშობლოს 🇬🇪 ! ეს გაუმარჯოს ჩვენს საქართველოს ! და გაუმარჯოს ყველაფერს -ქართულს ! 👏👏👏💖

  • @mariamarabuli2614
    @mariamarabuli2614 Před 5 lety +5

    ქართული სული, ქართული გული.გაუმარჯოს საქართველოს!ვამაყობ ,რომ ვარ ქართველი. 👍❤

  • @ganvitareba2159
    @ganvitareba2159 Před 5 lety +7

    ყველაფერია ნათქვამი ამ სიმღერით, ვინ და რანი ვიყავით, რანი ვართ და რანი უნდა ვიყოთ! გაგიმარჯოს, სოსო!

  • @mariamgogaladze5033
    @mariamgogaladze5033 Před 3 lety +8

    რა მაგარი სიტყვებია..გაიხარეთ🇮🇹🇬🇪🙏

  • @user-ov1yi2ub1m
    @user-ov1yi2ub1m Před 5 lety +5

    Грузинские песни-это бальзам на душу.
    Спасибо вам,Сосо!Как всегда,все так мелодично и красиво👍👍💋💋💋💋💋💖💖💖💖💖💖💖💖💖💖💖💖💖💖💖

  • @kristi1953
    @kristi1953 Před 5 lety +5

    soso shemdeg simgerashi qartvel aviaciazec tqvi rame. im xalxze vinc sul dafrinavs ;) madloba winaswar

  • @KetiSomkhishvili
    @KetiSomkhishvili Před 5 lety +6

    საოცარი, ცეცხლოვანი სიმღერაა! 💞💞

  • @tamro76
    @tamro76 Před 5 lety +6

    სუპერ სიმღერა... დიადი განწყობა ეუფლება ადამიანს ❤️❤️❤️

  • @nacara-xu6yz
    @nacara-xu6yz Před 2 lety +6

    Magari xar

  • @gigakvicaridze8767
    @gigakvicaridze8767 Před 5 lety +10

    უმაგრესი მომღერალი ჩემთვის ძალიან ტკბილი ხმით გაიხარეთ სუპერ❤❤❤

  • @user-dz6hw4km4w
    @user-dz6hw4km4w Před rokem +5

    დიდიადამიანიდადიდებული პიროვნება ხარ გაღმერთებდა დიდად ბრწყინავხარ ყოველტვის

  • @user-vf1bo4pt4r
    @user-vf1bo4pt4r Před 5 lety +7

    შენ გენაცვალე სოსო!!! ამ დაწყევლილ უცხო ქვეყანაში, ეს სიმღერა ამ ქართულ გულს მიხეთქავს ყოველ მოსმენაზე!!!

  • @liachachua6505
    @liachachua6505 Před 2 lety +8

    გაიხარეთ,უფალი გფარავდეთ.

  • @user-ge2uz7nq2v
    @user-ge2uz7nq2v Před 5 lety +7

    უნიჭიერესი ხარ სოსო. სიტყვ ები არ მყოფნის... უყვარხარ საქართველოს ,უყვარხარ ყველა ქართველს და მიყვარხარ მეე 😊😊😍😍😍 გაუმარჯოოოოოოოს 😍😍❤❤❤

  • @user-er5me4vq9r
    @user-er5me4vq9r Před 5 lety +5

    პატრიოტული და გმირული შემართება. ეს გრძნობა უბრალოდ შეუფასებელია,, წრფელი გულით ნამღერი და შექმნილი ტექსტი , რომელიც სამშობლოს სიყვარულს ქადაგებს.. ♥️🇬🇪გაგიმარჯოთ ქვეყნის ერთგულო და პატრიოტო, ჩვენი ქვეყნის სიამაყევ სოსო!♥️❤️

  • @user-oe1rl9fj6d
    @user-oe1rl9fj6d Před 5 lety +6

    და ამის მერე მარინა ბერიძე რომ ხმას ამოიღებს 😂 სოსო N1 ❤❤👌

  • @natalianamiheiwvili5520
    @natalianamiheiwvili5520 Před 5 lety +5

    Chveno sufta gulis qartvelo ra guliani namgeria vajkacuri ,rogor getyobat namdvili patriotuli guli rom gifetqavt mkerdshi ,gaixaret chemo zvirfaso❤❤❤🍷🍷👍👍👍

  • @nataliyaalekseeva4100
    @nataliyaalekseeva4100 Před 5 lety +3

    Благодарю Вас Soso за великолепное исполнение, прекрасное музыкальное сопровождение и за душевность страны САКАРТВЕЛО !

  • @KetiSomkhishvili
    @KetiSomkhishvili Před 5 lety +5

    ვეღარ ვწყდები, ვუსმენ და ვუსმენ! 😍

  • @user-ks3ig4gg9k
    @user-ks3ig4gg9k Před 5 lety +5

    არაჩვეულებრივი, ნამდვილი, ქართული პატრიოტული ტექსტი და სიმღერა არის,შესანიშნავი შესრულება. ბ. სოსო თქვენ ბრძანდებით ნამდვილი საქართველოსთვის გულანთებული, ქართველი 🇬🇪🇬🇪🇬🇪ვაშკაცი. დაგლოცოთ უფალმა, რომ ასეთი ლამაზი სიმღერა გვაჩუქეთ.ყოველდღე ვუსმენ ❤❤❤

  • @lanabokuchava9400
    @lanabokuchava9400 Před 5 lety +5

    😍😍👍👍👍

  • @mariamtv3761
    @mariamtv3761 Před 3 lety +7

    ძალიან მიყვარს ეს სიმღერა

  • @user-er5me4vq9r
    @user-er5me4vq9r Před 5 lety +3

    ულამაზესი სიმღერა, ქართული სულითაა გაჟღენთილი,გულში ჩამწვდომი .. გაუმარჯოს ყველაფერს ქართულს და გაგიმარჯოთ თქვენ სოსო!! ქართველო ვაჟკაცო, გვეამაყებით! ულევი წარმატებებიი , უფალი იყვეს თქვენი მფარველი!! 😇♥️🇬🇪

  • @user-er5me4vq9r
    @user-er5me4vq9r Před 5 lety +9

    საქართველოს ჰიმნია.. ბრწყინვალე შესრულება და ტექსტი. გაიხარეთ ქართველო ვაჟკაცო♥️❤️🇬🇪

  • @user-dz6hw4km4w
    @user-dz6hw4km4w Před rokem +4

    გაიხარე საუკუნოდ იმრავლე მაგარიდასაინტერესოსიყვარული ბიჭიხარ გარმერტებ დაყოველთვის ბრწყინავხარ

  • @tamazimezurnishvili3616
    @tamazimezurnishvili3616 Před 3 lety +5

    შენ გენაცვალოს თამაზი ბიძია

  • @RokoRoko-rd1kt
    @RokoRoko-rd1kt Před 3 měsíci +4

    ეს უნდა იყოს ჩვენი ნაკრების ბიჭების დოპინგი სისხლს რო აუდუღებთ ქართულს და ჯრუანტელი დაუვლით ტანში ამ სიმღერაზე უნდა გამოდიოდენ სათამაშოთ! დიდება უფალს და დიდება ქართულს წინ ბიჭებო ბევრი გამარჯვება ჩვენ🇬🇪🇬🇪🇬🇪✊🥂. გააკეთე ვიდეო ჩვენი ნაკრების მომენტები ამ სიმღერაზე ძმაო დააჯდდბა ერთი ერთში

  • @tinatinveshapidze4163
    @tinatinveshapidze4163 Před 5 lety +4

    სულ ვუსმენ და ვუსმენ ... სულს მალამოდ ედება ეს სიტყვები თუ ხმა. ეს გაგიმარჯოს შენ ! უფალმა გამარჯვება არ მოგიშალოს !

  • @kristi1953
    @kristi1953 Před 5 lety +5

    magaria warmatebebiiii

  • @vpp8773
    @vpp8773 Před 5 lety +5

    Klas

  • @mananabakhturidze2872
    @mananabakhturidze2872 Před 5 lety +5

    არაჩვეულებრივი სიმღერაა, გილოცავ სოსო! ცარმატებები ახალ სიმღერას და უამრავი მსმენელი!

  • @user-dz6hw4km4w
    @user-dz6hw4km4w Před rokem +5

    დიდი წარმატებები შენ

  • @tamargurgenidze334
    @tamargurgenidze334 Před 5 lety +8

    👍👍👍👏👏👏👏

  • @mariamloria1059
    @mariamloria1059 Před rokem +4

    ნამდვილად კარგი და პატრიოტული სიმღერაა🎵🎵🎶🎶🎶🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪

  • @sosomikeladze
    @sosomikeladze  Před 5 lety +24

    დიდი მადლობა, ჩემო ძვირფასო ხალხო - ასეთი თბილი, ეროვნული ღირსებით, სითბოთი და პატრიოტიზმით სავსე გამოხმაურებებისათვის!
    მოიწონეთ ეს სიმღერა, აუცილებლად აქტიურად გააზიარეთ სოციალურ ქსელებში, გააცანით მეგობრებს, საახლობლოს, მთელს ქვეყანას - რათა ყველა ქართველს გადაეცეს ჩვენი მაღალი ეროვნული თვითშეგნების მუხტი!
    მიყვარხართ!

    • @100abuda
      @100abuda Před 5 lety +2

      დიდი პატივისცემა ჩემგან თქვენ...

    • @natalianamiheiwvili5520
      @natalianamiheiwvili5520 Před 5 lety +2

      Me zalian miyvars tqveni shemoqmedeba romelic aris unikaluri shedevri qartul xelovnebashi ,gaixaret b soso didi madloba chvenc❤❤

    • @user-ks3ig4gg9k
      @user-ks3ig4gg9k Před 5 lety +2

      ბ.სოსო არა ნაკლებ ჩვენც ძალიან გულშევმატკივრობთ ამ ლამაზ პატრიოტულ სიმღერას, ძალიან მოგვწონს და უკვე ჩემად მეგულება ისე მიყვარს ,ვუსმენ და ვაზიარებ. უფალმა დაგლოცოთ თქვენს უკიკალურ სიმღერებთან. ყოველტვის გვიგულეთ თქვენს შემოქმედებასთან ერთად.

    • @user-ge2uz7nq2v
      @user-ge2uz7nq2v Před 5 lety +2

      მიყვარხარ 😍😍

    • @dalakishvili4480
      @dalakishvili4480 Před 5 lety +1

      მადლობა ჩვენ რომ არსებობ და იღწვი ჩვენთვის და ჩვენი ერისთვის, გვიყვარხარ უსაზღვროდ და აგრეთვე უსაზღვრო წარმატებებს გისურვებ ყოველთვის 💖 💖 💖 💖

  • @tamar1028
    @tamar1028 Před 5 lety +7

    ქართული სულის "მძერწავი" ხარ. ❤️

  • @temurichapandze9064
    @temurichapandze9064 Před 3 lety +7

    Малодец БЕСПОДОБНО

  • @tamar1028
    @tamar1028 Před 5 lety +3

    ისეთი სიმღერაა ხელახლა რომ შეგაყვარებს ქართველობას (საქართველოს:)

  • @KetiSomkhishvili
    @KetiSomkhishvili Před 5 lety +6

    ძალიან მოუხდა ეს სიმღერა ჩვენს პატრიოტულ გრძნობებს მონატრებულ გულებს

  • @user-yr7xv6mo4h
    @user-yr7xv6mo4h Před 3 lety +4

    სოსო გენაცვალე რამაგარი კაცი ხარ მიყვარხარ შენც ეს სიმღერაც ყველა ღირსეული ქართველი და ჩვენი ულამაზესი ქვეყანა საქართველო სულ გვემღერებოდეს ქართველ ერს 🇬🇪🇬🇪🇬🇪

  • @user-ge2uz7nq2v
    @user-ge2uz7nq2v Před 5 lety +6

    დილა შენით იწყება სოსო..😍
    ეს სამოთხე მიწისა ხალხი დედამიწისა ჰეეე 😚😚😚😚😚

  • @qristinechirgadze7766
    @qristinechirgadze7766 Před 5 lety +3

    ძალია მომწონს თქვენი სიმღერები ჩემა ქორეოგრაფმა მეგი ბუხულეიშვილმა შემაყვარა თქვენი თავი სულ ვუსმენ თქვენს სიმღერებს და შემფეგ მეგობრებს ვუზიარებ შთაბეჭდილებას ❤❤❤

  • @nananaan6307
    @nananaan6307 Před 5 lety +7

    ქართველის ქართულად აღქმული ქართული სული✌
    ,,SO-SO"❤

  • @natosamxaradze7680
    @natosamxaradze7680 Před 5 lety +4

    უფლის წყალობა არ მოკლებოდეს. იხარე და იბედნიერე სოსო მიქელაძე

  • @natalianamiheiwvili5520
    @natalianamiheiwvili5520 Před 4 lety +3

    Chveni unikaluri da patrioti soso gaixaret zvirfaso ufali iyos tqveni mfarveli yvela ketil saqmesshi da me mjera tqven ibrzolebt saqartvelos bednierebistvis gzas gifaravdet gvtismshobeli deda!!❤❤🙏🙏

  • @anukixvedelidze2540
    @anukixvedelidze2540 Před 5 lety +5

    ⛪უფალი გფარავდეთ თქვენც და სრულიად საქართველოს⛪

  • @levanieliashvili5648
    @levanieliashvili5648 Před 5 lety +7

    გენაცვალე შენ ძმაო გულიდან ამოგდის სიყვარული შენი ქვეყნის და ერის უფალმა გაგაძლიეროს წარმატებები შენ

  • @user-kq8ni7th5x
    @user-kq8ni7th5x Před 3 lety +4

    ვაიმე რა მაგარია

  • @robizondzamukashvili1629
    @robizondzamukashvili1629 Před 5 lety +3

    მეამაყაბი რომ ჯერ ნამდვილი ქართველი ვაჟკაცის სული გაქვს სოსო და მეორე სულში ჩამწვდომი ხმა და უბადლო შემსრულებელი.

  • @lali8990
    @lali8990 Před 5 lety +6

    ემიგრანტებს ძალიან უყვარხარ, სოსო კარგი ადამიანი ხარ შენი სიმღერებიდან ჩანს

  • @ManveliLeon
    @ManveliLeon Před 5 lety +15

    სიმღერას, რომელსაც გულგრილად ვერ ჩაუვლი და ვერ გაატარებ თუ გიყვარს შენი სამშობლო, შენი წინაპრები, შენი მოყვასი, თუ პატივს სცემ გმირთა ხსოვნას, თუ გტკივა და გრძნობ საქართველოს, სწორედ ასეთია სოსო მიქელაძის ქართული ♥

  • @ablahanm5181
    @ablahanm5181 Před 3 lety +5

    Gaixaret.

  • @zazabenelli3879
    @zazabenelli3879 Před 5 lety +5

    gvimravle gmerto kartvelebs egeti adamiani rogoric soso mikeladzea

  • @ekasamushia5441
    @ekasamushia5441 Před 5 lety +3

    ბრავო, მოხიბლული ვარ🇬🇪🇬🇪🇬🇪💙💙💙

  • @tamar1028
    @tamar1028 Před 5 lety +7

    ქართული - სული-გული მზე! ❤️

  • @mishaxvedela394
    @mishaxvedela394 Před 5 lety +2

    adamiani romelic kovel momdevno simgerit gvaocebs tavisi qartuli sulit,shen genacvale dzmao

  • @user-go9mf9ss6d
    @user-go9mf9ss6d Před 5 lety +4

    თანამედროვე ქართული სიმღერები არ მიყვარს და იშვიათად ვუსმენ მაგრამ თქვენი შემოქმედება აშკარად გამონაკლისია ბატონო სოსო, მადლობა ქართულისთვის

  • @tamunadekanoidze5352
    @tamunadekanoidze5352 Před 4 lety +3

    Gaixaret...martlac rom ragacnairsd sasiamovno simgerebi gaavt😘😘😘

  • @bibilala5849
    @bibilala5849 Před 5 lety +6

    Gaixare dzma amas vatrialeb manqanashi bolo xmaze aweuli da vasmenineb berdznebs😂❤️❤️❤️

  • @user-hw2iz9zh5p
    @user-hw2iz9zh5p Před 5 lety +5

    იმრავლოს სოსო მიქლაძისთანა ვაჟკაცებმა.❤🥂

  • @tamar1028
    @tamar1028 Před 4 lety +5

    ყველას გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს

  • @VioletEvergarden0110
    @VioletEvergarden0110 Před 5 lety +3

    გაიხარე, დიდი მადლობა ასეთი ლამაზი ქართული სიმღერებისთვის.

  • @dalicholadze8726
    @dalicholadze8726 Před 5 lety +4

    gaixaret batono soso warmatebebs gisurvebt arachveulebnrivi simgeraa

  • @tamar1028
    @tamar1028 Před 5 lety +3

    ქართული ხელოვნების საგანძური ❤️:)

  • @lashamakatsaria4745
    @lashamakatsaria4745 Před 3 lety +3

    umagresi pirovneba xart batono soso warmatebebi

  • @user-ks3ig4gg9k
    @user-ks3ig4gg9k Před 5 lety +4

    უმაღლესი, უმაგრესი ტექსტი, სიმღერა და შესრულება ბ.სოსოს მიერ არის არაჩვეულებრივი. როგორ შეიძლება მოუსმინო, იფიქრო და არ განიცადო, ყველაფერი ქარტული, რაც ამ ლამაზ საქეიფო დარდიმანდულ სიმღერაშია შეგროვილი ერთად. გაიხარე ბ,სოსო და კიდევ ბევრი სიკეტე მოგცეს უფალმა.

  • @tamazidundua6096
    @tamazidundua6096 Před 5 lety +6

    maladec soso

  • @tamazidundua5411
    @tamazidundua5411 Před 3 lety +4

    გენაცვალე ❤️❤️❤️❤️

  • @ekaeka9593
    @ekaeka9593 Před 5 lety +3

    arachveulebrivi simgeraa gilocavt kidev ertxel👍👍👍

  • @foldplease3283
    @foldplease3283 Před 4 lety +4

    Umagresiaa ♥

  • @100abuda
    @100abuda Před 5 lety +3

    ქართული, ქართული...!!!

  • @user-ug1fg8go2x
    @user-ug1fg8go2x Před 4 lety +4

    ძალიან მიყვარს თქვენი ყველა სიმღერა

  • @musicforyou174
    @musicforyou174 Před 5 lety +4

    შენი ყველა სიმღერა მომწონს ♥♥♥

  • @leilagegiadze8611
    @leilagegiadze8611 Před 5 lety +4

    👑

  • @user-nd4qt1fb8l
    @user-nd4qt1fb8l Před 5 lety +3

    კიდევ ერთი ულამაზესი სიმღერა 💚

  • @mariamtukvadze9720
    @mariamtukvadze9720 Před 5 lety +5

    Chemi qartuli chemi saqartvelo

  • @datagiorgana1900
    @datagiorgana1900 Před 4 lety +4

    მომწონს შენი სიმღერები🇬🇪🇬🇪

  • @datobedoshvili3289
    @datobedoshvili3289 Před 5 lety +4

    martla qartulia ...):)

  • @nodariotinashvili2933
    @nodariotinashvili2933 Před 4 lety +7

    კარგია ნამდვილად

  • @marinaabuladze3560
    @marinaabuladze3560 Před 5 lety +4

    ძალიან სასიამოვნო ხმა გაქვს სოსო, ძალიან მომწონხარ,

  • @georgiannobleman9217
    @georgiannobleman9217 Před 5 lety +3

    Генацвале картул сулши да гулши!!

  • @ciurigagnidze6262
    @ciurigagnidze6262 Před 5 lety +3

    Soso es samotxe miwisa exati dedamiwisa shen xar samyaros mecnieri daglocos ufalma miyvarxar