სოციალური საწარმო "ტენე" - გავლენის გმირი | B2B Fair 2023

Sdílet
Vložit
  • čas přidán 3. 06. 2024
  • "ტენე" პირველი ქართული და ამავდროულად, მსოფლიოში პირველი მწვანე USB კაბელია, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი მზადდება მეორადი პლასტმასისგან და მისი კონცეპტუალური მიზანიც გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლაა.
    უყურეთ ვიდეოს სოციალური საწარმოების B2B გამოფენიდან, სადაც გავლენის გმირის სტატუსით, ტენეს დამფუძნებლი სანდრო ლილუაშვილი გვიყვება მეტს - როგორ დაიწყო და ვითარდება "ტენეს" ისტორია, რომელიც სოციალური მეწარმეობის ქართულ ეკოსისტემაში მნიშვნელოვან გავლენს ქმნის.
    ***
    სოციალური საწარმოების B2B გამოფენას საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) 2017 წლიდან მართავს ევროკავშირისა და "პური მსოფლიოსთვის" მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების ფარგლებში.
    წელს, ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ერთ სივრცეში გასცნობოდნენ მოწინავე ქართული სოციალური საწარმოების პროდუქციასა და მომსახურებას. პირველად მოესმინათ გავლენის გმირების ისტორიები, რომლებსაც საკუთარი საქმიანობით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების დაძლევის პროცესში. გამოფენის სტუმრებისთვის სოციალურ საწარმოები წარადგინეს საზოგადოებისთვის ცნობილმა პირებმა, რომლებიც მხარს უჭერენ ქვეყანაში სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის, როგორც დადებით სოციალურ ცვლილებებზე ორიენტირებული ბიზნესის განვითარებას.
    ღონისძიების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის: www.segeorgia.org/ge/youth-an...
    "ტენე" მხარდაჭერილია გავლენის ფონდ "აქციოს" მიერ, პროექტის „ცვლილებები დადებითი თანამშრომლობისათვის“ ფარგლებში, რომელსაც ევროკომისიის (DG NEAR) ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) Impact Europe-თან ერთად ახორციელებს.
    #Impactheroes #B2BFair #CSRDG #EU4Georgia #BreadForTheWorld #actio #tene #impacteurope #impactpeople

Komentáře •